8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03635 ურეცეპტო

კამელოტი®

CAMELOT ®

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)

დან5.65 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
კამელოტი®, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)
მოქმედი ნივთიერება
მელოქსიკამი (Meloxicam)
მწარმოებელი
IDOL PHARMACEUTICALS, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოქსიკამები
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

15მგ/1.5მლ · 1.5მლ · №3

  • GPC ყველაზე იაფი

    კამელოტი ი/მ ხსნარი საინექციო 15მგ/1.5მლ ამპულა #3

    1.88 ₾ / ც. × 3

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    კამელოტი ი/მ ხსნარი საინექციო 15მგ/1.5მლ ამპულა #3

    1.88 ₾ / ც. × 3

15მგ · 1.5მლ · №3

  • PSP

    კამელოტი - Camelot 15მგ 1.5მლ 3 ამპულა

    1.88 ₾ / ც. × 3

15მგ · 15მლ · №3

  • PSP

    კამელოტი - CAMELOT 15მგ/1.5მლ 3 ამპულა

    1.88 ₾ / ც. × 3

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მელოქსიკამი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლოქსიდოლი, 15მგ ტაბლეტი №20

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი Magistra C&C, რუმინეთი
დან4.16 ₾
მელოქსი, 15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10

მელოქსი

15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10

მელოქსიკამი
დან4.16 ₾
ლოქსიდოლი, 15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი Rompharm Company, რუმინეთი
დან5.65 ₾
მელსიკამი, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელსიკამი

Meloxicam

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი IDOL PHARMACEUTICALS, თურქეთი
დან5.65 ₾
სოლუკამი, 15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3

სოლუკამი

15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3

მელოქსიკამი რომფარმ ილაჩი, თურქეთი
დან5.65 ₾
მობიკამი, 7.5მგ ტაბლეტი №20

მობიკამი

MOBICAM

7.5მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ავერსი ფარმა, საქართველო
დან6.84 ₾
მელოქსიკამი, 7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000

მელოქსიკამი

Meloxicam

7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000

მელოქსიკამი Unichem Laboratories, ინდოეთი
დან7.45 ₾
ამელოტექსი-NEW, 15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6

ამელოტექსი-NEW

15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6

მელოქსიკამი
დან7.51 ₾
ამელოტექსი-ნიუ, 15მგ სანთელი რექტალური №6

ამელოტექსი-ნიუ

15მგ სანთელი რექტალური №6

მელოქსიკამი ფარმფირმ სოტექსი, რუსეთის ფედერაცია
დან7.51 ₾
ლოქსიდოლი, 15მგ რექტალური სუპოზიტორია №6

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ რექტალური სუპოზიტორია №6

მელოქსიკამი Magistra C&C, რუმინეთი
დან7.51 ₾
მოვალისი, 7,5 მგ ტაბლეტი № 20

მოვალისი

MOVALIS

7,5 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან9.01 ₾
მოვალისი, 15 მგ ტაბლეტი № 20

მოვალისი

MOVALIS

15 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან13.10 ₾
ამელოტექსი, 15 მგ ტაბლეტი № 20

ამელოტექსი

Ameloteks

15 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Sotex, რუსეთი
დან15.83 ₾
კამელოტი®, 15 მგ ტაბლეტი №20

კამელოტი®

CAMELOT ®

15 მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან15.83 ₾
მობიკამი, 15მგ ტაბლეტი №20

მობიკამი

MOBICAM

15მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.83 ₾
მობიკამი, 1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ

მობიკამი

1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ

მელოქსიკამი
დან19.68 ₾
რეკლინი, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

რეკლინი

Reklin

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

მელოქსიკამი Help pharmaceuticals, საბერძნეთი
დან19.68 ₾
მოვალის, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მოვალის

MOVALIS

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Espana SA, ესპანეთი
დან19.85 ₾
ამელოტექსი-NEW, 0.01 გელი №1

ამელოტექსი-NEW

0.01 გელი №1

მელოქსიკამი
დან21.21 ₾
ამელოტექსი-ნიუ, 1% გელი ტუბი №1 50გრ

ამელოტექსი-ნიუ

1% გელი ტუბი №1 50გრ

მელოქსიკამი რაფარმა, საბერძნეთი
დან21.21 ₾
მელოქსი, 15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

მელოქსი

15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

მელოქსიკამი მედოქემი, კვიპროსი
დან29.26 ₾
ექსისტენი-სანოველი, 15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

ექსისტენი-სანოველი

Existen- Sanovel

15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო

ექსისტენი-სანოველი

Existen- Sanovel

7.5მგ ტაბლეტი #10;#20;#30

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო
ექსისტენი-სანოველი ფორტე, 15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30

ექსისტენი-სანოველი ფორტე

Existen- Sanovel forte

15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო
კამელოტი®, 7.5 მგ ტაბლეტი №20

