მონოგრაფია Nº 03708 Rx · რეცეპტით
კოკლავი
COCLAV
(875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12 (2X6)
დან21.07 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ამოქსიცილინი (Amoxicillin) Potassium clavulanate
- მწარმოებელი
- LABORATORIO REIG JOFRE S.A., ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინირებული პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
875მგ+125მგ · №12
-
GPC ყველაზე იაფი
კოკლავი ტაბლეტი 875მგ+125მგ #12
1.76 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗21.07 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
კოკლავი ტაბლეტი 875მგ+125მგ #12
1.76 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗21.07 ₾
1000მგ · №12
-
PSP
კოკლავი - Coclav 875/125 მგ 12 ტაბლეტი
1.76 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗21.07 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამოქსიცილინი + Potassium clavulanate. ჯერ ყველაზე იაფი.
მირომაქსი-BID
Miromax-BID
1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
კოკლავი
COCLAV
(400მგ + 57მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1
კოკლავი
COCLAV
(200მგ + 28მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1
ინსტრუქცია
შემადგენლობა
პრეპარატის გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ამოქსიცილინის (ტრიჰიდრატის ფორმით) 500 მგ-სა და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) 125 მგ-ს;
ამოქსიცილინის (ტრიჰიდრატის ფორმით) 875 მგ-სა და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) 125 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, შემოსაგარსი ფხვნილი.
მოქმედების მექანიზმი
ფართო სპექტრის კომბინირებული ანტიბაქტერიული პრეპარატი.
ამოქსიცილინი - ნახევრადსინთეზური ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. მოქმედებს ბაქტერიციდულად, არღვევს ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის პროცესს. ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.
კლავულანის მჟავა - აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრს. პრეპარატის შემადგენლობაში კლავულანის მჟავის არსებობა იცავს ამოქსიცილინს ბეტა-ლაქტამაზების მოქმედებისაგან და შესაბამისად ზრდის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს იმ მიკროორგანიზმების მიმართაც, რომლებიც რეზისტენტულნი არიან პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ.
პრეპარატისადმი მგრძნობიარე აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus anthracis; Corynebacterium species; Enterococcus faecalis; Enterococcus faecium; Listeria monocytogenes; Nocardia asteroids; Staphylococcus aureus, კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები (Staphylococcus epidermidis ჩათვლით); Streptococcus agalactiae; Streptococcus pneumonia; Streptococcus pyogenes; Streptococcus species; Streptococcus viridians. ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.. აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bordetella pertussis; Brucella spp., Escherichia coli; Gardnerella vaginalis; Haemophilus influenza; Helicobacter pylori; Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis);Neisseria gonorrhoeae; Neisseria meningitides; Pasteurella multocida; Proteus mirabilis; Proteus vulgaris; Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholera; Yersinia enterocolitica. ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bacteroides spp., (Bacteroides fragilis ჩათვლით); Fusobacterium spp.. სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi; Chlamydiae; Leptospira icterohaemorrhagiae; Treponema pallidum.
ფარმაკოკინეტიკა
კოკლავი სწრაფად და სრულად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. აბსორბციისათვის ოპტიმალურია პრეპარატის მიღება ჭამამდე. აქტიური ნივთიერებების თერაპიული კონცენტრაცია ისაზღვრება სხვადასხვა ორგანოებში, ქსოვილებსა და სითხეებში, როგორიცაა ფილტვები, მუცლის ღრუს ორგანოები, ცხიმოვანი, ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილები, პლევრალური, პერიტონეალური და სინოვიალური სითხეები, კანი, ნაღველი, შარდი, ჩირქოვანი გამონადენი, ნახველი, ინტერსტიციალური სითხეები. პლაზმის ცილებს უკავშირდება ამოქსიცილინის 18%, ხოლო კლავულანის მჟავის 25%. პერორალურად მიღებული პრეპარატის T1/2 ამოქსიცილინისათვის შეადგენს 1.3 საათს, ხოლო კლავულანის მჟავასათვის - 0.8 საათს. ამოქსიცილინის 70%, ხოლო კლავულანის მჟავას - 65% პირველი 6 სთ-ის განმავლობაში შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ზედა სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ბრონქიტი, მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი).
