8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01853 ურეცეპტო

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ რექტალური სუპოზიტორია №6

დან7.51 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ლოქსიდოლი, 15მგ რექტალური სუპოზიტორია №6
მოქმედი ნივთიერება
მელოქსიკამი (Meloxicam)
მწარმოებელი
Magistra C&C, რუმინეთი
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ლოქსიდოლი სანთელი რექტალური 15მგ #6

    1.25 ₾ / ც. × 6

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ლოქსიდოლი სანთელი რექტალური 15მგ #6

    1.25 ₾ / ც. × 6

  • PSP ყველაზე იაფი

    ლოქსიდოლი - Loxidol 15მგ 6 სუპოზიტორია

    1.25 ₾ / ც. × 6

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მელოქსიკამი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლოქსიდოლი, 15მგ ტაბლეტი №20

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი Magistra C&C, რუმინეთი
დან4.16 ₾
მელოქსი, 15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10

მელოქსი

15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10

მელოქსიკამი
დან4.16 ₾
კამელოტი®, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)

კამელოტი®

CAMELOT ®

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)

მელოქსიკამი IDOL PHARMACEUTICALS, თურქეთი
დან5.65 ₾
ლოქსიდოლი, 15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი Rompharm Company, რუმინეთი
დან5.65 ₾
მელსიკამი, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელსიკამი

Meloxicam

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი IDOL PHARMACEUTICALS, თურქეთი
დან5.65 ₾
სოლუკამი, 15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3

სოლუკამი

15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3

მელოქსიკამი რომფარმ ილაჩი, თურქეთი
დან5.65 ₾
მობიკამი, 7.5მგ ტაბლეტი №20

მობიკამი

MOBICAM

7.5მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ავერსი ფარმა, საქართველო
დან6.84 ₾
მელოქსიკამი, 7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000

მელოქსიკამი

Meloxicam

7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000

მელოქსიკამი Unichem Laboratories, ინდოეთი
დან7.45 ₾
ამელოტექსი-NEW, 15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6

ამელოტექსი-NEW

15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6

მელოქსიკამი
დან7.51 ₾
ამელოტექსი-ნიუ, 15მგ სანთელი რექტალური №6

ამელოტექსი-ნიუ

15მგ სანთელი რექტალური №6

მელოქსიკამი ფარმფირმ სოტექსი, რუსეთის ფედერაცია
დან7.51 ₾
მოვალისი, 7,5 მგ ტაბლეტი № 20

მოვალისი

MOVALIS

7,5 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან9.01 ₾
მოვალისი, 15 მგ ტაბლეტი № 20

მოვალისი

MOVALIS

15 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან13.10 ₾
ამელოტექსი, 15 მგ ტაბლეტი № 20

ამელოტექსი

Ameloteks

15 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Sotex, რუსეთი
დან15.83 ₾
კამელოტი®, 15 მგ ტაბლეტი №20

კამელოტი®

CAMELOT ®

15 მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან15.83 ₾
მობიკამი, 15მგ ტაბლეტი №20

მობიკამი

MOBICAM

15მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.83 ₾
მობიკამი, 1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ

მობიკამი

1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ

მელოქსიკამი
დან19.68 ₾
რეკლინი, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

რეკლინი

Reklin

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

მელოქსიკამი Help pharmaceuticals, საბერძნეთი
დან19.68 ₾
მოვალის, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მოვალის

MOVALIS

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Espana SA, ესპანეთი
დან19.85 ₾
ამელოტექსი-NEW, 0.01 გელი №1

ამელოტექსი-NEW

0.01 გელი №1

მელოქსიკამი
დან21.21 ₾
ამელოტექსი-ნიუ, 1% გელი ტუბი №1 50გრ

ამელოტექსი-ნიუ

1% გელი ტუბი №1 50გრ

მელოქსიკამი რაფარმა, საბერძნეთი
დან21.21 ₾
მელოქსი, 15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

მელოქსი

15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

მელოქსიკამი მედოქემი, კვიპროსი
დან29.26 ₾
ექსისტენი-სანოველი, 15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

ექსისტენი-სანოველი

Existen- Sanovel

15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო

ექსისტენი-სანოველი

Existen- Sanovel

7.5მგ ტაბლეტი #10;#20;#30

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო
ექსისტენი-სანოველი ფორტე, 15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30

ექსისტენი-სანოველი ფორტე

Existen- Sanovel forte

15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო
კამელოტი®, 7.5 მგ ტაბლეტი №20

კამელოტი®

CAMELOT ®

7.5 მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
მატარენ პლუსი, (30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

მატარენ პლუსი

Mataren Plus

(30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

მელოქსიკამი NIJPHARM OJSC, რუსეთი
ურეცეპტო
მელოფლამი®, 15მგ ტაბლეტი #20

მელოფლამი®

MELOFLAM®

15მგ ტაბლეტი #20

მელოქსიკამი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
ურეცეპტო
მელოქსიკამი APO, 7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100

მელოქსიკამი APO

Meloxicam APO

7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100

მელოქსიკამი Apotex, კანადა
ურეცეპტო
მელსიკამი ფორტე, 15მგ ტაბლეტი №10

მელსიკამი ფორტე

MELSIKAM FORT

15მგ ტაბლეტი №10

მელოქსიკამი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
ურეცეპტო

ნულოქს სფიდიტაბს

Nulox speeditabs

15მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

მელოქსიკამი Alpex Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო
ნულოქს სფიდიტაბს, 7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

ნულოქს სფიდიტაბს

Nulox speeditabs

7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

მელოქსიკამი Alpex Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ქიმიური დასახელება
4-ჰიდროქსი-2-მეთილ-N-(5-მეთილ-2-თიაზოლილ)-2-H-1,2-ბენზოთიაზინი-3-კარბოქსიამიდი-1,1-დიოქსიდი

წამლის ფორმა
რექტალური სუპოზიტორიები.

