8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04636 Rx · რეცეპტით

ოსპამოქსი

Ospamox

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

ოსპამოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12
მოქმედი ნივთიერება
ამოქსიცილინი (Amoxicillin)
მწარმოებელი
Sandoz GmbH
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნახევრად სინთეზური პენიცილინები
იმპორტიორი საქართველოში
სანდოზი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამოქსიცილინი. ჯერ ყველაზე იაფი.

დურამოქსი, 250მგ კაფსულა №10

დურამოქსი

250მგ კაფსულა №10

ამოქსიცილინი ვოგენი, კვიპროსი
დან2.37 ₾
ამოქსიცილინი, 500მგ კაფსულა №10

ამოქსიცილინი

500მგ კაფსულა №10

ამოქსიცილინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან3.30 ₾
ამოქსიცილინი, 500მგ კაფსულა #16

ამოქსიცილინი

AMOXICILLIN

500მგ კაფსულა #16

ამოქსიცილინი ჰემოფარმი, სერბეთი
დან6.28 ₾
დურამოქსი, 250მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 100მლ

დურამოქსი

250მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 100მლ

ამოქსიცილინი ვოგენი, კვიპროსი
დან6.95 ₾
ამოქსი-დენკი 500, 500მგ ტაბლეტი N 20

ამოქსი-დენკი 500

Amoxi-Denk 500

500მგ ტაბლეტი N 20

ამოქსიცილინი PenCef Pharma GmbH, გერმანია
დან13.26 ₾
დურამოქსი კაფს.250მგ N100, 250მგ სპრეი №100

დურამოქსი კაფს.250მგ N100

250მგ სპრეი №100

ამოქსიცილინი
დან23.87 ₾
ამოქსი–დენკ 1000, 1000მგ ტაბლეტი N20

ამოქსი–დენკ 1000

Amoxi-Denk 1000

1000მგ ტაბლეტი N20

ამოქსიცილინი PenCef Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
ამოქსიცილინი, 500მგ კაფსულა #20

ამოქსიცილინი

Amoxicillin

500მგ კაფსულა #20

ამოქსიცილინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამოქსიცილინი, 250მგ კაფსულა #16

ამოქსიცილინი

AMOXICILLIN

250მგ კაფსულა #16

ამოქსიცილინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით

ამოქსიცილინი

Amoxicillin

250მგ კაფსულა #20

ამოქსიცილინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ამოქსიცილინი

Amoxicilin

250მგ კაფსულა №1000

ამოქსიცილინი Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ამოქსიცილინი

Amoxicilin

500მგ კაფსულა №1000

ამოქსიცილინი Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ამოქსიცილინი, 40გ გრანულები 100მლ სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი

Amoxicilin

40გ გრანულები 100მლ სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით
არსოჯილი, 250მგ კაფსულა #50

არსოჯილი

ARSOGIL

250მგ კაფსულა #50

ამოქსიცილინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
არსოჯილი, 500მგ კაფსულა #50

არსოჯილი

ARSOGIL

500მგ კაფსულა #50

ამოქსიცილინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ოსპამოქსი, 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

ოსპამოქსი

ospamox

1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

ამოქსიცილინი Sandoz GmbH
Rx · რეცეპტით
ფლემოქსინ სოლუტაბი®, 500მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ფლემოქსინ სოლუტაბი®

FLEMOXIN SOLUTAB®

500მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ამოქსიცილინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ფლემოქსინ სოლუტაბი®, 250მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ფლემოქსინ სოლუტაბი®

FLEMOXIN SOLUTAB®

250მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ამოქსიცილინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ფლემოქსინ სოლუტაბი®, 125მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ფლემოქსინ სოლუტაბი®

FLEMOXIN SOLUTAB®

125მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ამოქსიცილინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ფლემოქსინ სოლუტაბი®, 1000მგ დისპერგირებადი ტაბლეტი #20

ფლემოქსინ სოლუტაბი®

FLEMOXIN SOLUTAB®

1000მგ დისპერგირებადი ტაბლეტი #20

ამოქსიცილინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

მოგრძო, ორმხრიდან ამოზნექილი ტაბლეტები, ჭდეებით ორივე მხრიდან, თეთრიდან ოდნავ მოყვითალო ფერამდე.

02

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ამოქსიცილინი..

ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს ტრიჰიდრატის ფორმით.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოლივიდონი (К25), ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი, ცელულოზა მიკროკრისტალური; აპკიანი გარსი: ტიტანის დიოქსიდი (Е171), ტალკი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის. ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინები; მოქმედების ფართო სპექტრის პენიცილინები.

ათქ-კოდი: J01CA04.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამოქსიცილინი არის ნახევრად სინთეტური პენიცილინი, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი, რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (რომელთაც ხშირად პენიცილინშემაკავშირებელ ცილებს უწოდებენ) პეპტოგლიკანის - ბაქტერიების უჯრედული კედლის სტრუქტურული კომპონენტის ბიოსინთეზის პროცესში. პეპტოგლიკანის სინთეზის დათრგუნვა უჯრედული კედლის სიმტკიცის დაკარგვას იწვევს, რაც ჩვეულებრივ განაპირობებს ლიზისს და უჯრედების დაღუპვას.

ამოქსიცილინი იშლება რეზისტენტური ბაქტერიების მიერ წარმოებული ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების ქვეშ, ამიტომ ის არააქტიურია იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც გამოიმუშავებენ ამ ფერმენტებს.

მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციაზე უფრო მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნების დრო (T>მდკ) აღიარებულია ამოქსიცილინის ეფექტურობის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად.

ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტურობის განვითარების ძირითად მექანიზმებს წარმოადგენენ ინაქტივაცია ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზებით და პენიცილინშემაკავშირებელი ცილების ცვლილება, რომელიც სამიზნის მიმართ ანტიბაქტერიული პრეპარატის ნათესაობის დაქვეითებას იწვევს.

ბაქტერიების შეუღწევადობა ან ბაქტერიის უჯრედიდან პრეპარატის აქტიური ტრანსპორტის მექანიზმები შეიძლება გახდეს რეზისტენტულობის უშუალო მიზეზი ან ხელი შეუწყოს მის წარმოქმნას, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.

ზღვრული კონცენტრაციები

მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციების (მდკ)ზღვრული მნიშვნელობები EUCAST-ის ( ანტიბიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განმსაზღვრელი ევროპული კომიტეტი).

მიკროორგანიზმი

მდკ-ს ზღვრული მნიშვნელობები (მგ/ლ)

მგრძნობიარე≤

რეზისტენტული>

Enterobacteriaceae

81

8

Staphylococcus spp.

