მონოგრაფია Nº 01678 ურეცეპტო
კეტო-გელი
KETO-GEL
2.5% 30გ გელი ტუბში
დან11.44 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- კეტოპროფენი (Ketoprofen)
- მწარმოებელი
- ავერსი ფარმა, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- ავერსი ფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
კეტო-გელი გელი 2.5% 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗11.44 ₾
13.46 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
კეტო-გელი გელი 2.5% 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗11.44 ₾
13.46 ₾
-
ავერსი
კეტო-გელი 2.5% 30გ გელი ტუბ
ყიდვა ↗13.46 ₾
-
PSP
კეტო-გელი - Keto-Gel 2.5% 30გ გელი 1 ტუბი
ყიდვა ↗13.50 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
კეტოფლექსი
5% გელი ტუბი №1 50გრ
კეფენტეკი
KefenTech
30მგ პლასტრი №7
ფასტუმ® გელი
Fastum® gel
გელი 2.5%: 30 გ ტუბი
კეტონალი®
KETONAL®
50მგ კაფსულა #25
კეტონალი® ფორტე
KETONAL® FORTE
100მგ ტაბლეტი #20
კეტონალი® გელი
KETONAL ® Gel
25მგ/გ 50გ გელი ტუბში
ფასტენალი
50მგ/2გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30
კეტოფლექსი
50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ
კეტოკლინი
30მგ პლასტირი №7
ართროკოლი
ARTROCOL
2,5 % 40 გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
კეტოკლინი პლასტირი
პლასტირი (ემპლასტრო) 7 პლასტირი №7
კეტონალი ექსტრა პლუსი
50მგ/2გრ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №12
კეტონალი® დუო
KETONAL® DUO
150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30
ართროკოლი
Artrocol
100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
კეტონალი® საინექციო სხნარი
KETONAL®
100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა #10 და #60
ართროკოლი
ARTROCOL
100მგ რექტალური სუპოზიტორია №10 (5X2)
ვალუსალი®
VALUSAL®
25მგ/გ 30გ და 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
კეტონალი® რეტარდი
KETONAL® RETARD
150მგ რეტარდ ტაბლეტი #20
პროფემიგრი 150 მგ
Profémigr® 150 mg
150მგ გასაყოფი ტაბლეტი №10
ფებროფიდი
FEBROFID
2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
ფლამაქსი
FLAMAX
50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
გელის 1 გ შეიცავს:
კეტოპროფენს – 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, ნიპაგინი, კარბომერ 980, ტრომეთამინი, ლავანდის ზეთი, ნეროლის ზეთი, გასუფთავებული წყალი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
უფერო, თითქმის გამჭვირვალე გელი, სპეციფიკური სუნით;
ფარმაკოლოგიური თვისებები
კეტოპროფენი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტიაგრეგაციული მოქმედებით. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციკლოოქსიგენაზა-1-ის დონეზე პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. კეტოპროფენი წარმოადგენს პროპიონის მჟავას წარმოებულს. ხასიათდება ანტიბრადიკინინული აქტივობით, ასტაბილურებს ლიზოსომურ მემბრანებს და ხელს უშლის ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას, რომლებიც განაპირობებენ ქსოვილთა რღვევას ქრონიკული ანთების დროს. აქვეითებს ციტოკინების გამოყოფასა და ნეიტროფილების აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას კეტოპროფენი გელის სახით ძალიან ნელა შეიწოვება და პრაქტიკულად არ კუმულირდება ორგანიზმში. გელის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 5%-ს. კეტოპროფენის კონცენტრაცია სისხლში დამოკიდებულია გამოყენებულ დოზაზე. გელის შეზელიდან 5-8 საათის შემდეგ 50-150 მგ-იანი დოზა პლაზმაში ქმნის 0.08-0.15 მკგ/მლ დონეს. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს და გადანაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში (თითქმის სრულად). მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები
- რევმატოიდული ართრიტი (ანთებითი პროცესის საწყის სტადიაზე, სახსრებში გამოხატული ცვლილებების არარსებობისას);
- მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი;
- მწვავე პოდაგრული, ტრავმული და ინფექციური ართრიტები;
- ოსტეოართროზი;
- ბურსიტი;
- ტენდოვაგინიტი;
- რადიკულიტი;
- ნევრალგია, მიალგია;
- ფლებიტი, პერიფლებიტი, ლიმფანგიტი;
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და რბილი ქსოვილების ტრავმები (ამოვარდნილობა, დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, მენისკის დაზიანება).
