8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04010 Rx · რეცეპტით

ფლუკონაზოლი პოლფარმექსი

Paidoterin Polfarmex

200 მგ ტაბლეტი #14

ფლუკონაზოლი პოლფარმექსი, 200 მგ ტაბლეტი #14
მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (Fluconazole)
მწარმოებელი
Polfarmex, პოლონეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
აზოლების ჯგუფი
იმპორტიორი საქართველოში
სმარტფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლუკონაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ფლუკონაზოლი ABC, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC

Fluconazolo ABC

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან1.15 ₾
დიფლუკანი, 150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

დიფლუკანი

Diflucan

150მგ კაფსულა #1, 50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
დან9.29 ₾
ეფცენ-150, კაფსულა #1

ეფცენ-150

FCN-150

კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.30 ₾
მიკოსისტი, 150მგ კაფსულა #1; #2

მიკოსისტი

MYCOSYST

150მგ კაფსულა #1; #2

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან9.32 ₾
მიკოსისტი, 100მგ კაფსულა #28

მიკოსისტი

MYCOSYST

100მგ კაფსულა #28

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან10.43 ₾
დიფლაზონი, 150 მგ კაფსულა №1

დიფლაზონი

Diflazon

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ICN Polfa Rzeszow S.A, პოლონეთი
დან10.51 ₾
დიფლუზოლ-კმპ, 150მგ კაფსულა №2

დიფლუზოლ-კმპ

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან10.53 ₾
მიკოფლუ, 150მგ კაფსულა #1

მიკოფლუ

MICOFLU

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან10.53 ₾
როფლუზოლი, 150მგ კაფსულა №1

როფლუზოლი

ROFLUZOL

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუზამედი, 150მგ კაფსულა №1

ფლუზამედი

Fluzamed

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან10.53 ₾
ფლუკონა-დენკი 150, 150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონა-დენკი 150

Flucona-Denk 150

150მგ მყარი კაფსულა №1

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან10.53 ₾
ფლუკონაზოლი ეფცენ-150, 150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ეფცენ-150

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან10.53 ₾
ფლუნოლი, 150მგ კაფსულა №1

ფლუნოლი

FLUNOL

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლურანგი, 150 მგ კაფსულა N1

ფლურანგი

Flurung

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Biofarma Ilac San. ve Tic, თურქეთი
დან10.53 ₾
ფლუქსოგარდი, 150მგ კაფსულა №1

ფლუქსოგარდი

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი სლავია ფარმა, რუმინეთი
დან10.53 ₾
ფობოსი, 150მგ კაფსულა №1

ფობოსი

Fobos

150მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან10.53 ₾
მიკოსისტი, 50მგ კაფსულა #7

მიკოსისტი

MYCOSYST

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან13.08 ₾
ფლუკონაზოლი-სუპრემაზა, 50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი-სუპრემაზა

50მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი ატლანტიკ ფარმა-პროდუქტ ფარმაცეუტიკასი, პორტუგალია
დან13.08 ₾
ფლუკონა-დენკი 100, 100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონა-დენკი 100

Flucona-Denk 100

100მგ მყარი კაფსულა №10

ფლუკონაზოლი DENK PHARMA GmbH, გერმანია
დან17.85 ₾
ფლუკონაზოლი ფარმოზი, 150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმოზი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი მედინფარი, პორტუგალია
დან18.42 ₾
კონარექსი, 150მგ კაფსულა №2

კონარექსი

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ფარმათენ ინტერნაციონალი, საბერძნეთი
დან23.82 ₾
დიზოლო, 150მგ კაფსულა №2

დიზოლო

150მგ კაფსულა №2

ფლუკონაზოლი ლანოვა ფარმაცუტიცი, იტალია
დან23.84 ₾
სუპრემაზა, 150მგ კაფსულა #2

სუპრემაზა

supremaza

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი PENTAFARMA, ესპანეთი
დან23.84 ₾
ფლუზამედი, 0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუზამედი

Fluzamed

0,3% 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფლუკონაზოლი World Medicine Ophthalmics
დან32.05 ₾

დიფლაზონი

Diflazon

50 მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

დიფლაზონი

Diflazon

2მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონი №1

ფლუკონაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
დიფლუკანი, ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

დიფლუკანი

Diflucan

ხსნარი 2მგ/1მლ ფლაკონი 50მლ

ფლუკონაზოლი ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით
კანდიზოლი, 150 მგ კაფსულა N1

კანდიზოლი

Kandizol

150 მგ კაფსულა N1

ფლუკონაზოლი Nobel, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #2

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
ლუნიზოლი-სანოველი, 150მგ კაფსულა #1

ლუნიზოლი-სანოველი

Lunizol-sanovel

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მიკომაქსი, კაფსულა 150მგ. #1

მიკომაქსი

MicoMax

კაფსულა 150მგ. #1

ფლუკონაზოლი Zentiva, ჩეხეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 150მგ კაფსულა #1

ნოფუნგი®

NOFUNG®

150მგ კაფსულა #1

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 50მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

50მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
ნოფუნგი®, 100მგ კაფსულა #7

ნოფუნგი®

NOFUNG®

100მგ კაფსულა #7

ფლუკონაზოლი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
სტერინაზოლი, 150 მგ კაფსულა №4

სტერინაზოლი

STERINAZOL

150 მგ კაფსულა №4

ფლუკონაზოლი NOVATOR PHARMA, დიდი ბრიტანეთი
Rx · რეცეპტით
უმეფლუკი, 150 მგ კაფსულა №1

უმეფლუკი

Umefluc

150 მგ კაფსულა №1

ფლუკონაზოლი Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

200მგ კაფსულა №7

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
Rx · რეცეპტით

ფლუზამედი

Fluzamed

50მგ კაფსულა №4

ფლუკონაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
Rx · რეცეპტით
ფლუკონაზოლი ნეო, 50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი ნეო

FLUCONAZOL NEO

50მგ კაფსულა #10 150მგ კაფსულა #2

ფლუკონაზოლი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ფლუკორტა, 50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკორტა

Flukorta

50მგ/10მლ 150მლ პერორალური სიროფი მინის ფლაკონი №1

ფლუკონაზოლი Polfarmex, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
ფლუორესი, 150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუორესი

FLUORES

150მგ მყარი კაფსულა №2

ფლუკონაზოლი LABORATORIO FARMACEUTICO, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

200 მგ ტაბლეტები-შეფუთვა შეიცავს 7 ან 14 ტაბლეტს.

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ფლუკონაზოლი პოლფარმექსი და რისთვის გამოიყენება იგი:

ფლუკონაზოლი პოლფარმექსი მიეკუთვნება ანტიფუნგინალური პრეპარატების ჯგუფს, რომლის აქტიურ სუბსტანციას წარმოადგენს ფლუკონაზოლი.

პრეპარატი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ , ასევე კანდიდური წარმოშობის ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით. სოკოვანი ინფექციების წარმოშობის ძირითად წყაროს კანდიდა წარმოადგენს.

მოზრდილები:

თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ აღნიშნული მედიკამენტი შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს:

  • კრიპტოკოკული მენინგიტი -ძვლის ტვინის სოკოვანი დაავადება;
  • კოკციდიოდომიკოზი - ბრონქოპულმონალური სისტემის სოკოვანი დაავადება;
  • კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომელიც შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (გული, ფილტვები) და ურინარული ტრაქტი ;
  • სოკოვანი სტომატიტი - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექცია, ყელში და პირში გამონაყარი, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს პროთეზების გამოყენების გამო;
  • გენიტალური სტომატიტი - ვაგინის ან პენისის სოკოვანი ინფექცია ;
  • კანის სოკოვანი დაავადებები - ათლეტური ტერფი, ლიქენა, მუნი, ფრჩხილის სოკოვანი დაავადება.