კამელოტი®

CAMELOT ®

7.5 მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
მატარენ პლუსი, (30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

მატარენ პლუსი

Mataren Plus

(30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

მელოქსიკამი NIJPHARM OJSC, რუსეთი
ურეცეპტო
მელოფლამი®, 15მგ ტაბლეტი #20

მელოფლამი®

MELOFLAM®

15მგ ტაბლეტი #20

მელოქსიკამი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
ურეცეპტო
მელოქსიკამი APO, 7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100

მელოქსიკამი APO

Meloxicam APO

7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100

მელოქსიკამი Apotex, კანადა
ურეცეპტო
მელსიკამი ფორტე, 15მგ ტაბლეტი №10

მელსიკამი ფორტე

MELSIKAM FORT

15მგ ტაბლეტი №10

მელოქსიკამი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
ურეცეპტო

ნულოქს სფიდიტაბს

Nulox speeditabs

15მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

მელოქსიკამი Alpex Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო
ნულოქს სფიდიტაბს, 7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

ნულოქს სფიდიტაბს

Nulox speeditabs

7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

მელოქსიკამი Alpex Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეგლუმინი, გლიკოფუროლი, პოლოქსამერ 188, გლიცინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: M01AC06

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ოქსიკამები.

მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოდინამიკა

კამელოტი (მელოქსიკამი) წარმოადგენს ენოლის მჟავას წარმოებულებს და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადგენილია ანთების ყველა სტანდარტულ მოდელზე. მელოქსიკამის მოქმედების მექანიზმი პროსტაგლანდინების (ანთების მედიატორების) სინთეზის ინჰიბირების უნარში მდგომარეობს.

Ii vivo კამელოტი (მელოქსიკამი) აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს ანთების კერაში გაცილებით მეტად, ვიდრე კუჭის ლორწოვან გარსსა და თირკმლებში.

ეს განსხვავება დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ციკლოოქსიგენაზა-1-თან (ცოგ-1) შედარებით უფრო სელექციური ინჰიბირებით.

Ex vivo ნაჩვენებია, რომ მელოქსიკამი რეკომენდებულ დოზებში არ ახდენდა გავლენას თრომბოციტების აგრეგაციასა და სისხლდენის დროზე, განსხვავებით ინდომეტაცინის, დიკლოფენაკის, იბუპროფენისა და ნაპროქსენისაგან, რომლებიც მნიშვნელოვნად თრგუნავდნენ თრომბოციტების აგრეგაციას და ახანგრძლივებდნენ სისხლდენის დროს.

ფარმაკოკინეტიკა

მელოქსიკამი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუნთში შეყვანისას. პლაზმაში კამელოტის (მელოქსიკამის) კონცენტრაცია შეყვანილი დოზის პროპორციულია. 15 მგ მელოქსიკამის კუნთში შეყვანიდან 60 წუთის შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 1,62 მგ/ლ.

მელოქსიკამი ძალიან კარგად უკავშირდება პლაზმის ცილებს, განსაკუთრებით – ალბუმინს (90-100%). აღწევს სინოვიურ სითხეში, სადაც მისი კონცენტრაცია პლაზმური კონცენტრაციის 50%-ს შეადგენს. გადანაწილების მოცულობა დაბალია, საშუალოდ 11 ლ.

მელოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში 4 ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. ძირითადი მეტაბოლიტი 5’-კარბოქსიმელოქსიკამია (დოზის დაახლოებით 60%), მიიღება შუალედური მეტაბოლიტის, 5’-ჰიდროქსიმეთილმელოქსიკამის დაჟანგვით, რომელიც ასევე ექსკრეტირდება, თუმცა უფრო ნაკლები რაოდენობით (დოზის 9%).

კამელოტი ფეკალურ მასებთან და შარდთან ერთად თანაბარი რაოდენობით გამოიყოფა, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. უცვლელი სახით ფეკალურ მასებთან ერთად სადღეღამისო დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა, ხოლო შარდში პრეპარატი უცვლელი სახით მხოლოდ კვალის სახით შეიმჩნევა.

მელოქსიკამის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 20 საათია. პლაზმის კლირენსი შეადგენს 8 მლ/წთ.

ხანდაზმულ პაციენტებში პლაზმური კლირენსის მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

03

ჩვენებები

პრეპარატი კამელოტი (მელოქსიკამი) საინექციო ხსნარის ფორმით ნაჩვენებია მკურნალობის საწყისი პერიოდისა და ტკივილის სინდრომის მოკლევადიანი, სიმპტომური თერაპიისათვის რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს.

