8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00962 Rx · რეცეპტით

დიფლაზონი

Diflazon

2მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (Fluconazole)
მწარმოებელი
კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აზოლების ჯგუფი
იმპორტიორი საქართველოში
KRKA
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლუკონაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ფლუკონაზოლი ABC, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC

Fluconazolo ABC

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან1.15 ₾
დიფლუკანი, 150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

დიფლუკანი

Diflucan

150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
დან9.29 ₾
ეფცენ-150, კაფსულა #1

ეფცენ-150

FCN-150

კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.30 ₾
მიკოსისტი, 150მგ კაფსულა #1; #2

მიკოსისტი

MYCOSYST

150მგ კაფსულა #1; #2

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან9.32 ₾
მიკოსისტი, 100მგ კაფსულა #28

მიკოსისტი

MYCOSYST

100მგ კაფსულა #28

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან10.43 ₾
დიფლაზონი, 150 მგ კაფსულა №1

დიფლაზონი

Diflazon

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ICN Polfa Rzeszow S.A, პოლონეთი
დან10.51 ₾
დიფლუზოლ-კმპ, 150მგ კაფსულა №2

დიფლუზოლ-კმპ

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან10.53 ₾
მიკოფლუ, 150მგ კაფსულა #1

მიკოფლუ

MICOFLU

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.53 ₾
როფლუზოლი, 150მგ კაფსულა №1

როფლუზოლი

ROFLUZOL

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუზამედი, 150მგ კაფსულა №1

ფლუზამედი

Fluzamed

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან10.53 ₾
ფლუკონა-დენკი 150, 150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონა-დენკი 150

Flucona-Denk 150

150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან10.53 ₾
ფლუკონაზოლი ეფცენ-150, 150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ეფცენ-150

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან10.53 ₾
ფლუნოლი, 150მგ კაფსულა №1

ფლუნოლი

FLUNOL

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლურანგი, 150 მგ კაფსულა N1

ფლურანგი

Flurung

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუქსოგარდი, 150მგ კაფსულა №1

ფლუქსოგარდი

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან10.53 ₾
ფობოსი, 150მგ კაფსულა №1

ფობოსი

Fobos

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან10.53 ₾
მიკოსისტი, 50მგ კაფსულა #7

მიკოსისტი

MYCOSYST

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან13.08 ₾
ფლუკონაზოლი-სუპრემაზა, 50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი-სუპრემაზა

50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან13.08 ₾
ფლუკონა-დენკი 100, 100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონა-დენკი 100

Flucona-Denk 100

100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან17.85 ₾
ფლუკონაზოლი ფარმოზი, 150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმოზი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი მედინფარი, პორტუგალია
დან18.42 ₾
კონარექსი, 150მგ კაფსულა №2

კონარექსი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან23.82 ₾
დიზოლო, 150მგ კაფსულა №2

დიზოლო

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ლანოვა ფარმაცუტიცი, იტალია
დან23.84 ₾
სუპრემაზა, 150მგ კაფსულა #2

სუპრემაზა

supremaza

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი PENTAFARMA, ესპანეთი
დან23.84 ₾
ფლუზამედი, 0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუზამედი

Fluzamed

0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუკონაზოლი World Medicine Ophthalmics
დან32.05 ₾

დიფლაზონი

Diflazon

50 მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
დიფლუკანი, ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

დიფლუკანი

Diflucan

ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
კანდიზოლი, 150 მგ კაფსულა N1

კანდიზოლი

Kandizol

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Nobel, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #2

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #1

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მიკომაქსი, კაფსულა 150მგ. #1

მიკომაქსი

MicoMax

კაფსულა 150მგ. #1

ფლუკონაზოლი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 100მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

100მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 50მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 150მგ კაფსულა #1

ნოფუნგი®

NOFUNG®

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
სტერინაზოლი, 150 მგ კაფსულა №4

სტერინაზოლი

STERINAZOL

150 მგ კაფსულა №4

ფლუკონაზოლი NOVATOR PHARMA, დიდი ბრიტანეთი
Rx · რეცეპტით
უმეფლუკი, 150 მგ კაფსულა №1

