8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01232 ურეცეპტო

ფებროფიდი

FEBROFID

2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ფებროფიდი, 2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
მოქმედი ნივთიერება
კეტოპროფენი (Ketoprofen)
მწარმოებელი
პოლფარმა, პოლონეთი
იმპორტიორი საქართველოში
პოლფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.

კეტოფლექსი, 5% გელი ტუბი №1 50გრ

კეტოფლექსი

5% გელი ტუბი №1 50გრ

კეტოპროფენი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან9.27 ₾
კეფენტეკი, 30მგ პლასტრი №7

კეფენტეკი

KefenTech

30მგ პლასტრი №7

კეტოპროფენი Jeil Pharmaceutical, კორეა
დან9.64 ₾
ფასტუმ® გელი, გელი 2.5%: 30 გ ტუბი

ფასტუმ® გელი

Fastum® gel

გელი 2.5%: 30 გ ტუბი

კეტოპროფენი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან10.71 ₾
კეტონალი®, 50მგ კაფსულა #25

კეტონალი®

KETONAL®

50მგ კაფსულა #25

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან11.16 ₾
კეტო-გელი, 2.5% 30გ გელი ტუბში

კეტო-გელი

KETO-GEL

2.5% 30გ გელი ტუბში

კეტოპროფენი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.44 ₾
კეტონალი® ფორტე, 100მგ ტაბლეტი #20

კეტონალი® ფორტე

KETONAL® FORTE

100მგ ტაბლეტი #20

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან12.24 ₾
კეტონალი® გელი, 25მგ/გ 50გ გელი ტუბში

კეტონალი® გელი

KETONAL ® Gel

25მგ/გ 50გ გელი ტუბში

კეტოპროფენი Salutas Pharma GmbH, გერმანია
დან13.61 ₾
ფასტენალი, 50მგ/2გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ფასტენალი

50მგ/2გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

კეტოპროფენი სპეციალ პროდუქტს, იტალია
დან14.14 ₾
კეტოფლექსი, 50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

კეტოფლექსი

50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

კეტოპროფენი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან14.42 ₾
კეტოკლინი, 30მგ პლასტირი №7

კეტოკლინი

30მგ პლასტირი №7

კეტოპროფენი სინსინ ფარმაცეუტიკალსი, კორეის რესპუბლიკა
დან17.00 ₾

ართროკოლი

ARTROCOL

2,5 % 40 გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში

კეტოპროფენი Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან18.85 ₾
კეტოკლინი პლასტირი, პლასტირი (ემპლასტრო) 7 პლასტირი №7

კეტოკლინი პლასტირი

პლასტირი (ემპლასტრო) 7 პლასტირი №7

კეტოპროფენი
დან19.99 ₾
კეტონალი ექსტრა პლუსი, 50მგ/2გრ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №12

კეტონალი ექსტრა პლუსი

50მგ/2გრ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №12

კეტოპროფენი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან21.86 ₾
კეტონალი® დუო, 150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30

კეტონალი® დუო

KETONAL® DUO

150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან23.21 ₾
ართროკოლი, 100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

ართროკოლი

Artrocol

100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

კეტოპროფენი Rompharm Company, რუმინეთი
დან25.30 ₾
კეტონალი® საინექციო სხნარი, 100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა #10 და #60

კეტონალი® საინექციო სხნარი

KETONAL®

100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა #10 და #60

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან27.45 ₾

ართროკოლი

ARTROCOL

100მგ რექტალური სუპოზიტორია №10 (5X2)

კეტოპროფენი Magistra C&C, რუმინეთი
ურეცეპტო
ვალუსალი®, 25მგ/გ 30გ და 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ვალუსალი®

VALUSAL®

25მგ/გ 30გ და 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

კეტოპროფენი Grindeks, ლატვია
ურეცეპტო
კეტონალი® რეტარდი, 150მგ რეტარდ ტაბლეტი #20

კეტონალი® რეტარდი

KETONAL® RETARD

150მგ რეტარდ ტაბლეტი #20

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

პროფემიგრი 150 მგ

Profémigr® 150 mg

150მგ გასაყოფი ტაბლეტი №10

კეტოპროფენი სანოფი, თურქეთი
ურეცეპტო
ფლამაქსი, 50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10

ფლამაქსი

FLAMAX

50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10

კეტოპროფენი PharmFirm Sotex, რუსეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენის ლიზინის მარილი 2,5გ/100,0გ გელი.
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 200, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი, გამოხდილი წყალი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