- ნაწლავური და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, დიზენტერია, სალმონელოზი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესი, ფლეგმონა, ინფიცირებული ჭრილობები);
- ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი);
- შერეული ინფექციები (სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ინტრააბდომინალური ინფექციები);
- საჭმლის მომნელებელი სისტემის, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის, სანაღვლე გზებისა და სახსრების პოსტოპერაციული ინფექციები და მათი პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები
- ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ანამნეზში კოკლავით ან პენიცილინით გამოწვეული სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით (ანამნეზში პენიცილინებით გამოწვეული კოლიტი) და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით.
უსაფრთხოების ზომები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პენიცილინზე, ცეფალოსპორინებსა და სხვა ალერგენებზე მომატებული მგრძნობელობის გადამოწმება. ხოლო პრეპარატის მიღებისას ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
კოკლავი, როგორც წესი კარგად გადაიტანება და დაბალი ტოქსიკურობით ხასიათდება, თუმცა ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციებისა და ჰემოპოეზის კონტროლი.
პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა რეზისტენტული შტამების წარმოქმნა.
კოკლავი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ხოლო თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობის სიმძიმეზე.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატის გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, უკიდურესი საჭიროების შემთხვევების გარდა.
კოკლავი შესაძლოა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში ექიმის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა მაინც გადადის რძეში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ამოქსიცილინური კრისტალურია.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. კოკლავი ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს, ვინაიდან ნაწლავური მიკროფლორის შემცირების შედეგად მცირდება ვიტამინ K-ს სინთეზი და პროთრომბინის ინდექსი. ამიტომ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მიღებისას საჭიროა სისხლის შედედების მაჩვენებლების კონტროლი.
პრობენეციდი და მისი მსგავსი პრეპარატები (დიურეზული საშუალებები, ფენილბუტაზონი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) ამცირებენ ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას და შესაბამისად ზრდიან ამ უკანასკნელის კონცენტრაციას სისხლში. ამიტომ აღნიშნული პრეპატების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული. აღნიშნული პრეპარატები გავლენას არ ახდენენ თირკმლის მიერ კლავულანის მჟავას ექსკრეციაზე.
კოკლავისა და ალოპურინოლის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
პრეპარატი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზირება განისაზღვრება პაციენტის ასაკის, წონის, თირკმლის ფუნქციისა და ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით.
საჭმლის მომნელებელ სისტემის მხრივ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესუსტების მიზნით რეკომენდებულია კოკლავის მიღება ჭამამდე.
14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით მკურნალობის კურსის გაგრძელება პაციენტის კლინიკური მგდომარეობის შეფასების გარეშე არ არის რეკომენდებული.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საფეხურებრივი თერაპია (მკურნალობის დასაწყისში პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა, ხოლო შემდეგ - პერორალურად).
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში: 1 ტაბლეტი (875 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა) 2-ჯერ დღე-ღამეში ან 1 ტაბლეტი (500 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა) 3-ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვებში 12 წლამდე: დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და წონაზე. რეკომენდებული დოზაა 45 მგ/კგ 2-ჯერ დღე-ღამეში ან 40 მგ/კგ 3-ჯერ დღე-ღამეში, მათ შორის ბავშვებში 6 - 12 წლის ასაკში პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი (500 მგ / 125 მგ) 2-ჯერ დღეში.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დღიური დოზის შერჩევა ხდება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით:
კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ
კორექციას არ საჭიროებს
კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ
1 ტაბლეტი (500 მგ /125 მგ) 2-ჯერ დღე-ღამეში (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს)
კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ
1 ტაბლეტი (500 მგ /125 მგ) ერთხელ დღე-ღამეში (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს)
ბავშვებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
კრეატინინის კლირენსი > 30 მლ/წთ
კორექციას არ საჭიროებს
კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ
15 მგ + 3.75 მგ/კგ 2-ჯერ დღე-ღამეში
კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ
15 მგ + 3.75 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში
უმეტესად უპირატესობა ენიჭება პარენტერალურ თერაპიას.