Примечание2,3

Примечание2,3

Enterococcus spp.4

4

8

s A, B, C და и Gჯგუფების Streptococcus

შენიშვნა 5

შენიშვნა 5

Streptococcus pneumoniae

შენიშვნა6

შენიშვნა 6

viridans ჯგუფის Streptococcus

0,5

2

Haemophilus influenzae

27

27

Moraxella catharrhalis

შენიშვნა 8

შენიშვნა 8

Neisseria gonorrhoeae9

შენიშვნა 9

შენიშვნა 9

Neisseria meningitidis

0,125

1

გრამდადებითი ანაერობები, გარდა Clostridium difficile10

4

8

გრამუარყოფითი ანაერობები 10

0,5

2

Helicobacter pylori

0,12511

0,12511

Pasteurella multocida

1

1

Aerococcus sanguinicola и urinae

შენიშვნა 12

შენიშვნა 12

Kingella kingae

0,12513

0,12513

ზღვრული კონცენტრაციები ფარმაკოკინეტიკის/ფარმაკოდინამიკის ურთიერთქმედების თვალსაზრისით (არაა დაკავშირებული აღმგზნების განსაზღვრულ სახეობასთან)

2

8

1 ველური სახეობის ენტერობაქტერიები ფასდება, როგორც ამინოპენიცილინების მიმართ . ზოგიერთ ქვეყანაში ურჩევნიათ იზოლატების E.coli და P. mirabilis ველური ტიპის შუალედურის სახით კლასიფიცირება. ამ შემთხვევაში მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისთვის იყენებენ ზღვრულ მნიშვნელობას ≤0,5 მგ/ლ და ზონის დიამეტრის შესაბამის ზღვრულ მნიშვნელობა≥ 50 мм.

2 სტაფილოკოკების უმეტესობა გამოიმუშავებს პენიცილინაზებს და რეზისტენტულია ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. პენიცილინურ-ნეგატიური იზოლატები, რომლებიც მგრძნობიარეა მეთიცილინის მიმართ, შესაძლოა ჩაითვალოს მგრძნობიარედ მოცემული მოქმედი ნივთიერებების მიმართ. პენიცილინურ-პოზიტიური იზოლატები, რომლებიც მგრძნობიარეა მეთიცილინის მიმართ, მგრძნობიარეა ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორიანი კომბინაციების მიმართ და იზოქსაზოლილპენიცილინების მიმართ (ოქსაცილინის, კლოქსაცილინის, დიკლოკსაცილინის, და ფლუკლოკსაცილინის მიმართ).. მეთიცილინ-რეზისტენტური იზოლატები, ზოგიერთი გამოკლისის გარდა, რეზისტენტურნი არიან ყველა ბეტა-ლაქტამური მოქმედი ნივთიერების მიმართ.

3 ამპიცილინი - მგრძნობიარეა S. saprophyticus mecA-ნეგატიური და მგრძნობიარე ამპიცილინის, ამოქსიცილინის და პიპერაცილინის მიმართ ( ბეტა-ლაქრამაზის ინჰიბიტორით ან მის გარეშე).

4 მგრძნობელობა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ ბეტა-ლაქტამაზისინჰიბიტორით ან მის გარეშე შესაძლებელია დადგინდეს ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

5 А, В, С და G ჯგუფების სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ, გარდა В ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობისა, აგრეთვე ფენოქსიმეთილპენიცილინის და იზოქსაზოლილპენიცილინების მიმართ, შესაძლებელია დადგინდეს ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

6 პენიცილინების ზღვრული კონცენტრაციები, გარდა ბენზინპენიცილინისა, განეკუთვნება მხოლოდ არამენინგიტურ იზოლატებს. იზოლატები, რომლებიც სრულად მგრძნობიარეა ბენზილპენიცილინის მიმართ, (МПК ≤ 0,06 მგ/ლ და (ან) მგრძნობიარეა ოქსაცილინის მიმართ დისკების მეთოდით ტესტირების შედეგებით), შესაძლებელია ჩაითვალოს მგრძნობიარედ ბეტა-ლაქტამური ნივთიერებების მიმართ, რომლებისთვისაც მოტანილია კლინიკური ზღვრული კონცენტრაციები (იმათი ჩათვლით, რომლებიც მონიშნულია ბმულით «შენიშვნა »). იზოლატების შემთხვევაში, რომლებიც ფასდება, როგორც ამპიცილინის მიმართ ზომიერი რეზისტენტობის იზოლატები, უნდა თავიდან ავიცილოთ ამპიცილინის, ამოქსიცილინისა ან ამოქსაცილინის - კლავულანის მჟავას პერორალური მიღება. მგრძნობელობა დადგენილია МПКამპიცილინის საფუძველზე.

7ზღვრული კონცენტრაციების მნიშვნელობა დაფუძნებულია მონაცემებზე, რომლებიც მიღებულია ინტრავენური შეყვანისას. ბეტა-ლაქტამაზა-დადებითი იზოლატები შეიძლება ჩაითვალოსრეზისტენტულად ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ, რომლებიც გამოიყენება ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორების გარეშე. ბეტა-ლაქტამაზის განსაზღვრისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას ტესტები ქრომოგენური ცეფალოსპორინით.

8 M. catarrhalis შტამების უმეტესობა გამოიმუშავებს ბეტა-ლაქტამაზას, თუმცა მისი გამომუშავება მიმდინარეობს ნელა და იძლევა სუსტ რეაქციას ტესტებში in vitro. შტამები, რომლებიც გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზებს, უნდა ჩაითვალოს რეზისტეტულად პენიცილინებისა და ამინოპენოიცილინების მიმართ, რომლებიც გამოიყენება ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორების გარეშე.

9 ყოველთვის გაკეთდეს ტესი ბეტა-ლაქტამაზების არსებობაზე. თუკი ტესი დადებითია, არის შეტყობინება ბენზილპენიცილინის, ამპიცილინისა და ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტულონბის შესახებ. ბეტა-ლაქტამაზის განსაზღვრისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ ტესტი ქრომოგენური ცეფალოსპორინით. ბეტა-ლაქტამაზა-ნეგატიური იზოლატების მგრძნობელობა ამპიცილინისა და ამოქსიცილინის მიმართ შესაძლოა დადგინდეს ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

10 მგრძნობელობა ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ შესაძლოა დადგინდეს ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

11ზღვრული კონცენტრაციების მნიშვნელობა დაფუძნებულია მოკვეთის ეპიდემიოლოგიურ წერტილებზე (ECOFFs), რომლებიც აცალკევებენ ველური ტიპის იზოლატებს დაქვეითებული მგრძნობელობის მქონე იზოლატებისაგან.