კეტოპროფენი ეკუთვნის ა არასტეროიდული ჰორმნების ჯგუფს, გელის სახით კარგად აღწევს კანში და ახდენს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ფებროფიდ გელი უზრუნველყოფს სახსრების, მყესების, იოგების, კუნთების, კანის, ვენების, ლიმფური სისხლძარღვებისა და ლიმფური კვანძების დაზიანებების ადგილობრივ მკურნალობას. სახსრების სინდრომის დროს იწვევს ტკივილის შესუსტებას სახსრებში უმოძრაო მდგომარეობის და მოძრაობის დროს, დილას სახსრების შებოჭილობის და შეშუპების შემცირებას. გელის ბიოშეღწევადობა არის 5%. კეტოპროფენის შეწოვილი ნაწილი ებმება სისხლის პლაზმის ცილებს დაახლოებით 99%. პრეპარატის მეტაბოლიზირება ხდება ღვიძლში. მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.
არ კუმულირდება ორგანიზმში.

03

ჩვენებები

გამოიყენება ადგილობრივად, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, სიმპტომური მკურნალობის დროს:

  • ტკივილები ხერხემალში, ნევრალგია, მიალგია,
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები (მათ შორის ართრიტი, ბურსიტი, სინოვიტი, ტენდინიტი, ლუმბაგო),
  • ტრავმები გართულებების გარეშე, კერძოდ სპორტული ტრავმები, ამოვარდნები, ნაღრძობი, იოგების ან მყესთა დაჭიმვა ან გაწყვეტა, დაჟეჟილობა, ტრავმის შემდგომი ტკივილები,
  • კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ვენების (ფლებიტი, პერიფლებიტი), ლიმფური სისხლძარღვების, ლიმფური კვანძების (ლიმფანგიიტი, ზედაპირული ლიმფადენიტი) ანთებითი დაავადებების დროს.
04

მიღების წესი და დოზირება

გარეგანი გამოყენებისათვის.
დღეში 2-3-ჯერ გელის მცირე რაოდენობა (3-5 სმ) დაიტანება კანზე მტკივნეულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილება.
არ არის საჭირო მშრალი სახვევის დადება, ვინაიდან გელი კარგად შეიწოვება კანში, არ გააჩნია სუნი, არ შეიცავს საღებავ ნივთიერებებს, არ ტოვებს ცხიმიან ლაქებს, არ სვრის ტანსაცმელს.

05

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები, კანის ჰიპერემია, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ეგზანთემა, პურპურა.
ყველა თანამდევი (უჩვეულო) ეფექტის წარმოშობის შესახებ, მათ შორის რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

06

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძბობელობა კეტოპროფენის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
  • მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდულ ანთების

საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;

  • სველი დერმატოზები, ეგზემა, ინფიცირებული დაჟეჟილობა, ჭრილობები, დამწვრობები;
  • ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაცია.

კეტოპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმები აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ფეხმძიმობის I და II ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ორსულობის III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

08

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილე
არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა ლორწოვან გარსზე და თვალებში.
არ გამოიყენოთ კანის დაზიანებულ ადგილებზე.
ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავადმყოფებში ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობით.
გამონაყარის წარმოშობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია.
მოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიკური მოწყობილობის მართვის უნარზე
არ მოქმედებს

09

ჭარბი დოზირება

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ, კანზე გარეგანი გამოყენების დროს, არ არსებობს.
შეცდომით პრეპარატის შინაგანი მიღების შემთხვევში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ხშირი და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების სიმპტომები, ისევე, როგორც სისტემური გამოყენების დროს.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ეთანოლთან, კორტიკოტროპინთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლული და სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. ერთდროული დანიშვნა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან, ჰეპარინთან, თრომბოლიტიკებთან, ანტიაგრეგანტებთან, ცეფაპერაზონთან, ცეფამანდოლთან ზრდის სისხლდენის რისკს. კეტოპროფენი ამცირებს ჰიპოტენზიური პრეპარატების და დიურეზული პრეპარატების მოქმედებას (პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება). ზრდის ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას (საჭიროა დოზის კორეგირება). ერთდროული დანიშვნა ნატრიუმის ვალპროატთან იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევას. ზრდის სისხლის პლაზმაში ვერაპამილის და ნიფედიპინის კონცენტრაციას.

11

შენახვის პირობები

შეინახეთ ტემპერატურაზე 15°C-დან 25°C-მდე.
დაიცავით სინათლისაგან.
სამკურნალო საშუალება უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.