მონოგრაფია Nº 00317 ურეცეპტო
ართროკოლი
ARTROCOL
100მგ რექტალური სუპოზიტორია №10 (5X2)
- მოქმედი ნივთიერება
- კეტოპროფენი (Ketoprofen)
- მწარმოებელი
- Magistra C&C, რუმინეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
კეტოფლექსი
5% გელი ტუბი №1 50გრ
კეფენტეკი
KefenTech
30მგ პლასტრი №7
ფასტუმ® გელი
Fastum® gel
გელი 2.5%: 30 გ ტუბი
კეტონალი®
KETONAL®
50მგ კაფსულა #25
კეტო-გელი
KETO-GEL
2.5% 30გ გელი ტუბში
კეტონალი® ფორტე
KETONAL® FORTE
100მგ ტაბლეტი #20
კეტონალი® გელი
KETONAL ® Gel
25მგ/გ 50გ გელი ტუბში
ფასტენალი
50მგ/2გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30
კეტოფლექსი
50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ
კეტოკლინი
30მგ პლასტირი №7
ართროკოლი
ARTROCOL
2,5 % 40 გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში
კეტოკლინი პლასტირი
პლასტირი (ემპლასტრო) 7 პლასტირი №7
კეტონალი ექსტრა პლუსი
50მგ/2გრ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №12
კეტონალი® დუო
KETONAL® DUO
150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30
ართროკოლი
Artrocol
100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
კეტონალი® საინექციო სხნარი
KETONAL®
100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა #10 და #60
ვალუსალი®
VALUSAL®
25მგ/გ 30გ და 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
კეტონალი® რეტარდი
KETONAL® RETARD
150მგ რეტარდ ტაბლეტი #20
პროფემიგრი 150 მგ
Profémigr® 150 mg
150მგ გასაყოფი ტაბლეტი №10
ფებროფიდი
FEBROFID
2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
ფლამაქსი
FLAMAX
50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: რექტალური სუპოზიტორიები.
თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის, ტორპედოსებური ფორმის სუპოზიტორიები გლუვი ზედაპირით, უსუნო.
შემადგენლობა
1 რექტალური სუპოზიტორია შეიცავს აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი (სუპოცირი AM).
პრეპარატის ათქ კოდი: M01AE03
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. პროპიონის მჟავას წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ართროკოლი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონის მჟავას წარმოებული. ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის დათრგუნვასთან და პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის შემცირებასთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ანთების, ტკივილის და ცხელების პათოგენეზში.
კეტოპროფენის გამოხატული ანალგეზიური მოქმედება განპირობებულია ორი მექანიზმით: პერიფერიულით – პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გზით, და ცენტრალურით, რომელიც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, ასევე მოქმედებით სხვა ნეიროტროპული სუბსტანციების ბიოლოგიურ აქტივობაზე, რომლებიც საკვანძო როლს თამაშობენ ზურგის ტვინში ტკივილის მედიატორების გამოთავისუფლებაში. ამის გარდა, კეტოპროფენს გააჩნია ანტიბრადიკინინური აქტივობა, ახდენს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვან შენელებას რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებში. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია სწრაფია, ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2,4-4 საათის განმავლობაში. ცილებთან, ძირითადად ალბუმინებთან, შეკავშირების ხარისხი – 99%. ნახევარგამოყოფის პერიოდი – დაახლოებით 2 საათი.
კეტოპროფენი სწრაფად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, სინოვიალურ სითხეში. კეტოპროფენის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში უფრო დაბალია, ვიდრე სისხლში, მაგრამ იქ უფრო დიდი ხნის განმავლობაში ყოვნდება, რაც განაპირობებს პრეპარატის ხანგრძლივ მოქმედებას.
კეტოპროფენი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში მიკროსომული ფერმენტების საშუალებით. ორგანიზმიდან, უმეტესწილად, გამოიყოფა გლუკურონის მჟავასთან ერთად კონიუგატის სახით, ძირითადად შარდით, პრეპარატის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა განავლის საშუალებით.
