8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04396 ურეცეპტო

მირომაქსი-BID

Miromax-BID

1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

დან17.57 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
მირომაქსი-BID, 1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მოქმედი ნივთიერება
ამოქსიცილინი (Amoxicillin) Potassium clavulanate
მწარმოებელი
Menarini Saglik ve Ilac Sanayi, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
მიროფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    მირომაქსი-BID - Miromax-BID 1000მგ 10 ტაბლეტი

    1.76 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამოქსიცილინი + Potassium clavulanate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

მირომაქსი არის ფართო სპექტრის (ეფექტური უმეტესობა ბაქტერიების და მიკრობების წინააღმდეგ) ანტიბიოტიკი.

მირომაქსი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტი, 10 ან 14 ტაბლეტი წარმომოდგენილია ალუ-ალუ ბლიესტერულ შეფუთვაში.

მირომაქსი ნაჩვენებია მირომაქსის მიმართ მგრძნობიარე შემდეგი ბაქტერიული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისთვის:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიც არის განმეორებითი ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ინფექცია;
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიც არის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და ფილტვების ანთება;
  • სასქესო და საშარდე ტრაქტის ინფექციები, როგორიც არის საშარდე ტრაქტის ანთება, ურეთრიტი (შარდის ბუშტის ანთება) და თირკმელების ბაქტერიული ანთება;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ანთება, როგორიც არის პუსტულა, აბსცესი (ჩირქის პარკი) და ცელულიტი;
  • კბილისა და ღრძილების ინფექციები, როგორიც არის კბილის აბსცესი;
  • მშობიარობის შემდგომი ცხელება ან სისხლში ბაქტერიებით და ტოქსინებით გამოწვეული აბორტის შემდგომი ინფექცია, ინტრა-აბდომინურ სისხლსა და ქსოვილებში ბაქტერიების ან ტოქსინების არსებობა.
02

უკუჩვენებები

არ მიიღოთ მირომაქსი თუ:

  • ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (როგორიც არის პენიცილინი ან ცეფალოსპორინები) მიმართ;
  • ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) მირომაქსის ან პენიცილინების მიმართ;
  • ანტიბიოტიკებით გამოწვეული კოლიტის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მირომაქსის გამოყენება, დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი გამოკვლეულია ექიმის მიერ და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში, ნუ გამოიყენებთ პერისტალტიკის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

მირომაქსი გამოიყენეთ სიფრთხილით:

  • თუ წარსულში გქონიათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ალერგენების მიმართ, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს;
  • თუ არის ეჭვი ინფექციური მონონუკლეოზის (ინფექციური დაავადება) შესახებ (მირომაქსის გამოყენების შემდეგ წითელას მსგავსი გამონაყარის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს ინფექციურ მონონუკლეოზთან);
  • მირომაქსი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული ვადით. მირომაქსის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს მირომაქსის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდას (მაგ. სოკო);
  • გახანგრძლივებული სისხლდენის და შედედების დრო დაფიქსირდა ზოგ პაციენტში მირომაქსის მიღების შემდეგ. შესაბამისი მონიტორინგი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პარალელურად იღებთ ნებისმიერ ანტითრომბოზულ პრეპარატს;
  • თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა);
  • სიყვითლე (იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს) ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნაღვლის სადინრებში ექსკრეციის შექცევად პრობლემებთან. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება არ გამვლინდეს მკურნალობის დასრულებიდან 6 კვირამდე;
  • თუ თქვენ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, თქვენი დოზა უნდა შეიცვალოს თირკმლის პრობლემის შესაბამისად;
  • კრისტალურია (კენჭის გავლა) გამოვლინდა პაციენტებში შარდვის შემცირებით. შესაბამისი სითხეების გამოყენება უნდა მოხდეს ამ პრობლემის პრევენციისთვის.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულში ნებისმიერი პერიოდით.

მირომაქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მირომაქსის მიღება საჭიროა ჭამის წინ, კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.