უმეფლუკი

Umefluc

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

200მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

50მგ კაფსულა №4

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
Rx · რეცეპტით
ფლუკონაზოლი ნეო, 50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი ნეო

FLUCONAZOL NEO

50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ფლუკონაზოლი პოლფარმექსი, 200 მგ ტაბლეტი #14

ფლუკონაზოლი პოლფარმექსი

Paidoterin Polfarmex

200 მგ ტაბლეტი #14

ფლუკონაზოლი Polfarmex, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფლუკორტა, 50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკორტა

Flukorta

50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკონაზოლი Polfarmex, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფლუორესი, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუორესი

FLUORES

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარი

გამჭვირვალე უფერო ხსნარი ხილული მექანიკური ჩანართების გარეშე.

02

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
ფლუკონაზოლს 2,00 მგ
დამხმარე ნივთიერებებს:
ნატრიუმის ქლორიდს 9,00 მგ
საინექციო წყალს ქ.ს. 1,0 მლ-მდე

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
ათქ კოდი: j01AC01

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფლუკონაზოლი - ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების წარმომადგენელია, წარმოადგენს სოკოს უჯრედებში სტეროლების სინთეზის სეკექტიურ ინჰიბიტორს.
პრეპარატი აქტიურია მიკოზების დროს, რომლებიც გამოწვეულია Candida spp. (C. albicans, C. tropicalis), Cryptococcus neoformans, Microsporum spp., Trichophyton spp., Blastomices dermatidis, Coccidioides immitis da Histoplazma capsulatum, ნაკლებად ეფექტურია Aspergillus spp. da Penicillium mameffel და არაეფექტურიაAspergillus spp. da Penicillium mameffel. და ზიგომიცეტების წინააღმდეგ.

05

ფარმაკოკინეტიკა

ინტრავენური შეყვანის შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებში და სითხეებში.
განაწილება
კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დოზის პირდაპირპროპორციულია. აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია დედის რძეში, სასახსრე სითხეში, ნერწყვში, ნახველში და პერიტონეალურ სითხეში ანალოგიურია ასეთის სისხლის პლაზმაში. ოფლში, ეპიდერმისში და რქოვან ფენაში (სელექტიური დაგროვება) მიიღწევა კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება შრატისმიერ კონცენტრაციებს. კარგად აღწევს თავ-ზურგ-ტვინის სითხეში, სოკოვანი მენინგიტის დროს კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში შეადგენს სისხლის პლაზმაში ასეთის 85%-ს. სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის წონასწორული კონცენტრაციის (ჩსს) დაახლოებით 90% მიიღწევა მე-4-5 დღისათვის. “დარტყმითი” დოზის შეყვანა (პირველ დღეს), რომელიც 2-ჯერ აღემატება ჩვეულებრივ დღიურ დოზას, იძლევა კონცენტრაციის მიღწევის საშუალებას, რომელიც შეესაბამება ჩსს 90%-ს, მეორე დღისათვის.
განაწილების მოჩვენებითი მოცულობა (Vდ) უახლოვდება ორგანიზმში სითხის საერთო შემცველობას. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია - 11-12%.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
ნახევრად გამოყოფის პერიოდი (თ1/2) - 30 სთ. წარმოადგენს ჩYP2ჩ9 კოეფერმენტის ინჰიბიტორს ღვიძლში. გამოიყოფა, უპირატესად, თირკმელებით (80% უცვლელი სახით, 11% - მეტაბოლიტების სახით). ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია.
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თირკმელების ფუნქციონალურ მდგომარეობაზე, ამასთან არსებობს უკუდამოკიდებულება თ1/2 და კრეატინინის კლირენსს შორის.
ჰემოდიალიზიდან 3 საათის განმავლობაში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება 50%-ით.
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია ინტრავენური შეყვანის და პერორალურად მიღების დროს, რაც იძლევა გამოყენების ერთი სახეობიდან მეორეზე ადვილად გადასვლის საშუალებას.