12 მგრძნობელობა დგინდება ამპიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

13 მგრძნობელობა შესაძლოა დადგინდეს ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობელობის საფუძველზე.

.

ცალკეული სახეობების რეზისტენტურობის გავრცელებულობა ხასიათდება გეოგრაფიული და დროითი დამოკიდებულებით, ამასთან დაკავშირებით თერაპიის დაწყებამდე სასურველია ადგილობრივი ინფორმაციის მიღება ანტიბიოტიკორეზისტენტურობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. თუ ანტიბიოტიკორეზისტენტურობის ადგილობრივი მაჩვენებლები ეჭვქვეშ აყენებენ პრეპარატის ეფექტურობას, როგორც მინიმუმ, ზოგიერთი ტიპის ინფექციების დროს დახმარებისთვის უნდა მიმართოთ სპეციალისტ-ექსპერტებს.

მიკროორგანიზმების მგრძნობელობა ამოქსიცილინის მიმართ у in vitro

ტრადიციულად მგრძნობიარე მიკროორგანიზმები

გრამდადებითი აერობები: Enterococcus faecalis, β-ჰემოლიტიური სტრეპტოკოკები (ჯგუფები А, В, С и G), Listeria monocytogenes.

მიკროორგანიზმები შეძენილი რეზისტენტობის განვითარების პოტენციალით

გრამუარყოფითი აერობები: Escherichia coli, Haemophilus influenzae, Helicobacter pylori, Proteus mirabilis, Salmonella typhi, Salmonella paratyphi, Pasteurella multocida.

გრამდადებითი აერობები: კოაგულაზურ-უარყოფითი სტაფილოკოკი, Staphylococcus aureus**, Streptococcus pneumoniae, viridians ჯგუფის სტაფილოკოკები.

გრამდადებითი ანაერობები: Clostridium spp.

გრამუარყოფითი ანაერობები: Fusobacterium spp.

სხვა: Borrelia burgdorferi.

მიკროორგანიზმები ბუნებრივი რეზისტენტობით *

გრამდადებითი აერობები: Enterococcus faecium*.

გრამუარყოფითი ანაერობები: Acinetobacter spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Pseudomonas spp.

გრამუარყოფითი ანაერობები: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis ბევრი შტამი რეზისტენტულია ).

სხვა: Chlamydia spp., Mycoplasma spp., Legionella spp.

*შუალედური ბუნებრივი მგრძნობელობა შეძენილი რეზისტენტურობის არარსებობისას.

**თითქმის ყველა S. aureus პენიცილინაზის პროდუცანტები არიან და რეზისტენტურნი არიან ამოქსიცილინის მიმართ. გარდა ამისა, ყველა მეთილინ -რეზისტენტული შტამი რეზისტენტურია ამოქსიცილინის მიმართ.

05

ფარმაკოკინეტიკა

ამოქსიცილინი სრულად იხსნება წყალხსნარში pH ფიზიოლოგიური დონისას. შინაგანად მიღების შემდეგ ის სწრაფად და ძალიან კარგად შეიწოვება. შინაგანად მიღებისას ამოქსიცილინის ბიოხელმისაწვდომობა დაახლოებით 70%-ს აღწევს. პიკური კონცენტრაციის (Tmax) მიღწევის დრო დაახლოებით ერთ საათს შეადგენს.

ჯანმრთელი მოხალისეების ჯგუფს ამოქსიცილინის მიღებისას უზმოზე დოზით 250 მგ დღეში სამჯერ მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში ჰქონდა 3,3 ± 1,12 მკგ/მლ. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის მედიანა შეადგენდა 1,5 საათს (დიაპაზონი 1,0 – 2,0), AUC (0-24) მაჩვენებლის მნიშვნელობა 26,7 ± 4,56 მკგ·სთ/მლ, ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T ½) 1,36 ±0,56 სთ.

დოზების დიაპაზონში 250-დან 3000 მგ-მდე ბიოხელმისაწვდომობა (პარამეტრები: AUC და Cmax) დოზის წრფივად პროპორციულია. საკვების ერთდროული მიღება შეწოვის ხარისხზე გავლენას არ ახდენს.

პრეპარატის გამოყოფა შეიძლება ჰემოდიალიზის მეშვეობით.

პლაზმაში ამოქსიცილინის შემცველობის დაახლოებით 18% ცილებთან დაკავშირდებულ მდგომარეობაში იმყოფება. განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,3 – 0,4 ლ/კგ.

ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინის აღმოჩენა ხდება ნაღვლის ბუშტში, მუცლის კედლის ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან ქსოვილში, კუნთოვან ქსოვილში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველში და ჩირქში. ამოქსიცილინი სუსტად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევების მსვლელობისას ქსოვილებში პრეპარატების კომპონენტების მნიშვნელოვანი შეკავების მტკიცებულება მიღებული არ ყოფილა.

ამოქსიცილინი აღწევს დედის რძეში.

აღწევს პლაცენტარული ბარიერის გავლით.

ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდთან ერთად არააქტიური პენიცილინის მჟავის ფრომით საწყისი დოზის არაუმეტეს 10-25% -ის ექვივალენტური ოდენობით.

გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით.

ჯანმრთელ პირებში ამოქსიცილინი ხასიათდება ნახევრად გამოყოფის საშუალო პერიოდით და საშუალო საერთო კლირენსით დაახლოებით 25 ლ/სთ. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად პირველი 6 საათის განმავლობაში 250 მგ ან 500 მგ დოზით ერთჯერადად მიღების შემდეგ. გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათიანი პერიოდის ფარგლებში 50-85% შეადგენს.

პრობენეციდის თანმდევი მიღება ამოქსიცილინის გამოყოფის შეკავებას იწვევს.

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებში და ჯანმრთელ პირებში ანალოგიურია. ძალიან პატარა ბავშვებში (უდღეური ახალშობილების ჩათვლით) სიცოცხლის პირველ კვირაში ექსკრეციის თირკმლური გზის უმწიფობასთან დაკავშირებით დღეში ორ ჯერზე ხშირად პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.

ვინაიდან ხანდაზმულ პირებს მომატებული აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, სითფრთხილით უნდა მიუდგეთ დოზების არჩევას, აგრეთვე შეიძლება საჭირო გახდეს თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

სქესი

ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული პაციენტის სქესზე.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

ამოქსიცილინის საერთო პლაზმური კლირენსი თირკმელების ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად მცირდება.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობა ტარდება სიფრთხილით, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

კლინიკამდელმა კვლევებმა გამოავლინა, რომ პრეპარატის გამოყენება არ არის საშიში ადამიანისათვის. ამოქსიცილინის კანცეროგენობის კვლევა არ ჩატარებულა.