03

ორსულობა და ლაქტაცია

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თქვენ არ უნდა მიიღოთ მირომაქსი ორსულობის დროს, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მირომაქსის ორივე აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში. შესაბამისად, შესაძლებელია ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში ფაღარათის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარება, ამგვარად საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, კარგი არჩევანია თუ არა ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას გამოყენება ლაქტაციის დროს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მირომაქსმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის თავბრუსხვევა და გულყრა. თუ გაქვთ მსგავსი მოვლენები, ამ მოვლენების გასვლამდე ნუ მართავთ სატრანსპორტო საშუალებებს და მანქანა-დანადგარებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მირომაქსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

დამხმარე ნივთიერებები არ საჭიროებს სიფრთხილეს.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

  • თუ თქვენ ღებულობთ ალოპურინოლს (პოდაგრის სამკურნალოდ) მირომაქსთან ერთად, შესაძლებელია გაგივითარდეთ ალერგიული რეაქცია;
  • თუ თქვენ ღებულობთ პრობენეციდს (პოდაგრის სამკურნალოდ) თქვენი ექიმი გადაწყვეტს მირომაქსის დოზის ცვლილებას;
  • სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატების (როგორიც არის ვარფარინი) მირომაქსთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სისხლის დამატებითი ანალიზების ჩატარება;
  • მირომაქსი მოქმედებს მეთოტრექსატის (პრეპარატი რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ) ეფექტურობაზე;
  • მირომაქსმა შეიძლება გავლენა იქონიოს მიკოფენოლატ მოფეტილის (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის დროს) მოქმედების მექანიზმზე;
  • მიმრომაქსის კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება კონტრაცეპტივების ეფექტურობა.

თუ თქვენ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით რეცეპტულ ან ურეცეპტო პრეპარატს, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ მივიღოთ მირომაქსი

რეკომენდაციები ოპტიმალური გამოყენებისთვის და დოზირება/მიღების სიხშირე

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები:

მსუბუქი ან საშუალო ინფექციები: თითო 625მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ძლიერი ინფექციები: თითო 1გ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

დოზირება კბილის ინფექციების დროს:

მოზრდილები და 12 წლის ზევით მოზარდები:

მსუბუქი ან საშუალო ინფექციები: თითო 625მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება აღემატებოდეს 14 დღეს მკურნალობის შეფასების გარეშე.

მიღების გზა და მეთოდი

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის შუაზე გაყოფა და დაღეჭვის გარეშე მიღება.

ამ პრეპარატის მიღება საჭიროა ჭამის წინ, კუჭისა და ნაწლავების პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვები:

მირომაქსის ტაბლეტები არ არის ნაჩვენები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. მირომაქსი ხელმისაწვდომია სუსპენზიის სახით ბავაშვთა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

მოხუცები:

არ არსებობს მონაცემები.

განსაკუთრებული სიტუაციები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

თუ თქვენ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა (თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები) თქვენი დოზა უნდა შეიცვალოს და აუცილებლობის შემთხვევაში შემცირდეს.

დიალიზი (სისხლის გაწმენდა): თუ თქვენ გიტარდებათ დიალიზი, საჭიროა ყურადღება დოზის კორექციისთვის.

თუ თქვენ თვლით, რომ მირომაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი მირომაქსი

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გართულებები და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დაარღვევა შეიძლება განვითარდეს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ გართულებების მართვა შესაძლებელია სიმპტომურად, სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის გათვალისწინებით.

კრისტალურია (კენჭის გავლა) გამოვლინდა ზოგ პაციენტებში მირომაქსის მიღების შემდეგ, რამაც გამოიწვია თირკმლის ფუნქციის მოშლა. საჭიროა სითხეების დიდი რაოდენობით გამოყენება.

მირომაქსის გამოდევნა ცირკულაციიდან შესაძლებელია დიალიზის მეშვეობით.

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი მირომაქსი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ მირომაქსის მიღება

თუ თქვენ დგავიწყდათ მირომაქსის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუ გაგახსენდათ მომდევნო დოზის მიღების დროს, ნუ მიიღებთ გამორმაგებულ დოზას.

