8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01936 ურეცეპტო

მელოფლამი®

MELOFLAM®

15მგ ტაბლეტი #20

მელოფლამი®, 15მგ ტაბლეტი #20
მოქმედი ნივთიერება
მელოქსიკამი (Meloxicam)
მწარმოებელი
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოქსიკამები
იმპორტიორი საქართველოში
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მელოქსიკამი. ჯერ ყველაზე იაფი.

ლოქსიდოლი, 15მგ ტაბლეტი №20

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი Magistra C&C, რუმინეთი
დან4.16 ₾
მელოქსი, 15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10

მელოქსი

15მგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10

მელოქსიკამი
დან4.16 ₾
კამელოტი®, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)

კამელოტი®

CAMELOT ®

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3 (1X3)

მელოქსიკამი IDOL PHARMACEUTICALS, თურქეთი
დან5.65 ₾
ლოქსიდოლი, 15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ/1.5მლ 1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი Rompharm Company, რუმინეთი
დან5.65 ₾
მელსიკამი, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელსიკამი

Meloxicam

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი IDOL PHARMACEUTICALS, თურქეთი
დან5.65 ₾
სოლუკამი, 15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3

სოლუკამი

15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №3

მელოქსიკამი რომფარმ ილაჩი, თურქეთი
დან5.65 ₾
მობიკამი, 7.5მგ ტაბლეტი №20

მობიკამი

MOBICAM

7.5მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ავერსი ფარმა, საქართველო
დან6.84 ₾
მელოქსიკამი, 7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000

მელოქსიკამი

Meloxicam

7.5მგ ტაბლეტი #1000, 15მგ ტაბლეტი #1000

მელოქსიკამი Unichem Laboratories, ინდოეთი
დან7.45 ₾
ამელოტექსი-NEW, 15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6

ამელოტექსი-NEW

15მგ სუპოზიტორია 6 სუპოზიტორია №6

მელოქსიკამი
დან7.51 ₾
ამელოტექსი-ნიუ, 15მგ სანთელი რექტალური №6

ამელოტექსი-ნიუ

15მგ სანთელი რექტალური №6

მელოქსიკამი ფარმფირმ სოტექსი, რუსეთის ფედერაცია
დან7.51 ₾
ლოქსიდოლი, 15მგ რექტალური სუპოზიტორია №6

ლოქსიდოლი

LOXIDOL

15მგ რექტალური სუპოზიტორია №6

მელოქსიკამი Magistra C&C, რუმინეთი
დან7.51 ₾
მოვალისი, 7,5 მგ ტაბლეტი № 20

მოვალისი

MOVALIS

7,5 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან9.01 ₾
მოვალისი, 15 მგ ტაბლეტი № 20

მოვალისი

MOVALIS

15 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Ellas S.A, საბერძნეთი
დან13.10 ₾
ამელოტექსი, 15 მგ ტაბლეტი № 20

ამელოტექსი

Ameloteks

15 მგ ტაბლეტი № 20

მელოქსიკამი Sotex, რუსეთი
დან15.83 ₾
კამელოტი®, 15 მგ ტაბლეტი №20

კამელოტი®

CAMELOT ®

15 მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან15.83 ₾
მობიკამი, 15მგ ტაბლეტი №20

მობიკამი

MOBICAM

15მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ავერსი ფარმა, საქართველო
დან15.83 ₾
მობიკამი, 1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ

მობიკამი

1.5მგ ხსნარი 5 კოლოფი №5 15 მლ

მელოქსიკამი
დან19.68 ₾
რეკლინი, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

რეკლინი

Reklin

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

მელოქსიკამი Help pharmaceuticals, საბერძნეთი
დან19.68 ₾
მოვალის, 15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მოვალის

MOVALIS

15მგ/1,5მლ 1,5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი Boehringer Ingelheim Espana SA, ესპანეთი
დან19.85 ₾
ამელოტექსი-NEW, 0.01 გელი №1

ამელოტექსი-NEW

0.01 გელი №1

მელოქსიკამი
დან21.21 ₾
ამელოტექსი-ნიუ, 1% გელი ტუბი №1 50გრ

ამელოტექსი-ნიუ

1% გელი ტუბი №1 50გრ

მელოქსიკამი რაფარმა, საბერძნეთი
დან21.21 ₾
მელოქსი, 15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

მელოქსი

15მგ/1.5მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

მელოქსიკამი მედოქემი, კვიპროსი
დან29.26 ₾
ექსისტენი-სანოველი, 15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

ექსისტენი-სანოველი

Existen- Sanovel

15მგ/1.5მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო

ექსისტენი-სანოველი

Existen- Sanovel

7.5მგ ტაბლეტი #10;#20;#30

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო
ექსისტენი-სანოველი ფორტე, 15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30