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისათვის დოზის კორექცია ხდება ამოქსიცილინის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზასთან მიმართებაში.
მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი (500 მგ/125 მგ) ყოველ 24 საათში. დამატებით ერთი დოზა ინიშნება უშუალოდ დიალიზის პროცედურამდე და კიდევ ერთი დოზა დიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ.
ბავშვებში ინიშნება 15 მგ (ამოქსიცილინი) + 3.75 მგ (კლავულანის მჟავა)/კგ ერთხელ. დამატებით ერთი დოზა ინიშნება უშუალოდ დიალიზის პროცედურამდე და კიდევ ერთი დოზა დიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ.
ასაკოვან პაციენტებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზით.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გვერდითი მოვლენები სუსტად ვლინდება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; ანაფილაქსიური რეაქცია. იშვიათად - ინტერსტიციალური ნეფრიტი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა. ასევე შესაძლებელია განვითარდეს ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების დონის გარდამავალი მატება. იშვიათად - ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტი; კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: გარდამავალი ლეიკოპენია (ასევე ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი); თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია; სისხლის შედედებისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულყრები, რომლებიც ვითარდება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
გარსით დაფარული ტაბლეტი - 500 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა; შეფუთვაში 12 ტაბლეტი; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
გარსით დაფარული ტაბლეტი - 875 მგ ამოქსიცილინი / 125 მგ კლავულანის მჟავა; შეფუთვაში 12 ტაბლეტი; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
დურამოქსი
250მგ კაფსულა №10
ამოქსიცილინი
500მგ კაფსულა №10
ამოქსიცილინი
AMOXICILLIN
500მგ კაფსულა #16
დურამოქსი
250მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 100მლ
ამოქსიკლავი ®
AMOKSIKLAV ®
625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15
ლავუნატი
625მგ 10 ტაბლეტი №10
ამოქსი-დენკი 500
Amoxi-Denk 500
500მგ ტაბლეტი N 20
ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5
AMOXICLAV DENK 500/62.5
500მგ/62.5მგ შემოგარსული ტაბლეტი №16
კლავომედი
Clavomed
156.25მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
კოკლავი
228მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ
აუგმენტინი
AUGMENTIN
625მგ ტაბლეტი №14
ამოქსიკლავი
500მგ+125მგ ტაბლეტი №15
კლავომედი
312მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 80 მლ
კლავომედი
CLAVOMED
875/125 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლავუნატი BID
1000მგ 10 ტაბლეტი №10
თერაპინი BID ფორტე
TERAPIN BID FORTE
(600მგ /42,9 მგ) /5მლ, 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი
ამოკლავინ bid
Amoklavi BID
14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)
ამოქსიკლავი
457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ
ლავუნატი BID
457მგ/70მლ 1 ფლაკონი №1
ნიუკლავი
457მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 70მლ
შელსი
457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 70 მლ
აუგმენტინი
AUGMENTIN
228მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
აუგმენტინი
AUGMENTIN
457მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
თერაპინ BID ფორტე სუსპ.100მლ
642.9მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 100 მლ
ნიუკლავი ფორტე
(600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ
დურამოქსი კაფს.250მგ N100
250მგ სპრეი №100
ნიუკლავი
875მგ+125მგ ტაბლეტი №14
ამოქსიკლავი ® 2x
AMOKSIKLAV ® 2x
2x1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №10
