მონოგრაფია Nº 01865 Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი
Lunizol-sanovel
150მგ კაფსულა #2
- მოქმედი ნივთიერება
- ფლუკონაზოლი (Fluconazole)
- მწარმოებელი
- SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- აზოლების ჯგუფი
- იმპორტიორი საქართველოში
- სანოველ ჯორჯია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლუკონაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
ფლუკონაზოლი ABC
Fluconazolo ABC
150მგ მყარი კაფსულა №2
დიფლუკანი
Diflucan
150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7
ეფცენ-150
FCN-150
კაფსულა #1
მიკოსისტი
MYCOSYST
150მგ კაფსულა #1; #2
მიკოსისტი
MYCOSYST
100მგ კაფსულა #28
დიფლაზონი
Diflazon
150 მგ კაფსულა №1
დიფლუზოლ-კმპ
150მგ კაფსულა №2
მიკოფლუ
MICOFLU
150მგ კაფსულა #1
როფლუზოლი
ROFLUZOL
150მგ კაფსულა №1
ფლუზამედი
Fluzamed
150მგ კაფსულა №1
ფლუკონა-დენკი 150
Flucona-Denk 150
150მგ მყარი კაფსულა №1
ფლუკონაზოლი ეფცენ-150
150მგ კაფსულა №1
ფლუნოლი
FLUNOL
150მგ კაფსულა №1
ფლურანგი
Flurung
150 მგ კაფსულა N1
ფლუქსოგარდი
150მგ კაფსულა №1
ფობოსი
Fobos
150მგ კაფსულა №1
მიკოსისტი
MYCOSYST
50მგ კაფსულა #7
ფლუკონაზოლი-სუპრემაზა
50მგ კაფსულა №7
ფლუკონა-დენკი 100
Flucona-Denk 100
100მგ მყარი კაფსულა №10
ფლუკონაზოლი ფარმოზი
150მგ კაფსულა №2
კონარექსი
150მგ კაფსულა №2
დიზოლო
150მგ კაფსულა №2
სუპრემაზა
supremaza
150მგ კაფსულა #2
ფლუზამედი
Fluzamed
0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
დიფლაზონი
Diflazon
50 მგ კაფსულა №7
დიფლაზონი
Diflazon
2მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1
დიფლუკანი
Diflucan
ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ
კანდიზოლი
Kandizol
150 მგ კაფსულა N1
ლუნიზოლი-სანოველი
Lunizol-sanovel
150მგ კაფსულა #1
მიკომაქსი
MicoMax
კაფსულა 150მგ. #1
ნოფუნგი®
NOFUNG®
150მგ კაფსულა #1
ნოფუნგი®
NOFUNG®
50მგ კაფსულა #7
ნოფუნგი®
NOFUNG®
100მგ კაფსულა #7
სტერინაზოლი
STERINAZOL
150 მგ კაფსულა №4
უმეფლუკი
Umefluc
150 მგ კაფსულა №1
ფლუზამედი
Fluzamed
200მგ კაფსულა №7
ფლუზამედი
Fluzamed
50მგ კაფსულა №4
ფლუკონაზოლი ნეო
FLUCONAZOL NEO
50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2
ფლუკონაზოლი პოლფარმექსი
Paidoterin Polfarmex
200 მგ ტაბლეტი #14
ფლუკორტა
Flukorta
50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1
ფლუორესი
FLUORES
150მგ მყარი კაფსულა №2
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ფლუკონაზოლის 150მგ-ს.
დამხმარე ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდი (E171).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუკონაზოლი ბის-ტრიაზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებაა, იგი შერჩევითად აინჰიბირებს ფერმენტს, რომელიც აუცილებელია ერგოსტეროლის სინთეზისათვის სოკოს უჯრედში. In vitro და In vivo ფლუკონაზოლის აქტივობა მკვეთრად განსხვავებულია.
პერორალურად მიღებისას იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა აღემატება 90 % -ს. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0,5 - 1,5 საათში.
ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 2,37 მგ/ლ, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 4-5 დღეში. იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში. ფლუკონაზოლის რაოდენობა ნერწყვში, ლორწოში, პერიტონეულ სითხეში, საშოს ქსოვილში, ფრჩხილებსა და ვეზიკულურ სითხეებში უტოლდება მის რაოდენობას პლაზმაში. სოკოვანი მენინგიტებისას ფლუკონაზოლის შემცველობა ცერებრო -სპინალურ სითხეში შეადგენს პლაზმაში მისი რაოდენობის 80%-ს. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი მცირეა (12%). მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს, რაც იძლევა მისი ერთჯერადი გამოყენების საშუალებას ვაგინალური კანდიდოზების დროს.
პრეპარატის 80%-ი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით შეუცვლელი სახით.
ჩვენებები
ტერფების, კანის კანდიდოზი დერმატომიკოზისა და ონიქომიკოზის ჩათვლით.
მიღების წესი და დოზირება
კანისა და ტერფის დერმატომიკოზების დროს რეკომენდებული დოზაა 150მგ (1 კაფსულა) 2 - 4 კვირის მანძილზე. ტერფის დერმატომიკოზის დროს შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება 6 კვირამდე.
ონიქომიკოზის დროს _ 150მგ კვირაში ერთხელ. მკურნალობა გრძელდება შესაბამისად 3-6 თვე (ხელებზე) და 6-12 თვე (ტერფებზე). ჯანმრთელი ფრჩხილის ზრდა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცელში, დიარეა. იშვიათად აღინიშნება გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი.
უკუჩვენებები
ფლუკონაზოლისა და ტრიაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: ცხოველებში მხოლოდ პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენებისას აღინიშნებოდა მისი ტოქსიკური მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოზები აღემატებოდა რეკომენდებულს, ორსულებში მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის (ორსულთა C კატეგორია).
ლაქტაციის პერიოდი: ვინაიდან ფლუკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში, ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.
ცნობები ფლუკონაზოლის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 16 წლამდე ბავშვებში არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ანტიმიკოზური მკურნალობა აუცილებელია ხოლო ალტერნატიული საშუალება არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა. რადგანაც ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდში, გაძლიერებული დიურეზი სავარაუდოდ გაზრდის ელიმინაციას. 3 საათიანი ჰემოდიალიზის კურსი დაახლოვებით 50% -ით ამცირებს პრეპარატის შემცველობას პლაზმაში.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრეპარატის ერთჯერადი დოზით 150მგ გამოყენებისას სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ვარფარინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღებისას მნიშვნელოვნად იმატებს პროთრომბინის დრო. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით განისაზღვროს ანტიკოაგულანტების დოზა, როდესაც ფლუკონაზოლი ინიშნება კუმარინის ტიპის პრეპარატებთან ერთად. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური სულფონილურაცილების ნახევრადგამოყოფის პერიოდს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მათი ერთდროული გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნას ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების განვითარების შესაძლებლობა.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (30°C), მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით
პრეპარატის მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.