მონოგრაფია Nº 05040 Rx · რეცეპტით
თერაპინი BID
Terapin BID
875მგ + 125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
დან24.57 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ამოქსიცილინი (Amoxicillin) Clavulanic acid
- მწარმოებელი
- Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ავიტა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
1გ · 1გრ · №14
-
PSP
თერაპინი BID - Terapin BID 1გრ 14 ტაბლეტი
1.76 ₾ / ც. × 14
ყიდვა ↗24.57 ₾
875მგ+125მგ · №14
-
GPC ყველაზე იაფი
თერაპინი BID ტაბლეტი 875მგ+125მგ #14
1.76 ₾ / ც. × 14
ყიდვა ↗24.57 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
თერაპინი BID ტაბლეტი 875მგ+125მგ #14
1.76 ₾ / ც. × 14
ყიდვა ↗24.57 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამოქსიცილინი + Clavulanic acid. ჯერ ყველაზე იაფი.
ამოქსიკლავი ®
AMOKSIKLAV ®
625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15
ლავუნატი
625მგ 10 ტაბლეტი №10
ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5
AMOXICLAV DENK 500/62.5
500მგ/62.5მგ შემოგარსული ტაბლეტი №16
კლავომედი
Clavomed
156.25მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
კოკლავი
228მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ
აუგმენტინი
AUGMENTIN
625მგ ტაბლეტი №14
ამოქსიკლავი
500მგ+125მგ ტაბლეტი №15
კლავომედი
312მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 80 მლ
კლავომედი
CLAVOMED
875/125 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლავუნატი BID
1000მგ 10 ტაბლეტი №10
თერაპინი BID ფორტე
TERAPIN BID FORTE
(600მგ /42,9 მგ) /5მლ, 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი
ამოკლავინ bid
Amoklavi BID
14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)
ამოქსიკლავი
457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ
ლავუნატი BID
457მგ/70მლ 1 ფლაკონი №1
ნიუკლავი
457მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 70მლ
შელსი
457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 70 მლ
აუგმენტინი
AUGMENTIN
228მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
აუგმენტინი
AUGMENTIN
457მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
თერაპინ BID ფორტე სუსპ.100მლ
642.9მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 100 მლ
ნიუკლავი ფორტე
(600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ
ნიუკლავი
875მგ+125მგ ტაბლეტი №14
ამოქსიკლავი ® 2x
AMOKSIKLAV ® 2x
2x1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №10
კლავერა ბიდ
Clavera™BID
ტაბლეტი #14
კლავოტონი
875მგ+125მგ ტაბლეტი №14
შელსი
SHELSY
875მგ/125მგ შემოგარსული ტაბლეტი №12
აუგმენტინი
AUGMENTIN
1გ ტაბლეტი №14
ბეტამოქსი ES
(600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ
კლავომედი
Clavomed
312,5მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
კლავიციდი
875მგ+125მგ ტაბლეტი №16
ბეტამოქსი
1000მგ ტაბლეტი 16 ტაბლეტი №16
ამოქსიკლავ ქვიქტაბი®
AMOKSIKLAV QUICKTAB
1000მგ (875მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №10
ამოქსიკლავ ქვიქტაბი®
AMOKSIKLAV QUICKTAB
625მგ (500მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №14
ამოქსიკლავ ქუიქტაბი®
Amoxyclav Quictab®
1000მგ ტაბლეტი #10; #14
ამოქსიკლავი
AMOKSIKLAV
1000 მგ/200 მგ ფხვნილი ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5
ამოქსიკლავი
AMOKSIKLAV
600მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში №5
ამოქსიკლავი
AMOKSIKLAV ®
375მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15 ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
ამოქსიკლავი ®
AMOKSIKLAV ®
