8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01318 Rx · რეცეპტით

ფლუკონაზოლი ნეო

FLUCONAZOL NEO

50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი ნეო, 50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2
მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (Fluconazole)
მწარმოებელი
ნეოფარმი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აზოლების ჯგუფი
იმპორტიორი საქართველოში
ნეოფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლუკონაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ფლუკონაზოლი ABC, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC

Fluconazolo ABC

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან1.15 ₾
დიფლუკანი, 150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

დიფლუკანი

Diflucan

150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
დან9.29 ₾
ეფცენ-150, კაფსულა #1

ეფცენ-150

FCN-150

კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.30 ₾
მიკოსისტი, 150მგ კაფსულა #1; #2

მიკოსისტი

MYCOSYST

150მგ კაფსულა #1; #2

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან9.32 ₾
მიკოსისტი, 100მგ კაფსულა #28

მიკოსისტი

MYCOSYST

100მგ კაფსულა #28

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან10.43 ₾
დიფლაზონი, 150 მგ კაფსულა №1

დიფლაზონი

Diflazon

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ICN Polfa Rzeszow S.A, პოლონეთი
დან10.51 ₾
დიფლუზოლ-კმპ, 150მგ კაფსულა №2

დიფლუზოლ-კმპ

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან10.53 ₾
მიკოფლუ, 150მგ კაფსულა #1

მიკოფლუ

MICOFLU

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.53 ₾
როფლუზოლი, 150მგ კაფსულა №1

როფლუზოლი

ROFLUZOL

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუზამედი, 150მგ კაფსულა №1

ფლუზამედი

Fluzamed

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან10.53 ₾
ფლუკონა-დენკი 150, 150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონა-დენკი 150

Flucona-Denk 150

150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან10.53 ₾
ფლუკონაზოლი ეფცენ-150, 150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ეფცენ-150

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან10.53 ₾
ფლუნოლი, 150მგ კაფსულა №1

ფლუნოლი

FLUNOL

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლურანგი, 150 მგ კაფსულა N1

ფლურანგი

Flurung

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუქსოგარდი, 150მგ კაფსულა №1

ფლუქსოგარდი

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან10.53 ₾
ფობოსი, 150მგ კაფსულა №1

ფობოსი

Fobos

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან10.53 ₾
მიკოსისტი, 50მგ კაფსულა #7

მიკოსისტი

MYCOSYST

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან13.08 ₾
ფლუკონაზოლი-სუპრემაზა, 50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი-სუპრემაზა

50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან13.08 ₾
ფლუკონა-დენკი 100, 100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონა-დენკი 100

Flucona-Denk 100

100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან17.85 ₾
ფლუკონაზოლი ფარმოზი, 150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმოზი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი მედინფარი, პორტუგალია
დან18.42 ₾
კონარექსი, 150მგ კაფსულა №2

კონარექსი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან23.82 ₾
დიზოლო, 150მგ კაფსულა №2

დიზოლო

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ლანოვა ფარმაცუტიცი, იტალია
დან23.84 ₾
სუპრემაზა, 150მგ კაფსულა #2

სუპრემაზა

supremaza

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი PENTAFARMA, ესპანეთი
დან23.84 ₾
ფლუზამედი, 0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუზამედი

Fluzamed

0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუკონაზოლი World Medicine Ophthalmics
დან32.05 ₾

დიფლაზონი

Diflazon

50 მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

დიფლაზონი

Diflazon

2მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

ფლუკონაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
დიფლუკანი, ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

დიფლუკანი

Diflucan

ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
კანდიზოლი, 150 მგ კაფსულა N1

კანდიზოლი

Kandizol

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Nobel, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #1

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #2

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მიკომაქსი, კაფსულა 150მგ. #1

მიკომაქსი

MicoMax

კაფსულა 150მგ. #1

ფლუკონაზოლი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 100მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

100მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 50მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 150მგ კაფსულა #1

ნოფუნგი®

NOFUNG®

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
სტერინაზოლი, 150 მგ კაფსულა №4

სტერინაზოლი

STERINAZOL

150 მგ კაფსულა №4

ფლუკონაზოლი NOVATOR PHARMA, დიდი ბრიტანეთი
Rx · რეცეპტით
უმეფლუკი, 150 მგ კაფსულა №1

