8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01721 Rx · რეცეპტით

ლაბრონი

LABRON

500 მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა N5

ლაბრონი, 500 მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა N5
მოქმედი ნივთიერება
ციტიქოლინი (Citicoline)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნოოტროპული პრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ციტიქოლინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ბრენაქსი, 500მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5; 1000მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ბრენაქსი

Brenax

500მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5; 1000მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ციტიქოლინი IDOL PHARMACEUTICALS, თურქეთი
დან12.24 ₾
ციტინევრინი, 500მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ციტინევრინი

Citinevrin

500მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ციტიქოლინი Idol Ilac Dolum San. ve Tic. A.S, თურქეთი
დან12.24 ₾
დიფოსფოცინი, 500მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

დიფოსფოცინი

Difosfocin

500მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ციტიქოლინი Magis Farmaceutici, იტალია
დან13.42 ₾
ნეიროაქტივი, 250მგ/1მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ნეიროაქტივი

NEUROACTIV

250მგ/1მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ციტიქოლინი BIOPOLUS, საქართველო
დან13.42 ₾
ნეიროაქტივი ამპ.500მგ/2მლ N5, 500მგ/2მლ ხსნარი 5 ამპულა №5

ნეიროაქტივი ამპ.500მგ/2მლ N5

500მგ/2მლ ხსნარი 5 ამპულა №5

ციტიქოლინი
დან13.42 ₾
ბრენაქსი ი/ვ ი/მ, 1000მგ/4მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5

ბრენაქსი ი/ვ ი/მ

1000მგ/4მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5

ციტიქოლინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან22.21 ₾
რონოციტი, 1000მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

რონოციტი

Ronocit

1000მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ციტიქოლინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან22.21 ₾
ციტიქოლი ი/ვ ი/მ, 1000მგ/4მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5

ციტიქოლი ი/ვ ი/მ

1000მგ/4მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5

ციტიქოლინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან22.21 ₾
ციტივიტი, 100მგ/1მლ ხსნარი ორალური №10 10მლ

ციტივიტი

100მგ/1მლ ხსნარი ორალური №10 10მლ

ციტიქოლინი საგ მანუფაქტურა, ესპანეთი
დან28.72 ₾
რონოციტი, 100მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10

რონოციტი

RONOCIT

100მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10

ციტიქოლინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან28.75 ₾
ნეიროქსონი, 1000მგ/4მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

ნეიროქსონი

1000მგ/4მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10

ციტიქოლინი გალიჩფარმი, უკრაინა
დან31.31 ₾
ნეიროქსონი, 500მგ ტაბლეტი №20

ნეიროქსონი

500მგ ტაბლეტი №20

ციტიქოლინი კიევმედპრეპარატები, უკრაინა
დან39.99 ₾
რონოციტი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

რონოციტი

RONOCIT

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20

ციტიქოლინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან39.99 ₾
ნეიროაქტივი, სპრეი 15 კაფსულა №15

ნეიროაქტივი

სპრეი 15 კაფსულა №15

ციტიქოლინი
დან62.90 ₾

კეპლერი

KEPLER

500მგ კაფსულა # 30

ციტიქოლინი PSP
დან155.98 ₾
ნეუკრონი, 10ml 30 ფლაკონი №30

ნეუკრონი

10ml 30 ფლაკონი №30

ციტიქოლინი
დან167.55 ₾
ბრენაქსი, 1000მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ბრენაქსი

Brenax

1000მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ციტიქოლინი Idol Ilac Dolum San. ve Tic. A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
დიფოსფოცინი, 1000მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

დიფოსფოცინი

Difosfocin

1000მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №3

ციტიქოლინი Magis Farmaceutici, იტალია
Rx · რეცეპტით
ლაბრონი, 1000 მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა N5

ლაბრონი

LABRON

1000 მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა N5

ციტიქოლინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ნოვაქოლინი

NOVACHOLIN

1000მგ/5მლ 5 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ფლაკონი N3

ციტიქოლინი Special Product's Line, იტალია
ურეცეპტო
ნოვაქოლინი, 500მგ/3მლ 3 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ფლაკონი N5

ნოვაქოლინი

NOVACHOLIN

500მგ/3მლ 3 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ფლაკონი N5

ციტიქოლინი Special Product's Line, იტალია
ურეცეპტო

სომაზინა

SOMAZINA

ორალური ხსნარი 1000მგ/10მლ პაკ.6 ც

ციტიქოლინი მედიალი, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
სომაზინა, ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი 1000მგ/4მლ 4მლ ამპულა №5

სომაზინა

SOMAZINA

ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი 1000მგ/4მლ 4მლ ამპულა №5

ციტიქოლინი მედიალი, ესპანეთი
Rx · რეცეპტით
ცერაქსონი, 1000მგ/4მლ 4 მლ ი.ვ და ი.მ საინიექციო ხსნარი ამპულა №5

ცერაქსონი

Ceraxon

1000მგ/4მლ 4 მლ ი.ვ და ი.მ საინიექციო ხსნარი ამპულა №5

ციტიქოლინი Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
Rx · რეცეპტით
ცერაქსონი, 30 მლ 100მგ/მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონში # 1

ცერაქსონი

Ceraxon

30 მლ 100მგ/მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონში # 1

ციტიქოლინი Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
Rx · რეცეპტით
ცერაქსონი, 100მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი საშეტი

ცერაქსონი

Ceraxon

100მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი საშეტი

ციტიქოლინი Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
Rx · რეცეპტით
ცერაქსონი, 4 მლ 500მგ/4მლ I/V და I/M საინიექციო ხსნარი ამპულაში # 5

ცერაქსონი

Ceraxon

4 მლ 500მგ/4მლ I/V და I/M საინიექციო ხსნარი ამპულაში # 5

ციტიქოლინი Ferrer Internacional, S.A., ესპანეთი
Rx · რეცეპტით
ციტინევრინი, 1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ციტინევრინი

Citinevrin

1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5

ციტიქოლინი Idol Ilac Dolum San. ve Tic. A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ციტიკოლინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

გამჭვირვალე უფერო ხსნარი;

02

შემადგენლობა

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:

ციტიკოლინ ნატრიუმს, 250 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურს.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

03

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

საინექციო ხსნარი.