156.25 მგ/5მლ ფხვნილი 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებულ კოვზთან ერთად
ამოქსიკლავი ® 2x
AMOKSIKLAV ® 2x
400მგ+57მგ/5მლ ფხვნილი 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ამოქსიკლავი ® 2x
AMOKSIKLAV ® 2x
400მგ+57მგ/5 მლ ფხვნილი 35მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ამოქსიკლავი APO
AMOKSIKLAV APO
1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბ №100 625 მგ(500მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #100
ამოქსიკლავი® 2X
AMOKSIKLAV ® 2X
2x625 მგ ტაბლეტი #10
ამოქსიცილინი+კლავულანის მჟავა
Amoxicillin+Calvulanic acid
500/125მგ ტაბლეტი №50
თერაპინი BID
Terapin BID
(200მგ + 28,5მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი 100მლ-იან ბოთლში საზომ კოვზთან ერთად
მედეოკლავი სუსპენზია
MEDEOCLAV SUSPENSION
(125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1
მედეოკლავი სუსპენზია
MEDEOCLAV SUSPENSION
(125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1
პანკლავი
Panklav
875მგ/125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
პანკლავი
Panklav
500მგ/125მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №20
პოზმოქსი
POSMOX
1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12
ფლემოკლავ სოლუტაბი®
FLEMOCLAV SOLUTAB®
500მგ+125მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20
ფლემოკლავ სოლუტაბი®
FLEMOCLAV SOLUTAB®
250მგ+62.5მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20
ფლემოკლავ სოლუტაბი®
FLEMOCLAV SOLUTAB®
125მგ+31.25მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ათქ კლასიფიკაციის კოდი
J01CR02
შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი
(ამოქსიცილინის ექვივალენტური) .....................................875 მგ
კალიუმის კლავულანატი
(კლავულანის მჟავის ექვივალენტური) ..............................125 მგ
დამხმარე ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდი (E171) საღებავი ნივთიერების სახით.
ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის: ფლაკონში 70 მლ
5 მლ
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი
(ამოქსიცილინის ექვივალენტური) .....................................200 მგ
კალიუმის კლავულანატი
(კლავულანის მჟავის ექვივალენტური) ..............................28.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი მაკონსერვირებელი ნივთიერების სახით, ჟოლოს არომატი და შაქარი დამატკბობელი ნივთიერების სახით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თერაპინი BID არის პერორალური ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული კომბინაცია, რომელიც შედგება ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი ამოქსიცილინისა და ბეტა ლაქტამაზას ინჰიბიტორის, კალიუმის კლავულანატისაგან (კლავულანმჟავას კალიუმის მარილი).
ამოქსიცილინი არის ამპიცილინის ანალოგი, რომელიც წარმოებულია ბაზისური პენიცილინის ბირთვისგან, 6-ამინოპენიცილანის მჟავასგან.
კლავულანის მჟავა, რომელიც მიიღება შტრეპტომყცეს ცლავულიგერუს ფერმენტაციის გზით, არის ბეტა ლაქტამი, რომელიც სტრუქტურულად ენათესავება პენიცილინებს და გააჩნია სხვადასხვა ბეტა ლაქტამაზების ინაქტივაციის უნარი ამ ფერმენტების აქტიური უბნების ბლოკირების გზით. კლავულანის მჟავა განსაკუთრებით აქტიურია კლინიკურად მნიშვნელოვანი პლაზმიდით განპირობებული ბეტალაქტამაზების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად პასუხისმგებელნი არიან პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ განვითარებულ რეზისტენტობაზე.
ფარმაკოკინეტიკა
კლავულანის მჟავა გავლენას არ ახდენს ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე.