04

მიღების წესი და დოზირება

კამელოტი ენიშნებათ ზრდასრულ პაციენტებს. პრეპარატის კუნთში (ინტრამუსკულური) შეყვანა ნაჩვენებია მკურნალობის მხოლოდ პირველი 2-3 დღის განმავლობაში. შემდგომში თერაპია გრძელდება პრეპარატის პერორალური ფორმის (ტაბლეტები) მიღებით.

მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 15 მგ-ს შეადგენს.

გვერდითი მოვლენების განვითარების მაღალი რისკის შემთხვევაში, მკურნალობას 7.5 მგ-ით იწყებენ.

05

უკუჩვენებები

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმა;
  • თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (თუ ჰემოდიალიზი არ ტარდება);
  • 15 წლამდე ბავშვთა ასაკი;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლჩაქცევა ტვინში ან ნებისმიერი სხვა სახის სისხლდენა;
  • ანტიკოაგულანტებით მიმდინარე თერაპია.

კამელოტი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც მომატებული მგრძნობელობა აქვთ მელოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. არსებობს აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა ასას-ებთან (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ჯვარედინი მგრძნობელობის განვითარების შესაძლებლობა. ასევე, პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომელთაც ასთმის, ნაზალური პოლიპოზის, ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების სიმპტომები (დაკავშრებული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-ების მიღებასთან) აღენიშნებათ.

06

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა (>1%); ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების გარდამავალი ცვლილებები (მათ შორის ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონის მატება), ყაბზობა, ბოყინი, ეზოფაგიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებები, ფარული ან მაკროსკოპულად ხილული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (0.1 – 1.0%), კოლიტი (<0.1%)

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია(>1.0%), ჰემოგრამის ცვლილებები, მათ შორის ლეიკოციტარული ფორმულის ცვლილება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია (0.1 – 1.0%).

დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე (> 1.0%), ჭინჭრის ციება (0.1 – 1.0%), ფოტოსენსიბილიზაცია (<0.1%). იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ბულოზური რეაქციები, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქული ასთმის მწვავე განვითარება (<0.1%).

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი (>1.0%); თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ძილიანობა (0.1 – 1.0%).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება (>1.0%); არტერიული წნევის მომატება, გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის მოწოლის შეგრძნება (0.1 – 1.0%).

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები (კრეატინინის და/ან შარდოვანას დონის მატება სისხლში) (0.1 – 1.0%).

უსაფრთხოების ზომები:

მელოქსიკამი გამოიყენება სიფრთხილით სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების არსებობისას, აგრეთვე იმ პაცინეტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.

პეპტიური წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ასას-ები შესაძლოა გახდეს მიზეზი თირკმლის პროსტაგლანდინების ინჰიბირების, რომლებიც კომპენსატორულ როლს თამაშობენ თირკმლის სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფაში. ასას-ების მიღებამ პაციენტებში, რომელთაც თირკმლის სისხლის მიმოქცევა დაქვეითებული აქვთ, შესაძლოა გამოიწვიოს ფარულად მიმდინარე თირკმლის უკმარისობის დეკომპენსაცია. ასას-ების მოხსნა თირკმლის ფუნქციის პირვანდელ დონემდე აღდგენის საშუალებას იძლევა.

პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია აქვთ და ჰემოდიალიზზე იმყოფებიან, პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 7.5 მგ-ს. ხოლო ვისაც თირკმლის ფუნქციის ზომიერი ან მცირე დარღვევები აღენიშნებათ (ანუ კრეატინინის კლირენსი 25 მლ/წთ-ზე მეტია), დოზის შემცირება საჭირო არ არის.

იშვიათ შემთხვევაში, ასას-ებმა შეიძლება გამოიწვიოს ინტერსტიციური ნეფრიტი, გლომერულონეფრიტი, თირკმლის მედულური ნეკროზი ან ნეფროზული სინდრომი.

არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენებისას (ისევე როგორც ასას-ების უმრავლესობის შემთხვევაში) შრატში ტრანსამინაზების ან ღვიძლის ფუნქციის სხვა მაჩვენებლების ეპიზოდური მატების შესახებ. შემთხვევათა უმრავლესობაში, ეს მატება მცირე და გარდამავალი იყო. თუკი გამოვლენილი ცვლილებები არსებითია და დროთა განმავლობაში არ კლებულობს, პრეპარატი უნდა მოიხსნას და დაწესდეს ლაბორატორიულ ცვლილებებზე დაკვირვება. იმ პაციენტებს, რომელთაც კლინიკურად სტაბილური ციროზი აქვთ, დოზის შემცირება არ ესაჭიროებათ.

დასუსტებულმა პაციენტებმა შესაძლოა უფრო ცუდად გადაიტანონ არასასურველი გვერდითი მოვლენები, შესაბამისად ისინი მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. სიფრთხილე (ისევე, როგორც სხვა ასას-ების შემთხვევაში) საჭიროა ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას, რადგან მათ ღვიძლის, თირკმლისა და გულის ფუნქციის დარღვევების ალბათობა უფრო მაღალი აქვთ.