უმეფლუკი

Umefluc

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

200მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

50მგ კაფსულა №4

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
Rx · რეცეპტით
ფლუკონაზოლი პოლფარმექსი, 200 მგ ტაბლეტი #14

ფლუკონაზოლი პოლფარმექსი

Paidoterin Polfarmex

200 მგ ტაბლეტი #14

ფლუკონაზოლი Polfarmex, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფლუკორტა, 50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკორტა

Flukorta

50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკონაზოლი Polfarmex, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფლუორესი, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუორესი

FLUORES

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: ფლუკონაზოლი _ 50მგ; 150მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა: წარმოადგენს სოკოს უჯრედის სტეროლების სინთეზის ძლიერ სელექციურ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი აქტიურია ოპორტუნისტული მიკოზების გამომწვევების მიმართ (მათს შორის: Candida spp. Cryptococcus neoformans. Microsporum spp. Trichophyton spp.); ასევე, აქტიურია ენდემური მიკოზების გამომწვევებისადმი ((Blastomyces dermatitidis. Coccidioides immitis. Histoplasma capsulatum);

03

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს, საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას შეწოვის ხარისხზე, სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 0,5 – 1,5 საათის შემდეგ და მიღებული დოზის პროპორციულია, ნახევარგამოყოფის პერიოდია 30სთ, გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.

04

ჩვენებები

  • კრიპტოკოკოზი (მათს შორის კრიპტოკოკური მენინგიტი და აღნიშნული ინფექციის სხვა ლოკალიზაციები);
  • კრიპტოკოკური ინფექციის პროფილაქტიკა ავადმყოფებში ნორმალური იმუნური რეაქციებით, ასევე, პაციენტებში იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმით (მათს შორის, შიდსით დაავადებულებში და ავადმყოფებში ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს).
  • გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიას, დისსემინირებული კანდიდოზისა და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმების ჩათვლით (მათს შორის, მუცლის ღრუს, ენდოკარდიუმის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები).
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათს შორის, პირის ღრუსა და ხახის (კბილის პროთეზის ტარებასთან დაკავშირებული პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი), საყლაპავის; სასუნთქი გზების არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი.

ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში.

  • გენიტალური კანდიდოზი: ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული რეციდიული), პროფილაქტიკური გამოყენება ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების სიხშირის შესამცირებლად); კანდიდოზური ბალანიტი;
  • კანის მიკოზები, მათს შორის, ტერფის, სხეულის ზედაპირის (საზარდულის ჩათვლით), მქერცლავი ლიქენი, ონიქომიკოზები, კანის კანდიდოზი;
  • ღრმა ენდემური მიკოზები, კოქციდიომიკოზი, პარაკოქციდიომიკოზი, სპოროტრიხოზი და ჰისტოპლაზმოზი ავადმყოფებში ნორმალური იმუნიტეტით.
  • სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, რომლებმაც გაიარეს ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის კურსი.
05

მიღების წესი და დოზირება

ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე და მის სირთულეზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკო-ჰემატოლოგიური რემისიის მიღწევამდე (გამონაკლისს წარმოადგენს საშოს მწვავე კანდიდოზი, რომლის განკურნებისთვის საკმარისია პრეპარატის 150მგ დოზის ერთჯერადი მიღება). მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა იწვევს რეციდივებს. კრიპტოკოკური მენინგიტი შიდსით დაავადებულებში, ასევე ოროფარინგეალური კანდიდოზი, როგორც წესი, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას.
მოზრდილებში:

