8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04012 Rx · რეცეპტით

ფლუნოლი

FLUNOL

150მგ კაფსულა №1

დან10.53 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ფლუნოლი, 150მგ კაფსულა №1
მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (Fluconazole)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აზოლების ჯგუფი
იმპორტიორი საქართველოში
ნობელი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ფლუნოლი კაფსულა 150მგ #1

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ფლუნოლი კაფსულა 150მგ #1

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლუკონაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ფლუკონაზოლი ABC, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC

Fluconazolo ABC

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან1.15 ₾
დიფლუკანი, 150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

დიფლუკანი

Diflucan

150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
დან9.29 ₾
ეფცენ-150, კაფსულა #1

ეფცენ-150

FCN-150

კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.30 ₾
მიკოსისტი, 150მგ კაფსულა #1; #2

მიკოსისტი

MYCOSYST

150მგ კაფსულა #1; #2

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან9.32 ₾
მიკოსისტი, 100მგ კაფსულა #28

მიკოსისტი

MYCOSYST

100მგ კაფსულა #28

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან10.43 ₾
დიფლაზონი, 150 მგ კაფსულა №1

დიფლაზონი

Diflazon

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ICN Polfa Rzeszow S.A, პოლონეთი
დან10.51 ₾
დიფლუზოლ-კმპ, 150მგ კაფსულა №2

დიფლუზოლ-კმპ

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან10.53 ₾
მიკოფლუ, 150მგ კაფსულა #1

მიკოფლუ

MICOFLU

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.53 ₾
როფლუზოლი, 150მგ კაფსულა №1

როფლუზოლი

ROFLUZOL

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუზამედი, 150მგ კაფსულა №1

ფლუზამედი

Fluzamed

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან10.53 ₾
ფლუკონა-დენკი 150, 150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონა-დენკი 150

Flucona-Denk 150

150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან10.53 ₾
ფლუკონაზოლი ეფცენ-150, 150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ეფცენ-150

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან10.53 ₾
ფლურანგი, 150 მგ კაფსულა N1

ფლურანგი

Flurung

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუქსოგარდი, 150მგ კაფსულა №1

ფლუქსოგარდი

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან10.53 ₾
ფობოსი, 150მგ კაფსულა №1

ფობოსი

Fobos

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან10.53 ₾
მიკოსისტი, 50მგ კაფსულა #7

მიკოსისტი

MYCOSYST

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან13.08 ₾
ფლუკონაზოლი-სუპრემაზა, 50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი-სუპრემაზა

50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან13.08 ₾
ფლუკონა-დენკი 100, 100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონა-დენკი 100

Flucona-Denk 100

100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან17.85 ₾
ფლუკონაზოლი ფარმოზი, 150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმოზი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი მედინფარი, პორტუგალია
დან18.42 ₾
კონარექსი, 150მგ კაფსულა №2

კონარექსი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან23.82 ₾
დიზოლო, 150მგ კაფსულა №2

დიზოლო

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ლანოვა ფარმაცუტიცი, იტალია
დან23.84 ₾
სუპრემაზა, 150მგ კაფსულა #2

სუპრემაზა

supremaza

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი PENTAFARMA, ესპანეთი
დან23.84 ₾
ფლუზამედი, 0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუზამედი

Fluzamed

0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუკონაზოლი World Medicine Ophthalmics
დან32.05 ₾

დიფლაზონი

Diflazon

50 მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

დიფლაზონი

Diflazon

2მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

ფლუკონაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
დიფლუკანი, ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

დიფლუკანი

Diflucan

ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
კანდიზოლი, 150 მგ კაფსულა N1

კანდიზოლი

Kandizol

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Nobel, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #2

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #1

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მიკომაქსი, კაფსულა 150მგ. #1

მიკომაქსი

MicoMax

კაფსულა 150მგ. #1

ფლუკონაზოლი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 150მგ კაფსულა #1

ნოფუნგი®

NOFUNG®

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 50მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 100მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

100მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
სტერინაზოლი, 150 მგ კაფსულა №4

სტერინაზოლი

STERINAZOL

150 მგ კაფსულა №4

ფლუკონაზოლი NOVATOR PHARMA, დიდი ბრიტანეთი
Rx · რეცეპტით
უმეფლუკი, 150 მგ კაფსულა №1