ასას-ების დიურეზულ საშუალებებთან ერთად მიღებამ შეიძლება ნატრიუმის, კალიუმისა და წყლის შეკავება გამოიწვიოს და გავლენა მოახდინოს შარდმდენი საშუალებების ნატრიურეზულ ეფექტებზე. წინასწარგანწყობის არსებობისას, პაციენტებს შედეგად შესაძლოა გაუძლიერდეთ გულის უკმარისობის ან ჰიპერტენზიის სიმპტომები.

მელოქსიკამმა, ისევე როგორც სხვა ასას-ებმა, შესაძლოა შენიღბოს ინფექციური დაავადებების სიმპტომები.

მელოქსიკამის მიღებამ, ისევე როგორც იმ სხვა პრეპარატების, რომლებიც აბლოკირებენ ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სინთეზს, შეიძლება ფერტილობაზე იქონიოს გავლენა. ამიტომ, ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც დაორსულებას გეგმავს. ჩასახვის უნარის დარღვევის შემთხვევაში ან უნაყოფობის გამო გამოკვლევების ჩატარებისას, უნდა დადგეს მელოქსიკამის მოხსნის საკითხი.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

სპეციალური კვლევები, ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის გავლენასათან დაკავშირებით, არ ჩატარებულა. პაციენტებმა, რომელთაც მხედველობის დარღვევები, ძილიანობა ან ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები აღენიშნებათ, თავი უნდა შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან.

07

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.

08

განსაკუთრებული მითითებები

მელოქსიკამის ინტრამუსკულური ინექციების სახით დოზირების რეჟიმი ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. შესაბამისად, კამელოტი (მელოქსიკამი) მხოლოდ ზრდასრულ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოს.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის სალიცილატები (აცეტილსალიცის მჟავა): ერთზე მეტი ასას-ის ერთდოული მიღება, სინერგიული მოქმედების გამო, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულების და სისხლდენების განვითარების რისკს. მელოქსიკამის სხვა ასას-ებთან ერთად მიღება არ არის რეკომენდებული. კამელოტის აცეტილსალიცილის მჟავასთან (1000 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში) ერთდროული მიღება, ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა მელოქსიკამის AUC-სა (10%) და Сmax-ის (24%) ზრდას. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

პერორალური ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები, ჰეპარინი სისტემური გამოყენებისათვის, თრომბოლიზური საშუალებები: იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. ამ პრეპარატების ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა მოხდეს ანტიკოაგულანტების ეფექტზე დაკვირვება.

ლითიუმი: ასას-ები ზრდიან ლითიუმის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო. პლაზმაში ლითიუმის შემცველობამ შესაძლოა ტოქსიურ მაჩვენებლებს მიაღწიოს. ასას-ებისა და ლითიუმის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. ასეთი კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პლაზმაში ლითიუმის შემცველობის კონტროლი მკურნალობის დაწყებისას, დოზის შერჩევისას და თერაპიის დასრულებისას.

საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები: ასას-ები ამცირებს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების ეფექტურობას.

დიურეტიკები: დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში აასს-ების და დიურეტიკების ერთდროული მიღება ამაღლებს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკს. ასეთი კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა თირკმლის ფუნქციის გამოვკლევა.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (მაგ.: ბეტა-ადრენოლოკატორები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ვაზოდილატორები, დიურეტიკები): ასას-ები ამცირებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტს, პროსტაგლანდინების ინჰიბირების გამო, რომელთაც ვაზოდილატაციური მოქმედება აქვს.

ქოლესტირამინი: ზრდის მელოქსიკამის გამოყოფას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი შეკავშირების შედეგად.

ციკლოსპორინი: ასას-ებს მეორადად, თირკმლის პროსტაგლანდინებზე ზემოქმედების გზით, შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკური ეფექტი. კამელოტისა (მელოქსიკამის) და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

მელოქსიკამის ანტაციდებთან, ციმეტიდინთან, დიგოქსინთან ან ფუროსემიდთან ერთდროული მიღებისას არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები.

10

ჭარბი დოზირება

დღესდღეობით არ არსებობს მონაცემები კამელოტის ჭარბი დოზირების სპეციფიკური სიმპტომების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ზოგადი სიმპტომური მკურნალობა. ანტიდოტი არ არსებობს.

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

15 მგ/1.5 მლ; 15 მგ მელოქსიკამის შემცველი კუნთში (ინტრამუსკულური) საინექციო ხსნარი მოთავსებულია 2 მლ-იან მინის ამპულებში. 3 ამპულა - სეპარატორში, რომელიც გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

12

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°С, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.