მონოგრაფია Nº 00569 ურეცეპტო
კამელოტი®
CAMELOT ®
7.5 მგ ტაბლეტი №20
- მოქმედი ნივთიერება
- მელოქსიკამი (Meloxicam)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ოქსიკამები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: მელოქსიკამი. ჯერ ყველაზე იაფი.
ლოქსიდოლი
LOXIDOL
15მგ ტაბლეტი №20
მელოქსი
15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10
კამელოტი®
CAMELOT ®
15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)
ლოქსიდოლი
LOXIDOL
15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
მელსიკამი
Meloxicam
15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
სოლუკამი
15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3
მობიკამი
MOBICAM
7.5მგ ტაბლეტი №20
მელოქსიკამი
Meloxicam
7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000
ამელოტექსი-NEW
15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6
ამელოტექსი-ნიუ
15მგ სანთელი რექტალური №6
ლოქსიდოლი
LOXIDOL
15მგ რექტალური სუპოზიტორია №6
მოვალისი
MOVALIS
7,5 მგ ტაბლეტი № 20
მოვალისი
MOVALIS
15 მგ ტაბლეტი № 20
ამელოტექსი
Ameloteks
15 მგ ტაბლეტი № 20
კამელოტი®
CAMELOT ®
15 მგ ტაბლეტი №20
მობიკამი
MOBICAM
15მგ ტაბლეტი №20
მობიკამი
1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ
რეკლინი
Reklin
15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
მოვალის
MOVALIS
15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
ამელოტექსი-NEW
0.01 გელი №1
ამელოტექსი-ნიუ
1% გელი ტუბი №1 50გრ
მელოქსი
15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10
ექსისტენი-სანოველი
Existen- Sanovel
15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
ექსისტენი-სანოველი
Existen- Sanovel
7.5მგ ტაბლეტი #10;#20;#30
ექსისტენი-სანოველი ფორტე
Existen- Sanovel forte
15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30
მატარენ პლუსი
Mataren Plus
(30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მელოფლამი®
MELOFLAM®
15მგ ტაბლეტი #20
მელოქსიკამი APO
Meloxicam APO
7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100
მელსიკამი ფორტე
MELSIKAM FORT
15მგ ტაბლეტი №10
ნულოქს სფიდიტაბს
Nulox speeditabs
15მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30
ნულოქს სფიდიტაბს
Nulox speeditabs
7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - მელოქსიკამის 7.5 მგ-ს ან 15 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორი. ენოლის მჟავას წარმოებული, განეკუთვნება ოქსიკამების ჯგუფს. ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ამასთან, პროსტაგლანდინების სინთეზს თრგუნავს უპირატესად ანთების კერაში, ვიდრე კუჭის ლორწოვანსა და თირკმლებში, რაც განპირობებულია ცოგ-2-ის შერჩევითი ინჰიბირებით. პერორალური მიღების შემდეგ მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მელოქსიკამის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. პრეპარატის 7.5 მგ დოზის მიღების შემდეგ Cmax მიიღწევა 4-6 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. სინოვიალურ სითხეში მელოქსიკამის კონცენტრაცია პლაზმის კონცენტრაციის 50%-ს შეადგენს. მელოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მელოქსიკამის T1/2 20 საათია. იგი ორგანიზმიდან თირკმლების და ნაწლავის გზით თითქმის თანაბარი პროპორციით გამოიყოფა. ღვიძლის და თირკმლების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობა არსებითად არ მოქმედებს მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.
ჩვენებები
- სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (ართროზი, ოსტეოართროზი);
- რევმატოიდული ართრიტი;
- მაანკილოზებელი სპონდილიტი.
მიღების წესი და დოზირება
რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს პრეპარატი ინიშნება დღეში 15 მგ, დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე. ოსტეოართროზის დროს დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია. გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 7.5 მგ-ით დღეში. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ/დღეში. თირკმლების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-ზე მეტი) დოზის კორექცია საჭირო არ არის. ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (პაციენტებში `ასპირინული ტრიადით~). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება. ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. ალერგიული რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
უკუჩვენებები
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
- თირკმლების უკმარისობა (ჰემოდიალიზის ჩატარების გარეშე);
- ორსულობა, ლაქტაცია;
- ბავშვთა და 15 წლამდე მოზარდთა ასაკი;
- მელოქსიკამის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ (მათ შორის სალიცილატებისადმი) მაღალი მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების, ასევე ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს. პეპტიკური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა. პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით და დაქვეითებული თირკმლის პერფუზიით, მელოქსიკამმა შესაძლოა თირკმლის უკმარისობის კლინიკური გამოხატულება გამოიწვიოს, რაც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამ გართულების რისკის ჯგუფის პაციენტებს განეკუთვნებიან პაციენტები დეჰიდრატაციის ნიშნებით, შეგუბებითი გულის უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, თირკმლების კლინიკურად გამოხატული დაავადებებით, ასევე პაციენტები რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ აქვთ გაუწყლოვანების ნიშნები. ღვიძლის ტრანსამინაზების ან სხვა ფუნქციური მაჩვენებლების მყარი და მნიშვნელოვანი მატებისას საჭიროა მელოქსიკამის მოხსნა და შესაბამისი საკონტროლო ტესტების ჩატარება. მელოქსიკამი სიფრთხილით გამოიყენება ასაკოვან პაციენტებში თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციების დარღვევის მაღალი ალბათობით. მელოქსიკამის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების რისკი; ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში - სისხლდენის განვითარების რისკი; მეტოტრექსატთან ერთად - მიელოდეპრესიის გაძლიერება; დიურეზულ საშუალებებთან - თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი; ციკლოსპორინთან - ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება. პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება. მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მელოქსიკამის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა. დოზის გადაჭარბების დროს: აღინიშნება აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი და ანტაგონისტი არ არსებობს.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს N რ - 000464 08.08.2005
წს N რ - 000465 08.08.2005
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.