8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01329 Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

50მგ კაფსულა №4

მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (Fluconazole)
მწარმოებელი
Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აზოლების ჯგუფი
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლუკონაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ფლუკონაზოლი ABC, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC

Fluconazolo ABC

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან1.15 ₾
დიფლუკანი, 150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

დიფლუკანი

Diflucan

150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
დან9.29 ₾
ეფცენ-150, კაფსულა #1

ეფცენ-150

FCN-150

კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.30 ₾
მიკოსისტი, 150მგ კაფსულა #1; #2

მიკოსისტი

MYCOSYST

150მგ კაფსულა #1; #2

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან9.32 ₾
მიკოსისტი, 100მგ კაფსულა #28

მიკოსისტი

MYCOSYST

100მგ კაფსულა #28

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან10.43 ₾
დიფლაზონი, 150 მგ კაფსულა №1

დიფლაზონი

Diflazon

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ICN Polfa Rzeszow S.A, პოლონეთი
დან10.51 ₾
დიფლუზოლ-კმპ, 150მგ კაფსულა №2

დიფლუზოლ-კმპ

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან10.53 ₾
მიკოფლუ, 150მგ კაფსულა #1

მიკოფლუ

MICOFLU

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.53 ₾
როფლუზოლი, 150მგ კაფსულა №1

როფლუზოლი

ROFLUZOL

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუზამედი, 150მგ კაფსულა №1

ფლუზამედი

Fluzamed

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან10.53 ₾
ფლუკონა-დენკი 150, 150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონა-დენკი 150

Flucona-Denk 150

150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან10.53 ₾
ფლუკონაზოლი ეფცენ-150, 150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ეფცენ-150

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან10.53 ₾
ფლუნოლი, 150მგ კაფსულა №1

ფლუნოლი

FLUNOL

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლურანგი, 150 მგ კაფსულა N1

ფლურანგი

Flurung

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუქსოგარდი, 150მგ კაფსულა №1

ფლუქსოგარდი

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან10.53 ₾
ფობოსი, 150მგ კაფსულა №1

ფობოსი

Fobos

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან10.53 ₾
მიკოსისტი, 50მგ კაფსულა #7

მიკოსისტი

MYCOSYST

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან13.08 ₾
ფლუკონაზოლი-სუპრემაზა, 50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი-სუპრემაზა

50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან13.08 ₾
ფლუკონა-დენკი 100, 100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონა-დენკი 100

Flucona-Denk 100

100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან17.85 ₾
ფლუკონაზოლი ფარმოზი, 150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმოზი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი მედინფარი, პორტუგალია
დან18.42 ₾
კონარექსი, 150მგ კაფსულა №2

კონარექსი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან23.82 ₾
დიზოლო, 150მგ კაფსულა №2

დიზოლო

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ლანოვა ფარმაცუტიცი, იტალია
დან23.84 ₾
სუპრემაზა, 150მგ კაფსულა #2

სუპრემაზა

supremaza

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი PENTAFARMA, ესპანეთი
დან23.84 ₾
ფლუზამედი, 0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუზამედი

Fluzamed

0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუკონაზოლი World Medicine Ophthalmics
დან32.05 ₾

დიფლაზონი

Diflazon

50 მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

დიფლაზონი

Diflazon

2მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

ფლუკონაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
დიფლუკანი, ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

დიფლუკანი

Diflucan

ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
კანდიზოლი, 150 მგ კაფსულა N1

კანდიზოლი

Kandizol

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Nobel, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #1

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #2

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მიკომაქსი, კაფსულა 150მგ. #1

მიკომაქსი

MicoMax

კაფსულა 150მგ. #1

ფლუკონაზოლი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 100მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

100მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 50მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 150მგ კაფსულა #1

ნოფუნგი®

NOFUNG®

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
სტერინაზოლი, 150 მგ კაფსულა №4

სტერინაზოლი

STERINAZOL

150 მგ კაფსულა №4

ფლუკონაზოლი NOVATOR PHARMA, დიდი ბრიტანეთი
Rx · რეცეპტით
უმეფლუკი, 150 მგ კაფსულა №1

უმეფლუკი

Umefluc

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

200მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
Rx · რეცეპტით
ფლუკონაზოლი ნეო, 50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი ნეო

FLUCONAZOL NEO

50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ფლუკონაზოლი პოლფარმექსი, 200 მგ ტაბლეტი #14

ფლუკონაზოლი პოლფარმექსი

Paidoterin Polfarmex

200 მგ ტაბლეტი #14

ფლუკონაზოლი Polfarmex, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფლუკორტა, 50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკორტა

Flukorta

50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკონაზოლი Polfarmex, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფლუორესი, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუორესი

FLUORES

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: მყარი ჟელატინის კაფსულები.