06

ჩვენებები

  • სისტემური კანდიდოზი ავადმყოფებში ნეიტროპენიით ან მის გარეშე, დისემინირებული კანდიდოზის (მათ შორის ქრონიკულის) და პროგრესირებადი კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმების ჩათვლით, როგორიცაა პერიტონეალური, ენდოკარდიალური და ინტრატრაქეალური, საშარდე გზების ინფექციები. ფლუკონაზოლის გამოყენება შეიძლება ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, პაციენტებში დაავადებებით, რომლებიც განაწყობენ კანდიდოზური ინფექციის განვითარებისადმი, რომლებიც იღებენ ციტოსტატიკებს, იმუნოდეპრესანტებს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დროს.
  • ლორწოვანი გარსის კანდიდოზი: ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური; ფილტვების არაინვაზიური ინფექციები, კანდიდურია, პირის ღრუს ზედაპირული და ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (აივ-ინფიცირებული პაციენტების და იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფების ჩათვლით).
  • კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის, სხვა ორგანოების სოკოვანი ინფექციების (ფილტვები, კანი) ჩათვლით. ფლუკონაზოლი შეიძლება იქნას გამოყენებული კრიპტოკოკური ინფექციის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შიდსით და იმუნოდეფიციტის სხვა ფორმებით დაავადებულ ავადმყოფებში.

ფლუკონაზოლის გამოყენება შეიძლება კანდიდოზის პროფილაქტიკისათვის პაციენტებში მიელოტრანსპლანტაციის წინ და პაციენტებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ასეთი ინფექციებისადმი ციტოსტატიკური ან რადიოთერაპიის ჩატარების შედეგად.

07

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის, აზოლური ნაერთების და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ; თანდაყოლილი ან ელექტროკარდიოგარამაზე გამოვლენილი Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული მიღება (მათ შორის IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები), ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება ციზაპრიდთან, ტერფენადინთან (ფლუკონაზოლის მუდმივი მიღების ფონზე დოზით 400 მგ/დღეში და მეტი), ასთემიზოლთან, პიმოზიდთან და ქინიდინთან.
სიფრთხილით: ალკოჰოლიზმი, აქლორჰიდრია და ჰიპოქლორჰიდრია, 6 თვემდე საბავშვო ასაკი (გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის), ღვიძლის უკმარისობა, გამონაყარის გაჩენა ფლუკონაზოლის გამოყენების ფონზე პაციენტებში ზედაპირული სოკოვანი ინფექციით და ინვაზიურ/სისტემური სოკოვანი ინფექციებით, ტერფენადინის და ფლუკონაზოლის ერთდროული მიღება 400 მგ-ზე/დღეში ნაკლები დოზით, პოტენციურად პროარითმოგენური მდგომარეობები პაციენტებში მრავალრიცხოვანი რისკ-ფაქტორებით (გულის ორგანული დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, არითმიის გამომწვევი სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება).

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს არ არის რეკომენდირებული პრეპარატ დიფლაზონის® გამოყენება. ფლუკონაზოლის გამოყენება შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციების დროს, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის. პრეპარატ დიფლაზონის® გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

09

მიღების წესი და დოზირება

ინტრავენურად წვეთოვნად.
პრეპარატ დიფლაზონის® შიგნით გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მისი გამოყენება საინფუზიო ხსნარის სახით. ინტრავენურად შეყვანის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ/სთ (20 მგ/წთ). როგორც კი შესაძლებელი გახდება პრეპარატის შიგნით გამოყენება, პაციენტი უნდა იქნას გადაყვანილი პრეპარატ დიფლაზონით® მკურნალობაზე პერორალური სამკურნალო ფორმით. დღიური დოზა არ უნდა იცვლებოდეს. ზოგიერთ შემთხვევებში თერაპიის პირველ დღეს შესაძლებელია ორმაგი დღიური დოზის გამოყენება.