2 ან 4 მლ საინექციო ხსნარი გამჭვირვალე მინის ამპულებში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.

04

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული საშუალებები. ათქ-კოდი: N06BX06.

05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ციტიკოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს. პრეპარატს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი: ხელს უწყობს ნეირონების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, რითიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას და მემბრანული სისტემების დაზიანებას, აუმჯობესებს ცერებლურ სისხლმიმოქცევას, აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, ააქტიურებს რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურებს. ნეირონების მემბრანაზე მასტაბილიზებელი მოქმედების გამო, ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს და ხელს უწყობს თავის ტვინის შეშუპების შემცირებას.

ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას.

თავის ტვინის ტრავმისას ამცირებს ნევროლოგიური სიმპტომების სიმძიმეს, ხელს უწყობს ცნობიერების აღდგენას, ამცირებს პოსტტრავმატული სინდრომის ხანგრძლივობას და ინტენსივობას.

თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიკოლინი ამცირებს კოგნიტიური დარღვევების გამოხატვას, როგორებიცაა: მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურების დროს. აუმჯობესებს ყურადღებისა და ცნობიერების ხარისხს, ასევე ამცირებს ამნეზიის გამოვლენას. ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის სენსიტიური და მოძრაობითი დარღვევების მკურნალობისას.

06

ფარმაკოკინეტიკა

კუნთში და ვენაში შეყვანისას ციტიკოლინის ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს. შეყვანილი დოზის ძირითადი ნაწილი ერთვება მეტაბოლიზმის პროცესებში. მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინისა და ციტიდინის წარმოქმნით. ქოლინის ფრაქციები სწრაფად ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურულ ლიპიდებში, ხოლო ციტიდინის ფრაქციები – ციტიდინის ნუკლეოტიდებში და ნუკლეინის მჟავებში. ციტიკოლინის პარენტერალურად შეყვანის შემდეგ აღინიშნება მისი პლაზმური კონცენტრაციის ორი პიკი: პირველი – ერთი საათის შემდეგ და მეორე, უფრო დიდი პიკი - 24 საათის შემდეგ. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძალიან ნელა, უპირატესად ამოსუნთქული ნახშიროჟანგით (დაახლოებით 12%) და შარდით (3%-ზე ნაკლები).

07

ჩვენებები

  • იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
  • აღდგენითი პერიოდი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ;
  • ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
  • თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებებით გამოწვეული კოგნიტიური, სენსიტიური და მოძრაობითი აშლილობები (მათ შორის პარკინსონიზმი და ალცჰაიმერის დაავადება).
08

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური და ინტრამუსკულური გამოყენებისთვის. ინტრავენურად ინიშნება ნელი ინექციის სახით (დანიშნული დოზიდან გამომდინარე 3-5 წუთის განმავლობაში) ან წვეთოვნად (40-60 წვეთი წუთში). ინტრამუსკულურად შეყვანისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის შეყვანა ერთიდაიმავე ადგილას. ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო. ხსნარი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და უნდა იყოს გამოყენებული ამპულის გახსნისთანავე.

თავის ტრავმით ან თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ცნობიერების დარღვევა: ლაბრონი ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 100-500 მგ 1-2 ჯერ დღეში ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.

მწვავე ან განმეორებითი ქალაშიდა სისხლჩაქცევის შემთხვევაში ლაბრონი შეჰყავთ ინტრავენურად ძალიან ნელა (30 წვეთი წუთში), დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ-ს.

ქალაშიდა სისხლჩაქცევით გამოწვეული ჰემიპლეგია: ლაბრონი ინიშნება ინტრავენურად 1000 მგ ერთხელ დღეში ოთხი კვირის განმავლობაში.

ნევროლოგიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს:

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე. პარკინსონიზმის დროს ლაბრონი ინიშნება ინტრავენურად 500 მგ ერთხელ დღეში კომბინაციაში ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან 3-4 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ მკურნალობას განაგრძობენ მხოლოდ ანტიქოლინერგული პრეპარატებით.

09

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად (<1/10 000).

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, აღგზნება, ჰალუცინაციები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.

სხვა: სიმხურვალის შეგრძნება, ქოშინი, შეშუპება.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

10

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გამოხატული ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის ტონუსის მოჭარბება).

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ლაბრონი აძლიერებს L-დიჰიდროქსიფენილალანინის მოქმედებას.

არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება მეკლოფენოქსატის შემცველ პრეპარატებთან ერთად.

12

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დაბალი ტოქსიურობის გამო ჰიპერდოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც კი.

13

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს ლაბრონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების რისკს.

პრეპარატის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი.

14

განსაკუთრებული მითითებები

ბავშვებში ლაბრონი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს, რადგან არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენებაზე პედიატრიულ პრაქტიკაში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ინდივიდუალურ შემთხვევებში ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება შეიზღუდოს განვითარებული გვერდითი მოვლენების გამო.

15

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

16

ვარგისობის ვადა

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით).

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.