უმეფლუკი

Umefluc

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

200მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

50მგ კაფსულა №4

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
Rx · რეცეპტით
ფლუკონაზოლი ნეო, 50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი ნეო

FLUCONAZOL NEO

50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ფლუკონაზოლი პოლფარმექსი, 200 მგ ტაბლეტი #14

ფლუკონაზოლი პოლფარმექსი

Paidoterin Polfarmex

200 მგ ტაბლეტი #14

ფლუკონაზოლი Polfarmex, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფლუკორტა, 50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკორტა

Flukorta

50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკონაზოლი Polfarmex, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფლუორესი, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუორესი

FLUORES

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ფლუნოლი

საერთაშორისო პატენტური სახელწოდება: ფლუკონაზოლი

წამლის ფორმა: კაფსულა

02

ზოგადი დახასიათება

:
მყარი ჟელატინისებრი კაფსულა 150მგ-№1, რომელიც შედგება თეთრი გაუმჭვირვალე კორპუსისაგან და ვარდისფერი გაუმჭვირვალე სახურავისაგან და შეიცავს უსუნო, სპეციფიური სუნის მქონე თეთრ ფხვნილს.

მონაცემები სამკურნალო საშუალებაში შემავალი კომპონენტების შესახებ:
თითოეული კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს აქტიური ნივთიერების სახით, დამხმარე ნივთიერების სახით კი: ლაქტოზა; აეროსილი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
კაფსულის გარსი: აცეტილფტალილცელულოზა, აზორუბინი, ПВП К-30, კროსპოვიდონი, ტიტანის დიოქსიდი და ჟელატინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
АТХ კოდი: [J02AC01]

03

ფარმაკოკინეტიკა

თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ფლუკონაზოლი – მიეკუთვნება ტრიაზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, წარმოადგენს სოკოს უჯრედის მემბრანაში ერგოსტეროლის სინთეზის სელექტიურ ინჰიბიტორს.
ეფექტურია ოპორტუნისტული მიკოზების დროს: Candida spp. Cryptococcus neoformans, Microsporum spp., trichophyton spp,.ენდემური მიკოზები: Blastomyces dermatididis, Coccidiodes immitis და Histoplasma capsulatum.

ფარმაკოკინეტიკა:
ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ, ბიოშეღწევადობა 90%-ზე მაღალია, შეწოვაზე არ მოქმედებს საკვების მიღება.
მაქს. კონცენტრაცია პერორალური მიღების შემდეგ, უზმოზე 150 მგ, შეადგენს 90%-ს პლაზმის კონცენტრაციასთან შედარებით _2.5-3.5 მგ/ლ დოზით მისი ინტრავენურ მიღებასთან. ნახევრადგამოყოფის პერიოდია 30სთ. დოზა პირდაპირპროპორციულია პლაზმაში მის კონცენტრაციასთან. წონასწორული კონცენტრაციის 90% მიიღწევა მკურნალობის მე-4-5 დღეს (1-ჯერ დღეში მიღების შემთხვევაში). თუ პირველ დღეს შევიყვანთ დარტყმით (ჩვეულებრივზე 2-ჯერ მეტი) დოზას, წონასწორული კონცენტრაციის 90% მიიღწევა მეორე დღისათვის. განაწილების მოჩვენებითი მოცულობა უახლოვდება ორგანიზმში წყლის საერთო შემცველობას. ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ბიოლოგიურ სითხეში. ფლუკონაზოლის კონცენტრაციის დონე პლაზმაში უტოლდება ნახველსა და ნერწყვში მის დონეს. სოკოვანი მენინგიტით დაავადებულებში ფლუკონაზოლის დონე ზურგის ტვინის სითხეში აღწევს 80%. რქოვანაში, ეპიდერმისში, დერმასა და ოფლში მისი კონცენტრაცია აღემატება შრატისას.
ფლუკონაზოლი პლაზმის ცილებს უკავშირდება 11-12%, გამოიყოფა თირკმელებით, 80% აღმოჩნდება შარდში შეუცვლელი სახით. მისი კლირენსი პროპორციულია კრეატინინის კლირენსის. ფლუკონაზოლის მეტაბოლოტები პერიფერიულ სისხლში არ არის გამოვლენილი.