ჩვენებები
ტკივილის თანხლებით მიმდინარე სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესების სიმპტომური თერაპია:
- რევმატოიდული ართრიტი;
- მაანკილოზებელი სპონდილიტი;
- ფსორიაზული ართრიტი;
- რეაქტიული ართრიტი;
- პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
- ოსტეოართროზი;
- რევმატიზმი სახსრის დაზიანების გარეშე (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის კაფსულიტი).
ტკივილის სინდრომი (მათ შორის, პოსტოპერაციული და პოსტტრავმული ტკივილი, ალგოდისმენორეა, ტკივილი სიმსივნური მეტასტაზების დროს).
მიღების წესი და დოზირება
ართროკოლის სუპოზიტორიები განკუთვნილია რექტალური გამოყენებისთვის.
მოზრდილებს ენიშნებათ 1 სუპოზიტორია 1-2-ჯერ დღე-ღამეში.
რექტალური სუპოზიტორიების გამოყენება შეიძლება კეტოპროფენის სხვა, სისტემური ან გარეგანი გამოყენების, სამკურნალო ფორმებთან ერთად. კეტოპროფენის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (მათ შორის, სხვადასხვა სამკურნალო ფორმების გამოყენებისას) შეადგენს 300 მგ.
სუპოზიტორიები ღრმად უნდა შეიყვანოთ სწორ ნაწლავში, დაცლის შემდეგ.
სუპოზიტორიები არ დაანაწევროთ, ვინაიდან შენახვის პირობების ცვლილებამ შეიძლება აქტიური ნივთიერების განაწილების დარღვევა გამოიწვიოს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გამწვავების ფაზაში;
- ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
- სისხლდენისადმი მიდრეკილება;
- არაკომპენსირებული გულის უკმარისობა;
- ოპერაციისშემდგომი პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების შემდეგ;
- ანამნეზში მითითება ბრონქულ ასთმაზე, ჭინჭრის ციებასა და რინიტზე, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით;
- ორსულობის III ტრიმესტრი;
- ლაქტაცია;
- მონაცემები ანამნეზში პროქტიტის და რექტალური სისხლდენის შესახებ;
- 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მეტეორიზმი, დიარეა, სტომატიტი.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, იშვიათად – რინიტი, ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები.
სხვა: იშვიათად – ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები, შუილი ყურებში, მხედველობის დარღვევა, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.
ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
განსაკუთრებული მითითებები
ართროკოლი სიფრთხილით გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ლითიუმის პრეპარატებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, დიურეტიკებთან, მეტოტრექსატთან, დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან და ანტიკოაგულანტებთან ერთად.
კეტოპროფენის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ჰემატოლოგიური მაჩვენებლების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში.
კეტოპროფენი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ არტერიული ჰიპერტენზიის და ორგანიზმში სითხის შეკავებით მიმდინარე გულის დაავადებების მქონე პაციენტებს, რეკომენდებულია არტერიული წნევის მონიტორინგი.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო კეტოპროფენის დანიშვნისას კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, ასევე თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.
კეტოპროფენი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ხანდაზმულ პირებში, გვერდითი ეფექტების განვითარების გაზრდილი რისკის გამო.
კეტოპროფენს, ისევე როგორც სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, შეუძლია შენიღბოს ინფექციური დაავადების სიმპტომები.
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი ეფექტი ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისგან.
ორსულობა და ლაქტაცია
ართროკოლის გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
მესამე ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კეტოპროფენი ამცირებს დიურეზულების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობას, ზრდის პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების და ზოგიერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატის ეფექტურობას. სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, სალიცილატებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ეთანოლთან ერთდროული გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების რისკს. ანტიკოაგულანტებთან, თრომბოლიზურ საშუალებებთან, ანტიაგრეგანტებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის რისკი.
დიურეტიკებთან ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. ერთდროული გამოყენებისას ზრდის საგულე გლიკოზიდების, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების, ლითიუმის პრეპარატების, ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის კონცენტრაციას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისრევა და ღებინება. ასევე შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს; საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ბლისტერში მოთავსებულია 5 სუპოზიტორია. მუყაოს კოლოფში – 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.