ფლუზამედი 50 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით ‘3’, სახურავი მქრქალი ღია ცისფერი ფერის, კორპუსი მქრქალი თეთრი ფერის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილის შემცველობით.

ფლუზამედი 150 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით ‘2’, სახურავი და კორპუსი მქრქალი ღია ცისფერი ფერის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილის შემცველობით.

ფლუზამედი 200 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით ‘1’, სახურავი მქრქალი ღია ცისფერი ფერის, კორპუსი თეთრი ფერის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილის შემცველობით.

02

შემადგენლობა

ფლუზამედი 50 მგ:
თითოეული კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსარკმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო დიოქსიდი.

ფლუზამედი 150 მგ:
თითოეული კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 150 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსარკმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო დიოქსიდი.

ფლუზამედი 200 მგ:
თითოეული კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსარკმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო დიოქსიდი.

პრეპარატის ათქ კოდი: J02Aჩ01

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფლუზამედი – ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. ფლუკონაზოლი – პრეპარატის აქტიური ნივთიერება – წარმოადგენს სოკოების უჯრედის მემბრანებში სტეროლების სინთეზის ძლიერ სელექციურ ინჰიბიტორს. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციტოქრომ P450-ის ბლოკადით. ფლუკონაზოლი აბლოკირებს სოკოების უჯრედში ლანოსტეროლის გარდაქმნას ერგოსტეროლად; ზრდის უჯრედის მემბრანის განვლადობას, არღვევს მის ზრდასა და რეპლიკაციას. ავლენს რა მაღალშერჩევით მოქმედებას სოკოების ციტოქრომ P450-ის მიმართ, პრაქტიკულად არ თრგუნავს ამ ფერმენტებს ადამიანის ორგანიზმში (იტრაკონაზოლთან, კლოტრიმაზოლთან, ეკონაზოლთან და კეტოკონაზოლთან შედარებით, ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში მცირე ხარისხით თრგუნავს ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებულ ჟანგვით პროცესებს). არ გააჩნია ანტიანდროგენული აქტივობა.
აქტიურია ოპორტუნისტული მიკოზებისას, მ.შ., გამოწვეული Candida spp. (იმუნოდეპრესიის ფონზე გენერალიზებული კანდიდოზის ჩათვლით), Cryptococcus neoformans და Coccidioides immiti (ქალასშიდა ინფექციების ჩათვლით), Microsporum spp. და Trichophyton spp; ენდემური მიკოზებისას, გამოწვეული Blastomyces dermatitidis, Histoplasma capsulatum (მ.შ., იმუნოდეპრესიისას). სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისათვის, ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით ციტოსტატიკებით მკურნალობისას ან სხივური თერაპიის ჩატარებისას; ორგანოების გადანერგვისას და სხვა შემთხვევებში, როდესაც დათრგუნულია იმუნიტეტი და არსებობს სოკოვანი ინფექციის განვითარების საფრთხე.