ექსისტენი-სანოველი ფორტე

Existen- Sanovel forte

15 მგ ტაბლეტი #10; #20;#30

მელოქსიკამი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო
კამელოტი®, 7.5 მგ ტაბლეტი №20

კამელოტი®

CAMELOT ®

7.5 მგ ტაბლეტი №20

მელოქსიკამი ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
მატარენ პლუსი, (30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

მატარენ პლუსი

Mataren Plus

(30მგ + 100მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1

მელოქსიკამი NIJPHARM OJSC, რუსეთი
ურეცეპტო
მელოქსიკამი APO, 7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100

მელოქსიკამი APO

Meloxicam APO

7.5მგ ტაბლეტი #100; 15მგ ტაბლეტი #100

მელოქსიკამი Apotex, კანადა
ურეცეპტო
მელსიკამი ფორტე, 15მგ ტაბლეტი №10

მელსიკამი ფორტე

MELSIKAM FORT

15მგ ტაბლეტი №10

მელოქსიკამი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
ურეცეპტო

ნულოქს სფიდიტაბს

Nulox speeditabs

15მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

მელოქსიკამი Alpex Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო
ნულოქს სფიდიტაბს, 7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

ნულოქს სფიდიტაბს

Nulox speeditabs

7.5მგ ოროდისპერსიული ტაბლეტი#10; #30

მელოქსიკამი Alpex Pharma, შვეიცარია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

მელოფლამის ტაბლეტების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება;
მელოქსიკამი 7,5 ან 15 მგ თითოეულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ტალის გაუწყლოებული კოლოიდური დიოქსიდი, პოვიდონი K-25, ნატრიუმის ციტრატი, კროსპოვიდონი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (15 მგ ყოველ 7,5მგ-იან და 30 მგ ყოველ 15 მგ-იან ტაბლეტში), მიკროკრისტალური ცელულოზა.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

მელოფლამის აქტიური ნითიერება წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, ოქსიკამების ჯგუფიდან. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მედიკამენტ მელოფლამის ყველა ეს ეფექტი განპირობებულია მოქმედების ერთიანი მექანიზმით – სავარაუდოდ პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვის გზით, რომელიც ანთების მედიატორია.

03

ჩვენებები

  • სახსრების ტკივილი ან მტკივნეული დესტრუქციული დაავადებები, რომელიც ზოგჯერ თანხლებულია ანთებით (ართროზი);
  • ქრონიკული ანთებითი პოლიართრიტი (რევმატოიდული ართრიტი);
  • ხერხემლის ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მაანკილოზირებელი სპონდილიტი).
04

მიღების წესი და დოზირება

აუცილებელია მელოფლამის ტაბლეტების მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაცია დოზირების შესახებ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
თუკი ექიმი არ ნიშნავს განსხვავებულ დოზირებას, მაშინ მელოფლამი ჩვეულებრივ, ინიშნება შემდეგი დოზით – 1 ტაბლეტი 7,5 მგ ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 1 ტაბლეტამდე (15 მგ) დღეში. დოზირება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად მდგომარეობის სიმძიმის, ან ადრე არსებული პათოლოგიების შესაბამისად. როგორც წესი, საჭიროა იმ მინიმალური დოზის მიღება, რომელიც იძლევა დამაკმაყოფილებელ თერაპიულ ეფექტს.
მელოფლამის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ 15 წლის ასაკის ზემოთ.
მელოფლამის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად ჭამის დროს.

კრეატინინის კლირენსი | შრატის კრეატინინი | დოზა

60- 40 მლ/წთ | 1,25 – 1,7 მგ % | ნორმალურის ნახევარი

40- 20 მლ/წთ | 1,7 – 3,0 მგ % | ნორმალურის მეოთხედი

05

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, მელოფლამსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი აღმოცენდება არა ყველა პაციენტში. ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები გამოვლენილ იქნა კლინიკური გამოცდისას. ყველაზე ხშირია:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მონელების გაძნელება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, შებერილობა, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის გარდამავალი მოშლა, გულძმარვა, საყლაპავის ლორწოვანის ანთება, კუჭის ან/და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ფარული ან მაკროსკოპული სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან.
სისხლის სისტემა: სისხლდენებისადმი მიდრეკილება, სისხლის უჯრედოვანი ფორმულის ცვლილება (მათ შორის ლეიკოციტარული ფორმულის), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
კანი: ქავილი, გამონაყარი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ჭინჭრის ციება.
ცენტრალური ნერვული სისტემა: სუსტი ან ძლიერი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ძილიანობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შეშუპებები, არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გაძლიერება, სისხლსავსეობა.
შარდ-სასქესო სისტემა: თირკმლის ფუნქციის პათოლოგიური ცვლილებები.
ძალიან იშვიათად გვხვდება: ანგიონევროზული შეშუპება და დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური შოკი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავი პერფორაცია, ჰეპატიტი, მონელების დარღვევა, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ბულოზური ცვლილებები (მაგალითად, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი), ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ხასიათის ცვლილება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ასთმის შეტევები, კონიუნქტივიტი, მხედველობის მოშლა (მათ შორის მხედველობის სიმახვილის დაქვეითება).
მძიმე გვერდითი ეფექტების არსებობისას ან ისეთი მოვლენების გამოვლენისას, რომლებიც არ არის მიითებული ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ჩარევა.