მოზრდილები:

დაავადება

1 ფლაკონი (100 მგ)=200 მგ

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი (გენიტალური კანდიდოზის გამოკლებით)

50-100
მგ 1 ჯერ დღეში

ლორწოვანი გარსების მძიმე კანდიდოზი

100-200 მგ 1 ჯერ დღეში

სისტემური კანდიდოზი

400 მგ პირველ დღეს, Semdeg
200-400 მგ 1 ჯერ დღეში

მძიმე სისტემური კანდიდოზი

800 მგ-მდე 1 ჯერ დღეში

კანდიდოზის პროფილაქტიკა

50-400
მგ 1 ჯერ დღეში

კრიპტოკოკური მენინგიტი

400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ 1 ჯერ დღეში

კრიპტოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკა

200 მგ 1 ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა
სისტემური კანდიდოზის თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე. მკურნალობა, უარყოფითი ჰემოკულტურის მიღებიდან ან დაავადების კლინიკური გამოვლინებების გაქრობიდან, უნდა გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ, 2 კვირა.
ლორწოვანი გარსის კანდიდოზი. დაავედების პირველი ეპიზოდის დროს მკურნალობას აგრძელებენ 7-14 დღე; 3 კვირას ავადმყოფებში იმუნოდეფიციტით. უკიდურესად მძიმე შემთხვევებში აუციებებლია 30-დღიანი თერაპია.
კრიპტოკოკური მენინგიტი ავადმყოფებში შიდსით უნდა იქნას ნამკურნალები 6-8 კვირის განმავლობაში.
კანდიდოზის პროფილაქტიკისათვის მიელოტრანსპლანტაციის წინ და/ან ციტოსტატიკებით ან რადიოთერაპიით მკურნალობის წინ ავადმყოფებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით, პრეპარატი დიფლაზონი® უნდა დაინიშნოს ნეიტროპენიის მოსალოდნელ განვითარებამდე რამოდენიმე დღით ადრე და მკურნალობა გაგრძელდეს, როგორც მინიმუმ 7 დღე იმის შემდეგ, რაც ნეიტროფილების რაოდენობა აღემატება 1000/მმ3.
ბავშვები:
პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით კრიპტოკოკოზის დროს, კრიპტოკოკური მენინგიტის, სეფსისის, სხვა ორგანოების სოკოვანი ინფექციების (ფილტვები, კანი) ჩათვლით, ნიშნავენ 6-12 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში ლიკვორში გამომწვევების არარსებობის ლაბორატორიულ დადასტურებამდე. სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკისათვის და ზედაპირული მიკოზების სამკურნალოდ იყენებენ დოზას 3-6 მგ/კგ დღეში. თერაპიაზე პასუხის მიხედვით Dდღიური დოზა შეიძლება იქნას გაზრდილი 12 მგ-მდე/კგ დღეში არანაკლებ 3 კვირის განმავლობაში. ბავშვებში საყლაპავი მილის კანდიდოზის დროს ნიშნავენ ერთჯერადად 3 მგ/კგ/დღეში ერთჯერადად არანაკლებ 3 კვირის განმავლობაში და 2 კვირის განმავლობაში სიმპტომების რეგრესიის შემდეგ; ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს - 3 მგ/კგ/დღეში ერთჯერადად არანაკლებ 3 კვირის განმავლობაში.
5-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 400 მგ ფლუკონაზოლს.
2 კვირაზე ნაკლები ასაკის ახალშობილებისათვის დოზა უნდა იყოს ისეთივე, როგორც უფროსი ასაკის ბავშვებში, მაგრამ ყოველ 72 საათში, 2-4 კვირის ასაკის ჩვილებისათვის - იგივე დოზა ყოველ 48 საათში.
თირკმელების დარღვევის დროს პრეპარატ დიფლაზონს® იყენებენ შემდეგი სქემით:

კრეატინინის კლირენსი

ინტერვალი/დღიური დოზა

>40 მლ/წთ

21-40 მლ/წთ

10-20 მლ/წთ

24 საათი (დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი)

48 საათი ან ჩვეულებრივი დოზის 1/2
72 საათი ან დღიური დოზის 1/3

ბავშვებში თირკმელების უკმარისობით აუცილებელია დოზის კორექცია მოზრდილებისათვის რეკომენდაციების შესაბამისად.
ჰემოდიალიზის თითოეული სეანსის შემდეგ საჭიროა დამატებით ერთჯერადად 50 მგ (ზოგიერთი ავტორის რეკომენდაციით 100-200 მგ). პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან პერიტონეალურ დიალიზზე (ხანგრძლივი ამბულატორიული დიალიზი), რეკომენდირებულია 150 მგ ფლუკონაზოლის გამოყენება დიალიზატის 2 ლიტრზე 2 დღის ინტერვალით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევების გარეშე, რეკომენდირებულია პრეპარატის დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმის დაცვა.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ფლუკონაზოლი პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”).

