მონოგრაფია Nº 01669 ურეცეპტო
კეფენტეკი
KefenTech
30მგ პლასტრი №7
დან9.64 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- კეტოპროფენი (Ketoprofen)
- მწარმოებელი
- Jeil Pharmaceutical, კორეა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- ბრიუფარმექსპორტი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP ყველაზე იაფი
კეფენტეკი 30მგ 7პლასტირი
1.38 ₾ / ც. × 7
ყიდვა ↗9.64 ₾
11.34 ₾
-
GPC
კეფენტეკი ემპლასტრო პლასტირი 30მგ #7
1.39 ₾ / ც. × 7
ყიდვა ↗9.72 ₾
11.43 ₾
-
ფარმადეპო
კეფენტეკი ემპლასტრო პლასტირი 30მგ #7
1.39 ₾ / ც. × 7
ყიდვა ↗9.72 ₾
11.43 ₾
-
PSP
კეფენტეკი - Kefentech ემპლასტრო 30მგ 7 ცალი
1.63 ₾ / ც. × 7
ყიდვა ↗11.42 ₾
-
ავერსი
კეფენტეკი 30მგ #7 ემპლასტრო
1.63 ₾ / ც. × 7
ყიდვა ↗11.43 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
კეტოფლექსი
5% გელი ტუბი №1 50გრ
ფასტუმ® გელი
Fastum® gel
გელი 2.5%: 30 გ ტუბი
კეტონალი®
KETONAL®
50მგ კაფსულა #25
კეტო-გელი
KETO-GEL
2.5% 30გ გელი ტუბში
კეტონალი® ფორტე
KETONAL® FORTE
100მგ ტაბლეტი #20
კეტონალი® გელი
KETONAL ® Gel
25მგ/გ 50გ გელი ტუბში
ფასტენალი
50მგ/2გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30
კეტოფლექსი
50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ
კეტოკლინი
30მგ პლასტირი №7
ართროკოლი
ARTROCOL
2,5 % 40 გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
კეტოკლინი პლასტირი
პლასტირი (ემპლასტრო) 7 პლასტირი №7
კეტონალი ექსტრა პლუსი
50მგ/2გრ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №12
კეტონალი® დუო
KETONAL® DUO
150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30
ართროკოლი
Artrocol
100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
კეტონალი® საინექციო სხნარი
KETONAL®
100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა #10 და #60
ართროკოლი
ARTROCOL
100მგ რექტალური სუპოზიტორია №10 (5X2)
ვალუსალი®
VALUSAL®
25მგ/გ 30გ და 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
კეტონალი® რეტარდი
KETONAL® RETARD
150მგ რეტარდ ტაბლეტი #20
პროფემიგრი 150 მგ
Profémigr® 150 mg
150მგ გასაყოფი ტაბლეტი №10
ფებროფიდი
FEBROFID
2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
ფლამაქსი
FLAMAX
50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 1 პლასტირი შეიცავს 30 მგ. კეტოპროფენს;
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, იზოპროპილმირისტატი, ალკილაკრილატის და ვინილაცეტატის კოპოლიმერი, ტოკოფეროლის აცეტატი, კონცენტრირებული გლიცერინი, უწყლო ეთანოლი. დამხმარე ნივთიერებები დატანილია სპეციალურ ქსოვილზე.
გამოშვების ფორმა. ტრანსდერმალური პლასტირი.
პლასტირი - სპეციალური ქსოვილის ფუძეზე, რომელზეც დატანილია გამჭვირვალე პასტა; ზემოდან დაფარულია პოლიმერული ფენის დამცავი ქაღალდით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანთებისსაწინააღმდეგო, ანტირევმატიული საშუალება. პროპიონის მჟავას პრეპარატები.
კეტოპროფენი. ათქ კოდი M01AE03.
კეტოპროფენი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაა (ასას), გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიპირეტული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. კეტოპროფენი (და სხვა ასას) ძვლის რეზორბციის ეფექტური დეპრესორია. კერძოდ არილ პროპიონმჟავას კლასი, in vivo მოდელირებისას (კვლევებში), წარმოადგენს ასას ყველაზე ეფექტურ კლასს ოსტეოგენეზის პროცესების მოშლის პრევენციისათვის, ძვლისწარმოქმნის პროცესის უმნიშვნელო შეფერხებით. მისი მექანიზმი ცნობილია როგორც ციკლოოქსიგენაზის შეუქცევადი ინჰიბირება. ციკლოოქსიგენაზა მონაწილეობს დაზიანებული უჯრედებიდან და ხრტილოვანი ქსოვილიდან გამოთავისუფლებული ქიმიური მედიატორების (PG, TX. AT წარმოიქმნებიან არაქიდინის მჟავას მეტაბოლური პროცესების შედეგად) სინთეზში.