ნუ მიიღებთ გამორმაგებულ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს მირომაქსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

თქვენ უნდა მიიღოთ მირომაქსი ექიმის მიერ რეკომენდირებული ხანგრძლივობით. ნუ შეწყვეტთ მირომაქსის მიღებას მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ.

04

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, მირომაქსსაც შეუძლია გერდითი მოვლენების გამოწვევა მისი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებას.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიონვროზული შეშუპება);
  • სერიოზული ალერგიული მდგომარეობები, რომლებიც ვლინდება გამონაყარით, ქავილით, ჭინჭრის ციებით, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპებით, ხიხინით ან სუნთქვის გაძნელებით (ანაფილაქსია);
  • ალერგიული მდგომარეობა, რომელიც გრძელდება პრეპარატის მიღებიდან 7-12 დღე და ვლინდება როგორც გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, განსაკუთრებით იღლიებში (შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი);
  • სისხლძარღვების ანთება, რომელიც ვლინდება ისეთი ალერგიული რეაქციებით, როგორიც არის ხილული წითელი ფერის ამობურცული ლაქები კანზე, გამონაყარი ან კანის სისხლჩაქცევა (ჰიპერსენსიტიური ვასკულიტი);
  • ფართო გამონაყარი ბუშტუკებთან და კანის აქერცვლასთან ერთად, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების პირის, ცხვირის და გენიტალიების გარშემო (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
  • კანის ძლიერი რეაქცია, რომელიც იწყება მტკივნეული წითელი ფერის ლაქებით, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება დიდი ზომის ბუშტუკებად, რაც იწვევს აქერცვლას (კანის აშრევება). ამ მდგომარეობას თან ახლავს

ცხელება, შემცივნება, კუნთების ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანზე, პატარა ზომის ჩირქის შემცველი ბუშტუკებით (დერმატიტი ბულოზური გამონაყარით);
  • წითელი, ქერცვლადი გამონაყარი კანის ქვეშ შეშუპებით და ბუშტუკებით (მწვავე გენერალიზირებული ეგზანთემა).

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ქავილიანი, მოწითალო-მოიისფრო ლაქებით, განსაკუთრებით ფეხისა და ხელის გულებზე, ჭინჭრის ციების მსგავსი კანის შეშუპება, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების ჰიპერმგრძნობელობა, ცხელება და ძლიერი დაღლილობა (მულტიფორმული ერითემა).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გვერდითი მოვლენა.

თუ თქვენ გაგივითარდათ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ეს მიუთითებს თქვენს ალერგიულობაზე მირომაქსისი მიმართ. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • მდგომარეობა, რომელიც ვლინდება ხშირი ინფექციების ნიშნებით, როგორიც არის ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს დაწყლულება (შექცევადი აგრანულოციტოზი);
  • ანემია, რომელიც ვლინდება შეუძლოდ ყოფნით, თავის ტკივილით, დატვირთვის დროს სუნთქვის გაძნელებით, თავბრუსხვევით, სიფერმკრთალით და კანის და თვალების გაყვითლებით (ჰემოლიზური ანემია);
  • მკურნალობასთან დაკავშირებული წყლიანი ფაღარათი ჩვეულებრივ სისხლით და ლორწოთი;
  • ენის გაშავება;
  • თირკმლის დაავადება (ინტერსტიციული ნეფრიტი);
  • შარდში კრისტალები (კრისტალურია);
  • ღვიძლის ანთება, რომელიც ვლინდება გულისრევით ღებინებით, მადის დაქვეითებით, შეუძლოდ ყოფნით, ცხელებით, ქავილით, კანის და თვალების გაყვითლებით, შარდის გამუქებით (ჰეპატიტი);
  • კანისა და/ან თვალების გაყვითლება (ქოესტაზური სიყვითლე).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის სერიოზული გვერდითი მოვლენა. ასეთ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.

სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი:

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • კბილების ფერის შეცვლა (კბილის ფერის შეცვლა);

ამის პრევენცია შესაძლელბელია პირის ღრუს კარგი ჰიგიენით, ვინაიდან ლაქების მოშორება შესაძლებელია კბილების გამოხეხვით.