პრეპარატი ფლუკონაზოლი პოლფარმექსი შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას რათა:

  • რათა თავიდან ავიცილოთ კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივი;
  • რათა თავიდან ავიცილოთ კანის სოკოვანი დაავადებების რეციდივი;
  • რათა თავიდან ავიცილოთ გენიტალური სოკოვანი ენფექციების რეციდივი;
  • რათა თავიდავ ავიცილოთ განმეორებით ინფექციები( როცა პაციენტი დასუსტებულია ან დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემა)

ბავშვები და მოზარდები (3-დან -17 წლამდე):

ექიმმა შეიძლება დანიშნოს ეს პრეპარატი შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

  • ლორწოვანი გარსის კანდიდოზი-პირის ღრუსა და ყელის სოკოვანი ინფექცია;
  • კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომელიც შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (გული, ფილტვები) და ურინარული ტრაქტი;
  • კრიპტოკოკული მენინგიტი - ძვლის ტვინის სოკოვანი დაავადება.

პრეპარატი ფლუკონაზოლი პოლფარმექსი შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას:

  • განმეორებითი სოკოვანი ინფექციების თავიდან ასაცილებლად (როცა პაციენტი დასუსტებულია ან დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემა);
  • კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

2.რა უნდა ვიცოდეთ ვიდრე ფლუკონაზოლ პოლფარმექსს მივიღებდეთ:

არ მიიღოთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსი თუ თქვენ:

  • ალერგიული ხართ მისი აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე მისი შემადგენელი კომპონენტის

მიმართ (იხ. თავი 6) ; შეიძლება გამოვლენილი იქნას შემდეგი სიმპტომები: ქავილი,ჰიპერემია,სუნთქვის გაძნელება.

  • იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინური ჯგუფის პრეპარატები);
  • იღებთ ცისაპრიდის შემცველ პრეპარატს (საფაღარათო საშუალება);
  • იღებთ პიმოზიდის შემცველ პრეპარატს (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო საშუალება);
  • იღებთ ქინიდინის შემცვლელ პრეპარატს (გულის რითმის დარღვევების დროს სამკურნალო საშუალება);
  • იღებთ ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი).
02

განსაკუთრებული მითითებები

შეატყობინეთ ექიმს თუ:

  • გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
  • გაწუხებთ გულის დაავადებები, მათ შორის არითმია;
  • სისხლში დარღვეული გაქვთ კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის შემცველობა;
  • გაწუხებთ კანის დაავადები (ქავილი, კანის სიწითლე, გართულებული სუნთქვა).

სხვა მედიკამენტები და ფლუკონაზოლ პოლფარმექსი:

აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რომ მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს(ანტიჰისტამინური პრეპარატები),ცისაპრიდს (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დარღვევებისას). პიმოზიდი(გამოიყენება ფსიქიკური აშლილობებისას), ქინიდინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევებისას) ან ერითრომიცინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი), რადგან ამ მედიკამენტებისა და ფლუკონაზოლ პოლფარმექსის ერთდროული მიღება არ შეიძლება. (იხ.თავი „არ მიიღოთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსი „)

ასევე არსებობს სხვა მედიკამენტებიც, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფლუკონაზოლ პოლფარმექსზე.

თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს:

  • რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი);
  • ალფენტანილი ან ფენტანილი (ანესთეზიური საშუალება);
  • ამიტრიპტილინი, ნონტრიპტილინი (ანტიდეპრესანტი);
  • ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (ანტი-ფუნგალური);
  • მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას და ხელს უშლიან სისხლში კოლტების წარმოქმნას (ვარფარინი და მსგავსი პრეპარატები)
  • ბენზოდიაზეპინის ჯგუფი (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი და სხვა მსგავსი პრეპარატები),რომლებიც აადვილებენ ძილს ან მოქმედებენ სედატიურად;
  • კარბამაზებინი, ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);
  • ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ფელოდიპინი და ლოსარტანი (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები);
  • ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტანტის მიუღებლობის პრევენციის სამკურნალო საშუალებები);
  • ციკლოსფოსფამიდი, ვინკა ალკალოიდი (ვინკრისტინი, ვინბლასტინი და სხვა მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ;
  • ჰალოფანტრინი (მალარიის სამკრნალო საშუალება);
  • სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი, ფლუვასტატინი ან სხვა მსგავსი ჯგუფი), რომლებიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;
  • მეტადონი (ტკივილის შესამცირებლად);
  • ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი,იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები);
  • ორალური კონტრაცეპტივები;
  • პრედნიზოლონი (სტეროიდი);
  • ზიდოვუდინი, რომელიც ცნობილია ასევე როგორც AZT ან საქუინავირი (HIV-ინფექციის სამკურნალო საშუალება);
  • დიაბეტის სამკურნალო საშუალებები,როგორიცაა ქლორპროპამიდი,გლიბენკლამიდი,გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი;
  • თეოფილინი (ასთმის საწინააღმდეგო საშუალება);
  • ვიტამინი A (საკვები დანამატი).

ფლუკონაზოლ პოლფარმექსის

03

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

საკვებთან და სასმელთან:

პრეპარატის მიღება შეგიძლიათ როგორც საკვებთან ერთად ისე მის გარეშე.

04

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ეჭვობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფლუკონაზოლ პოლფარმექსი არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს რეკომენდირებულია ექიმის მიერ.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა:

ყურადღებით უნდა მივიღოთ ეს პრეპარატი,გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.

ფლუკონაზოლ პოლფარმექსი შეიცავს ლაქტოზას:

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (თითოეული 50 მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 84მგ ლაქტოზას, თითოეული 100მგ-იანი ტაბლეტი 80მგ ლაქტოზას,თითოეული 150მგ-იანი ტაბლეტი 120მგ ლაქტოზას და თითოეული 200 მგ-იანი ტაბლეტი 160მგ ლაქტოზას). თუ თქვენ დაგიდგინდათ რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

05

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მიიღეთ ტაბლეტი ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით. ეცადეთ რომ პრეპარატი მიიღოთ ყოველთვის დღის ერთსა და იმავე დროს.

რეკომენდირებული დოზირების სქემა სხვადასხვა ინფექციების დროს არის შემდეგი:

დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე

50მგ-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში 7-დან 30

დღემდე განმავლობაში ექიმის გადაწყვეტილებით.

პირის ღრუსა და ყელის სოკოვანი სტომატიტის პრევენციისათვის

100მგ-დან 200მგ-მდე ერთხელ დღეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში

იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თქვენ ხართ სოკოვანი ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ

150მგ ერთჯერადი დოზა

ვაგინალური სტომატიტის რეციდივის პრევენციისათვის

150მგ ყოველ მესამე დღეს სულ სამჯერ (1, მე-4 და მე-7 დღეს) და შემდეგ

კვირაში ერთხელ იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თქვენ იმყოფებით ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

კანის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ

დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ხარისხზე და

განისაზღვრება შემდეგნაირად: 50მგ ერთხელ დღეში, 150მგ ერთხელ კვირაში, 300-დან 400მგ-მდე ერთხელ კვირაში 1-4 კვირის განმავლობაში

(ტერფის მიკოზების დროს მკურნალობის გაგრძელება სასურველია 6 კვირამდე,ხოლო ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს კი მკურნალობა გრძელდება არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე)

კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი დაავადების პრევენცია(თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია და იგი ფუნქციონირებს არასწორად)

200-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში ვიდრე თქვენ

იმყოფებით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

მოზარდები 12-დან 17 წლამდე ასაკის:

დოზირება დანიშნული უნდა იყოს ექიმის მიერ (როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში).

3 წლიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:

მაქსიმალური დღიური დოზა განისაზღვრება 400მგ-ით ერთჯერ დღეში.

დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე.