06

ჩვენებები

შემდეგი ინფექციების მკურნალობა ზრდასრულებსა და ბავშვებში:

  • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;
  • მწვავე შუა ოტიტი;
  • მწვავე სტრეპტოკოკიური ტონზილიტი და ფარინგიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • საავადმყოფოს გარე პნევმონია;
  • მწვავე ცისტიტი;
  • უსიმპტომო ბაქტერიურია ორსულებში;
  • მწვავე პიელონეფრიტი;
  • ტიფი და პარატიფი;
  • დენტალური აბსცესი გავრცელებითი ფლეგმონით;
  • პროტეზირებული სახსარის ინფექციები;
  • ერიდაკაცია Helicobacter pylori;
  • ლაიმის დაავადება.
  • ენდოკარდიტის პროფილაქტიკა.

უნდა გათვალისწინებულ იქნეს ოფიციალური სახელმძღვანელოები ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების შესახებ.

დოზა*

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

250 მგ - 500 მგ ყოველ 8 საათში ან 750 მგ - 1გ ყოველ 12 საათში

მძიმე ინფექციებისას 750 მგ - 1გ ყოველ 8 საათში

მწვავე ცისტიტის მკურნალობა

შესაძლებელია ერთ დღეში დოზით 3 გ ორჯერ

უსიმპტომო ბაქტერიურია ორსულებში

მწვავე პიელონეფრიტი

დენტალური აბსცესი გავრცელებადი ფლეგმონათი

მწვავე ცისტიტი

მწვავე შუა ოტიტი

500 მგ ყოველ 8 საათში

750 მგ -1გ ყოველ 12 საათში

მძიმე ინფექციებისას 750 მგ -1გ ყოველ 8 საათში 10 დღის განმავლობაში

მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება

საავადმყოფოს გარე პნევმონია

500 მგ -1გ ყოველ 8 საათში

ტიფი და პარატიფი

500 მგ-2 გყოველ 8 საათში

პროტეზირებული სახსრის ინფექციები

500 მგ-1გ ყოველ 8 საათში

ენდოკარდიტის პროფილაქტიკა

2 გ შიგნით, ერთჯერადი დოზა 30-60 წუთით ადრე ჩარევამდე

ერადიკაციასHelicobacter pylori

750 მგ - 1 გ დღეში ორჯერ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან (მაგალითად, ომეპრაზოლთან, ლანსოპრაზოლთან) და სხვა ანტიბიოტიკთან (მაგალითად, კლარიტრომიცინთან, მეტრონიდაზოლთან) კომბინაციაში 7 დღის განმავლობაში.

ლაიმის დაავადება (იხ. «განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“)

ადრეული სტადია: 500 მგ-დან - 1 გ ყოველ 8 საათში მაქსიმუმ 4 გ-მდე დღეში 14 დღის განმავლობაში (10-დან 21 დღემდე).

გვიანი სტადია( სისტემური დაზიანება):

500 მგ - 2 გ ყოველ 8 საათში მაქსიმალურ დოზამდე 6გ/დრეღამეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებად, 10-30 დღის განმავლობაში

* საჭიროა თითოეული ჩვენების მკურნალობის თაობაზე არსებული ოფიციალური სახელმძღვანელოების გათვალისწინება.

ბავშვები სხეულის მასით 40 კგ-ზე ნაკლები

ბავშვებს შესაძლოა დაენიშნოთ ამოქსაცილინი სხვა, მათთვის უფრო მისაღებ გამოშვების ფორმით.

ექვს თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია ამოქსაცილინის პედიატრიული სუსპენზია.

ბავშვებისათვის სხეულის მასით 40 კგ და მეტი, გამოიყენება ზრდასრულთა დოზები.

რეკომენდებული დოზები:

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

20–90 მგ/კგ/დღეღამე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად *

მწვავე შუა ოტიტი

საავადმყოფოს გარე პნევმონია

მწვავე ცისტიტი

მწვავე პიელონეფრიტი

დენტალური აბსცესი გავრცელებადი ფლეგმონათი

მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი

40–90 მგ/კგ/დღეღამე, გაყოფილი რამდენიმე მიღებად*

ტიფი და პარატიფი

100 მგ/კგ/დღეღამე, გაყოფილი სამ მიღებაზე

ენდოკარდიტის პროფილაქტიკა

50 მგ/კგ შიგნით მისაღებად, ერთჯერადი დოზა 30-60 წუთით ადრე ჩარევამდე

ლაიმის დაავადება (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“)

ადრეული სტადია: 25–50 მგ/კგ/დღეღამე, გაყოფილი სამ მიღებაზე, 10‒21 დღის განმავლობაში

გვიანი სტადია (სისტემური დაზიანება): 100 მგ/კგ/დღეღამე, გაყოფილი სამ მიღებაზე, 10-30 დღის განმავლობაში.

+ საჭიროა თითოეული ჩვენების მკურნალობის თაობაზე არსებული ოფიციალური სახელმძღვანელოების გათვალისწინება.

* დოზირების რეჟიმი 2-ჯერ დღეში გამოიყენებამხოლოდ დოზის დანიშვნისას დიაპაზონის ზედა ზღვარზე.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექტირება არ მოითხოვება.

თირკმლების ფუნქციის დარღვევა

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

ზრდასრულები და ბავშვები სხეულის მასით ≥ 40 კგ

ბავშვები სხეულის მასით < 40 კგ

> 30

დოზის კორექცია არაა საჭირო

დოზის კორექცია არაა საჭირო

10–30

მაქსიმუმ 500 მგ ორჯერ დღეღამეში

15 მგ/კგ ორჯერ დღეღამეში (მაქსიმუმ 500მგ ორჯერ დღეღამეში)

< 10

მაქსიმუმ 500 მგ დღეღამეში

15 მგ/კგ ერთხელ დღეღამეში (მაქსიმუმ 500მგ)

#უმეტეს შემთხვევაში უპირატესია პარენტერალური თერაპია

პაციენტები ჰემოდიალიზზე

ამოქსიცილინი სისხლის მიმოქცევის სისტემიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზის გზით.

ჰემოდიალიზი

მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით ≥ 40 კგ:

15 მგ/კგ/დღეღამეში, ერთხელ დღეღამეში.