აბსორბცია: ამოქსიცილინი და კალიუმის კლავულანატი პერორალური მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ 90% და 75% შესაბამისად. მათზე გავლენას არ ახდენს საკვები. ამოქსიცილინისა და კალიუმის კლავულანატის მიღება შეიძლება საკვების მიუხედავად. ამოქსიცილინი და კალიუმის კლავულანატი პერორალური მიღების შემდეგ უმაღლეს შრატისმიერ კონცენტრაციებს აღწევს 1 საათში. ამოქსიცილინის შრატისმიერი კონცენტრაციები, რომლებიც მიიღწევა თერაპინის მიღების შემდეგ ანალოგიურია იმ კონცენტრაციებისა, რომლებიც წარმოიქმნება ცალკე მხოლოდ ამოქსიცილინის ექვივალენტური დოზების პერორალური მიღებისას. ამოქსიცილინის პერორალური დოზის გაზრდის კვალდაკვალ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვილი დოზის რაოდენობა მცირდება მხოლოდ უმნიშვნელოდ, ხოლო პრეპარატის უმაღლესი შრატისმიერი კონცენტრაციები და AUC ზოგადად სწორხაზოვნად მატულობს გაზრდილი დოზების ფონზე. თერაპინის ორივე კომპონენტი უკავშირდება შრატისმიერ პროტეინებს მცირე პროცენტით (ამოქსიცილინი ~20% და კლავულანის მჟავა ~30%), ხოლო დაახლოებით 70% არ უკავშირდება.
განაწილება: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა კარგად დიფუნდირებს შუა ყურის სეკრეტში, პერიტონეალურ სითხეში, პლევრის სითხეში, შარდში, ნაწლავის ლორწოვანში, ძვალში, ნაღველში, ბრონქულ სეკრეტში, ქალის სასქესო ორგანოებში. ამოქსიცილინი ადვილად დიფუნდირებს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, ცერებროსპინალური სითხის გამოკლებით. ტვინის გარსის ანთებისას, ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას შეღწევა იზრდება.
მეტაბოლიზმი: ამოქსიცილინის დაახლოებით 10% და კლავულანის მჟავას 50% ღვიძლში მეტაბოლიზდება.
ექსკრეცია: ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა ძირითადად ექსკრეტირდება თირკმლებით. პერორალური მიღების შემდეგ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1.3 საათს, ხოლო კლავულანის მჟავის - 1 საათს. ამოქსიცილინის დაახლოებით 50-78% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 25-40% გამოიდევნება უცვლელად შარდით მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში.
მიკრობიოლოგია
ამოქსიცილინი არის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრით მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის წინააღმდეგ. თუმცა, ამოქსიცილინი მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზების მიმართ და ამდენად, მოქმედების სპექტრი არ მოიცავს იმ ორგანიზმებს, რომლებიც წარმოქმნიან ამ ფერმენტებს.
კლავულანის მჟავა არის ბეტა-ლაქტამი, პენიცილინების სტრუქტურულად მონათესავე, რომელსაც გააჩნია იმ ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრის ინაქტივაციის უნარი, რომლებსაც ხშირად გამოიმუშავებენ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები. კერძოდ, იგი კარგად მოქმედებს კლინიკურად მნიშვნელოვანი პლაზმიდით განპირობებული ბეტალაქტამაზების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად პასუხისმგებელნი არიან პრეპარატის პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტობაზე.
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების უმეტესი შტამების წინააღმდეგ როგორც ინ ვიტრო, ისე კლინიკური ინფექციებისას, როგორც ეს აღწერილია “ჩვენებებში”.
გრამდადებითი აერობები:
Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი) Staphylococci, რომლებიც რეზისტენტულია მეთიცილინის/ოქსაცილინის მიმართ, განხილული უნდა იყოს, როგორც ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავის მიმართ რეზისტენტული.
გრამუარყოფითი აერობები:
Enterobacter-ის სახეობები (მიუხედავად იმისა, რომ ენტერობაქტერის სახეობის უმრავლესი შტამები რეზისტენტულია in vitro, თერაპინის შემთხვევაში აღინიშნა კლინიკური ეფექტურობა ამ ორგანიზმით გამოწვეული საშარდე ტრაქტის ინფექციებისას).
Escherichia coli (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი);
Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი);
Klebsiella-ს სახეობები (ყველა ცნობილი შტამი არის ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი);
Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი).