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება გარეგანი მოხმარებისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში 15 წლის ზემოთ. ტუბიდან გამოყოფილი გელის 3-5 სმ სიგრძის მონაკვეთი დაიდება და თხელი ფენის სახით თანაბრად გადანაწილდება დაზიანებულ უბანზე, კანში მსუბუქად შეიზილება სრულ შეწოვამდე (მტკივნეული უბნის ზედაპირის სიდიდის მიხედვით შესაძლებელია უფრო მეტი გელის გამოყენება). პრეპარატი გამოიყენება 1-2-ჯერ დღეში.
კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
თერაპიის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შესაძლებელია ოკლუზიური ნახვევების გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, გელის მოხმარების ადგილებზე შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, ქავილი, ურტიკარია, შეშუპება), კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია.
ძალიან იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს ასთმური შეტევები, ანაფილაქსიური რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ერთეულ შემთხვევებში - ინტერსტიციული ნეფრიტი.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების, სალიცილატებისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვან-ეროზიული დაზიანება გამწვავების სტადიაში;
- ქრონიკული დისპეფსია (დისკომფორტი და ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში);
- ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- სისხლდენებისადმი მიდრეკილება;
- ანამნეზში ასთმური შეტევები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
- კანის დაავადებები: ეგზემა, დერმატოზი, ღია და ინფიცირებული ჭრილობები;
- ბავშვთა ასაკი 15 წლამდე;
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
ორსულობა და ლაქტაცია
კეტო-გელის გამოყენება ორსულებში უკუნაჩვენებია. ორსულობის I და II ტრიმესტრში გელი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფზე უარყოფითი ზეგავლენის რისკს.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენება მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის. საჭიროა სიფრთხილის დაცვა, რათა გელი არ აღმოჩნდეს ღია ჭრილობაზე, თვალში ან ლორწოვან გარსებზე. კანზე განვითარებული რეაქციებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კეტო-გელით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში საჭიროა კანის დაზიანებული ნაწილები მოვარიდოთ მზისა და ულტრაიისფერ სხივებს.
გელის გამოყენების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებით, დიურეტიკებითა და ლითიუმის მარილებით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ პრეპარატის ზეგავლენას ავტოტრანსპორტის მართვისას რეაქციების სისწრაფეზე ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება
კეტო-გელის ხანგრძლივი, დიდი დოზებით ან კანის ვრცელ მონაკვეთზე გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები.
შესაძლებელია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების განვითარება: გულძმარვა, გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება ეპიგასტრულ მიდამოში, თავის ტკივილი, თავბრუ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მიუხედავად იმისა, რომ კეტოპროფენი გელის სახით გამოყენებისას კანიდან უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება, არ არის გამორიცხული მისი ურთიერთქმედება მეთოტრექსატთან (ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას).
კეტოპროფენმა შესაძლოა შეამციროს დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტურობა. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებსა და დიურეზულ საშუალებებთან ერთად კეტოპროფენის მიღებისას მატულობს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. კეტოპროფენი ზრდის სულფანილშარდოვანას წარმოებული პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატებისა და ზოგიერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალების (ფენიტოინი) ეფექტურობას.
სისხლდენის რისკის მომატებასთან დაკავშირებით, კეტო-გელისა და პერორალური ანტიკოაგულანტების ან კორტიკოსტეროდების ერთდროული გამოყენებისას, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მუდმივი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
კეტოპროფენისა და საგულე გლიკოზიდების, ლითიუმის პრეპარატების, ციკლოსპორინებისა და მეთოტრექსატის ერთდროული მიღებისას, იზრდება მათი ტოქსიკურობა ექსკრეციის შემცირების გამო. კეტოპროფენმა შესაძლოა შეამციროს მიფეპრისტონის ეფექტი, ამიტომ მიფეპრისტონით მკურნალობის კურსსა და კეტოპროფენით თერაპიის დაწყებას შორის გასული უნდა იყოს არანაკლებ 8 დღე.
არ არის რეკომენდებული კეტოპროფენის დანიშვნა სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებსა და სალიცილატებთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება 15 - 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.