ჰემოდიალიზის ჩატარებამდე იღებენ ერთ დამატებით დოზას 15 მგ/კგ. ჰემოდიალიზის შემდეგ სისხლში მოძრავი მოქმედი ნივთიერების დონის აღსადგენად, იღებენ კიდევ ერთ დოზას 15 მგ/კგ.

პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე

მაქსიმალური დოზა: 500 მგ/დღეღამე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

აუცილებელია სიფრთხილით იქნეს შერჩეული დოზირების რეჟიმი და რეგულარულად გამოკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია.

მიღების გაცდენა

თუკი თქვენ გააცდინეთ პრეპარატის მიღება, მიიღეთ ჩვეული დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეული სქემით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გაცდენილის ასანაზღაურებლად.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, რომელიმე პენიცილინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
  • ანამნეზში დაუყოვნებლივი ტიპის მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატზე (მაგალითად, ცეფალოსპორინების, კარბაპენემების ან მონობაქტამების ჯგუფები).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

მომატებული მგრძნობელობის რეაქცია

ოსპამოქსით თერაპიის დაწყებამდე საგულდაგულოდ აგროვებენ ანამნეზს პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე და სხვა ბეტა-ლაქტამებზე მომატებული მგრძნობელობის რეაქციების არსებობაზე (იხ. ”უკუჩვენებები” და ”გვერდითი მოქმედება”).

იმ პაციენტებში, რომელებიც გადიოდნენ თერაპიას პენიცილინით, აღწერილი იყო მომატებული მგრძნობელობის მძიმე, ზოგჯერ ლეტალური (ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის არასასურველი რეაქციების ჩათვლით) რეაქციები.

მსგავსი რეაქციების განვითარება უფრო სავარაუდოა ანამნეზში პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის და ატოპიის მქონე პირებში.

ალერგიული რეაქციების განვითარებისას საჭიროა ოსპამოქსით თერაპიის შეწყვეტა და სხვა შესაფერისი თერაპიის დანიშვნა.

არამგრძნობიარე მიკროორგანიზმები

ოსპამოქსი არ გამოდგება ზოგიერთი ტიპის ინფექციის სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პათოგენი იდენტიფიცირებული და განსაზღვრულია, როგორც მგრძნობიარე ან არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ამოქსიცილინი ეფექტურია მოცემული პათოგენის მიმართ. ეს განსაკუთრებით მიეკუთვნება იმ შემთხვევებს, როდესაც განიხილება შარდის გამომყოფი გზების ინფექციების და ყურის, ყელისა და ცხვირის მძიმე ინფექციების მქონე პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობა.

კრუნჩხვები

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს, აგრეთვე, პაციენტებს, რომელნიც პრეპარატის მაღალ დოზებს იღებენ და წინაგანწყობის ფაქტორების (მაგალითად, ანამნეზში კრუნჩხვების, სანკურნალები ეპილეფსიის ან მენინგეალური დარღვევების) მქონე პაციენტებს შეიძლება კრუნჩხვები აღენიშნოთ.

თირკმლების ფუნქციის დარღვევა

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დარღვევის ხარისხის შესაბამისად ახდენენ დოზის კორექტირებას (იხ. ”გამოყენების წესი და დოზები”).

კანის რეაქციები

თუ მკურნალობის დასაწყისში ჩნდება გენერალიზებული ერითემა, რომელსაც თან სდევს პუსტულების წარმოქმნა და ციებ-ცხელება, ეს შესაძლოა მწვავე გენერალიზებული ეგზანტემატოზური პუსტულოზის განვითარების ნიშანი იყოს. აღნიშნული რეაქცია მოითხოვს ოსპამოქსის მოხსნას და ამოქსიცილინის შემდგომში დანიშვნის წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს.

ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობისას აუცილებელია თავი აარიდოთ ოსპამოქსის დანიშვნას, რადგანაც ამ დაავადების ფონზე ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა წითელას მსგავსი გამონაყრის გაჩენა.

იარიში-ჰერქსჰაიმერის რეაქცია

ამოქსიცილინით ლაიმის დაავადების მკურნალობისას აღინიშნებოდა იარიში-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (ციებ-ცხელება, კანკალი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში და გამონაყარი კანზე). ეს არის ლაიმის დაავადების პათოგენის - სპიროქეტა Borrelia burgdorferi-ს მიმართ ამოქსიცილინის ბაქტერიოციდული აქტივობის შედეგი. ეს არის ხშირი, ჩვეულებრივი და დამოუკიდებლად გადაწყვეტადი რეაქცია ანტიბიოტიკებით ლაიმის დაავადების მკურნალობაზე.

არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების რაოდენობის გადაჭარბებული ზრდა

ამოქსიცილინის ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების რაოდენობის გადაჭარბებული ზრდა გამოიწვიოს.

პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატით თერაპიის ფონზე რეგისტრირებული იყო ანტიბიოტიკო-ასოცირებული კოლიტის შემთხვევები, რომელიც სიმძიმის მიხედვით შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან სისცოცხლისთვის საშიშამდე. მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეთ ასეთი დიაგნოზის შესაძლებლობის შესახებ პაციენტებში დიარეით ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე ან მისი დასრულების შემდეგ. ანტიბიოტიკო-ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ოსპამოქსით მკურნალობა, მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. ამ სიტიაციაში პერისტალტიკის დამთრგუნველი საშუალებების მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.

ხანგრძლივი თერაპია

ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია სხვადასხვა ორგანოების სისტემების, თირკმელების, ღვიძლის და ჰემატოპოეზის ჩათვლით, პერიოდულად შეფასება. არსებობდა შეტყობინებები ღვიძლის ფერმენტების დონის მომატების და სისხლის ფორმიანი ელემენტების რაოდენობის ცვლილების შესახებ.

ანტიკოაგულანტები

იშვიათ შემთხვევებში არსებობდა შეტყობინებები ამოქსიცილინის მიღების ფონზე პროთრომბინური დროის გახანგრძლივების შესახებ. ერთდროულად ანტიკოაგულანტების დანიშვნისას აუცილებლად უნდა ჩატარდეს სათანადო მონიტორინგი. ანტიკოაგულაციის სასურველი დონის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები” და ”გვერდითი მოქმედება”).

კრისტალურია

ძალიან იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები კრისტალურიის შესახებ პაციენტებში დაქვეითებული დიურეზით, უპირატესად პარენტერალური თერაპიის ფონზე. ამოქსიცილინის მაღალი დოზების დანიშვნის შემთხვევაში რეკომენდებულია სითხის მიღების და დიურეზის სათანადო დონის შენარჩუნება, ამოქსიცილინის გამოყენებით გამოწვეული კრისტალურიის ალბათობის შემცირების მიზნით. პაციენტებისთვის შარდის ბუშტში ჩაყენებული კატეტერით აუცილებელია მისი გამტარობის რეგულარულად შემოწმება.