06

ჩვენებები

კრიპტოკოკული მენინგიტი

400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში 6-დან 8 კვირამდე ,

შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც, თუ საჭიროება მოითხოვს, ზოგჯერ დოზა შეიძლება გაიზარდოს 800მგ-მდე.

კრიპტოკოკული ინფექციის რეციდივის შესაჩერებლად:

200 მგ ერთჯერ დღეში,ექიმის მიერ განსაზღვრული მკურნალობის დასრულებამდე.

კოკციდიოიდომიკოზი

200-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში 11-დან 24 თვემდე გამნავლობაში, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც, თუ

საჭიროება მოითხოვს, ზოგჯერ დოზა შეიძლება გაიზარდოს 800მგ-მდე.

შინაგანი ორგანოების კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

800მგ პირველ დღეს,ხოლო შემდეგ 400

მგ ერთხელ დღეში, ვიდრე ექიმი არ გადაწყვეტს შეწყვეტას.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხახის,კ ბილის პროტეზთან დაკავშირებული დაზიანებები

200-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს,ხოლო შემდეგ 100მგ-დან 200მგ-მდე

ერთხელ დღეში, ვიდრე ექიმი არ გადაწყვეტს შეწყვეტას.

სოკოვანი სტომატიტი -

კანდიდოზური წარმოშობის ყელის და პირის ღრუს სოკოვანი ინფექციების დროს-დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია

ინფექციის ხარისხსა და ლოკალიზაციაზე

დღიური დოზა განისაზღვრება კგ-ზე 3მგ-ით (შესაძლებელია 6მგ-ის მიცემა პირველ დღეს)

კრიპტოკოკული მენინგიტი ან შინაგანი კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი ინფექცია

6მგ-დან 12 მგ-მდე კგ-ზე სხეულის წონაზე

გადაანგარიშებით.

კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი ინფექციის პრევენციისათვის (როდესაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია და ფუნქციონირებს არასათანადოდ )

3მგ-დან 12 მგ-

მდე 1 კგ-ზე სხეულის წონაზე გადაანგარიშებით.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულობის ასაკი ამ მედიკამენტისთვის არ არის შეზღუდული, შეგიძლიათ მისი გამოყენება თუ არ გაწუხებთ თირკმელების პრობლემები.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში:

დოზირება დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციონირებაზე, ექიმს შეუძლია დოზის შეცვლა.

თუ თქვენ მიიღეთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსის გადაჭარბებული დოზა:

გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა.დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ჭარბი დოზით პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: სმენის, მხედველობის და სხვა შეგრძნებების დაქვეითება, ფიქრი არარეალურ მოვლენებზე(ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევები). ამ დროს მიმართავენ სიმპტომურ მკურნალობას(კუჭის ამორეცხვა საჭიროების შემთხვევაში).

თუ თქვენ დაგავიწყდათ ფლუკონაზოლ პოლფარმექსის მიღება:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ მიიღოთ მომდევნო ჯერზე გაორმაგებული დოზა. თუ დაგავიწყდათ მისი მიღება ზუსტად იმ დროს, მიიღეთ მაშინ, როცა გაგახსენდათ, მაგრამ თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დროა მალე, მაშინ მიიღეთ მხოლოდ მომდევნო დოზა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

07

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატსაც აქვს თავისი გვერდით ეფექტები,თუმცა ისინი ყველას არ უნვითარდება.ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ალერგიული რეაქციები, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რექციებიდან რომელიმეს შეამჩნევთ,დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

  • სუნთქვის უცაბედი გახშირება ან გაიშვიათება;
  • ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
  • ქავილის შეგრძნება მთელ სხეულზე, შეწითლება, წითელი ლაქები, გამონაყარი;
  • კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა ბუშტუკიანი გამონაყარი (რომელიც შეიძლება ასევე გამოხატული იყოს პირის ღრუში და ენაზე).