In Vitro მონაცემები:
ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა in vitro ავლენს მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებს (მიკ) რაოდენობით 2 მკგ/მლ-ს ან ნაკლებს Streptococcus pneumoniae-ს უმეტესი შტამების (>/=90%) წინააღმდეგ; მიკ 0.06 მკგ/მლ-ს ან ნაკლებს Neisseria gonorrhoeae-ს უმეტესი შტამების (>/=90%) წინააღმდეგ; მიკ 4 მკგ/მლ-ს ან ნაკლებს სტაფილოკოკებისა და ანაერობული ბაქტერიების უმეტესი შტამების (>/=90%) წინააღმდეგ; მიკ 8 მკგ/მლ-ს ან ნაკლებს სხვა ჩამოთვლილი ორგანიზმების უმეტესი შტამების (>/=90%) წინააღმდეგ.
ვინაიდან in vitro ამოქსიცილინი უფრო აქტიურია S. pneumoniae-ს წინააღმდეგ, ვიდრე ამპიცილინი ან პენიცილინი, S. pneumoniae-ს უმრავლესობა ამპიცილინის ან პენიცილინის მიმართ უშუალო მგრძნობელობით სრულად მგრძნობიარეა ამოქსიცილინის მიმართ.
გრამდადებითი აერობები:
Enterococcus faecalis *X;
Staphylococcus epidermidis (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი);
Staphylococcus saprophyticus (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი);
Streptococcus pneumoniae*X;
Streptococcus pyogenes*X;
ვირიდანსის ჯგუფის სტრეპტოკოკები*X.
გრამუარყოფითი აერობები:
Eikenella corrodens (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი);
Neisseria gonorrhoeae* (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი);
Proteus mirabilis* (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი).
ანაერობული ბაქტერიები:
Bacteroides სახეობები, მათ შორის Bacteroides fragilis (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი);
Fusobacterium სახეობები (ბეტა-ლაქტამაზას და არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი);
Peptostreptococcus-ის სახეობები X.
* ადექვატური და კარგად კონტროლირებული კლინიკური ცდებით დადგინდა ცალკე მხოლოდ ამოქსიცილინის ეფექტურობა ამ ორგანიზმებით გამოწვეული გარკვეული კლინიკური ინფექციების მკურნალობისას.
X ეს არის არაბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი ორგანიზმები და ამდენად, ისინი მგრძნობიარე არიან ცალკე მხოლოდ ამოქსიცილინის მიმართ.
ჩვენებები
თერაპინი BID ნაჩვენებია გარკვეული მგრძნობიარე მიკროორგანიზმების შტამებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:
ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: (მათ შორის ENT ინფექციები): ტონზილიტი, სინუსიტი და შუა ყურის ანთება
ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, პნევმონია, ბრონქოპნევმონია.
შარდსასქესო ტრაქტის ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.
რბილი ქსოვილებისა და კანის ინფექციები: ფურუნკული, აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობისმიერი ინფექციები.
დენტალური ინფექციები: დენტოალვეოლური აბსცესი.
სხვა ინფექციები: ინტრააბდომინალური სეფსისი.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:
თერაპინი BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტი მიიღება დღეში 2-ჯერ მწვავე ინფექციებისას. თერაპია უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს 14 დღე.
თერაპინი BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად დაუღეჭავად. აუცილებლობისას, ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად და გადაიყლაპოს დაუღეჭავად.
გასტროინტესტინური აუტანლობის რისკის შესამცირებლად ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დაწყებისას. ასეთ შემთხვევაში, ტაბლეტი ოპტიმალურად შეიწოვება.
თერაპინი BID 200/28 მგ მშრალი ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის 2 თვიდან-6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დღიური რეკომენდირებული დოზაა:
სუსტი და ზომიერი ინფექციების დროს: 25/3.6 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინი/კლავულანატი).
უფრო მწვავე ინფექციების დროს: 45/6.4 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინი/კალვულანატი).
დღიური დოზა უნდა გაიყოს თანაბარ დოზებად და მიღებული უნდა იქნას ყოველ 12 საათში.