  • კრიპტოკოკური ინფექციები: პირველ დღეს ინიშნება 400მგ, შემდეგ 200-400მგ 1-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე, რაც უნდა დადასტურდეს მიკოლოგიური გამოკვლევებით. კრიპტოკოკური მენინგიტის დროს მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობაა 6 – 8 კვირა.
  • კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის შიდსით დაავადებულებში მკურნალობის სრული კურსის დასრულების შემდეგ ფლუკონაზოლით თერაპია შეიძლება გაგრძელდეს 200 მგ/დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
  • კანდიდემია, დისსემინირებული კანდიდოზი და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციები: პირველ დღეებში მიიღება 400მგ, შემდეგ - 200მგ ყოველდღიურად. ხოლო არასათანადო კლინიკური ეფექტის მიღების შემთხვევაში პრეპარატის დოზა უნდა გაიზარდოს 400მგ-მდე დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე.
  • ოროფარინგეალური კანდიდოზი: ინიშნება 50-100მგ 1-ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში. იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში საჭიროა უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
  • შიდსით დაავადებულებში ოროფარინგეალური კანდიდოზის პროფილაქტიკა: პირველადი მკურნალობის მთლიანი კურსის ჩამთავრების შემდეგ, 100-150 მგ 1-ჯერ კვირაში.
  • პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (დაკავშირებული კბილების პროთეზის ტარებასთან): ინიშნება 50მგ/დღეში 14 დღის განმავლობაში, პარალელურად უნდა ხორციელდებოდეს კბილის პროთეზის დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით.
  • ეზოფაგეალური კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქოპულმონური ინფექციები, კანდიდურია, ლორწოვანის არავაგინალური კანდიდოზები: 50-100 მგ/დღეში 14 - 30 დღის განმავლობაში.
  • ვაგინალური კანდიდოზი: ერთჯერადად 150მგ.
  • ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა რეციდივების შემცირების მიზნით: 150მგ თვეში 1-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია - 4-12 თვე ან მეტი.
  • ბალანიტი: 150 მგ ერთჯერადად.
  • კანდიდოზის პროფილაქტიკა: 50 - 400მგ ერთჯერადად სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკის ხარისხის შესაბამისად. გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მაგალითად, მოსალოდნელი ან უკვე ხანგრძლივად არსებული ნეიტროპენიის დროს: დღიური დოზაა 400მგ. მკურნალობა იწყება მოსალოდნელ ნეიტროპენიამდე რამოდენიმე დღით ადრე, გრძელდება ნეიტროფილების რაოდენობის 1000/მკლ-მდე გაზრდამდე და ამის შემდეგ კიდევ 7 დღის განმავლობაში.
  • კანის კანდიდოზები და მიკოზები, მათს შორის, ტერფის, კანის, საზარდულის: 150მგ 1-ჯერ კვირაში ან 50მგ/დღეში 2-4 კვირის განმავლობაში. ტერფის მიკოზების დროს მკურნალობის გაგრძელება სასურველია 6 კვირამდე.
  • მქერცლავი ლიქენი: 300მგ 1-ჯერ კვირაში 2-3 კვირის მანძილზე. ზოგიერთი პაციენტისთვის საკმარისია 300-400მგ ერთჯერადი დოზა. მკურნალობის ალტერნატიული სქემაა: 50მგ/დღეში 2-4 კვირის მანძილზე.
  • ონიქომიკოზი: 150მგ 1-ჯერ კვირაში. მკურნალობა გრძელდება არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე. ჩვეულებრივ, ხელის თითებზე ფრჩხილების განახლებას სჭირდება 3-6 თვე, ხოლო ფეხის თითებზე - 6-12 თვე.
  • ღრმა ენდემური მიკოზები: 200 - 400მგ/დღეში. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 2 წლამდე. თერაპიის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია: კოქციდიომიკოზისას შეიძლება შეადგენდეს 11-24 თვეს, პარაკოქციდიომიკოზისას - 2-17 თვეს, სპოროტრიქოზის დროს - 1-16 თვეს და ჰისტოპლაზმოზის დროს - 3-17 თვეს.

ბავშვებში: დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კლინიკო-მიკოლოგიურ ეფექტებზე. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილთა დოზას. მიიღება ყოველდღიურად 1-ჯერ დღეში.

  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: რეკომენდებული დოზაა 3მგ/კგ დღე-ღამეში. წონასწორული კონცენტრაციის უფრო სწრაფად მიღწევის მიზნით პირველ დღეს შეიძლება დაინიშნოს დარტყმითი დოზა - 6 მგ/კგ-ზე.
  • გენერალიზებული კანდიდოზი და კრიპტოკოკური ინფექცია: 6-12მგ/კგ დაავადების სიმძიმის მიხედვით.
  • სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა იმუნიტეტდაქვეითებულ ბავშვებში, ნეიტროპენიის განვითარებით, რომელნიც იტარებენ ციტოტოქსიურ ქიმიურ ან სხივურ თერაპიას: 3-12 მგ/კგ დღე-ღამეში.
  • თირკმლის უკმარისობის დროს ფლუკონაზოლის დოზა მცირდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის შესაბამისად.