თერაპინი BID
Terapin BID
875მგ + 125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
კლავერა ბიდ
Clavera™BID
ტაბლეტი #14
კლავოტონი
875მგ+125მგ ტაბლეტი №14
შელსი
SHELSY
875მგ/125მგ შემოგარსული ტაბლეტი №12
აუგმენტინი
AUGMENTIN
1გ ტაბლეტი №14
ბეტამოქსი ES
(600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ
კლავომედი
Clavomed
312,5მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
კლავიციდი
875მგ+125მგ ტაბლეტი №16
ბეტამოქსი
1000მგ ტაბლეტი 16 ტაბლეტი №16
ტრიო
ტაბლეტი+კაფსულა №42
ამოქსი–დენკ 1000
Amoxi-Denk 1000
1000მგ ტაბლეტი N20
ამოქსიკლავ ქვიქტაბი®
AMOKSIKLAV QUICKTAB
625მგ (500მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №14
ამოქსიკლავ ქვიქტაბი®
AMOKSIKLAV QUICKTAB
1000მგ (875მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №10
ამოქსიკლავ ქუიქტაბი®
Amoxyclav Quictab®
1000მგ ტაბლეტი #10; #14
ამოქსიკლავი
AMOKSIKLAV
1000 მგ/200 მგ ფხვნილი ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5
ამოქსიკლავი
AMOKSIKLAV
600მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში №5
ამოქსიკლავი
AMOKSIKLAV ®
375მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15 ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
ამოქსიკლავი ®
AMOKSIKLAV ®
156.25 მგ/5მლ ფხვნილი 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებულ კოვზთან ერთად
ამოქსიკლავი ® 2x
AMOKSIKLAV ® 2x
400მგ+57მგ/5 მლ ფხვნილი 35მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ამოქსიკლავი ® 2x
AMOKSIKLAV ® 2x
400მგ+57მგ/5მლ ფხვნილი 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ამოქსიკლავი APO
AMOKSIKLAV APO
1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბ №100 625 მგ(500მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #100
ამოქსიკლავი® 2X
AMOKSIKLAV ® 2X
2x625 მგ ტაბლეტი #10
ამოქსიცილინი
Amoxicillin
500მგ კაფსულა #20
ამოქსიცილინი
AMOXICILLIN
250მგ კაფსულა #16
ამოქსიცილინი
Amoxicillin
250მგ კაფსულა #20
ამოქსიცილინი
Amoxicilin
250მგ კაფსულა №1000
ამოქსიცილინი
Amoxicilin
500მგ კაფსულა №1000
ამოქსიცილინი
Amoxicilin
40გ გრანულები 100მლ სუსპენზიის მოსამზადებლად
ამოქსიცილინი+კლავულანის მჟავა
Amoxicillin+Calvulanic acid
500/125მგ ტაბლეტი №50
არსოჯილი
ARSOGIL
250მგ კაფსულა #50
არსოჯილი
ARSOGIL
500მგ კაფსულა #50
თერაპინი BID
Terapin BID
(200მგ + 28,5მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი 100მლ-იან ბოთლში საზომ კოვზთან ერთად
მედეოკლავი სუსპენზია
MEDEOCLAV SUSPENSION
(125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1
მედეოკლავი სუსპენზია
MEDEOCLAV SUSPENSION
(125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1
ოსპამოქსი
Ospamox
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12
ოსპამოქსი
ospamox
1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12
პანკლავი
Panklav
875მგ/125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
პანკლავი
Panklav
500მგ/125მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №20
პოზმოქსი
POSMOX
1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12
ფლემოკლავ სოლუტაბი®
FLEMOCLAV SOLUTAB®
500მგ+125მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20
ფლემოკლავ სოლუტაბი®
FLEMOCLAV SOLUTAB®
125მგ+31.25მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20
ფლემოკლავ სოლუტაბი®
FLEMOCLAV SOLUTAB®
250მგ+62.5მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20
ფლემოქსინ სოლუტაბი®
FLEMOXIN SOLUTAB®
500მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20
ფლემოქსინ სოლუტაბი®
FLEMOXIN SOLUTAB®
250მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20
ფლემოქსინ სოლუტაბი®
FLEMOXIN SOLUTAB®
125მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20
ფლემოქსინ სოლუტაბი®
FLEMOXIN SOLUTAB®
1000მგ დისპერგირებადი ტაბლეტი #20
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.