8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01854 ურეცეპტო

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ ტაბლეტი №20

დან4.16 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ლოქსიდოლი, 15მგ ტაბლეტი №20
მოქმედი ნივთიერება
მელოქსიკამი (Meloxicam)
მწარმოებელი
Magistra C&C, რუმინეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოქსიკამები
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ლოქსიდოლი ტაბლეტი 15მგ #10

    0.42 ₾ / ც. × 10

  • GPC ყველაზე იაფი

    ლოქსიდოლი ტაბლეტი 15მგ #10

    0.42 ₾ / ც. × 10

  • PSP ყველაზე იაფი

    ლოქსიდოლი - Loxidol 15მგ. 10 ტაბლეტი

    0.42 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მელოქსიკამი. ჯერ ყველაზე იაფი.

მელოქსი, 15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10

მელოქსი

15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10

მელოქსიკამი
დან4.16 ₾
კამელოტი®, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)

კამელოტი®

CAMELOT ®

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)

მელოქსიკამი IDOL PHARMACEUTICALS, თურქეთი
დან5.65 ₾
ლოქსიდოლი, 15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი Rompharm Company, რუმინეთი
დან5.65 ₾
მელსიკამი, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელსიკამი

Meloxicam

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი IDOL PHARMACEUTICALS, თურქეთი
დან5.65 ₾
სოლუკამი, 15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3

სოლუკამი

15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3

მელოქსიკამი რომფარმ ილაჩი, თურქეთი
დან5.65 ₾
მობიკამი, 7.5მგ ტაბლეტი №20

მობიკამი

MOBICAM

7.5მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ავერსი ფარმა, საქართველო
დან6.84 ₾
მელოქსიკამი, 7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000

მელოქსიკამი

Meloxicam

7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000

მელოქსიკამი Unichem Laboratories, ინდოეთი
დან7.45 ₾
ამელოტექსი-NEW, 15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6

ამელოტექსი-NEW

15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6

მელოქსიკამი
დან7.51 ₾
ამელოტექსი-ნიუ, 15მგ სანთელი რექტალური №6

ამელოტექსი-ნიუ

15მგ სანთელი რექტალური №6

მელოქსიკამი ფარმფირმ სოტექსი, რუსეთის ფედერაცია
დან7.51 ₾
ლოქსიდოლი, 15მგ რექტალური სუპოზიტორია №6

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ რექტალური სუპოზიტორია №6

მელოქსიკამი Magistra C&C, რუმინეთი
დან7.51 ₾
მოვალისი, 7,5 მგ ტაბლეტი № 20

მოვალისი

MOVALIS

7,5 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან9.01 ₾
მოვალისი, 15 მგ ტაბლეტი № 20

მოვალისი

MOVALIS

15 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან13.10 ₾
ამელოტექსი, 15 მგ ტაბლეტი № 20

ამელოტექსი

Ameloteks

15 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Sotex, რუსეთი
დან15.83 ₾
კამელოტი®, 15 მგ ტაბლეტი №20

კამელოტი®

CAMELOT ®

15 მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან15.83 ₾
მობიკამი, 15მგ ტაბლეტი №20

მობიკამი

MOBICAM

15მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.83 ₾
მობიკამი, 1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ

მობიკამი

1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ

მელოქსიკამი
დან19.68 ₾
რეკლინი, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

რეკლინი

Reklin

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

მელოქსიკამი Help pharmaceuticals, საბერძნეთი
დან19.68 ₾
მოვალის, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მოვალის

MOVALIS

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Espana SA, ესპანეთი
დან19.85 ₾
ამელოტექსი-NEW, 0.01 გელი №1

ამელოტექსი-NEW

0.01 გელი №1

მელოქსიკამი
დან21.21 ₾
ამელოტექსი-ნიუ, 1% გელი ტუბი №1 50გრ

ამელოტექსი-ნიუ

1% გელი ტუბი №1 50გრ

მელოქსიკამი რაფარმა, საბერძნეთი
დან21.21 ₾
მელოქსი, 15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

მელოქსი

15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

მელოქსიკამი მედოქემი, კვიპროსი
დან29.26 ₾
ექსისტენი-სანოველი, 15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

ექსისტენი-სანოველი

Existen- Sanovel

15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო

ექსისტენი-სანოველი

Existen- Sanovel

7.5მგ ტაბლეტი #10;#20;#30

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო
ექსისტენი-სანოველი ფორტე, 15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30

ექსისტენი-სანოველი ფორტე

Existen- Sanovel forte

15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო
კამელოტი®, 7.5 მგ ტაბლეტი №20

კამელოტი®

CAMELOT ®

7.5 მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
მატარენ პლუსი, (30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

მატარენ პლუსი

Mataren Plus

(30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

მელოქსიკამი NIJPHARM OJSC, რუსეთი
ურეცეპტო
მელოფლამი®, 15მგ ტაბლეტი #20

მელოფლამი®

MELOFLAM®

15მგ ტაბლეტი #20

მელოქსიკამი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
ურეცეპტო
მელოქსიკამი APO, 7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100

მელოქსიკამი APO

Meloxicam APO

7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100

მელოქსიკამი Apotex, კანადა
ურეცეპტო
მელსიკამი ფორტე, 15მგ ტაბლეტი №10

მელსიკამი ფორტე

MELSIKAM FORT

15მგ ტაბლეტი №10

მელოქსიკამი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
ურეცეპტო

ნულოქს სფიდიტაბს

Nulox speeditabs

15მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

მელოქსიკამი Alpex Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო
ნულოქს სფიდიტაბს, 7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

ნულოქს სფიდიტაბს

Nulox speeditabs

7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

მელოქსიკამი Alpex Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები გრავირებით «LOX15» ცალ მხარეზე. გარსი მკვეთრი ყვითელი ფერის, გული მქრქალი ყვითელი ფერის.