ბავშვები 2 თვიდან-2 წლამდე:
სუსტი და მწვავე ინფექციების დროს დოზა გამოთვლილი უნდა იყოს სხეულის წონის მიხედვით.
2-6 წლის ასაკის ბავშვები:
სუსტი და ზომიერი ინფექციების დროს თერაპინი BID 200/28-ის რეკომენდირებული დოზა არის შემდეგი:
25/3.6 მგ/კგ/დღე (ამოქსიცილინ/კლავულანატი) 2-6 წელი (13-21 კგ) 5 მლ ყოველ 12 საათში;
45/6.4 მგ/კგ/დღე (ამოქსიცილინ/კლავულანატი) 2-6 წელი (13-21 კგ) 10 მლ ყოველ 12 საათში;
თერაპინი BID 200/28 ორალური სუსპენზია არ არის რეკომენდებული 2 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში მოუმწიფებელი რენალური ფუნქციის გამო.
ორალური სუსპენზიის მომზადების ინსტრუქცია
დაამატეთ წყალი ფლაკონის ნახევრამდე და კარგად შეანჯრიეთ. დაელოდეთ 5 წუთი, სანამ არ წარმოიქმნება ჰომოგენური დისპერსია. დაამატეთ წყალი მონიშნულ ადგილამდე და ისევ შეანჯღრიეთ კარგად. გახსნილი სუსპენზია აქტიურია 7 დღის განმავლობაში მაცივარში, შენახვის პირობების შესაბამისად.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ორალური სუსპენზია. არ გაყინოთ.
გასტროინტესტინალური ინტოლერანტობის მინიმიზებისთვის თერაპინი BID 200/28 ორალური სუსპენზიის მიღება უნდა მოხდეს საკვების მიღების დასაწყისში. ამ დროს პრეპარატის შეწოვა ძლიერდება.
მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტ ხანს პაციენტის ხელახალი შეფასების გარეშე.
გვერდითი მოვლენები
თერაპინი ზოგადად კარგი ამტანობით ხასიათდება. ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, გულისრევა, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი, პირღებინება და ვაგინიტი. გვერდითი ეფექტების, განსაკუთრებით კი დიარეის გამოვლენა იზრდება რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას. სხვა ნაკლებად ხშირად გამოვლენილი რეაქციებია: დისკომფორტი მუცლის არეში, მეტეორიზმი და თავის ტკივილი.
შემდეგი გვერდითი ეფექტები დაკავშირებულია ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დიარეა, გულისრევა, პირღებინება, გასტრიტი, მოუნელებლობა, სტომატიტი, კანდიდოზი, ენტეროკოლიტი, ჰემორაგიული და ფსევდომემბრანოზული კოლიტი. გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება ტაბლეტის ჭამამდე მიღების შემთხვევაში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი, ანაფილაქსია, ანგიოშეშუპება, მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და იშვიათად ექსფოლიატური დერმატიტი. აღნიშნული რეაქციების კონტროლი შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებებით, აუცილებლობისას კი, სისტემური კორტიკოსტეროიდებით. ამგვარი რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ ექიმი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ღვიძლი: ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკებით მკურნალობისას აღინიშნება AST (SGOT) და/ან ALT (SGPT) ზომიერად მომატება, თუმცა ამგვარი მონაცემების მნიშვნელობა არ არის ცნობილი. იშვიათად აღინიშნება ღვიძლის დისფუნქცია, მათ შორის შრატისმიერი ტრანსამინაზების (AST და/ან ALT), შრატისმიერი ბილირუბინის და/ან ტუტე ფოსფატაზას მომატება. ღვიძლის დისფუნქცია, რომელიც შეიძლება მწვავე იყოს, ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა. ყოველივე ეს ზოგადად ასოცირებულია სერიოზულ ძირითად დაავადებებთან ან პარალელურად გამოყენებულ პრეპარატებთან.
თირკმელი: იშვიათად აღინიშნება ინტერსტიციული ნეფრიტი და ჰემატურია.