მკრთალი ყვითელი ფერის სუპოზიტორიები, ტორპედოსმაგვარი ფორმით და გლუვი ზედაპირით.

02

შემადგენლობა

ერთი სუპოზიტორია შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაკროგლიცერინის ჰიდროქსისტეარატი (კრემოფორი RH40), მყარი ცხიმი (სუპოცირი AM).

პრეპარატის ათქ კოდი: M01AC06

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული საშუალებები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

მელოქსიკამი წარმოადგენს ენოლის მჟავას წარმოებულს და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებათა ჯგუფს, ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და სიცხის დამწევ მოქმედებას. გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადგენილია ანთების ყველა სტანდარტულ მოდელზე. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების _ ანთების მედიატორების ბიოსინთეზის დათრგუნვით ცოგ-2-ის სელექტიური ინჰიბირების ხარჯზე.

05

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: აბსორბციის პარამეტრები მსგავსია პრეპარატის პერორალურ ფორმებთან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები აღინიშნება ლოქსიდოლის სუპოზიტორიების გამოყენებიდან 5-6 საათის შემდეგ.
გადანაწილება: მელოქსიკამი კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, განსაკუთრებით ალბუმინს (99%). აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია პლაზმური კონცენტრაციის 50%-ს შეადგენს. გადანაწილების მოცულობა დაბალია, საშუალოდ 11 ლიტრი.
მეტაბოლიზმი: მელოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში 4 ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. ძირითადი მეტაბოლიტი 5’-კარბოქსიმელოქსიკამია (დოზის დაახლოებით 60%), მიიღება შუალედური მეტაბოლიტის, 5’-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის, დაჟანგვით, რომელიც ასევე ექსკრეტირდება, თუმცაღა უფრო ნაკლები რაოდენობით (დოზის 9%).
გამოყოფა: მელოქსიკამი ფეკალურ მასებთან და შარდთან ერთად თანაბარი რაოდენობით გამოიყოფა, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. უცვლელი სახით ფეკალურ მასებთან ერთად სადღეღამისო დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა, ხოლო შარდში პრეპარატი უცვლელი სახით მხოლოდ კვალის სახით შეიმჩნევა.
მელოქსიკამის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 20 საათია. პლაზმის კლირენსი შეადგენს 8 მლ/წთ.
ხანდაზმულ პაციენტებში პლაზმური კლირენსის მაჩვენებელი შედარებით დაბალია.
ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები თითქმის არ იცვლება ღვიძლის\თირკმლის უკმარისობის დროს.

06

ჩვენებები

ტკივილის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა ოსტეოართრიტის (ართროზი, სახსრების დეგენერაციული დაავადებები), რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს.

07

უკუჩვენებები

_ 15 წლამდე ასაკი;
_ ორსულობის მესამე ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი;
_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
_ ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმა;
_ თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (თუ ჰემოდიალიზი არ ტარდება);
_ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლჩაქცევა ტვინში ან ნებისმიერი სხვა სახის სისხლდენა;
_ ანამნეზში პროქტიტი ან რექტალური სისსხლდენა.
ლოქსიდოლი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. არსებობს აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა აასს-ებთან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ჯვარედინი მგრძნობელობის განვითარების შესაძლებლობა. ასევე, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული იმ პაციენტთათვის, რომელთაც ასთმის, ნაზალური პოლიპოზის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების სიმპტომები (დაკავშრებული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ების მიღებასთან) აღენიშნებათ.