05

ჩვენებები

– კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვები, კანი და სხვა) ინფექციების ჩათვლით, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის მქონე პაციენტებში (მ.შ., შიდსით დაავადებულებში, ორგანოების ტრანსპლატაციისას); პრეპარატის გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შიდსით დაავადებულებში კრიპტოკოკური ინფექციის რეციდივების პროფილაქტიკისათვის.
– გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის ჩათვლით, დისემინირებული კანდიდოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები (მუცლის ფარის, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები). მკურნალობა შეიძლება ჩაუტარდეთ ავადმყოფებს ავთვისებიანი წარმონაქმნებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებს, ავადმყოფებს, რომლებსაც უტარდებათ ციტოსტატიკური ან იმუნოსუპრესიული თერაპია, აგრეთვე კანდიდოზის განვითარების მიმართ მიდრეკილების განმაპირობებელი სხვა ფაქტორების არსებობისას.
– ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მ.შ., პირის ღრუსა და ხახის, საყლაპავი მილის, ბრონქ-ფილტვის კანდიდოზები, კანდიდურია, კანის და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, აგრეთვე პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი, რომელიც დაკავშირებულია კბილის პროთეზის ტარებასთან (მკურნალობა შეიძლება ჩაუტარდეთ ავადმყოფებს ნორმალური ან დაქვეითებული იმუნიტეტით); შიდსით დაავადებულებში ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა;
– გენიტალური კანდიდოზი: ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე ან მორეციდივე). პროფილაქტიკური გამოყენება ვაგინალური კანდიდოზის სიხშირის შემცირების მიზნით (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში); კანდიდოზური ბალანიტი.
– სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ასეთი ინფექციებისადმი ციტოსტატიკებით ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის გამო.
– კანის მიკოზები, ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზების ჩათვლით, ქატოსებრი ლიქენი, ონიქომიკოზები, კანის კანდიდოზები.
– ღრმა ენდემური მიკოზები, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი ავადმყოფებში ნორმალური იმუნიტეტით.

06

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან სტრუქტურულად მსგავსი აზოლური ნაერთების მიმართ.

07

გვერდითი მოვლენები

ფლუზამედი, როგორც წესი კარგად გადაიტანება. უფრო ხშირად გვხვდება შემდეგი გვერდითი რეაქციები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მეტეორიზმი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
კანის საფარველის მხრივ: გამონაყარი.
ზოგიერთ ავადმყოფს, განსაკუთრებით ისეთი დაავადებებით, როგორიცაა შიდსი ან ავთვისებიანი წარმონაქმნები, ფლუზამედით და მისი მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის დროს აღენიშნა სისხლის მაჩვენებლების ცვლილება, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თუმცა ამ არასასურველი რეაქციების კლინიკური მნიშვნელობა და ფლუზამედის მიღებასთან ურთიერთკავშირი დადგენილი არ არის.
იშვიათად: კანის ექსფოლიაციური დაავადებები, კრუნჩხვები, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და ალოპეცია, ამ შემთხვევებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ძალიან იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები.