04

ჩვენებები

:
კრიპტოკოკოზი: (კანის, ფილტვის, კრიპტოკოკოზული მენინგიტი.) ინიშნება ნორმალური იმუნიტეტის და იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებში (შიდსი, ტრანსპლანტაცია) პროფილაქტიკა შიდსიან პაციენტებში.
გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი (ინფექციები: ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) სისტემური კანდიდოზი (ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულებში, რომელნიც მკურნალობენ ციტოტოქსიური და იმუნოსუპრესიული თვისებების პრეპარატებით.)
ლორწოვანების კანდიდოზი; მათ შორის პირის ღრუ და ხახა (პროტეზით გამოწვეული ატროფიული კანდიდოზი), საყლაპავი, არაინვაზიური ბრონქო-პულმონური კანდიდოზი; კანდიდურია, შიდსით დაავადებულებში ოროფარინგეალური კანდიდოზის პროფილაქტიკა.
მწვავე და ქრ. მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზი; კანდიდოზის პროფილაქტიკა რეციდივების შემცირების მიზნით: (3 და მეტი წელიწადში)
პროფილაქტიკა ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულებში, რომელნიც მკურნალობენ ციტოტოქსიური და იმუნოსუპრესიული თვისებების პრეპარატებით.)
კანის მიკოზები: ტერფის, სხეულის, საზარდულის. ქატოსებრი ლიქენი, ონიქომიკოზები, კანის კანდიდოზი.
ღრმა ენდემური მიკოზები: კოქციდიომიკოზი, პარაკოქციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი ნორმალური იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.

05

უკუჩვენებები

:
ფლუკონაზოლისა და სხვა აზოლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ტერფენადინთან, ასთემიზოლთან და სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს.
ორსულობა, ლაქტაცია, 6 თვემდე ასაკი.

06

ორსულობა და ლაქტაცია

და ლაქტაცია:
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში ფლუნოლის მიღება არარეკომენდებულია. ფლუკონაზოლი რძეში აღმოჩნდება იგივე კონცენტრაციით, რაც შრატში. ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევებში.

07

მიღების წესი და დოზირება

და გამოყენების მეთოდები მოზრდილებში:
კრიპტოკოკური ინფექცია: 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ დღეში. ხანგრძლივობა- სიმძიმის მიხედვით. კრიპტოკოკური მენინგიტის დროს მინიმალური ხანგრძლივობა 6 – 7 კვირა. შიდსით დაავადებულებს მკურნალობის სრული კურსის ჩათავების შემდეგ უხანგრძლივდებათ 100 – 200 მგ/დღეში დოზით.
კანდიდემია, დისემინირებული კანდიდოზი და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციები: 400 მგ პირველ დღეებში, შემდეგ 200 მგ ყოველდღიურად. 400 მგ დოზის გამოყენება და ხანგრძლივობა განისაზღვრება ჩატარებულ მკურნალობაზე პაციენტის საპასუხო რეაქციით.
ოროფარინგეალური კანდიდოზი: 50-100 მგ 1-ჯერ დღეში 7-14 დღე. იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში მკურნალობა უფრო ხანგრძლივია.
ორალური ატროფიული კანდიდოზი: (პროტეზების მატარებელი პაციენტები) 50 მგ/დღეში 14 დღე კბილის პროტეზის დროს რეკომენდებულ ანტისეპტიურ ხსნარებთან ერთად. ეზოფაგეალური კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქოპულმონური ინფექციები, კანდიდურია, ლორწოვანის არავაგინალური კანდიდოზები: 50-100 მგ/დღეში 14- 30 დღე. შიდსით დაავადებულებში ოროფარინგეალური კანდიდოზის პროფილაქტიკა, პირველადი მკურნალობის მთლიანი კურსის ჩამთავრების შემდეგ, 100-150 მგ 1-ჯერ კვირაში.
ვაგინალური კანდიდოზი: ერთჯერადად 150 მგ. ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა რეციდივების შემცირების მიზნით: 150 მგ თვეში 1-ჯერ. ხანგრძლივობა ინდივიდუალურია 4-12 თვე ან მეტი. ბალანიტი 150 მგ ერთჯერადად.
კანდიდოზის პროფილაქტიკა: 50- 400 მგ ერთჯერ დღეღამეში სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკის მიხედვით.
გენერალიზებული ინფექციის მაღალ რისკ-პაციენტებში, მოსალოდნელი ან უკვე ხანგრძლივად არსებული ნეიტროპენიის დროს: დღიური დოზაა 400მგ. მკურნალობა იწყება მოსალოდნელ ნეიტროპენიამდე რამოდენიმე დღით ადრე ნეიტროფილების რაოდენობის 1000/მკლ-მდე გაზრდამდე და კიდევ გრძელდება 7 დღე.
კანის მიკოზები: ტერფის, გლუვი კანის, შორისის: 150 მგ 1-ჯერ კვირაში ან 50 მგ /დღეში 2-4 კვირა. ტერფის მიკოზების დროს 6 კვირამდე. ქატოსებრი ლიქენი: 300 მგ 1-ჯერ კვირაში 2-3 კვირა. იმ პაციენტებში, რომელთათვისაც საკმარისი აღმოჩნდა 300-400 მგ ერთჯერადი დოზა, მკურნალობა გრძელდება შემდეგი სქემით 50 მგ/დღეში 2-4 კვირა. ონიქომიკოზი 150 მგ 1-ჯერ კვირაში. მკურნალობა გრძელდება არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა მტევნის შემთხვევაში 3-6 თვე, ტერფზე 6-12 თვე.
ღრმა ენდემური მიკოზები: 200 -400 მგ /დღ. მკ-ბის ხანგრძლივობა 2 წლამდე.
კოქციდიომიკოზი: 11-24 თვე. პარაკოქციდიომიკოზი: 2-17 თვე. სპოროტრიქოზი: 1-16 თვე და ჰისტოპლაზმოზი 3-17 თვე.