  • ჰიპერაქტიურობა;
  • სპაზმები, გულყრები და კრნჩხვები;

არახშირი გვერდითი მოვლენები:

  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • საჭმლის მონელების გაძნელება;
  • გამონაყარი კანზე;
  • ქავილი;
  • ჭინჭრის ციება.

ხშირი გვერდითი მოვლენები:

  • სოკოვანი ინფექციის ტიპი, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვანს (კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი);
  • ფაღარათი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;

ეს არის მირომაქსის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან.

დამატებით, თქვენ შეიძლიათ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (თUFAM) შემდეგ ვებგვერდზე წწწ.ტიტცკ.გოვ.ტრ უშუალოდ “გვერდითი მოვლენების შეტყობინების” ღილაკზე დაწკაპუნებით ან სატელეფონო შეტყობინებით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0 800 314 00 08.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

5. როგორ შევინახოთ მირომაქსი

მირომაქსი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას თავდაპირველ შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში, არაუმეტეს 25*ჩ-ზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

ნუ გამოიყენებთ მირომაქსს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ნუ გამოიყენებთ მირომაქსს თუ შეამჩნევთ პროდუქტთან ან მის შეფუთვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

დურამოქსი, 250მგ კაფსულა №10

დურამოქსი

250მგ კაფსულა №10

ამოქსიცილინი ვოგენი, კვიპროსი
დან2.37 ₾
ამოქსიცილინი, 500მგ კაფსულა №10

ამოქსიცილინი

500მგ კაფსულა №10

ამოქსიცილინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან3.30 ₾
ამოქსიცილინი, 500მგ კაფსულა #16

ამოქსიცილინი

AMOXICILLIN

500მგ კაფსულა #16

ამოქსიცილინი ჰემოფარმი, სერბეთი
დან6.28 ₾
დურამოქსი, 250მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 100მლ

დურამოქსი

250მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 100მლ

ამოქსიცილინი ვოგენი, კვიპროსი
დან6.95 ₾
ამოქსიკლავი ®, 625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15

ამოქსიკლავი ®

AMOKSIKLAV ®

625მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
დან11.56 ₾
ლავუნატი, 625მგ 10 ტაბლეტი №10

ლავუნატი

625მგ 10 ტაბლეტი №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან12.29 ₾
ამოქსი-დენკი 500, 500მგ ტაბლეტი N 20

ამოქსი-დენკი 500

Amoxi-Denk 500

500მგ ტაბლეტი N 20

ამოქსიცილინი PenCef Pharma GmbH, გერმანია
დან13.26 ₾
ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5, 500მგ/62.5მგ შემოგარსული ტაბლეტი №16

ამოქსიკლავ-დენკი 500/62.5

AMOXICLAV DENK 500/62.5

500მგ/62.5მგ შემოგარსული ტაბლეტი №16

ამოქსიცილინი + Clavulanic acid PenCef Pharma GmbH, გერმანია
დან15.86 ₾
კლავომედი, 156.25მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

კლავომედი

Clavomed

156.25მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SEDICO pharmaceutical company, ეგვიპტე
დან16.41 ₾
კოკლავი, 228მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ

კოკლავი

228მგ/5მლ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid მენარინ საგლიკი, თურქეთი
დან17.17 ₾
აუგმენტინი, 625მგ ტაბლეტი №14

აუგმენტინი

AUGMENTIN

625მგ ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SmithKline group of companies, რუმინეთი
დან17.48 ₾
ამოქსიკლავი, 500მგ+125მგ ტაბლეტი №15

ამოქსიკლავი

500მგ+125მგ ტაბლეტი №15

ამოქსიცილინი + Clavulanic acid სანდოზი, ავსტრია
დან17.55 ₾
კლავომედი, 312მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 80 მლ

კლავომედი

312მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 80 მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან17.55 ₾
კლავომედი, 875/125 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10