ჰემატოლოგიური ეფექტები: აღინიშნა ანემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია, ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი. აღნიშნული ცვლილებები გარდამავალი ხასიათის იყო და ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა მკურნალობის დასრულების შემდეგ. უმნიშვნელო თრომბოციტოზი აღინიშნა თერაპინით მკურნალობაზე მყოფ 1%-ზე ნაკლებ პაციენტში.
ცენტრალური ნერვული სისტემა: შექცევადი ჰიპერაქტიურობა, აგზნება, შფოთვა, ცნობიერების მოშლა, უძილობა და ძილიანობა.
უკუჩვენებები
თერაპინი უკუნაჩვენებია ნებისმიერი პენიცილინის მიმართ ალერგიული რეაქციების ისტორიის მქონე პაციენტებში.
შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი რეაქცია სხვა ბეტალაქტამის ანტიბიოტიკებთან.
უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნათ სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის მოშლა ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ან პენიცილინის გამოყენებისას.
ორსულობა და ლაქტაცია
B კატეგორიის პრეპარატი.
კლინიკური გამოკვლევებისას დადგინდა, რომ ოპტიმალურ დოზაზე ათჯერ მაღალი დოზით ამოქსიცილინის/ კლავულანის მჟავის მიღება არ ვნებს ნაყოფს და გავლენას არ ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციებზე.
არ არსებობს მონაცემები ორსულობის პერიოდში კლინიკური უსაფრთხოების შესახებ. თერაპინი ორსულობისას გამოიყენება რისკისა და სარგებლის კოეფიციენტის შეფასების შემდეგ.
თერაპინის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ სენსიტიზაცია, რაც დაკავშირებულია დედის რძეში ნარჩენი რაოდენობების ექსკრეციასთან.
განსაკუთრებული მითითებები
პენიცილინით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. ამგვარი რეაქციები სავარაუდოდ ვლინდება იმ პირებში, რომლებსაც აქვთ პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის და/ან მრავალი ალერგენის მიმართ მგრძნობელობის ისტორია. პენიცილინის ჰიპერმგრძნობელობის ისტორიის მქონე პაციენტებში აღინიშნა სერიოზული რეაქციები ცეფალოსპორინებით მკურნალობისას. თერაპინით მკურნალობის დაწყებამდე გამოკვლეულ უნდა იქნას პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ ადრე გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ალერგიული რეაქციების განვითარებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო თერაპია.
ვინაიდან ანტიბაქტერიული თერაპიის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფსევდომემბრანული კოლიტი, დიარეის არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება.
ანტიბაქტერიული თერაპიის დროს შეიძლება დაზიანდეს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი და აღინიშნოს მიკრობის ცლოსტრიდიუმ-ის ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ პენიცილინები ხასიათდებიან დაბალი ტოქსიკურობით, ხანგრძლივი თერაპიისას რეკომენდებულია სისტემური ორგანოების, მათ შორის თირკმლების, ღვიძლისა და ჰემოპოეტური ფუნქციის შეფასება.
მონონუკლეოზის მქონე პაციენტების უმრავლესობაში ამპიცილინის მიღებისას ვითარდება ერითემატოზული გამონაყარი კანზე. ამდენად, ამპიცილინის კლასის ანტიბიოტიკები არ მიიღება მონონუკლეოზის მქონე პაციენტებში.
თერაპიის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იყოს მიკოზური ან ბაქტერიული პათოგენებით სუპერინფექციების განვითარების ალბათობა. სუპერინფექციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და/ან დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
პაციენტები თირკმლების უკმარისობით: თერაპინი BID 1000 მგ შემოგარსული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული კრეატინინის დაბალი კლირენსის მქონე პაციენტებში (<30 მლ/წთ).
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ამავე დროს, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი.
გამოყენება ბავშვებში: <40 კგ-ზე წონის ბავშვებში გამოიყენება სუსპენზია ექიმის კონსულტაციით.