ფლუკონაზოლ პოლფარმაქსმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ღვიძლზე, მასთან დაკავშირებული სიმპტომებია:

  • დაღლილობა,
  • მადის დაქვეითება,
  • ღებინების შეგრძნნება,
  • სიყვითლე თვალის და კანის (სიყვითლე).

აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა გვერდითი მოვლენები:

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

საერთო გვერდით მოვლენები (ვლინდება 100 დან 1-10 პაციენტში) :

  • თავის ტკივილი;
  • მუცლის დისკომფორტი, დიარეა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება;
  • ღვიძლის დაზიანებები, კანის და თვალების გაყვითლება;
  • გამონაყარი

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-10 პაციენტში):

  • სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შესაძლოა გამოწვიოს კანის სიფერმკრთალე, სისუსტე,ქოშინი;
  • მადის დაკარგვა;
  • უძილობა, ძილიანობა;
  • კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, დისბალანსის დარღვევა, აღზნებულობა ,გემოს დაქვეითება;
  • ყაბზობა, დისპეპსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე;
  • კუნთების ტკივილი;
  • ღვიძლის დაზიანება, კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე);
  • ბუშტუკები, ურტიკარია, ქავილი, მომატებული ოფლიანობა;
  • დაღლილობა, სისუსტე, ცხელება.

იშვიათ გვერდითი მოვლენები (ვლინდება10000 პაციენტიდან 1-10 პაციენტში):

  • სისხლის თეთრი უჯრედების კონცენტრაციის მომატება სისხლში, რაც იწვევს ინფექციების მიმართ ორგანიზმის დაცვის უნარის დასუსტებას;
  • კანის სიწითლე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს თრობოციტების რაოდენობის შემცირებით ან სხვა ცვლილებებით სისხლის ფორმულაში;
  • სისხლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები (ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში);
  • შემცირებული კალიუმის დონე;
  • ტრემორი;
  • ელექტროკოაგოლაციური ცვლილებები, რაც დაკავშირებულია გულის მუშაობის რიტმის დარღვევებთან;
  • ღვიძლის უკმარისობა;
  • ალერგიული რეაქციები (ხანდახან მწვავე), მათ შორის ბულოზური გამონაყარი კანზე, ექსფოლიატური დერმატიტი, კანის მძიმე რეაქციები, პირისა და სახის შეშუპება;
  • თმის ცვენა

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ:

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში ან ისეთი მოვლენების შემჩნევისას,რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის დეპარტამენტს ან რეგისტრაციის განყოფილებას;

Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: +48 22 49 21 301, ფაქსი:+48 22 49 21 309,

ელ-ფოსტა: [email protected].

გვერდითი ეფექტების შეტყობინება დაგვეხმარება არსებულ პროდუქტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მოძიებაში.

5.როგორ შევინახოთ ფლუკონაზოლ პოლფარმექსი:

შეინახეთ სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ 25° C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ“EXP” კოლოფზე მითითებული თვე გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყალში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.

გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების უტილიზაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

08

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს ფლუკონაზოლ პოლფარმექსი:

  • აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ, 100მგ, 150მგ და 200მგ ფლუკონაზოლს.
  • დამხმარე ნითიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი ,სიმინდის სახამებელი ,ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი(ტიპი A), პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

როგორ გამოიყურება ფლუკონაზოლ პოლფარმექსი და რას შეიცავს შეფუთვა:

სამკურნალო ფორმა ფლუკონაზოლ პოლფარმექსი არის ტაბლეტები, რომელიც არ არის შემოგარსული.

ტაბლეტები 50მგ, 100მგ და 150მგ არის თეთრი ან ღია კრემისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი.

ტაბლეტები 200მგ არის თეთრი ან ღია კრემისფერი, მოგრძო ფორმის.

50მგ ტაბლეტები -შეფუთვაში შეიცავს 3, 7 ან 14 ტაბლეტს.

100მგ ტაბლეტები-შეფუთვაში შეიცავს 7 ან 28 ტაბლეტს.

150მგ ტაბლეტები-შეფუთვაში შეიცავს 1 ან 3 ტაბლეტს.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.