ზეგავლენა დიაგნოსტიკური ანალიზების შედეგებზე

შრატში და შარდში ამოქსიცილინის მომატებულ დონეებს შეუძლიათ გავლენის მოხდენა ზოგიერთი ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე. შარდში ამოქსიცილინის მაღალ კონცენტრაციებთან დაკავშირებით ძალიან ხშირად გვხვდება ქიმიური მეთოდებით ჩასატარებელი ანალიზების ცრუდადებითი შედეგები.

ოსპამოქსით მკურნალობის დროს გლუკოზის დონე შარდში უნდა გაკონტროლდეს ფერმენტატული მეთოდებით გლუკოოქსიდაზის გამოყენებით.

ამოქსიცილინის არსებობსამ შეიძლება დაამახინჯოს ესტრიოლის განსაზღვრის შედეგები ორსულ ქალებში.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში ამოქსიცილინის გამოყენების შეზღუდული მონაცემები არ მეტყველებენ თანდაყოლილი ანომალიების განვითარების მომატებული რისკის არსებობაზე. ოსპამოქსის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება, თუ პოტენციური სარგებლიანობა აჭარბებს პრეპარატის გამოყენების პოტენციურ რისკს.

ამოქსიცილინი უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში, რაც სენსიბილიზაციის რისკს აჩენს. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში შესაძლებელია დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციების განვითარება, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა.

ძუძუთი კვების პერიოდში ოსპამოქსით თერაპია შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებლიანობა/რისკის თანაფარდობის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ.

მონაცემები ამოქსაცილინის გავლანის შესახებ ფერტილობაზე არ არსებობს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გამოკვლეული არ ყოფილა. თუმცა შესაძლებელია ისეთი გვერდითი ეფექტების (მაგალითად, ალერგიული რეაქციების, თავბრუსხვევის, კრუნჩხვების) განვითარება, რომლებიც პოტენციურად იმოქმედებენ მასზე.

09

მიღების წესი და დოზირება

შინაგანად მისაღებად. ტაბლეტებს აყოლებენ სითხეს (მაგალითად, ერთ ჭიქა წყალს) დაუღეჭავად და გატეხვის გარეშე. საკვების მიღება არ აქვეითებს ამოქსიცილინის შეწოვას.

თერაპია შესაძლებელია დაიწყოთ პარენტერალურად პრეპარატის დოზირების რეკომენდაციების შესაბამისად მისი ინტრავენური გზით შეყვანისათვის და გააგრძელოთ პრეპარატით, რომელიც განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

ამოქსაცილინის დოზა, რომელიც შერჩეულია კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ, დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • სავარაუდო აღმგზნები და მათი მოსალოდნელი მგრძნობელობა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ;
  • ინფექციის სიმძიმე და ლოკალიზაცია;
  • პაციენტის ასაკი, სხეულის მასა და თირკმლების ფუნქცია, როგორც მითითებულია ქვევით.

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის ტიპით და პაციენტის პასუხით და, როგორც წესი, უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე. ზოგიერთი ინფექცია ითხოვს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას ( ხანგრძლივ თერაპიაზე იხ. თავში „ განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

ზრდასრულები და ბავშვები სხეულის მასით 40 კგ და მეტი

ზრდასრულები და ბავშვები სხეულის მასით 40 კგ და მეტი

10

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტებს წარმოადგენენ დიარეა, გულისრევა და კანის გამონაყარი.

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიცირებისთვის გამოიყენებოდა შემდეგი ტერმინოლოგია: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე შეფასება შესაძლებელი არ არის).

ინფექციები და პარაზიტული ინვაზიები

ძალიან იშვიათი: კანისა და ლორწოვანი გარსის კანდიდოზი.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრიდან

ძალიან იშვიათი: შექცევადი ლეიკოპენია (მძიმე ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის ჩათვლით), შექცევადი თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია, სისხლდენის დროისა და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან

ძალიან იშვიათი: მძიმე ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიის, შრატისმიერი დაავადებისა და ალერგიული ვასკულიტის ჩათვლით.

სიხშირე უცნობია: იარიშ - ჰერქსჰაიმერის რეაქცია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

ძალიან იშვიათი: ჰიპერკინეზია, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.

სიხშირე უცნობია: ასეპტიკური მენინგიტი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან

ხშირი: დიარეა და გულისრევა.

არახშირი: ღებინება.

ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკური-ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანოზული კოლიტის და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით), შავი თმიანი ენა.

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრიდან

ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი, ქოლესტატიკური სიყვითლე, აცტ და (ან) ალტ დონეების ზომიერი მომატება.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან

ხშირი: კანის გამონაყარი.

არახშირი: ქავილი, ჭინჭრის ციება.

ძალიან იშვიათი: კანის რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალული ნეკროლიზი, ბულოზური და ექსფოლიატიური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულეზი, რეაქცია საწამლე საშუალებებზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით ( სოკოსებრი სიმპტომები გამონაყარით, ლიმფური კვანძების გადიდებით და სისხლის ანალიზის ნორმიდა გადახრილი შედეგებით ( ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდის ჩათვლით (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება), წოდებული როგორც DRESS-სინდრომი.

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრიდან

ძალიან იშვიათი: ინტერსტიციალური ნეფრიტი, კრისტალურია.

შეტყობინება არასასურველ რეაქციებზე

მნიშვნელოვანია შევატყობინოთ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნაწამლო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ, რათა უზრუნველყოფილი იქნას უწყვეტი მონიტორინგი სამკურნალწამლო პრეპარატის „სარგებლობა-რისკი“ თანაფარდობა.

მედიცინის მუშაკებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ სამკურნალწამლო პრეპარატის საეჭვო რეაქციებზე შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით და სამკურნალწამლო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ.

პაციენტს, თუკი მას წარმოექმნება რაიმე არასასურველი რეაქცია, ეძლევა რეკომენდაცია, მიმართოს ექიმს. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზეც, რომელიც არაა ჩამოთვლილი პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ აგრეთვე შეატყობინოთ არასასურველ რეაქციებზე სამკურნალწამლო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში, მათ შორის შეტყობინება სამკურნალწამლე პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შეტყობინებისას, თქვენ ეხმარებით დაგროვდეს უფრო მეტი მონაცემი პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

11

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის სიმპტომების (გულისრევის, ღებინების, დიარეის) და წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის განვითარება. აღნიშნული იყო ამოქსიცილინ-ასოცირებული კრისტალურიის შემთხვევები, ზოგიერთ შემთხვევაში თირკმელების უკმარისობამდე მიმავალი. თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებსა და პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ პრეპარატის დიდ დოზებს, შესაძლოა კრუნჩხვები წარმოექმნათ.

დარღვევებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან მკურნალობენ სიმპტომატურად, ამასთან სათანადო ყურადღევას უთმობენ წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას.

ამოქსიცილინის ორგანიზმიდან გამოყოფა შეიძლება ჰემოდიალიზის მეშვეობით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

პრობენეციდი

პრობენეციდი აქვეითებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლების არხების მეშვეობით. პრობენეციდის თანმდევი მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის დონის მომატება და უფრო დიდი ხნით მისი შენარჩუნება.

ალოპურინოლი

ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ ამოქსიცილინით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარების რისკის გაზრდა.

ტეტრაციკლინები

ტეტრაციკლინებმა და სხვა ბაქტერიოსტატიკურმა სამკურნალო პრეპარატებმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ამოქსიცილინის ბაქტერიოლოგიურ მოქმედებაზე.

პერორალური ანტიკოაგულანტები

პერორალური ანტიკოაგულანტები პენიცილინური ანტიბიოტიკებით საყოველთაოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში, ამასთან არ შემოსულა შეტყობინება მათი ურთიერთმოქმედების შესახებ. თუმცა ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზირებული თანაფარდობის (სნთ) მომატების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აცენოკუმაროლით ან ვარფარინით ხელშემწყობ თერაპიას დანიშნული ამოქსიცილინის კურსის ფონზე. ამ პრეპარატების ამოქსიცილინთან ერთდროულად დანიშვნის აუცილებლობის დროს, სახელდობრ, ამოქსიცილინით თერაპიის დამატების ან შეწყვეტისას, საჭიროა პროთრომბინული დროის ან სნთ-ს საგულდაგულო მონიტორინიგის ჩატარება. უფრო მეტიც, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება (იხ. „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“ და „გვერდითი მოქმედება“).

მეტოტრექსატი

პენიცილინებს შეუძლიათ დააქვეითონ მეტოტრექსატის ეკსკრეცია, რასაც მისი ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას იწვევს.

შეფუთვა

10 ან 12 ტაბლეტი ალუ/პვქ/პვდქ-ის ბლისტერში. 1 ბლისტერი, თითო 12 ტაბლეტით, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში. 100 ბლისტერი, თითო 10 ტაბლეტით, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციით მუყაოს კოლოფში.

12

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

13

ვარგისობის ვადა

4 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

14

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის მიხედვით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ამოქსიკლავი ®, 625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15

ამოქსიკლავი ®

AMOKSIKLAV ®

625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
დან11.56 ₾
ლავუნატი, 625მგ 10 ტაბლეტი №10

ლავუნატი

625მგ 10 ტაბლეტი №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან12.29 ₾
ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5, 500მგ/62.5მგ შემოგარსული ტაბლეტი №16

ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5

AMOXICLAV DENK 500/62.5

500მგ/62.5მგ შემოგარსული ტაბლეტი №16

ამოქსიცილინი + Clavulanic acid PenCef Pharma GmbH, გერმანია
დან15.86 ₾
კლავომედი, 156.25მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

კლავომედი

Clavomed

156.25მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SEDICO pharmaceutical company, ეგვიპტე
დან16.41 ₾
კოკლავი, 228მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ

კოკლავი

228მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid მენარინ საგლიკი, თურქეთი
დან17.17 ₾
აუგმენტინი, 625მგ ტაბლეტი №14

აუგმენტინი

AUGMENTIN

625მგ ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SmithKline group of companies, რუმინეთი
დან17.48 ₾
ამოქსიკლავი, 500მგ+125მგ ტაბლეტი №15

ამოქსიკლავი

500მგ+125მგ ტაბლეტი №15

ამოქსიცილინი + Clavulanic acid სანდოზი, ავსტრია
დან17.55 ₾
კლავომედი, 312მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 80 მლ

კლავომედი

312მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 80 მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან17.55 ₾
კლავომედი, 875/125 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10

კლავომედი

CLAVOMED

875/125 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან17.57 ₾
ლავუნატი BID, 1000მგ 10 ტაბლეტი №10

ლავუნატი BID

1000მგ 10 ტაბლეტი №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან17.57 ₾
მირომაქსი-BID, 1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

მირომაქსი-BID

Miromax-BID

1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ამოქსიცილინი + Potassium clavulanate Menarini Saglik ve Ilac Sanayi, თურქეთი
დან17.57 ₾
თერაპინი BID ფორტე, (600მგ /42,9 მგ) /5მლ, 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი

თერაპინი BID ფორტე

TERAPIN BID FORTE

(600მგ /42,9 მგ) /5მლ, 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
დან17.92 ₾
ამოკლავინ bid, 14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)

ამოკლავინ bid

Amoklavi BID

14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)

ამოქსიცილინი + Clavulanic acid DEVA Holding, თურქეთი
დან18.00 ₾
ამოქსიკლავი, 457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ

ამოქსიკლავი

457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid სანდოზი, ავსტრია
დან20.66 ₾
ლავუნატი BID, 457მგ/70მლ 1 ფლაკონი №1

ლავუნატი BID

457მგ/70მლ 1 ფლაკონი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან20.66 ₾
ნიუკლავი, 457მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 70მლ

ნიუკლავი

457მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 70მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid მედოქემი, კვიპროსი
დან20.66 ₾
შელსი, 457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 70 მლ

შელსი

457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 70 მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან20.66 ₾
აუგმენტინი, 228მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

აუგმენტინი

AUGMENTIN

228მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SmithKline group of companies, რუმინეთი
დან20.78 ₾
აუგმენტინი, 457მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

აუგმენტინი

AUGMENTIN

457მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SmithKline group of companies, რუმინეთი
დან21.00 ₾
კოკლავი, (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12 (2X6)

კოკლავი

COCLAV

(875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12 (2X6)

ამოქსიცილინი + Potassium clavulanate LABORATORIO REIG JOFRE S.A., ესპანეთი
დან21.07 ₾
თერაპინ BID ფორტე სუსპ.100მლ, 642.9მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 100 მლ

თერაპინ BID ფორტე სუსპ.100მლ

642.9მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 100 მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან21.17 ₾
ნიუკლავი ფორტე, (600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ

ნიუკლავი ფორტე

(600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ატაბაი კიმია, თურქეთი
დან23.76 ₾
ნიუკლავი, 875მგ+125მგ ტაბლეტი №14

ნიუკლავი

875მგ+125მგ ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid მედოქემი, კვიპროსი
დან24.51 ₾
ამოქსიკლავი ® 2x, 2x1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №10

ამოქსიკლავი ® 2x

AMOKSIKLAV ® 2x

2x1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
დან24.54 ₾
თერაპინი BID, 875მგ + 125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

თერაპინი BID

Terapin BID

875მგ + 125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
დან24.57 ₾
კლავერა ბიდ, ტაბლეტი #14

კლავერა ბიდ

Clavera™BID

ტაბლეტი #14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid DEVA Holding, თურქეთი
დან24.57 ₾
კლავოტონი, 875მგ+125მგ ტაბლეტი №14

კლავოტონი

875მგ+125მგ ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid მედოქემი, კვიპროსი
დან24.57 ₾
შელსი, 875მგ/125მგ შემოგარსული ტაბლეტი №12

შელსი

SHELSY

875მგ/125მგ შემოგარსული ტაბლეტი №12

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ავერსი ფარმა, საქართველო
დან24.57 ₾
აუგმენტინი, 1გ ტაბლეტი №14

აუგმენტინი

AUGMENTIN

1გ ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SmithKline group of companies, რუმინეთი
დან24.69 ₾
ბეტამოქსი ES, (600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ

ბეტამოქსი ES

(600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ლაბ. ატრალი, პორტუგალია
დან25.49 ₾
კლავომედი, 312,5მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

კლავომედი

Clavomed

312,5მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SEDICO pharmaceutical company, ეგვიპტე
დან25.65 ₾
კლავიციდი, 875მგ+125მგ ტაბლეტი №16

კლავიციდი

875მგ+125მგ ტაბლეტი №16

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ლაბ. ატრალი, პორტუგალია
დან26.98 ₾
ბეტამოქსი, 1000მგ ტაბლეტი 16 ტაბლეტი №16

ბეტამოქსი

1000მგ ტაბლეტი 16 ტაბლეტი №16

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან27.03 ₾
ტრიო, ტაბლეტი+კაფსულა №42

ტრიო

ტაბლეტი+კაფსულა №42

ამოქსიცილინი + კლარითრომიცინი + ლანსოპრაზოლი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან53.12 ₾
ამოქსიკლავ ქვიქტაბი®, 625მგ (500მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №14

ამოქსიკლავ ქვიქტაბი®

AMOKSIKLAV QUICKTAB

625მგ (500მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავ ქვიქტაბი®, 1000მგ (875მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №10

ამოქსიკლავ ქვიქტაბი®

AMOKSIKLAV QUICKTAB

1000მგ (875მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ამოქსიკლავ ქუიქტაბი®

Amoxyclav Quictab®

1000მგ ტაბლეტი #10; #14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი, 1000 მგ/200 მგ ფხვნილი ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ამოქსიკლავი

AMOKSIKLAV

1000 მგ/200 მგ ფხვნილი ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი, 600მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში №5

ამოქსიკლავი

AMOKSIKLAV

600მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში №5

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ამოქსიკლავი

AMOKSIKLAV ®

375მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15 ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი ®, 156.25 მგ/5მლ ფხვნილი 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებულ კოვზთან ერთად

ამოქსიკლავი ®

AMOKSIKLAV ®

156.25 მგ/5მლ ფხვნილი 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებულ კოვზთან ერთად

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი ® 2x, 400მგ+57მგ/5 მლ ფხვნილი 35მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ამოქსიკლავი ® 2x

AMOKSIKLAV ® 2x

400მგ+57მგ/5 მლ ფხვნილი 35მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი ® 2x, 400მგ+57მგ/5მლ ფხვნილი 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ამოქსიკლავი ® 2x

AMOKSIKLAV ® 2x

400მგ+57მგ/5მლ ფხვნილი 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი APO, 1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბ №100 625 მგ(500მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #100

ამოქსიკლავი APO

AMOKSIKLAV APO

1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბ №100 625 მგ(500მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #100

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Apotex, კანადა
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი® 2X, 2x625 მგ ტაბლეტი #10

ამოქსიკლავი® 2X

AMOKSIKLAV ® 2X

2x625 მგ ტაბლეტი #10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ამოქსიცილინი+კლავულანის მჟავა

Amoxicillin+Calvulanic acid

500/125მგ ტაბლეტი №50

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
თერაპინი BID, (200მგ + 28,5მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი 100მლ-იან ბოთლში საზომ კოვზთან ერთად

თერაპინი BID

Terapin BID

(200მგ + 28,5მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი 100მლ-იან ბოთლში საზომ კოვზთან ერთად

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კოკლავი, (400მგ + 57მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

კოკლავი

COCLAV

(400მგ + 57მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

ამოქსიცილინი + Potassium clavulanate I.E. Ulagay Ilac Sanayii Turk A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
კოკლავი, (200მგ + 28მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

კოკლავი

COCLAV

(200მგ + 28მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

ამოქსიცილინი + Potassium clavulanate I.E. Ulagay Ilac Sanayii Turk A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მედეოკლავი სუსპენზია, (125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

მედეოკლავი სუსპენზია

MEDEOCLAV SUSPENSION

(125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
მედეოკლავი სუსპენზია, (125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

მედეოკლავი სუსპენზია

MEDEOCLAV SUSPENSION

(125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
პანკლავი, 875მგ/125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

პანკლავი

Panklav

875მგ/125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Hemofarm A.D., სერბია
Rx · რეცეპტით
პანკლავი, 500მგ/125მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №20

პანკლავი

Panklav

500მგ/125მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №20

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Hemofarm A.D., სერბია
Rx · რეცეპტით
პოზმოქსი, 1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

პოზმოქსი

POSMOX

1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ELPEN PHARMACEUTICAS, საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

ფლემოკლავ სოლუტაბი®

FLEMOCLAV SOLUTAB®

500მგ+125მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20

ამოქსიცილინი + Clavulanic acid TOLMAR Inc, აშშ
Rx · რეცეპტით

ფლემოკლავ სოლუტაბი®

FLEMOCLAV SOLUTAB®

250მგ+62.5მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20

ამოქსიცილინი + Clavulanic acid TOLMAR Inc, აშშ
Rx · რეცეპტით

ფლემოკლავ სოლუტაბი®

FLEMOCLAV SOLUTAB®

125მგ+31.25მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20

ამოქსიცილინი + Clavulanic acid TOLMAR Inc, აშშ
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.