კანზე პლასტირის დაკვრის შემდეგ კეტოპროფენი სწრაფად გამოთავისუფლდება. ღრმად ქსოვილებში მისი მოხვედრა ხდება სისხლის მიმოქცევით. ექსტენსიურად უკავშირდება (99,1%) პლაზმის ცილებს. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ კეტოპროფენის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნებოდა სინოვიალურ სითხეში, სახსრის კაფსულაში, ცხიმში. 24 საათიანი გამოყენების შემდეგ კეტოპროფენის რაოდენობა იყო 11.21±3.09 მგ. ( 37.4% საერთო რაოდენობის). ტრანსდერმალური პლასტირის გამოყენებისას კეტოპროფენის საერთო სისტემური ბიოშეღწევადობა არ აღემატებოდა პერორალურად მიღებული კეტოპროფენის სისტემური ბიოშეღწევადობის 10%. კეტოპროფენის პლაზმური კონცენტრაციები, ტრანსდერმალური გამოყენებისას მიღებიდან 24 საათის შემდეგ შენარჩუნებულია 120 ნგ/მლ დონეზე. კეტოპროფენი გამოიყოფა ნაღველისა და შარდის საშუალებით.
კლინიკური მახასიათებლები:
ჩვენებები
ოსტეოართრიტი ( ასევე რევმატოიდული ართრიტი), რბილი ქსოვილების დაზიანება ( რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანება, კონტუზია, სპორტული აქტივობისას მიღებული მწვავე უმნიშვნელო დაზიანებები). ტკივილი დაკავშირებული ლოკალიზებულ ქრონიკულ ანთებით დაავადებებთან ( პერი– და ექსტრასახსროვანი რევმატოიდული დაავადებები), ჩონჩხისა და კუნთების დაავადებებისა და მიოფასციალური სინდრომის მკურნალობა.
ართრიტი
ტენდინიტი
პერიტენდინიტი
მიალგია (კუნთების ტკივილი)
ტრავმით გამოწვეული ტკივილი და შეშუპება
მხრის პერიარტიკულარული ანთება
მხრის ძვლის ეპიკონდილიტი
უკუჩვენებები
კეფენტეკი პლასტირი წინააღმდეგნაჩვენებია პაციენტებში კეტოპროფენის და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ( აგრეთვე პლასტირის შემადგენელი დამხმარე ინგრედიენტების) მიმართ გამოხატული ჰიპერმგრძნობელობით და აუტანლობით.
განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენოთ პლასტირი დაზიანებულ (ღია ჭრილობა) ან ეგზემატოზურ კანზე. კეფენტეკი პლასტირი არ გამოიყენება ლორწოვან გარსზე და თვალზე.
ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის რეაქციაზე ზემოქმედება:
არ არის გამოკვლეული,თუმცა პლასტირის ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ნაკლებად არის მოსალოდნელი.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული, რადგან მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენების შესახებ არ არსებობს.
ბავშვთა ასაკი
ბავშვებში კეფენტეკის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა 7 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციების დარღვევისას.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მოშლით კვლევები არ არის ჩატარებული.
პრეპარის გამოყენება თირკმლის უკმარისობისას.
პაციენტებში თირკმლის მძიმე დაზიანებით, კეფენტეკის პლასტირის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის გორგლოვანი ფილტრაციის ფუნქციის მოშლა, პროსტაგლანდინის სინთეზის დათრგუნვი გამო.
ასეთი პაციენტები საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას, პროლონგირებული თერაპიის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება
პლასტირი გამოიყენება ორჯერ დღეში (დილით და საღამოს) დაზიანებულ უბანზე. მკურნალობის ხანგრძლივობა რამოდენიმე დღიდან 2 თვემდე.
კეფენტეკის პლასტირი შესაძლებელია გამოვიყენოთ პერორალურ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად როგორც დამხმარე თერაპია.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღნიშნული.
გვერდითი რეაქციები.
არ არის გამორიცხული მკურნალობის ხანგრძლივი კურსის დროს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენა, როგორიცაა მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, დისპეპსია, სინათლეზე მომატებული მგრძნობელობა. პლასტირმა შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კეფენტეკის პლასტირი შეიძლება გამოიყენოთ სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
ვარგისობის ვადა
3 წელი
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.