06

უკუჩვენებები

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • პრეპარატის ან მისი შემადგენილი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა – შესაძლებელია ალერგიული რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე პირებში;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება აქტიურ ფაზაში;
  • ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
  • თირკმლის უკმარისობისას ჰემოდიალიზის გარეშე მყოფ პაციენტებში;
  • 15 წლამდე ასაკის პაციენტებში;
  • ორსულობისას და ლაქტაციის დროს.
07

ორსულობა და ლაქტაცია

მელოფლამი არ შეიძლება დაინიშნოს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვაზე და სხვა ტექნიკურ მოწყობილობათა მართვაზე
მელოქსიკამის ეფექტების შემსწავლელი კვლევები ავტომანქანის და ტექნიკური მოწყობილობების მართვაზე არ ჩატარებულა. თუმცა თუ გვერდითი ეფექტების სახით განვითარდა მხედველობის მოშლა, ძილიანობა, თავბრუსხვევა ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნები, მაშინ ტრანსპორტის და სხვადასხვა მექანიზმების მართვისგან თავი უნდა შეიკავოს პაციენტმა.

08

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით ინიშნება ექიმის კონტროლის ქვეშ:

  • ანტიკოაგულანტური თერაპიის ფონზე;
  • თუკი პაციენტს ჰქონდა კუჭ-ნაწლავის დაავადება ანამნეზში;
  • თირკმლის დაავადებებისას;
  • გულის შეგუბებითი უკმარისობისას;
  • ღვიძლის დაავადებებისას;
  • თანმდევი შარდმდენი თერაპისას.
09

ჭარბი დოზირება

მნიშვნელოვანია იმ დოზის მიღება, რომელიც დანიშნულია ექიმის მიერ. თუკი მოხდა ჭარბი დოზის მიღება, აუცილებელია პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ან საავადმყოფოს. დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში ჩვეულ დროს, პაცინტმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივი და არა გაორმაგბული დოზა.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მნიშვნელოვანია პაციენტმა შეატყობინოს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, იღებს თუ არა მოცემულ მომენტში რაიმე პრეპარატს, თუნდაც რეცეპტის გარეშე გასაცემს. ზოგიერთი პრეპარატი შეიძლება ურთიერთქმედებდეს პრეპარატ მელოფალამთან. სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან მისმა კომბინირებამ (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად) შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავს ტრაქტის წყლულოვანი პათოლოგიის და სისხლდენის წარმოქმნის რისკის გაზრდა. პერორალური ანტიკოაგულანტების, ტიკლოპიდინის, ჰეპარინის და თრომბოლიზური საშუალებების ერთდროული გამოყენება მელოქსიკამთან იწვევს სისხლდენის რისკის გაზრდას. თუკი გარდაუვალია ამ საშუალებების კომბინაცია მელოფლამთან, აუცილებელია დაკვირვება ანტიკოაგულაციურ ეფექტზე. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ლითიუმის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა.
ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, მელოქსიკამმა შეიძლება გამოიწვიოს მეთოტრექსატის არასასურველი ეფექტი სისხლმბად ორგანოებზე.
კონტრაცეპტული საშუალებები: არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტის შემცირებაზე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს.
შარდმდენ საშუალებებთან ერთად მელოფლამის გამოყენების დროს აუცილებელია სითხის საკმაო რაოდენობით მიღება და თირკმლის ფუნქციის გასინჯვა პრეპარატის მიღებამდე.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასევე თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს. პროსტაგლანდინები კი ხასიათდებიან სისხლძარღვის გამაფართოებელი მოქმედებით. ამიტომ ისინი შეიძლება გახდნენ ანტიჰიპერტენზიული საშუალებების (აგფ ინჰიბიტორები, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შარდმდენი) ეფექტურობის დამთრგუნველი.
ქოლესტერინამინი ბოჭავს მელოქსიკამს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამიტომ აჩქარებს მელოქსიკამის გამოყოფას.
ციკლოსპორინის და პრეპარტ მელფოლამის ერთდროული დანიშვნისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი. შესაძლებელია მელფოლამის ურთიერთქმედება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან.

11

შენახვის პირობები

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
დაუშვებელია გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადას წარმოადგენს მითითებული თვის უკანასკნელი დღე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.