8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00316 ურეცეპტო

ართროკოლი

ARTROCOL

2,5 % 40 გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში

დან18.85 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
მოქმედი ნივთიერება
კეტოპროფენი (Ketoprofen)
მწარმოებელი
Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

2.5%

  • PSP

    ართროკოლი 2.5% 45 გრამიანი გელი

2.5% · 45გრ

  • GPC ყველაზე იაფი

    ართროკოლი გელი 2.5% 45გრ ტუბი #1

    18.85 ₾

    22.18 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ართროკოლი გელი 2.5% 45გრ ტუბი #1

    18.85 ₾

    22.18 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    ართროკოლი 2.5% 45გ გელი

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.

კეტოფლექსი, 5% გელი ტუბი №1 50გრ

კეტოფლექსი

5% გელი ტუბი №1 50გრ

კეტოპროფენი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან9.27 ₾
კეფენტეკი, 30მგ პლასტრი №7

კეფენტეკი

KefenTech

30მგ პლასტრი №7

კეტოპროფენი Jeil Pharmaceutical, კორეა
დან9.64 ₾
ფასტუმ® გელი, გელი 2.5%: 30 გ ტუბი

ფასტუმ® გელი

Fastum® gel

გელი 2.5%: 30 გ ტუბი

კეტოპროფენი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან10.71 ₾
კეტონალი®, 50მგ კაფსულა #25

კეტონალი®

KETONAL®

50მგ კაფსულა #25

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან11.16 ₾
კეტო-გელი, 2.5% 30გ გელი ტუბში

კეტო-გელი

KETO-GEL

2.5% 30გ გელი ტუბში

კეტოპროფენი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.44 ₾
კეტონალი® ფორტე, 100მგ ტაბლეტი #20

კეტონალი® ფორტე

KETONAL® FORTE

100მგ ტაბლეტი #20

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან12.24 ₾
კეტონალი® გელი, 25მგ/გ 50გ გელი ტუბში

კეტონალი® გელი

KETONAL ® Gel

25მგ/გ 50გ გელი ტუბში

კეტოპროფენი Salutas Pharma GmbH, გერმანია
დან13.61 ₾
ფასტენალი, 50მგ/2გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ფასტენალი

50მგ/2გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

კეტოპროფენი სპეციალ პროდუქტს, იტალია
დან14.14 ₾
კეტოფლექსი, 50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

კეტოფლექსი

50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

კეტოპროფენი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან14.42 ₾
კეტოკლინი, 30მგ პლასტირი №7

კეტოკლინი

30მგ პლასტირი №7

კეტოპროფენი სინსინ ფარმაცეუტიკალსი, კორეის რესპუბლიკა
დან17.00 ₾
კეტოკლინი პლასტირი, პლასტირი (ემპლასტრო) 7 პლასტირი №7

კეტოკლინი პლასტირი

პლასტირი (ემპლასტრო) 7 პლასტირი №7

კეტოპროფენი
დან19.99 ₾
კეტონალი ექსტრა პლუსი, 50მგ/2გრ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №12

კეტონალი ექსტრა პლუსი

50მგ/2გრ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №12

კეტოპროფენი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან21.86 ₾
კეტონალი® დუო, 150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30

კეტონალი® დუო

KETONAL® DUO

150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან23.21 ₾
ართროკოლი, 100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

ართროკოლი

Artrocol

100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

კეტოპროფენი Rompharm Company, რუმინეთი
დან25.30 ₾
კეტონალი® საინექციო სხნარი, 100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა #10 და #60

კეტონალი® საინექციო სხნარი

KETONAL®

100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა #10 და #60

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან27.45 ₾

ართროკოლი

ARTROCOL

100მგ რექტალური სუპოზიტორია №10 (5X2)

კეტოპროფენი Magistra C&C, რუმინეთი
ურეცეპტო
ვალუსალი®, 25მგ/გ 30გ და 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ვალუსალი®

VALUSAL®

25მგ/გ 30გ და 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

კეტოპროფენი Grindeks, ლატვია
ურეცეპტო
კეტონალი® რეტარდი, 150მგ რეტარდ ტაბლეტი #20

კეტონალი® რეტარდი

KETONAL® RETARD

150მგ რეტარდ ტაბლეტი #20

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

პროფემიგრი 150 მგ

Profémigr® 150 mg

150მგ გასაყოფი ტაბლეტი №10

კეტოპროფენი სანოფი, თურქეთი
ურეცეპტო
ფებროფიდი, 2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ფებროფიდი

FEBROFID

2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

კეტოპროფენი პოლფარმა, პოლონეთი
ურეცეპტო
ფლამაქსი, 50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10

ფლამაქსი

FLAMAX

50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10

კეტოპროფენი PharmFirm Sotex, რუსეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: გელი

თეთრი, არომატიზებული, ნახევრად გამჭვირვალე, ერთგვაროვანი გელი ჩანართების გარეშე.