კლავომედი

CLAVOMED

875/125 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან17.57 ₾
ლავუნატი BID, 1000მგ 10 ტაბლეტი №10

ლავუნატი BID

1000მგ 10 ტაბლეტი №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან17.57 ₾
თერაპინი BID ფორტე, (600მგ /42,9 მგ) /5მლ, 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი

თერაპინი BID ფორტე

TERAPIN BID FORTE

(600მგ /42,9 მგ) /5მლ, 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
დან17.92 ₾
ამოკლავინ bid, 14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)

ამოკლავინ bid

Amoklavi BID

14 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი)

ამოქსიცილინი + Clavulanic acid DEVA Holding, თურქეთი
დან18.00 ₾
ამოქსიკლავი, 457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ

ამოქსიკლავი

457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1 70მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid სანდოზი, ავსტრია
დან20.66 ₾
ლავუნატი BID, 457მგ/70მლ 1 ფლაკონი №1

ლავუნატი BID

457მგ/70მლ 1 ფლაკონი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან20.66 ₾
ნიუკლავი, 457მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 70მლ

ნიუკლავი

457მგ/5მლ სუსპენზია ორალური ფლაკონი №1 70მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid მედოქემი, კვიპროსი
დან20.66 ₾
შელსი, 457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 70 მლ

შელსი

457მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 70 მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან20.66 ₾
აუგმენტინი, 228მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

აუგმენტინი

AUGMENTIN

228მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SmithKline group of companies, რუმინეთი
დან20.78 ₾
აუგმენტინი, 457მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

აუგმენტინი

AUGMENTIN

457მგ/5მლ ფხვნილი 70მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SmithKline group of companies, რუმინეთი
დან21.00 ₾
თერაპინ BID ფორტე სუსპ.100მლ, 642.9მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 100 მლ

თერაპინ BID ფორტე სუსპ.100მლ

642.9მგ/5მლ ფხვნილი სუსპენზიისთვის 1 ფლაკონი №1 100 მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან21.17 ₾
ნიუკლავი ფორტე, (600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ

ნიუკლავი ფორტე

(600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ატაბაი კიმია, თურქეთი
დან23.76 ₾
დურამოქსი კაფს.250მგ N100, 250მგ სპრეი №100

დურამოქსი კაფს.250მგ N100

250მგ სპრეი №100

ამოქსიცილინი
დან23.87 ₾
ნიუკლავი, 875მგ+125მგ ტაბლეტი №14

ნიუკლავი

875მგ+125მგ ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid მედოქემი, კვიპროსი
დან24.51 ₾
ამოქსიკლავი ® 2x, 2x1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №10

ამოქსიკლავი ® 2x

AMOKSIKLAV ® 2x

2x1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
დან24.54 ₾
თერაპინი BID, 875მგ + 125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

თერაპინი BID

Terapin BID

875მგ + 125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
დან24.57 ₾
კლავერა ბიდ, ტაბლეტი #14

კლავერა ბიდ

Clavera™BID

ტაბლეტი #14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid DEVA Holding, თურქეთი
დან24.57 ₾
კლავოტონი, 875მგ+125მგ ტაბლეტი №14

კლავოტონი

875მგ+125მგ ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid მედოქემი, კვიპროსი
დან24.57 ₾
შელსი, 875მგ/125მგ შემოგარსული ტაბლეტი №12

შელსი

SHELSY

875მგ/125მგ შემოგარსული ტაბლეტი №12

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ავერსი ფარმა, საქართველო
დან24.57 ₾
აუგმენტინი, 1გ ტაბლეტი №14

აუგმენტინი

AUGMENTIN

1გ ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SmithKline group of companies, რუმინეთი
დან24.69 ₾
ბეტამოქსი ES, (600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ

ბეტამოქსი ES

(600მგ+42.9მგ)/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 100მლ

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ლაბ. ატრალი, პორტუგალია
დან25.49 ₾
კლავომედი, 312,5მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

კლავომედი

Clavomed

312,5მგ/5მლ 80მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ამოქსიცილინი + Clavulanic acid SEDICO pharmaceutical company, ეგვიპტე
დან25.65 ₾
კლავიციდი, 875მგ+125მგ ტაბლეტი №16