ხანდაზმულებში:
თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში ინიშნება ჩვეულებრივი დოზირებით.
თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი 50მლ/წთ-ზე ნაკლები) საჭიროა დოზის კორექცია: ერთჯერადად დანიშვნისას დოზა არ მცირდება, ხოლო განმეორებითი დანიშვნისას თავიდან ინიშნება დარტყმითი დოზა 50მგ-დან 400მგ-მდე. თუ კრეატინინის კლირენსი 50მლ/წთ-ზე მეტია, ინიშნება ჩვეულებრივი დოზა (რეკომენდებული დოზის 100%). თუ კრეატინინის კლირენსი მერყეობს 11-50მლ/წთ-ის ფარგლებში - ინიშნება რეკომენდებული დოზის 50%. რეგულარულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში, ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ, ინიშნება პრეპარატის ერთჯერადი დოზა.

06

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მეტეორიზმი, იშვიათად - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება).
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად - კრუნჩხვები.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად - ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, იშვიათად - ანაფილაქსური რეაქციები.
სხვა: იშვიათად - თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ალოპეცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპოკალიემია.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან ტრიაზოლური ნაერთების მიმართ;
  • ბავშვთა ასაკი ერთ წლამდე;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
08

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მკურნალობის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი აღემატება ნაყოფზე პოტენციურ რისკს.
მკურნალობის განმავლობაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

09

განსაკუთრებული მითითებები

ფლუკონაზოლი სიფრთხილით გამოყენება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. ზედაპირული სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებში გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, რომელიც ფლუკონაზოლის მიღებასთან არის დაკავშირებული, პრეპარატი უნდა მოიხსნას.
გამონაყარის გამოვლენისას ავადმყოფებში ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციებით, ასევე ბულოზური ცვლილებების ან მრავალფორმული ერითემის განვითარებისას ფლუკონაზოლი უნდა მოიხსნას.
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში 1 წლამდე, ხოლო 16 წლამდე - ინიშნება აუცილებლობისას. სიფრთხილეა საჭირო ფლუკონაზოლის ციზაპრიდთან, ასთემიზოლთან, რიფაბუტინთან და სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლების მეტაბოლიზმი ხორციელდება ციტოქრომ 450 სისტემით.

გავლენაAავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ფლუკონაზოლი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

10

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: შესაძლებელია გამოვლინდეს ჰალუცინაციები, პარანოიდული ქცევა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა სტაციონარის პირობებში. ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, ამიტომ ფორსირებული დიურეზი იწვევს გაძლიერებულ გამოყოფას. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსი დაახლოებით 50%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ვარფარინთან და სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ამ უკანასკნელთა თერაპიული ეფექტი.
ჰიდროქლორთიაზიდთან და სხვა დიურეტიკებთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა ფლუკონაზოლის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.
რიფამპიცინთან ერთად გამოყენება იწვევს AUC-ის შემცირებას 25%-ით და პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდის შემცირებას 20%-ით, ამიტომ ავადმყოფებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ რიფამპიცინს, მიზანშეწონილია ფლუკონაზოლის დოზის მომატება.
ფლუკონაზოლის პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან კომბინირებამ (ქლორპროპამიდი, გლიბენკამიდი, გლიპიზიდი) შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება.
თეოფილინთან ერთად მიღებისას იზრდება ამ უკანასკნელის ნახევარდაშლის პერიოდი და მატულობს ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი.
ზიდოვუდინთან კომბინაციის შემთხვევაში აღინიშნება ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება, რაც გამოწვეულია მისი გარდაქმნის შემცირებით, ამიტომ მოსალოდნელია ზიდოვუდინის გვერდითი ეფექტების მომატება.

12

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

50მგ-იანი კაფსულა- ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).
150მგ-იანი კაფსულა ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის ვაგინალურ კანდიდოზის დროს).

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.