02

შემადგენლობა

100 გრამი გელი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 2,5 გ.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი 980, ქლოროკრეზოლი, დინატრიუმის ედეტატი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის სულფიტი უწყლო, პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, ტროლამინი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი, ლავანდის ზეთი.

პრეპარატის ათქ კოდი: M02 AA10

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

კეტოპროფენი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონის მჟავას ჯგუფის წარმოებული. მოქმედების მექანიზმი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთანაა დაკავშირებული. ავლენს ადგილობრივ ანალგეზიურ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციურ მოქმედებას. ადგილობრივად, გელის სახით გამოყენებისას ძალიან ნელა შეიწოვება და პრაქტიკულად არ გროვდება ორგანიზმში. გელის სახით კეტოპროფენის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 5%-ია, რის გამოც ორგანიზმზე მისი მოქმედება მხოლოდ ადგილობრივია და სისტემური ეფექტები არ აღინიშნება.

05

ჩვენებები

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (სახსროვანი სინდრომი პოდაგრის გამწვავებისას, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, იოგების, მყესების ანთებითი დაზიანება, ბურსიტი, იშიაზი, ლუმბაგო);
  • რევმატიული და არარევმატიული წარმოშობის მიალგიები;
  • რბილი ქსოვილებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პოსტტრავმული ანთება (გაურთულებელი ტრავმების სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის სპორტული ტრავმების, ღრძობის, მყესების და იოგების დაჭიმვის ან გაწყვეტის, დაჟეჟილობების, პოსტტრავმული ტკივილების);
  • ვენების (ფლებიტი, პერიფლებიტი), ლიმფური სისხლძარღვებისა და ლიმფური კვანძების (ლიმფანგიტი, ზედაპირული ლიმფადენიტი) ანთებითი დაავადებების კომბინირებული თერაპია.
06

უკუჩვენებები

  • პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ების მიმართ ინდივიდუალურად მომატებული მგრძნობელობა (მ.შ., ანამნეზში);
  • 12 წლამდე ბავშვთა ასაკი;
  • ორსულობის III ტრიმესტრი;
  • ლაქტაცია (ძუძუთი კვება).
07

გვერდითი მოვლენები

აღინიშნა უმნიშვნელო ალერგიული რეაქციები და კანის სიწითლე, კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია. არის ცალკეული მონაცემები თირკმლის უკვე არსებული უკმარისობის გამწვავების შესახებ. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვაა აუცილებელი.

08

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის.
გელის მცირე რაოდენობა (3-5 სმ-ის სიგრძის ზოლი) დაიტანება მტკივნეულ ან ანთების ადგილზე 2-3-ჯერ დღე-ღამეში კანში შეზელვით (რამდენიმე წუთის განმავლობაში). ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

09

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ძალიან დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა. უნებურად გადაყლაპვის შემთხვევაში, გელმა შეიძლება სისტემური გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს გადაყლაპული რაოდენობის შესაბამისად. მათი წარმოქმნის შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომური უნდა იყოს.

10

განსაკუთრებული მითითებები

გელის წასმა კანის იმ უბნებზე, სადაც ისეთი პათოლოგიური ცვლილებები აღინიშნება, როგორიცაა ეგზემა ან აკნე, არ არის სასურველი; ასევე, არ შეიძლება მისი წასმა კანის ინფიცირებულ ადგილებზე ან ღია ჭრილობებზე. დაუშვებელია გელის მოხვედრა ლორწოვან გარსებზე ან თვალებში. გელის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. პრეპარატის გამოყენება ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) ნახვევების ქვეშ არ არის რეკომენდებული. მიუხედავად იმისა, რომ კეტოპროფენის გელის ფორმით მიღებისას პლაზმაში მისი კონცენტრაცია პერორალურ მიღებასთან შედარებით ბევრად დაბალია, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტთათვის, ვისაც ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა აქვს, აგრეთვე, მათთვის, ვინც კუმარინის ჯგუფის ანტიოკოაგულანტებს იღებს. გელის დატანების შემდეგ კანზე გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მკურნალობისას და მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში სასურველია მოერიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, ასევე სოლარიუმს.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების შესახებ.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა, რამეთუ პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში დაბალია.

12

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის მიღება ორსულობის მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციისას (ძუძუთი კვება) უკუნაჩვენებია. პირველ და მეორე ტრიმესტრში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

2,5%-იანი გელი გარეგანი გამოყენებისათვის, ალუმინის ტუბში 40 გ.
ალუმინის ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.