კლავიციდი

875მგ+125მგ ტაბლეტი №16

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ლაბ. ატრალი, პორტუგალია
დან26.98 ₾
ბეტამოქსი, 1000მგ ტაბლეტი 16 ტაბლეტი №16

ბეტამოქსი

1000მგ ტაბლეტი 16 ტაბლეტი №16

ამოქსიცილინი + Clavulanic acid
დან27.03 ₾
ტრიო, ტაბლეტი+კაფსულა №42

ტრიო

ტაბლეტი+კაფსულა №42

ამოქსიცილინი + კლარითრომიცინი + ლანსოპრაზოლი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან53.12 ₾
ამოქსი–დენკ 1000, 1000მგ ტაბლეტი N20

ამოქსი–დენკ 1000

Amoxi-Denk 1000

1000მგ ტაბლეტი N20

ამოქსიცილინი PenCef Pharma GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავ ქვიქტაბი®, 625მგ (500მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №14

ამოქსიკლავ ქვიქტაბი®

AMOKSIKLAV QUICKTAB

625მგ (500მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავ ქვიქტაბი®, 1000მგ (875მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №10

ამოქსიკლავ ქვიქტაბი®

AMOKSIKLAV QUICKTAB

1000მგ (875მგ+125მგ) დისპერგირებადი ტაბლეტი №10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ამოქსიკლავ ქუიქტაბი®

Amoxyclav Quictab®

1000მგ ტაბლეტი #10; #14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი, 1000 მგ/200 მგ ფხვნილი ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ამოქსიკლავი

AMOKSIKLAV

1000 მგ/200 მგ ფხვნილი ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი, 600მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში №5

ამოქსიკლავი

AMOKSIKLAV

600მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში №5

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ამოქსიკლავი

AMOKSIKLAV ®

375მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები №15 ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი ®, 156.25 მგ/5მლ ფხვნილი 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებულ კოვზთან ერთად

ამოქსიკლავი ®

AMOKSIKLAV ®

156.25 მგ/5მლ ფხვნილი 100მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ნარინჯისფერ მინის ფლაკონში დოზირებულ კოვზთან ერთად

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი ® 2x, 400მგ+57მგ/5 მლ ფხვნილი 35მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ამოქსიკლავი ® 2x

AMOKSIKLAV ® 2x

400მგ+57მგ/5 მლ ფხვნილი 35მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი ® 2x, 400მგ+57მგ/5მლ ფხვნილი 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ამოქსიკლავი ® 2x

AMOKSIKLAV ® 2x

400მგ+57მგ/5მლ ფხვნილი 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი APO, 1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბ №100 625 მგ(500მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #100

ამოქსიკლავი APO

AMOKSIKLAV APO

1000მგ (875მგ + 125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბ №100 625 მგ(500მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #100

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Apotex, კანადა
Rx · რეცეპტით
ამოქსიკლავი® 2X, 2x625 მგ ტაბლეტი #10

ამოქსიკლავი® 2X

AMOKSIKLAV ® 2X

2x625 მგ ტაბლეტი #10

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
ამოქსიცილინი, 500მგ კაფსულა #20

ამოქსიცილინი

Amoxicillin

500მგ კაფსულა #20

ამოქსიცილინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამოქსიცილინი, 250მგ კაფსულა #16

ამოქსიცილინი

AMOXICILLIN

250მგ კაფსულა #16

ამოქსიცილინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით

ამოქსიცილინი

Amoxicillin

250მგ კაფსულა #20

ამოქსიცილინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ამოქსიცილინი

Amoxicilin

250მგ კაფსულა №1000

ამოქსიცილინი Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით

ამოქსიცილინი

Amoxicilin

500მგ კაფსულა №1000

ამოქსიცილინი Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ამოქსიცილინი, 40გ გრანულები 100მლ სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი

Amoxicilin

40გ გრანულები 100მლ სუსპენზიის მოსამზადებლად

ამოქსიცილინი ჰემოფარმი, სერბეთი
Rx · რეცეპტით

ამოქსიცილინი+კლავულანის მჟავა

Amoxicillin+Calvulanic acid

500/125მგ ტაბლეტი №50

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Micro Labs, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
არსოჯილი, 250მგ კაფსულა #50

არსოჯილი

ARSOGIL

250მგ კაფსულა #50

ამოქსიცილინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
არსოჯილი, 500მგ კაფსულა #50

არსოჯილი

ARSOGIL

500მგ კაფსულა #50

ამოქსიცილინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
თერაპინი BID, (200მგ + 28,5მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი 100მლ-იან ბოთლში საზომ კოვზთან ერთად

თერაპინი BID

Terapin BID

(200მგ + 28,5მგ)/5მლ 70მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი 100მლ-იან ბოთლში საზომ კოვზთან ერთად

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Bilim Pharmaceuticals, თურქეთი
Rx · რეცეპტით
მედეოკლავი სუსპენზია, (125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

მედეოკლავი სუსპენზია

MEDEOCLAV SUSPENSION

(125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
მედეოკლავი სუსპენზია, (125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

მედეოკლავი სუსპენზია

MEDEOCLAV SUSPENSION

(125მგ + 31.25მგ)/5მლ 100მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მინის ბოთლი №1

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ratnamani healthcare pvt. ltd, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ოსპამოქსი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

ოსპამოქსი

Ospamox

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

ამოქსიცილინი Sandoz GmbH
Rx · რეცეპტით
ოსპამოქსი, 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

ოსპამოქსი

ospamox

1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

ამოქსიცილინი Sandoz GmbH
Rx · რეცეპტით
პანკლავი, 875მგ/125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

პანკლავი

Panklav

875მგ/125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Hemofarm A.D., სერბია
Rx · რეცეპტით
პანკლავი, 500მგ/125მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №20

პანკლავი

Panklav

500მგ/125მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი №20

ამოქსიცილინი + Clavulanic acid Hemofarm A.D., სერბია
Rx · რეცეპტით
პოზმოქსი, 1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

პოზმოქსი

POSMOX

1000მგ (875მგ+125მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12

ამოქსიცილინი + Clavulanic acid ELPEN PHARMACEUTICAS, საბერძნეთი
Rx · რეცეპტით

ფლემოკლავ სოლუტაბი®

FLEMOCLAV SOLUTAB®

500მგ+125მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20

ამოქსიცილინი + Clavulanic acid TOLMAR Inc, აშშ
Rx · რეცეპტით

ფლემოკლავ სოლუტაბი®

FLEMOCLAV SOLUTAB®

125მგ+31.25მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20

ამოქსიცილინი + Clavulanic acid TOLMAR Inc, აშშ
Rx · რეცეპტით

ფლემოკლავ სოლუტაბი®

FLEMOCLAV SOLUTAB®

250მგ+62.5მგ დისპერგირებადი ტაბლეტები #20

ამოქსიცილინი + Clavulanic acid TOLMAR Inc, აშშ
Rx · რეცეპტით
ფლემოქსინ სოლუტაბი®, 500მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ფლემოქსინ სოლუტაბი®

FLEMOXIN SOLUTAB®

500მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ამოქსიცილინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ფლემოქსინ სოლუტაბი®, 250მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ფლემოქსინ სოლუტაბი®

FLEMOXIN SOLUTAB®

250მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ამოქსიცილინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ფლემოქსინ სოლუტაბი®, 125მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ფლემოქსინ სოლუტაბი®

FLEMOXIN SOLUTAB®

125მგ დისპერგირებული ტაბლეტი #20

ამოქსიცილინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით
ფლემოქსინ სოლუტაბი®, 1000მგ დისპერგირებადი ტაბლეტი #20

ფლემოქსინ სოლუტაბი®

FLEMOXIN SOLUTAB®

1000მგ დისპერგირებადი ტაბლეტი #20

ამოქსიცილინი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.