10

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირად  1/10
ხშირად  1/100-დან  1/10-მდე
არახშირად  1/1000-დან  1/100-მდე
იშვიათად  1/10000-დან  1/1000-მდე
ძალიან იშვიათად  1/10000-დან, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
ხშირად: მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, “ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის მომატება, მადის შემცირება, შეკრულობა;
არახშირად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (სიყვითლე, ჰიპერბილირუბინემია, ტუტე ფოსფოტაზას აქტივობის მომატება, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული ნეკროზი), მათ შორის ლეტალური გამოსავალით;
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
არახშირად: კრუნჩხვები;
კანის საფარის მხრივ:
ხშირად: ალოპეცია;
იშვიათად: სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი; მულტიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი);
იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათად: ანაფილაქსია და ანგიონევროტული შეშუპება;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ:
იშვიათად: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
არახშირად: QT ინტერვალის გახანგრძლივება, “პირუეტის” ტიპის არითმია;
სხვა:
იშვიათად: თირკმელების ფუნქციის დარღვევები, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია.

11

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, დიარეა და უფრო მძიმე შემთხვევებში - კრუნჩხვები, ჰალუცინაციები.
მკურნალობა: სიმპტომატური. ვინაიდან ფლუკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ფორსირებული დიურეზი აჩქარებს მის გამოყოფას. სამსაათიანი ჰემოდიალიზის ჩატარება ამცირებს სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციას.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ტერფენადინის, ციზაპრიდის, ასთემიზოლის, პიმოზიდის და ქინიდინის ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში ამ პრეპარატების კონცენტრაციის ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს Qთ ინტერვალის გახანგრძლივება და გულის რითმის დარღვევები (“ლორსადე დე პოინტეს”, “პირუეტის” ტიპის არითმია), რასთანაც დაკავშირებით, ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთდროულად ვარფარინს, აღინიშნება პროთრომბინული დროის გახანგრძლივება.
ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალურად მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებების და სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი და ტოლბუტამიდი) თ1/2-ს. ამ პრეპარატების გამოყენება შეიძლება ფლუკონაზოლთან კომბინაციაში, მაგრამ გასათვალისწინებია ჰიპოგლიკემიის განვითარების ალბათობა.
უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ჰიდროქლორთიაზიდის და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას, უკანასკნელის კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში შეიძლება მოიმატოს.
რიფამპიცინი აჩქარებს ფლუკონაზოლის მეტაბოლიზმს, ამიტომ ფრთხილად უნდა იქნას მომატებული ფლუკონაზოლის დოზა რიფამპიცინთან ერთდროულად გამოყენებისას.
პაციენტებში თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ ფლუკონაზოლს შეუძლია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის მომატება, ამიტომ საჭიროა მისი კონტროლირება.
ფლუკონაზოლი ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას, საჭიროა უკანასკნელის კონცენტრაციის კონტროლირება.
ფლუკონაზოლს შეუძლია ინდინავირის ან მიდაზოლამის კონცენტრაციის გაზრდა, რამაც შეიძლება გაზარდოს ფსიქომოტორული ეფექტების განვითარებისა რისკი (უფრო გამოხატულია ფლუკონაზოლის შიგნით გამოყენების დროს, ვიდრე ინტრავენურად), ამიტომ აუცილებელია ამ პრეპარატების დოზის ადეკვატური შემცირება.
ფლუკონაზოლის და ზიდოვუდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეუძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ზიდოვუდინის კონცენტრაციის მომატება, რომლის AUC-იც იზრდება.
ფლუკონაზოლი დოზით 50-200 მგ არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას პერორალური კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობაზე.
არსებობს შეტყობინებები სამკურნალწამლო ურთიერთქმედებაზე ფლუკონაზოლის გამოყენებისას რიფაბუტინთან კომბინაციაში, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში უკანასკნელის კონცენტრაციის მომატებას. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ რიფაბუტინს და ფლუკონაზოლს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ფლუკონაზოლის და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა. ორივე პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლირება და დოზის კორექტირება თერაპიულ კონცენტრაციამდე.
არსებობს შეტყობინებები სამკურნალწამლო ურთიეთქმედებების შესახებ ფლუკონაზოლის და ტაკროლიმუსის გამოყენებისას, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის ზრდას. არსებობს შეტყობინებები ნეფროტოქსიკურობის შესახებ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ტაკროლიმუსს და ფლუკონაზოლს. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იყენებემ ტაკროლიმუსს და ფლუკონაზოლს, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.