და გამოყენების მეთოდები ბავშვთა ასაკში:
დოზირება და ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კლინიკო-მიკოლოგიურ ეფექტებზე. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილთა დოზას. მიიღება ყოველდღიურად 1-ჯერ დღეში.
ლორწოვანების კანდიდოზი: 3 მგ /კგ დღეღამეში. მუდმივი კონცენტრაციული წონასწორობის შენარჩუნების მიზნით: I დღეს ინიშნება დარტყმითი დოზა 6 მგ/კგ-ზე.
გენერალიზებული კანდიდოზი და კრიპტოკოკური ინფექცია: 6 -12 მგ / კგ სიმძიმის მიხედვით.
სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმუნიტეტდაქვეითებულ ბავშვებში ნეიტროპენიით, რომელნიც იტარებენ ციტოტოქსიურ, ქიმიო ან სხივურ თერაპიას: 3-12 მგ/კგ დღეღამეში. თირკმლის უკმარისობის დროს ფლუკონაზოლის დოზა მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაბამისად.

ხანდაზმულები:
თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში ინიშნება ჩვეული დოზირებით.
თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე ნაკლები) საჭიროა დოზის კორექცია: ერთჯერადი დანიშვნისას დოზა არ მცირდება, განმეორებითი დანიშვნისას დასაწყისში ინიშნება დარტყმითი დოზა 50-400 მგ. თუ კრეატინინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე მეტია, ინიშნება ჩვეულებრივი დოზა (რეკომენდებული დოზის 100%). თუ კრეატინინის კლირენსი მერყეობს 11- 50 მლ /წთ-ში _ რეკომენდებული დოზის 50%. რეგულარულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ, ინიშნება პრეპარატის ერთჯერადი დოზა.

გვერდითი ეფექტები:
ცნს: თავის ტკივილი, იშვიათად კრუნჩხვები;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დისპეფსია, დისკომფორტი, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ტოქსიური მოქმედება ღვიძლზე, ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზისა და ტრანსამინაზების დონის მატება.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად, ქავილი, გამონაყარი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ანაფილაქტოიდური რეაქციები და ტოქსიური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
სისხლმბადი ორგანოები: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი.
იშვიათად, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ალოპეცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერგლიცერიდემია და ჰიპოკალემია.

