მონოგრაფია Nº 04362 ურეცეპტო
მელოქსიკამი APO
Meloxicam APO
7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100
- მოქმედი ნივთიერება
- მელოქსიკამი (Meloxicam)
- მწარმოებელი
- Apotex, კანადა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ოქსიკამები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა1
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: მელოქსიკამი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლოქსიდოლი
LOXIDOL
15მგ ტაბლეტი №20
მელოქსი
15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10
კამელოტი®
CAMELOT ®
15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)
ლოქსიდოლი
LOXIDOL
15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
მელსიკამი
Meloxicam
15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
სოლუკამი
15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3
მობიკამი
MOBICAM
7.5მგ ტაბლეტი №20
მელოქსიკამი
Meloxicam
7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000
ამელოტექსი-NEW
15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6
ამელოტექსი-ნიუ
15მგ სანთელი რექტალური №6
ლოქსიდოლი
LOXIDOL
15მგ რექტალური სუპოზიტორია №6
მოვალისი
MOVALIS
7,5 მგ ტაბლეტი № 20
მოვალისი
MOVALIS
15 მგ ტაბლეტი № 20
ამელოტექსი
Ameloteks
15 მგ ტაბლეტი № 20
კამელოტი®
CAMELOT ®
15 მგ ტაბლეტი №20
მობიკამი
MOBICAM
15მგ ტაბლეტი №20
მობიკამი
1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ
რეკლინი
Reklin
15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
მოვალის
MOVALIS
15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
ამელოტექსი-NEW
0.01 გელი №1
ამელოტექსი-ნიუ
1% გელი ტუბი №1 50გრ
მელოქსი
15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10
ექსისტენი-სანოველი
Existen- Sanovel
15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
ექსისტენი-სანოველი
Existen- Sanovel
7.5მგ ტაბლეტი #10;#20;#30
ექსისტენი-სანოველი ფორტე
Existen- Sanovel forte
15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30
კამელოტი®
CAMELOT ®
7.5 მგ ტაბლეტი №20
მატარენ პლუსი
Mataren Plus
(30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მელოფლამი®
MELOFLAM®
15მგ ტაბლეტი #20
მელსიკამი ფორტე
MELSIKAM FORT
15მგ ტაბლეტი №10
ნულოქს სფიდიტაბს
Nulox speeditabs
15მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30
ნულოქს სფიდიტაბს
Nulox speeditabs
7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ათქ კოდი: M01AC
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 7.5 მგ მელოქსიკამს
1 ტაბლეტი შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს
ფარმაკოლოგიური თვისებები
მელოქსიკამი წარმოადგენს ენოლის მჟავას წარმოებულ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას.
ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სპეციფიკური ფერმენტის ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბირებით, რომლის შედეგადაც მცირდება ანთებით კერაში არაქიდონის მჟავისაგან პროსტაგლანდინების წარმოქმნა, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ანთებითი რეაქციების ფორმირებაში.
ჩვენებები
რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილიზირებელი სპონდილიტის მკურნალობის მიზნით.
მიღების წესი და დოზირება
რევმატოიდული ართრიტი: ენიშნებათ 15 მგ დღეში. მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტის მიღწევისას შესაძლებელია დოზის შემცირება 7.5 მგ-მდე დღეში. ოსტეოართროზი – 7.5 მგ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაანკილიზირებელი სპონდილიტი - 15 მგ დღეში. თირკმელების მძიმე უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს7.5 მგ-ს. მისი მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს. ვინაიდან ბავშვებში პრეპარატის დოზა დადგენილი არ არის, იგი ენიშნებათ მხოლოდ მოზრდილებს. აბებს იღებენ ჭამის დროს წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად. პრეპარატის სადღეღამისო დოზა, არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ-ს.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს აღენიშნება: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა; პაციენტების 0.1-1%-ს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გარდამავლი ცვლილებები (მაგ. ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება), ბოყინი, ეზოფაგიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, კუჭიდან და ნაწლავებიდან ფარული და ხილული სისხლდენები; პაციენტების 1%-ზე ნაკლებს - კუჭის წყლულის და ნაწლავის პერფორაცია, კოლიტი; სისხლის სურათის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს - ანემია; პაციენტების 0.1-1%-ს პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები, მათ შორის ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს - შეშუპება. პაციენტების 0.1-1% - არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ალები. ცნს-ს მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს- თავის ტკივილი. პაციენტების 0.1-1% - თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ძილიანობა. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: პაციენტების 0.1-1% - თირკმელების მაჩვენებლების ცვლილებები (კრეატინინის და/ან სისხლის შარდოვანას მაჩვენებლების მომატება). პაციენტების 1%-ზე ნაკლებს - თირკმელების მწვავე უკმარისობა. ალერგიული რეაქციები: 1%-ზე ნაკლებსანგიონევროზული შეშუპება, დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით. მხედველობის რეაქციების მხრივ: კონიუნქტივიტი, მხედველობის დარღვევა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ. - აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ჯვარედინი რეაქციების განვითარება; - ანამნეზში-ბრონქული ასთმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია: - პეპტიური წყლული აქტიურ ფაზაში; - ღვიძლის მძიმე უკმარისობა; - თირკმელების უკმარისობა დიალიზის ჩატარების გარეშე; - 15 წლამდე ასაკის ბავშვებში; - ორსულობა და ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაცის დროს პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული მითითებები: ისევე როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე: არ აღინიშნება.
ჭარბი დოზირება
ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ მოიპოვება. დადგენილია, რომ ქოლესტირამინი აჩქარებს ორგანიზმიდან მელოქსიკამის გამოყოფის პროცესს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მიელოტოქსიკური პრეპარატების, კერძოდ მკტოტრექსატის ერთდროუღი დანიშვნა იწვევს ციტოპენიას. კანის და ლორწოვანი გარსების მხრივ: პაციენტების 1%-ზე მეტს - ქავილი, კანზე გამონაყარი; პაციენტების 0.1-1ს% - სტომატიტი, ურტიკარია; პაციენტების 1%-ზე ნაკლებს - ფოტოსენსიბილიზაცია. სუნთქვის სისტემის მხრივ: პაციენტების 1%-ზე ნაკლებს - ასპირინის და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს, ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ბრონქული ასთმის მწვავე შეტევები.მელოქსიკამის და აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან მისი კომბინაციით მოსალოდნელია სისხლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერება. მელოქსიკამის ლითიუმთან კომბინაციით იწვევს ამ უკანასკნელების კონცენტრციის მომატებას სისხლის პლაზმაში. იგი აძლიერებს მეტოტრექსატის ტოქსიკურ ეფექტს ჰემოპოეზზე. ამ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი. პრეპარატის და კალიუმის შემნახველი დიურეზული სამუალებების ერთროული მიღებით შესაძლებელია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება. პრეპარატის და კონტრაცეპტივების კომბინაციით ქვეითდება ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.