მონოგრაფია Nº 03696 Rx · რეცეპტით
ციტინევრინი
Citinevrin
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
- მოქმედი ნივთიერება
- ციტიქოლინი (Citicoline)
- მწარმოებელი
- Idol Ilac Dolum San. ve Tic. A.S, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნოოტროპული პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ასფარმა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ციტიქოლინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ბრენაქსი
Brenax
500მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5; 1000მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ციტინევრინი
Citinevrin
500მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
დიფოსფოცინი
Difosfocin
500მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ნეიროაქტივი
NEUROACTIV
250მგ/1მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ნეიროაქტივი ამპ.500მგ/2მლ N5
500მგ/2მლ ხსნარი 5 ამპულა №5
ბრენაქსი ი/ვ ი/მ
1000მგ/4მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
რონოციტი
Ronocit
1000მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ციტიქოლი ი/ვ ი/მ
1000მგ/4მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5
ციტივიტი
100მგ/1მლ ხსნარი ორალური №10 10მლ
რონოციტი
RONOCIT
100მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10
ნეიროქსონი
1000მგ/4მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10
ნეიროქსონი
500მგ ტაბლეტი №20
რონოციტი
RONOCIT
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ნეიროაქტივი
სპრეი 15 კაფსულა №15
კეპლერი
KEPLER
500მგ კაფსულა # 30
ნეუკრონი
10ml 30 ფლაკონი №30
ბრენაქსი
Brenax
1000მგ/4მლ 4მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
დიფოსფოცინი
Difosfocin
1000მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
ლაბრონი
LABRON
500 მგ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა N5
ლაბრონი
LABRON
1000 მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა N5
ნოვაქოლინი
NOVACHOLIN
1000მგ/5მლ 5 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ფლაკონი N3
ნოვაქოლინი
NOVACHOLIN
500მგ/3მლ 3 მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ფლაკონი N5
სომაზინა
SOMAZINA
ორალური ხსნარი 1000მგ/10მლ პაკ.6 ც
სომაზინა
SOMAZINA
ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი 1000მგ/4მლ 4მლ ამპულა №5
ცერაქსონი
Ceraxon
100მგ/მლ 10მლ შიგნით მისაღები ხსნარი საშეტი
ცერაქსონი
Ceraxon
1000მგ/4მლ 4 მლ ი.ვ და ი.მ საინიექციო ხსნარი ამპულა №5
ცერაქსონი
Ceraxon
30 მლ 100მგ/მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონში # 1
ცერაქსონი
Ceraxon
4 მლ 500მგ/4მლ I/V და I/M საინიექციო ხსნარი ამპულაში # 5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ამპულა შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: ციტიკოლინი (ნატრიუმის ციტიკოლინის სახით) 500მგ ან 1000მგ
დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები
ათქ კოდი: N06BX06
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტიკოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების წინამორბედს (უმეტეს წილად ფოსფოლიპიდების), რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი: ხელს უწყობს უჯრედის დაზიანებული მემბრანის აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას, ასევე, მოქმედებს რა აპოპტოზის მექანიზმზე, ხელს უშლის უჯრედის სიკვდილს. ინსულტის მწვავე პერიოდში ციტიკოლინი ამცირებს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. ქალა-ტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას.
თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს, ციტიკოლინი ეფექტურია ისეთი კოგნიტური დარღვევებისას, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურების დროს.
შესაძლებელია პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობა, რადგან ციტიკოლინი არ მოქმედებს სუნთქვაზე, პულსსა და არტერიულ წნევაზე.
ფარმაკოკინეტიკა
ციტიკოლინი კარგად აბსორბირდება ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისას. მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. პარენტერალური შეყვანისას ქოლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად იზრდება.
ციტიკოლინი მნიშვნელოვანი ხარისხით ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში, ქოლინის ფრაქციების სწრაფი ჩანერგვით სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში და ციტიდინის ფრაქციისა – ციტიდინის ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინის მჟავებში. ციტიკოლინის შეყვანილი დოზის მხოლოდ 15% გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან: 3%-ზე ნაკლები–თირკმელებით და დაახლოებით 12% -ამოსუნთქულ CO2-თან ერთად.
ჩვენებები
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი;
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
- კოგნიტური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.
ინტრავენურად ინიშნება ნელი ინტრავენური ინექციის სახით (5 წუთის განმავლობაში) ან წვეთოვნად ინტრავენური გადასხმისთვის (40 – 60 წვეთი წუთში). ინტრავენური შეყვანის გზას უპირატესობა აქვს ი/მ-თან შედარებით. ინტრამუსკულარული გამოყენებისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის განმეორებითი ინექცია ერთსა და იმავე ადგილზე.
იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდის და ქალა-ტვინის ტრავმის დროს: რეკომენდებული დოზა- 1000 მგ ყოველ 12 საათში დიაგნოზის დადგენის პირველივე დღიდან; მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 კვირა. მკურნალობის დაწყებიდან 3-7 დღის შემდეგ შესაძლებელია ინტრამუსკულარულ (1-2 ინექცია დღე-ღამეში) ან პერორალურ (თუ ყლაპვის ფუნქცია დარღვეული არ არის) ფორმაზე გადასვლა.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის, ქალა-ტვინის ტრავმის აღდგენითი პერიოდი, კოგნიტური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს: რეკომენდებული დოზა შეადგენს 500-2000 მგ-ს დღე-ღამეში. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე.
ცნობიერების ხანგრძლივი დარღვევების დროს შესაძლებელია დაავადების საწყისი სტადიიდან პრეპარატის უწყვეტი გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებს, პრეპარატ ციტინევრინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისას დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
ხსნარი ამპულაში ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისთვის განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამპულის გახსნის შემდეგ, ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. პრეპარატი შეთავსებადია ინტრავენური იზოტონური ხსნარების ყველა სახეობასთან და დექსტროზას ხსნარებთან.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
- ვაგოტონია (ვეგეტაციური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის ტონუსის მომატება)
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრების განსაზღვრა ხდება შემდეგი სახით: ძალიან იშვიათად(<1/10000).
ცენტრალური ნერვული სისტემის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად-უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აღგზნებადობა, ტრემორი, პარალიზებული კიდურების დაბუჟება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად -გულისრევა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად-გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ძალიან იშვიათად-ცხელება,ცალკეულ შემთხვევებში-ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირება.
განსაკუთრებული მითითებები
თავის ტვინის ტრავმების დროს ქალასშიდა წნევის დაქვეითებისთვის აუცილებელია ისეთი პრეპარატების დანიშვნა, როგორიცაა მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები.
ქალასშიდა სისხლდენის დროს, ციტიკოლინის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500მგ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დოზის დაყოფა (100-200მგ 2-3-ჯერ დღე-ღამეში)
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე:
მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.
ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრაპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოფას მოქმედებას.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ციტინევრინის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია სისხლდენის შემაჩერებელ, ქალასშიდა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ჩვეულებრივ პერფუზიულ სითხეებთან ერთად.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დაბალი ტოქსიკურობის გამო ჰიპერდოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის, თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევებშიც კი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
საინექციო ხსნარი 4მლ მინის უფერო ამპულაში.
5 ამპულა კონტურულ- უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურულ- უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25° C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან
ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.