08

განსაკუთრებული მითითებები

ლოქსიდოლის, ისევე როგორც სხვა აასს-ების, მიღება საჭიროებს მკაცრ მეთვალყურეობას პაციენტებზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით ანამნეზში, აგრეთვე, პაციენტებზე, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.
აასს-ები აინჰიბირებენ თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც აუცილებელია თირკმელში სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად. პაციენტებში, რომელთაც თირკმელში სისხლის მიმოქცევა დაქვეითებული აქვთ, აასს-ების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება. პაციენტებს თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერად გამოხატული დარღვევით შესაძლებელია პრეპარატის დოზა არ შეუმცირდეთ, თუმცა აუცილებელია თირკმელების ფუნქციის მუდმივი კონტროლი.
იშვიათ შემთხვევებში აასს-ებმა შეიძლება გამოიწვიონ ინტერსტიციული ნეფრიტის, გლომერულონეფრიტის, რენალური მედულარული ნეკროზის ან ნეფროზული სინდრომის განვითარება. ასეთი გართულებებისადმი მიდრეკილნი არიან პაციენტები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, გადატანილი ქირურგიული ოპერაციებით (რომელთაც გამოიწვიეს ჰიპოვოლემია), ასევე პაციენტები ღვიძლის ციროზით. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისშივე აუცილებელია დიურეზის და თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
აასს-ებმა დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში შეიძლება გააძლიერონ ნატრიუმის, კალიუმისა და წყლის შეკავება ორგანიზმში და იქონიონ გავლენა შარდმდენი საშუალებების ნატრიურეზულ ეფექტზე, რის შედეგადაც წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებს შესაძლოა გაუძლიერდეთ გულის უკმარისობის ან ჰიპერტენზიის სიმპტომები.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დაუძლურებულ პაციენტებში, ხანდაზმულებში, გულის უკმარისობით დაავადებულებში.
მელოქსიკამმა, ისევე როგორც ნებისმიერმა აასს-მ, შეიძლება შენიღბოს ძირითადი ინფექციური დაავადების სიმპტომები.
მელოქსიკამმა, ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც აინჰიბირებენ ცოგ/პროსტაგლანდინების სინთეზს, შეიძლება ხელი შეუშალოს განაყოფიერებას, ამიტომაც რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება მათთვის, ვინც დაორსულებას გეგმავს.

პრეპარატი არ გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.

09

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა. იშვიათად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება, ფარული ან მაკროსკოპულად ხილული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, განსაკუთრებით მეტოტრექსატით ერთდროული მკურნალობისას.
კანის საფარველის მხრივ: ქავილი, გამონაყარი; იშვიათად: ფოტოსენსიბილიზაცია, ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სონდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, მრავალფორმიანი ერითემის ტიპის ბუშტუკოვანი დერმატიტი.
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.
სასუნთქი სისტემის მხრივ: მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს ასთმის შეტევა, განსაკუთრებით მათში, ვისაც აღენიშნება ალერგია ასპირინის ან სხვა აასს-ის მიმართ.
ნერვული სისტემის მხრივ: თრობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბუსხვევა, ხმაური ყურებში, ძილიანობა, ცნობიერების მოშლა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება; არტერიული წნევის მომატება, გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის ოწოლის შეგრძნება.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების შეცვლა (კრეატინინის და/ან შარდოვანას მაღალი შემცველობა სისხლში).
ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილება (მათ შორის, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონის დროებითი მატება).

10

მიღების წესი და დოზირება

სუპოზიტორიები განკუთვნილია რექტალური გამოყენებისათვის.
გამოიყენება ლოქსიდოლის თითო სუპოზიტორია დღეში (15 მგ მელოქსიკამი დღეში). ვინაიდან, გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი დამოკიდებულია მიღებულ დოზასა და გამოყენების ხანგრძლივობაზე, სუპოზიტორიები უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში.

11

ჭარბი დოზირება

დღესდღეობით არ არსებობს მონაცემები ლოქსიდოლის ჭარბი დოზირების სპეციფიური სიმპტომების შესახებ. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ზოგადი სიმპტომური მკურნალობა. ანტიდოტი არ არსებობს.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის, სალიცილატები (აცეტილსალიცილის მჟავა): ერთზე მეტი აასს-ის ერთდროული მიღება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და სისხლდენების განვითარების რისკს სინერგიული მოქმედების შედეგად. მელოქსიკამის სხვა აასს-ებთან ერთად მიღება არ არის რეკომენდებული.
ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები, ჰეპარინი სისტემური გამოყენებისათვის, თრომბოლიზური საშუალებები: ზრდიან სისხლდენის განვითარების რისკს. ამ პრეპარატების ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა მოხდეს ანტიკოაგულანტების ეფექტზე დაკვირვება.
ლითიუმი: აასს-ები ზრდიან ლითიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო. ლითიუმისა და აასს-ების ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის. ასეთი კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, აუცილებელია ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი პლაზმაში მკურნალობის დასაწყისში, მელოქსიკამის დოზის შერჩევისას და მოხსნისას.
ციკლოსპორინი: მოქმედებენ რა თირკმელების პროსტაგლანდინებზე, აასს-ებს შეუძლიათ გააძლიერონ ციკლოსპორინის ნეფროტოქსიური ეფექტი. კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში მიზანშეწონილია თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები: აასს-ები აქვეითებენ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
დიურეტიკები: დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში აასს-ების და დიურეტიკების ერთდროული მიღება ამაღლებს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკს. ასეთი კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობით სითხე. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა.
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგ., ბეტა-ადრენობლოკატორები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ვაზოდილატატორები, დიურეტიკები): აასს-ები ამცირებენ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტს, პროსტაგლანდინების ინჰიბირების გამო, რომელთაც ვაზოდილატაციური მოქმედება აქვთ.
ქოლესტირამინი: ზრდის მელოქსიკამის გამოყოფას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი შეკავშირების შედეგად.

13

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ლოქსიდოლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციისას პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვისაგან თავი უნდა შეიკავონ პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

3 სუპოზიტორია ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

15

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

16

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.