მონოგრაფია Nº 04987 Rx · რეცეპტით
სტერინაზოლი
STERINAZOL
150 მგ კაფსულა №4
- მოქმედი ნივთიერება
- ფლუკონაზოლი (Fluconazole)
- მწარმოებელი
- NOVATOR PHARMA, დიდი ბრიტანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- აზოლების ჯგუფი
- იმპორტიორი საქართველოში
- ნოვატორ ფარმა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლუკონაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ფლუკონაზოლი ABC
Fluconazolo ABC
150მგ მყარი კაფსულა №2
დიფლუკანი
Diflucan
150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7
ეფცენ-150
FCN-150
კაფსულა #1
მიკოსისტი
MYCOSYST
150მგ კაფსულა #1; #2
მიკოსისტი
MYCOSYST
100მგ კაფსულა #28
დიფლაზონი
Diflazon
150 მგ კაფსულა №1
დიფლუზოლ-კმპ
150მგ კაფსულა №2
მიკოფლუ
MICOFLU
150მგ კაფსულა #1
როფლუზოლი
ROFLUZOL
150მგ კაფსულა №1
ფლუზამედი
Fluzamed
150მგ კაფსულა №1
ფლუკონა-დენკი 150
Flucona-Denk 150
150მგ მყარი კაფსულა №1
ფლუკონაზოლი ეფცენ-150
150მგ კაფსულა №1
ფლუნოლი
FLUNOL
150მგ კაფსულა №1
ფლურანგი
Flurung
150 მგ კაფსულა N1
ფლუქსოგარდი
150მგ კაფსულა №1
ფობოსი
Fobos
150მგ კაფსულა №1
მიკოსისტი
MYCOSYST
50მგ კაფსულა #7
ფლუკონაზოლი-სუპრემაზა
50მგ კაფსულა №7
ფლუკონა-დენკი 100
Flucona-Denk 100
100მგ მყარი კაფსულა №10
ფლუკონაზოლი ფარმოზი
150მგ კაფსულა №2
კონარექსი
150მგ კაფსულა №2
დიზოლო
150მგ კაფსულა №2
სუპრემაზა
supremaza
150მგ კაფსულა #2
ფლუზამედი
Fluzamed
0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
დიფლაზონი
Diflazon
50 მგ კაფსულა №7
დიფლაზონი
Diflazon
2მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
დიფლუკანი
Diflucan
ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ
კანდიზოლი
Kandizol
150 მგ კაფსულა N1
ლუნიზოლი-სანოველი
Lunizol-sanovel
150მგ კაფსულა #2
ლუნიზოლი-სანოველი
Lunizol-sanovel
150მგ კაფსულა #1
მიკომაქსი
MicoMax
კაფსულა 150მგ. #1
ნოფუნგი®
NOFUNG®
150მგ კაფსულა #1
ნოფუნგი®
NOFUNG®
50მგ კაფსულა #7
ნოფუნგი®
NOFUNG®
100მგ კაფსულა #7
უმეფლუკი
Umefluc
150 მგ კაფსულა №1
ფლუზამედი
Fluzamed
200მგ კაფსულა №7
ფლუზამედი
Fluzamed
50მგ კაფსულა №4
ფლუკონაზოლი ნეო
FLUCONAZOL NEO
50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2
ფლუკონაზოლი პოლფარმექსი
Paidoterin Polfarmex
200 მგ ტაბლეტი #14
ფლუკორტა
Flukorta
50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1
ფლუორესი
FLUORES
150მგ მყარი კაფსულა №2
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ფარმაკოლოგიური თვისება: ფლუკონაზოლი წარმოადგენს ტრიაზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ახდენს სოკოს უჯრედში სტეროლების სინთეზის მძლავრ სელექტიურ ინჰიბიrebas. იგი აქტიურია შემდეგი მიკოზების მიმართ: საფუარა სოკოები: Candida spp. Cryptococcus neoformans; დერმატოფიტები: Trichophyton, Microsporum და Epidermophyton spp; ენდემური მიკოზების გამომწვევები: Coccdioides immitis, Paracoccidioides brasiliensis, Histoplazma capsulatum, blastomyces dermatitis, Sporothrix schenkii.
ფარმაკოკინეტიკა
არ იცვლება პერორალური და ი/ვ მიღებისას, პერორალური მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება; პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა უზმოზე პრეპარატის მიღებისას 0,5-1,5 საათის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს და პლაზმური კონცენტრაციის პროპორციულია. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 11-12%. კარგად გადის ფიზიოლოგიურ სითხეებში; მისი კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში უტოლდება პლაზმურ კონცენტრაციას; სოკოვანი მენინგიტის შემთხვევაში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ლიქვორში შეადგენს პლაზმური კონცენტრაციის 80%-ს რქოვანა გარსში, ეპიდერმისში და ოფლში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია აჭარბებს პლაზმისმიერს. გამოიყოფა თირკმელით 80% შეუცვლელი სახით, მოცირკულირე მეტაბოლიტები არ აღინიშნება.
სტერინაზოლის
ჩვენებები
კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის ჩათვლით; გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები; ლორწოვანის კანდიდოზი: პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქოპულმონური ინფექციები, კანდიდურია, პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი ნორმალური ან დაქვეითებული იმუნური ფუნქციის დროს, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში; გენიტალური კანდიდოზი: მწვავე ან მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი, კანდიდოზური ბალანიტი; სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირებში რომლებც განწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი ციტოსტატიკური ან სხივური თერაპიის შედეგად; კანის მიკოზები: ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზები, ბრტყელი ლიქენი, ონიქომიკოზი; იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციის დროს ღრმა ენდემური მიკოზები, კოკციდიოდომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.
კაფსულის მიღება საუკეთესოა დღის ერთი და იგივე დროს. პრეპარტის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ისე კვებებს შორის შუალედში.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანობით. მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე. ზოგჯერ შესაძლებელია თავის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებ-ში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის მხრივ ტოქსიკური ცვლილებები, რომელიც, როგორც წესი, აღენიშნებათ მძიმე სოკოვანი ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებს. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლინებისთანავე საჭიროა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა. შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში მნიშვნელოვნად მომატებულია კანის მძიმე რეაქციების განვითარების რისკი სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებისას. იშვიათად ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები პრეპარატის მიმართ: მოხრჩობის უეცარი შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში; ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება; კანზე გამონაყარი ან ქავილით მიმდინარე წითელი ლაქები; მთელი სხეულის ქავილი. აღნიშნული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ალერგიული რეაქციები, ქავილის, კანის ჰიპერემიის ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით. პრეპარატის კომბინაცია ტერფენადინთან და ციზაპრიდთან ნებადართული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს როგორიცაა: - არსებული ან დაგეგმილი ორსულობა; - ლაქტაციის პერიოდი; - თირკმელების დაავადებები.
ჭარბი დოზირება
დიდი რაოდენობით პრეპარატის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელთა კორეგირება წარმოებს ექიმთან კონსულტაციით შესაბამისი მკურნალობის გამოყენებით სამკურნალო დაწესებულებაში.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში როგორიცაა: ვარფარინი ან კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, რიგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი, ჰიდროქლოროთიაზიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, თეოფილინი, ტერფენადინი და ასთემიზოლი, ციზაპრიდი, ზიდოვუდინი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფამაცევტული პროდუქტის ჯგუფი II -გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
შეფუთვაში 4 კაფსულა.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.