02

შემადგენლობა

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: მელოქსიკამი 15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი, ქინოლინის ყვითელი.

პრეპარატის ათქ კოდი: M01AC06

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლოქსიდოლი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებებია: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, რაც განპირობებულია პრეპარატის აქტიური ნივთიერების მელოქსიკამის მოქმედებით. მელოქსიკამი თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა-2-ის ფერმენტულ აქტივობას, რომელიც მონაწილეობს პროსტაგლანდინების სინთეზში ანთებითი რეაქციის მიდამოში, რის შედეგადაც ხდება ანთების პროცესის ჩახშობა.

05

ჩვენებები

შემდეგი დაავადებების სიმპტომური თერაპია:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სახსრების მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
  • მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება).
06

უკუჩვენებები

  • მელოქსიკამის (მათ შორის, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების) ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • თირკმლების ქრონიკული უკმარისობა იმ პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჰემოდიალიზს;
  • ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
  • 15 წლამდე ასაკი;
  • სისხლდენები (მათ შორის, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), სისხლჩაქცევა ტვინში;
  • ორსულობის პერიოდი;
  • ლაქტაციის პერიოდი;
  • ალერგიული რეაქციები (ბრონქული ასთმა, ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზი, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება) აცეტილსალიცილმჟავასა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე;
  • მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილმჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
07

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა, ეზოფაგიტი, ბოყინი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაწყლულება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პირის ღრუს ანთება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პერიფერიული შეშუპებები, არტერიული წნევის მომატება, გახშირებული გულისცემა, სახის ჰიპერემია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, შუილი ყურებში და ძილიანობა, დეზორიენტაცია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები.
მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუნქტივიტი, მხედველობის დაქვეითება.
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია.

08

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად.
რევმატოიდული ართრიტის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 15 მგ დღე-ღამეში. თუ თერაპიული ეფექტი საკმარისად გამოხატულია, დოზა შეიძლება შემცირდეს 7,5 მგ-მდე დღე-ღამეში.
ოსტეოართროზის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 7,5 გ-ს დღე-ღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე დღე-ღამეში.
მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის დროს ლოქსიდოლი ინიშნება დოზით 15 მგ დღე-ღამეში.
იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს არასასურველი ეფექტების განვითარების მაღალი რისკი, მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 7,5 მგ დღე-ღამეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7,5 მგ-ს.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ზომიერად გამოხატული თირკმლის უკმარისობა კრეატინინის კლირენსით > 25 მლ/წთ, დოზის შემცირება საჭირო არ არის.
დანიშნული დოზა მიიღება დღე-ღამეში 1-ჯერ ჭამის დროს წყლის მიყოლებით.

09

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლოქსიდოლის მაღალი დოზებით გამოყენებისას სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის, სალიცილატებთან) ერთად იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებების განვითარების რისკი.
ლოქსიდოლის გამოყენებისას არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, ტიკლოპიდინთან, ჰეპარინთან, თრომბოლიზურებთან ერთად იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
ლოქსიდოლისა და მეთოტრექსატის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ამ უკანასკნელის მიელოდეპრესიული მოქმედება.
ლოქსიდოლის გამოყენების ფონზე შეიძლება შემცირდეს კონტრაცეპტივების ეფექტურობა.
დეჰიდრატაციის დროს ლოქსიდოლისა და დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას არსებობს თირკმლების მწვავე უკმარისობის განვითარების საშიშროება.
ლოქსიდოლისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელთა ეფექტურობის შემცირება.
ლოქსიდოლისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
ლოქსიდოლისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
ლოქსიდოლისა და ქოლესტირამინის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია დაჩქარდეს ლოქსიდოლის გამოყოფა.

11

განსაკუთრებული მითითებები

ლოქსიდოლი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების დაავადებები, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, ანტიაგრეგანტებს, ფიბრინოლიზურებს.
პეპტიური წყლულის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო პრეპარატის მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია, გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი და თირკმლების მწვავე დაავადებები, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულებს.
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატი ლოქსიდოლი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მწვავე დერმატოლოგიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის, კალიუმის, სითხის შეკავება და სალურეზულების მოქმედების შესუსტება, რამაც გულის უკმარისობისა და არტერიული ჰიპერტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული დაავადებების პროგრესირება.
თუ პაციენტი ლოქსიდოლთან ერთად იღებს დიურეზულებს, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე
ის პაციენტები, რომლებსაც ლოქსიდოლის მიღების ფონზე უვითარდებათ მხედველობის დაქვეითება, აღენიშნებათ ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, უნდა მოერიდონ ისეთ პოტენციურად საშიშ საქმიანობას, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორული რეაცქიებს.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. აქედან გამომდინარე, ლოქსიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

12

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატ ლოქსიდოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 შემოგარსული ტაბლეტი პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან ფირფიტაში.
დანაყოფებიან შეფუთვაში მოთავსებულია 10 ტაბლეტი.
1 ან 2 პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვანი ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C-ზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.