08

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატით მკურნალობის დაწყება შეიძლება ნათესის და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე, მაგრამ როდესაც ამ კვლევების შედეგები ცნობილი გახდება, რეკომენდებულია ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის კორექცია.
ფლუზამედის სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ბუნებასა და სიმძიმეზე.
ვაგინალური კანდიდოზისას შემთხვევათა უმრავლესობაში ეფექტურია პრეპარატის ერთჯერადი მიღება. ინფექციების, რომლებიც საჭიროებს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის განმეორებით მიღებას, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სოკოვანი ინფექციის აქტიური სტადიის კლინიკურად და ლაბორატორიულად დადასტურებულ გაქრობამდე.
შიდსით და კრიპტოკოკური მენინგიტით ან მორეციდივე ოროფარინგეალური კანდიდოზით დაავადებულები საჭიროებენ შემანარჩუნებელ თერაპიას რეციდივების თავიდან აცილების მიზნით.
მოზრდილებში კრიპტოკოკური მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკური ინფექციებისას პირველ დღეს ჩვეულებრივ ნიშნავენ 400 მგ, ხოლო შემდეგ მკურნალობას აგრძელებენ დოზით 200-400 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. კრიპტოკოკური ინფექციებისას მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიკოლოგიური კვლევით დადასტურებულ კლინიკურ ეფექტურობაზე; კრიპტოკოკური მენინგიტისას მკურნალობა ტარდება არანაკლებ 6-8 კვირისა.
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისათვის შიდსით დაავადებულებში მკურნალობის სრული კურსის დასრულების შემდეგ ფლუზამედი ინიშნება დოზით 200 მგ ერთჯერ დღე-ღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციებისას პირველი სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ, შემდეგ 200 მგ დღე-ღამეში. არასაკმარისი კლინიკური ეფექტისას პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ-მდე დღე-ღამეში. თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტურობაზე.
ოროფარინგეალური კანდიდოზისას ფლუზამედს ჩვეულებრივ ნიშნავენ დოზით 50-100 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 7-14 დღე. პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზისას, რომელიც დაკავშირებულია კბილის პროთეზის ტარებასთან, პრეპარატს ნიშნავენ საშუალოდ 50 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.
ლორწოვანი გარსების სხვა კანდიდოზური ინფექციებისას (გენიტალური კანდიდოზის გარდა), მაგალითად ეზოფაგიტის, ბრონქ-ფილტვის არაინვაზიური ინფექციების, კანდიდურიის, კანის და ლორწოვანი გარსების კანდიდოზისას, ეფექტური დოზა შეადგენს საშუალოდ 50-100 მგ დღე-ღამეში მკურნალობის ხანგრძლივობით 14-30 დღე.
ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკისათვის შიდსით დაავადებულებში პირველადი მკურნალობის სრული კურსის დასრულების შემდეგ ფლუზამედი შეიძლება დაინიშნოს დოზით150 მგ 1-ჯერ კვირაში.
ვაგინური კანდიდოზისას ფლუზამედი მიიღება ერთჯერადად დოზით 150 მგ. ვაგინური კანდიდოზის რეციდივების სიხშირის შესამცირებლად პრეპარატის გამოყენება შეიძლება დოზით 150 მგ 1-ჯერ თვეში. თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და ვარირებს 4-დან 12 თვემდე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უფრო ხშირი გამოყენება.
ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული ბალანიტისას ფლუზამედი ინიშნება ჩვეულებრივ ერთჯერადად დოზით 150 მგ.
კანდიდოზის პროფილაქტიკისათვის ფლუზამედის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-400 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკის შესაბამისად.
გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის არსებობისას, მაგალითად ავადმყოფებში მოსალოდნელი გამოხატული ან ხანგრძლივად შენარჩუნებული ნეიტროპენიით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. ფლუზამედი ინიშნება მოსალოდნელ ნეიტროპენიამდე რამდენიმე დღით ადრე; ნეიტროფილების რიცხვის მკლ-ში 1000-ზე მეტით მომატების შემდეგ მკურნალობას აგრძელებენ კიდევ 7 დღე-ღამის განმავლობაში.
კანის მიკოზების, ტერფის, გლუვი კანის, საზარდულის მიდამოს მიკოზების ჩათვლით და კანის კანდიდოზებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ 1-ჯერ კვირაში. თერაპიის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შემთხვევებში შეადგენს 2-4 კვირას, თუმცა ტერფის მიკოზების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი (6 კვირამდე) თერაპია.
ქატოსებრი ლიქენისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 300 მგ 1-ჯერ კვირაში 2 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ალტერნატიული სქემის სახით პრეპარატის გამოყენება შეიძლება დოზით 50 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში.
ონიქომიკოზისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ 1-ჯერ კვირაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფიცირებული ფრჩხილის ჩანაცვლებამდე (ინფიცირებული ფრჩხილის გაზრდა). ხელის და ტერფის ფრჩხილის ხელახალი გაზრდა ნორმაში საჭიროებს 3-6 თვეს და 6-12 თვეს შესაბამისად. მაგრამ, ზრდის სიჩქარე სხვადასხვა ადამიანებში შესაძლოა ვარირებდეს ფართო საზღვრებში, აგრეთვე ასაკის შესაბამისად. ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციის წარმატებული მკურნალობის შემდეგ ხანდახან ვლინდება ფრჩხილების ფორმის ცვლილება.
ღრმა ენდემური მიკოზებისას შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის გამოყენება დოზით 200-400 მგ დღე-ღამეში 2 წლამდე ვადით. თერაპიის ხანგრძლივობას საზღვრავენ ინდივიდუალურად და შეადგენს 11-24 თვეს კოკციდიომიკოზისას, 2-17 თვეს პარაკოკციდიომიკოზისას, 1-16 თვეს სპოროტრიქოზისას და 3-17 თვეს ჰისტოპლაზმოზისას.
ბავშვებში ფლუზამედი ინიშნება ყოველდღიურად 1-ჯერ დღე-ღამეში, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებისას.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 3 მგ/კგ/დღე-ღამეში. პირველ დღეს შეიძლება დაინიშნოს დარტყმითი დოზა 6 მგ/კგ მუდმივი წონასწორული კონცენტრაციების სწრაფად მისაღწევად.
გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკური ინფექციისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 6-12 მგ/კგ/დღე-ღამეში დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისათვის მათი განვითარების მომატებული რისკის პერიოდში ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის ჩატარების გამო ფლუზამედი ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 3-12 მგ/კგ/დღე-ღამეში ინდუცირებული ნეიტროპენიის გამოხატულობის გათვალისწინებით.
2 კვირამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატს ნიშნავენ იმავე დოზით (მგ/კგ), რაც უფროსი ასაკის ბავშვებში, მაგრამ 72 სთ-იანი ინტერვალით. 3-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში იგივე დოზას იყენებენ 48 სთ-ში ერთჯერ.
ხანდაზმულ ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის არარსებობისას იყენებენ პრეპარატის დოზირების ჩვეულებრივ რეჟიმს.
თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 50 მლ/წთ) საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია.