13

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი დიფლაზონი® სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით.
პრეპარატ დიფლაზონის® დოზის კორექტირება უნდა მოხდეს კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.
პრეპარატი დიფლაზონი® სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
ფლუკონაზოლით თერაპიის დროს აუცილებელია “ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის რეგულარული კონტროლირება და პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება (ტოქსიკური ეფექტების განვითარების ალბათობა). “ღვიძლისმიერი” ფერმენტების აქტივობის მომატებისას დადებითი ეფექტი მკურნალობის გაგრძელებიდან უნდა აღემატებოდეს ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენის რისკს.
ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედება ჩვეულებრივ შექცევადია, სიმპტომები ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
თუ პაციენტს, რომელსაც უტარდება ზედაპირული სოკოვანი ინფექციის თერაპია, აღენიშნება გამონაყარი პრეპარატ დიფლაზონის® გამოყენების ფონზე, ამ პრეპარატით შემდგომი თერაპია უნდა შეწყდეს.
პრეპარატ დიფლაზონს®, მისი გამოყენებისას დოზით 400 მგ დღეში ყოველდღიურად, შეუძლია სისხლის პლაზმაში ტერფენადინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატება ერთდროულად გამოყენებისას. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებდნენ ფლუკონაზოლს და ტერფენადინს, აღინიშნებოდა გულისცემის, ტაქიკარდიის, თავბრუსხვევის და გულმკერდში ტკივილის გაჩენის სპონტანური შემთხვევები, ამასთან, კავშირი აღნიშნულ ეფექტებს შორის ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენების ფონზე არ იყო აშკარა. ასეთი სამკურნალწამლო ურთიერთქმედების პოტენციური საშიშროების გამო, არ არის რეკომენდირებული ტერფენადინის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოიყენება.
აუცილებელია პროთრომბინული ინდექსის კონტროლი კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად გამოყენებისას.
არსებობს ფლუკონაზოლის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, ამიტომ პრეპარატ დიფლაზონით® მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
პრეპარატ დიფლაზონით® მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკო-ჰემატოლოგიური რემისიის გაჩენამდე. მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა იწვევს რეციდივებს.

განსაკუთრებული ინფორმაცია
100 მლ საინფუზიო ხსნარი (1 ფლაკონი) შეიცავს 353,8 მგ (15,38 მმოლი) ნატრიუმს. 1 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 3,538 მგ (0,1538) ნატრიუმს, რა უნდა იქნას გათვალსიწინებული პაციენტების მიერ, რომლებიც იმყოფებიან დიეტაზე ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებით.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა რთული მექანიზმების უნარზე:
გვერდითი ეფექტების განვითარების რისკთან დაკავშირებით აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობს დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

საინფუზიო ხსნარი, 2 მგ/მლ.
პრეპარატის 100 მლ ათავსებენ უფერული მინის ფლაკონში (ტიპი I, Ph.Eur) რეზინის საცობით, მოჭერილი ალუმინის ხუფით და ფერადი პლასტიკის დამცავი სახურავით. ალუმინის ხუფზე დატანებულია პრეპარატის შიდა საწარმოო შიფრი. თითო ფლაკონს ათავსებემ მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

15

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30ºC, ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

16

ვარგისობის ვადა

5 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით.
მხოლოდ სავადმყოფოს შიდა გამოყენებისათვის.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.