ღონისძიებები ჰიპერდოზირების დროს:
სიმპტომები: ჰალუცინაციები, პარანოიდური ქცევები.
სიმპტომური მკურნალობა, კუჭის ამორეცხვა, ფორსირებული დიურეზი ელიმინაციის დაჩქარების მიზნით. 3 საათიანი სეანსი ფლუკონაზოლის კონცენტრაციას ამცირებს 50 %-ით.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა პრეპარატებთან:
კუმარინულ ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი)– იზრდება პროთრომბინის დრო (12 %).ამიტომ, საჭიროა ყურადღების გამახვილება.
ფლუკონაზოლით პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად მკურნალობისას, შეიძლება ამ უკანასკნელთა T½-ის მატება გამოვლინდეს. ფლუკონაზოლისა და სულფანილშარდოვანის (ქლორპროპანიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი და ტოლბუტამიდი) ერთად დანიშვნის დროს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოგლიკემია.
ფლუკონაზოლით ფენიტოინთან ერთად მკურნალობისას, შეიძლება ამ უკანასკნელის კონცენტრაციის საგრძნობი მატება გამოვლინდეს. ამიტომაც, უნდა მოხდეს ამ უკანასკნელის დონის კონტროლი, რომ შეირჩეს ადექვატური დოზა.
რიფამპიცინის კომბინაცია ფლუკონაზოლთან ამცირებს „კონცენტრაციულ დროს“ 25 %-ით და ფლუკონაზოლის T½ -ს 20 %-ით, ამიტომ, რეკომენდებულია, ფლუკონაზოლის დოზის გაზრდა.
რეკომენდებულია, რომ გაკონტროლდეს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში ტრანსპლანტირებული თირკმლის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ფლუკონაზოლს 200 მგ დღეღამეში, მისი შესაძლო მომატების გამო.
ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის ერთად მიღება უკუნაჩვენებია, რადგან ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია („პირუეტის“ ტიპის არითმია )
პაციენტებში, თეოფილინით ინტოქსიკაციის რისკ-ჯგუფიდან ან პაციენტებში, ფლუკონაზოლთან ერთად თეოფილინის მაღალი დოზებით მიღებისას, ამ უკანასკნელის პლაზმური კლირენსის საშუალო სიჩქარის შემცირების გამო, შესაძლოა, გამოვლინდეს თეოფილინის ჰიპერდოზირების ნიშნები.
ციზაპრიდთან ერთად დანიშვნისას, შესაძლოა გამოვლინდეს გულის მუშაობის დარღვევები: პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის ჩათვლით. (Torsades de points).
რიფაბუტინთან ერთად დანიშვნისას, შესაძლოა, ამ უკანასკნელის შრატისმიერმა კონცენტრაციამ მოიმატოს ან განვითარდეს უვეიტი.
მიდაზოლამის შემდეგ ფლუკონაზოლის მიღებისას, იზრდება მიდაზოლამის კონცენტრაცია და ფსიქომოტორული ეფექტები.
ფლუკონაზოლით ბენზოდიაზეპინტან ერთად მკურნალობისას, შეიძლება ამ უკანასკნელის დოზის შემცირება გახდეს საჭირო.
ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად ფლუკონაზოლის კონცენტრაცია სისხლში იზრდება 40 %-ით. მიუხედავად ამისა, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ეთინილესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის კომბინაცია ფლუკონაზოლთან ზრდის „კონცენტრაციულ დროს“, თუმცა ხანგრძლივი კომბინაცია არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობაზე.
ფლუკონაზოლით ტერფენადინსა და ასთემიზოლთან ერთად მკურნალობისას, შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული არითმია QT- ინტერვალის გახანგრძლივებით.
ფლუკონაზოლით ზივოვუდინთან ერთად მკურნალობისას, შეიძლება, ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მატება გამოვლინდეს. მიზეზია, ზივოვუდინის მეტაბოლიტებად გარდაქმნის დაქვეითება. ამიტომაც, უნდა მოხდეს დაკვირვება გვერდით ეფექტებზე.

განსაკუთრებული მითითებები:
იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ტოქსიური მოვლენები:
ჰეპატოტოქსიური მოქმედება შექცევადია; აუცილებელია, დაკვირვების ქვეშ მოექცნენ პაციენტები, რომელთაც ფლუკონაზოლით მკურნალობისას გამოაჩნდათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ანაფილაქსია და ტოქსიური ნეკროლიზი. შიდსით დაავადებულთა შორის განსაკუთრებით ხშირია კანის მხრივ გამოვლინებები.
ასეთი პაციენტები მოითხოვენ შემდგომ დაკვირვებებს და მკურნალობის შეწყვეტას.

შენახვის პირობები:
მშრალ, ბნელ ადგილზე 15-30 გრადუსზე

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.

გაცემის წესები:
გაიცემა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით რეცეპტის საფუძველზე..

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.