პრეპარატის გამოყენება ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით:
ფლუზამედი ძირითადად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. ერთჯერადი მიღებისას დოზის ცვლილება არ არის საჭირო. პრეპარატის განმეორებითი დანიშვნისას ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით მიზანშეწონილია დაწყება დარტყმითი დოზით 50 მგ-დან 400 მგ-მდე. თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 50 მლ/წთ-ზე მეტს, გამოიყენება პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა (რეკომენდებული დოზის 100%). როდესაც კრეატინინის კლირენსი 11-დან 50 მლ/წთ-მდეა, გამოიყენება რეკომენდებულის 50%-ის ტოლი დოზა. დიალიზზე რეგულარულად მყოფ ავადმყოფებს ენიშნებათ რეკომენდებული დოზის 100% ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ.

09

ჭარბი დოზირება

შესაძლებელია ჰალუცინაციები, პარანოიდული ქცევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა სტაციონარის პირობებში.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ფლუზამედის ვარფარინთან და კუმარინის ჯგუფის სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ამ უკანასკნელთა თერაპიული ეფექტი.
ფლუზამედის ერთდროულმა გამოყენებამ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება (აუცილებელია ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზების კორექცია).
ფლუზამედის ჰიდროქლორთიაზიდთან და სხვა დიურეტიკებთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის მომატება.
ფლუზამედის ფენიტოინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება. ამიტომ, ამ პრეპარატების ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი დოზის კორექციით პრეპარატის დონის თერაპიული ინტერვალის ფარგლებში შენარჩუნების მიზნით.
ფლუზამედის რიფამპიცინთან ერთდროული მიღებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ფლუზამედის დოზის გაზრდის მიზანშეწონილობის თაობაზე.
ფლუზამედის და თეოფილინის ერთდროული მიღებისას იზრდება უკანასკნელის ნახევარდაშლის პერიოდი და იმატებს ტოქსიური ეფექტების განვითარების რისკი (საჭიროა თეოფილინის დოზის კორექცია).
ფლუზამედის და ზიდოვუდინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში და იზრდება ზიდოვუდინის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული სერიოზული არითმიების განვითარების ალბათობის გათვალიწინებით, არ არის რეკომენდებული აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების და ტერფენადინისა და ასტემიზოლის ერთდროული მიღება.
ფლუზამედის შეწოვა არ იცვლება მისი ერთდროული მიღებისას საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან, აგრეთვე ძვლის ტვინის ტრანსპლატაციისას ტოტალური დასხივების შემდეგ.

11

განსაკუთრებული მითითებები

ფლუზამედი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობით, ასეთ შემთხვევებში მკურნალობა ტარდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ზედაპირული სოკოვანი ინფექციისას პაციენტებში კანზე გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, რომლის დაკავშირებაც ფლუზამედის გამოყენებასთან არის შესაძლებელი, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. ინვაზიურ/სისტემური სოკოვანი ინფექციისას პაციენტებში გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა, პრეპარატის მოხსნა მიზანშეწონილია ბულოზური დაზიანებების ან მულტიფორმული ერითემის განვითარებისას.

ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებას, არ არღვევს ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარს.

12

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების საჭიროებისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ, რადგანაც ფლუკონაზოლი დედის რძეში იმავე კონცენტრაციით ვლინდება, რაც პლაზმაში.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ფლუზამედი 50 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები. 4 კაფსულა ბლისტერში.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ფლუზამედი 150 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები. 1 კაფსულა ბლისტერში.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ფლუზამედი 200 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები. 7 კაფსულა ბლისტერში.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.