ეფექტები ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე
არასასურველი ეფექტები არ გამოვლენილა.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება იშვიათია. ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გასტროინტესტინური სიმპტომები და სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი. აღნიშნული მდგომარეობების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლისმიერ ტუბულარულ სეკრეციას. თერაპინთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლში ამოქსიცილინის დონეების მომატება და გახანგრძლივება.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მსგავსად, თერაპინმა შეიძლება შეამციროს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტიანობა, რის შესახებაც ინფორმირებული უნდა იყოს პაციენტი.
ამოქსიცილინისა და კალიუმის კლავულანატის გამოყენებისას აღინიშნა სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის მომატება. თერაპინი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად გადიან თერაპიას ანტიკოაგულანტების გამოყენებით.
თერაპინის პერორალური მიღებისას აღინიშნება შარდში ამოქსიცილინის მაღალი კონცენტრაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქციები შარდში გლუკოზის განმსაზღვრელ ანალიზებში. ამგვარად, იმ პაციენტებში, რომლებიც თერაპინს იღებენ, გლუკოზის ანალიზები ფერმენტული გლუკოზას ოქსიდაზას რეაქციების საფუძველზე გამოყენებული უნდა იყოს მაშინ, როდესაც ნაჩვენებია შარდში გლუკოზის განმსაზღვრელი ანალიზების ჩატარება.
ორსულ ქალებში ამოქსიცილინის მიღების შემდეგ აღინიშნება პლაზმაში მთლიანი კონიუგირებული ესტრიოლის, ესტრიოლ-გლუკორონიდის, კონიუგირებული ესტრონისა და ესტრადიოლის კონცენტრაციების დროებითი შემცირება.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
ტაბლეტები - 3 წელი; სუსპენზია - 2 წელი.
გახსნილი სუსპენზია მდგრადია 7 დღის განმავლობაში, მაცივარში შენახვის პირობებში (-2°C - -8°C)
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დურამოქსი
250მგ კაფსულა №10
ამოქსიცილინი
500მგ კაფსულა №10
ამოქსიცილინი
AMOXICILLIN
500მგ კაფსულა #16
დურამოქსი
250მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 100მლ
ამოქსი-დენკი 500
Amoxi-Denk 500
500მგ ტაბლეტი N 20
მირომაქსი-BID
Miromax-BID
1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ამოქსიკლავ-დენკი 1000/125
AMOXICLAV DENK 1000/125
1000მგ/125მგ 3გ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი №8
კოკლავი
COCLAV
(875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12 (2X6)
დურამოქსი კაფს.250მგ N100
250მგ სპრეი №100
ტრიო
ტაბლეტი+კაფსულა №42
ამოქსი–დენკ 1000
Amoxi-Denk 1000
1000მგ ტაბლეტი N20
ამოქსიცილინი
Amoxicillin
500მგ კაფსულა #20
ამოქსიცილინი
Amoxicillin
250მგ კაფსულა #20
ამოქსიცილინი
Amoxicilin
250მგ კაფსულა №1000
ამოქსიცილინი
Amoxicilin
40გ გრანულები 100მლ სუსპენზიის მოსამზადებლად
ამოქსიცილინი
Amoxicilin
500მგ კაფსულა №1000
ამოქსიცილინი
AMOXICILLIN
250მგ კაფსულა #16
არსოჯილი
ARSOGIL
250მგ კაფსულა #50
არსოჯილი
ARSOGIL
500მგ კაფსულა #50
კოკლავი
COCLAV
(400მგ + 57მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1
კოკლავი
COCLAV
(200მგ + 28მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1
ოსპამოქსი
Ospamox
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12
ოსპამოქსი
ospamox
1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12
ფლემოქსინ სოლუტაბი®
FLEMOXIN SOLUTAB®
1000მგ დისპერგირებადი ტაბლეტი #20
ფლემოქსინ სოლუტაბი®
FLEMOXIN SOLUTAB®
125მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20
ფლემოქსინ სოლუტაბი®
FLEMOXIN SOLUTAB®
250მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20
ფლემოქსინ სოლუტაბი®
FLEMOXIN SOLUTAB®
500მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.