8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00315 ურეცეპტო

ართროკოლი

Artrocol

100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10

დან25.30 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ართროკოლი, 100მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
მოქმედი ნივთიერება
კეტოპროფენი (Ketoprofen)
მწარმოებელი
Rompharm Company, რუმინეთი
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

50მგ/1მლ · 2მლ · №5

  • GPC ყველაზე იაფი

    ართროკოლი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #5

    5.06 ₾ / ც. × 5

    25.30 ₾

    29.77 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ართროკოლი ხსნარი საინექციო 50მგ/1მლ 2მლ ამპულა #5

    5.06 ₾ / ც. × 5

    25.30 ₾

    29.76 ₾

    ყიდვა ↗

100მგ · 2მლ · №5

  • PSP

    ართროკოლი - Artrocol 100მგ/2მლ 2მლ 5 ამპულა

    5.95 ₾ / ც. × 5

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: კეტოპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.

კეტოფლექსი, 5% გელი ტუბი №1 50გრ

კეტოფლექსი

5% გელი ტუბი №1 50გრ

კეტოპროფენი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან9.27 ₾
კეფენტეკი, 30მგ პლასტრი №7

კეფენტეკი

KefenTech

30მგ პლასტრი №7

კეტოპროფენი Jeil Pharmaceutical, კორეა
დან9.64 ₾
ფასტუმ® გელი, გელი 2.5%: 30 გ ტუბი

ფასტუმ® გელი

Fastum® gel

გელი 2.5%: 30 გ ტუბი

კეტოპროფენი BERLIN-CHEMIE AG, გერმანია
დან10.71 ₾
კეტონალი®, 50მგ კაფსულა #25

კეტონალი®

KETONAL®

50მგ კაფსულა #25

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან11.16 ₾
კეტო-გელი, 2.5% 30გ გელი ტუბში

კეტო-გელი

KETO-GEL

2.5% 30გ გელი ტუბში

კეტოპროფენი ავერსი ფარმა, საქართველო
დან11.44 ₾
კეტონალი® ფორტე, 100მგ ტაბლეტი #20

კეტონალი® ფორტე

KETONAL® FORTE

100მგ ტაბლეტი #20

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან12.24 ₾
კეტონალი® გელი, 25მგ/გ 50გ გელი ტუბში

კეტონალი® გელი

KETONAL ® Gel

25მგ/გ 50გ გელი ტუბში

კეტოპროფენი Salutas Pharma GmbH, გერმანია
დან13.61 ₾
ფასტენალი, 50მგ/2გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ფასტენალი

50მგ/2გრ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

კეტოპროფენი სპეციალ პროდუქტს, იტალია
დან14.14 ₾
კეტოფლექსი, 50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

კეტოფლექსი

50მგ/1მლ ხსნარი საინექციო ამპულა №10 2მლ

კეტოპროფენი ვეტპრომი, ბულგარეთი
დან14.42 ₾
კეტოკლინი, 30მგ პლასტირი №7

კეტოკლინი

30მგ პლასტირი №7

კეტოპროფენი სინსინ ფარმაცეუტიკალსი, კორეის რესპუბლიკა
დან17.00 ₾

ართროკოლი

ARTROCOL

2,5 % 40 გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბში

კეტოპროფენი Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან18.85 ₾
კეტოკლინი პლასტირი, პლასტირი (ემპლასტრო) 7 პლასტირი №7

კეტოკლინი პლასტირი

პლასტირი (ემპლასტრო) 7 პლასტირი №7

კეტოპროფენი
დან19.99 ₾
კეტონალი ექსტრა პლუსი, 50მგ/2გრ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №12

კეტონალი ექსტრა პლუსი

50მგ/2გრ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №12

კეტოპროფენი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან21.86 ₾
კეტონალი® დუო, 150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30

კეტონალი® დუო

KETONAL® DUO

150მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა №30

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან23.21 ₾
კეტონალი® საინექციო სხნარი, 100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა #10 და #60

კეტონალი® საინექციო სხნარი

KETONAL®

100მგ/2მლ 2მლ საინექციო ხსნარი ამპულა #10 და #60

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
დან27.45 ₾

ართროკოლი

ARTROCOL

100მგ რექტალური სუპოზიტორია №10 (5X2)

კეტოპროფენი Magistra C&C, რუმინეთი
ურეცეპტო
ვალუსალი®, 25მგ/გ 30გ და 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ვალუსალი®

VALUSAL®

25მგ/გ 30გ და 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

კეტოპროფენი Grindeks, ლატვია
ურეცეპტო
კეტონალი® რეტარდი, 150მგ რეტარდ ტაბლეტი #20

კეტონალი® რეტარდი

KETONAL® RETARD

150მგ რეტარდ ტაბლეტი #20

კეტოპროფენი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

პროფემიგრი 150 მგ

Profémigr® 150 mg

150მგ გასაყოფი ტაბლეტი №10

კეტოპროფენი სანოფი, თურქეთი
ურეცეპტო
ფებროფიდი, 2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ფებროფიდი

FEBROFID

2.5% 30 გ და 50 გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

კეტოპროფენი პოლფარმა, პოლონეთი
ურეცეპტო
ფლამაქსი, 50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10

ფლამაქსი

FLAMAX

50მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ქარვისფერი მინის ამპულა №10

კეტოპროფენი PharmFirm Sotex, რუსეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.

გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

02

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კეტოპროფენი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: არგინინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: M01AE03

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

არაასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. პროპიონის მჟავას წარმოებულები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ართროკოლი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პროპიონის მჟავას წარმოებული. ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2-ის აქტივობის დათრგუნვასთან და პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის შემცირებასთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ანთების, ტკივილის და ცხელების პათოგენეზში.
კეტოპროფენის გამოხატული ანალგეზიური მოქმედება განპირობებულია ორი მექანიზმით: პერიფერიულით – პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გზით, და ცენტრალურით, რომელიც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, ასევე მოქმედებით სხვა ნეიროტროპული სუბსტანციების ბიოლოგიურ აქტივობაზე, რომლებიც საკვანძო როლს თამაშობენ ზურგის ტვინში ტკივილის მედიატორების გამოთავისუფლებაში. ამის გარდა, კეტოპროფენს გააჩნია ანტიბრადიკინინური აქტივობა, ახდენს ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაციას, იწვევს ნეიტროფილების აქტივობის მნიშვნელოვან შენელებას რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებში. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

05

ფარმაკოკინეტიკა

ბიოშეღწევადობა 90%-ს შეადგენს. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთში. ცილებთან, ძირითადად ალბუმინებთან, შეკავშირების ხარისხი _ 99%. გადანაწილების მოცულობა შეადგენს 0,1-0,2 ლ/კგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი _ დაახლოებით 2 საათი.
კეტოპროფენი ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, აღწევს სინოვიალურ სითხეში. კეტოპროფენის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში სისხლთან შედარებით დაბალია, მაგრამ უფრო დიდხანს ნარჩუნდება, რაც პრეპარატის ხანგრძლივ მოქმედებას განაპირობებს.
ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად (50%-ზე მეტი მეტაბოლიტების სახით), 1% გამოიყოფა განავალთან ერთად.

06

ჩვენებები

ტკივილის თანხლებით მიმდინარე სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესების სიმპტომური თერაპია:

  • რევმატოიდური ართრიტი;
  • მაანკილოზებელი სპონდილიტი;
  • ფსორიაზული ართრიტი;
  • რეაქტიული ართრიტი;
  • პოდაგრა, ფსევდოპოდაგრა;
  • რევმატიზმი სახსრის დაზიანების გარეშე (ტენდინიტი, ბურსიტი, მხრის კაფსულიტი).

ტკივილის სინდრომი (მათ შორის, ოპერაციის შემდგომი და პოსტტრავმატული ტკივილები, ალგოდისმენორეა, ტკივილები სიმსივნური მეტასტაზების დროს).

07

მიღების წესი და დოზირება

ართროკოლი გამოიყენება კუნთებში შესაყვანად. შეყავთ პრეპარატის 2 მლ (100 მგ) 1-2 ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს. გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე დღეს.

08

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გამწვავების ფაზაში;
  • ღვიძლის და თირკმელების გამოხატული დარღვევები;
  • მიდრეკილება სისხლდენისადმი;
  • არაკომპენსირებული გულის უკმარისობა;
  • ოპერაციისშემდგომი პერიოდი აორტოკორონარული შუნტირების შემდეგ;
  • ანამნეზში მითითება ბრონქულ ასთმაზე, ჭინჭრის ციებასა და რინიტზე, რომლებიც გამოწვეულია აცეტილცალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით;
  • ორსულობის III ტრიმესტრი;
  • ლაქტაცია;
  • 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.
09

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია ტკივილები კუჭის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი; იშვიათად – სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – ასთენია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
სხვა: იშვიათად – ტრანზიტორული დიზურია, გამონაყარი კანზე.

10

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სტაციონარის პირობებში.
ართროკოლი სიფრთხილით გამოიყენება ერთდოულად აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ლითიუმის პრეპარატებთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, დიურეტიკებთან, მეტოტრექსატთან და ანტიდიაბეტურ საშუალებებთან.
სიფრთხილით ენიშნებათ პრეპარატი პაციენტებს ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით, ბრონქული ასთმის, რინიტის, ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლიპების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, ხანდაზმულ ადამიანებს. ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნისას იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი.
პრეპარატ ართროკოლის გამოყენების ფონზე საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.

ართროკოლის გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

11

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ართროკოლის გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ვინაიდან კეტოპროფენი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ართროკოლთან ერთდროულად გამოყენებადი ანტიკოაგულანტების, დიფენილჰიდანტოინის ან გოგირდის შემცველი პრეპარატების დოზები უნდა იქნას შემცირებული.
აძლიერებს ჰეპარინის, ტიკლოპიდინის, კორტიკოსტეროიდების, პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების და ალკოჰოლის ეფექტს, ასუსტებს სპირონოლაქტონის, პერიფერიული ვაზოდილატატორების ეფექტს.
კეტოპროფენი ზრდის მეთოტრექსატის ტოქსიკურობას.
კეტოპროფენის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება პრობენეციდის (თრგუნავს თირკმლის ექსკრეციას) ფონზე.

13

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, თვლემა, გულისრევა და ღებინება. ასევე შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზია, სუნთქვის დათრგუნვა.
მკურნალობა: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს; აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ სიმპტომურ თერაპიას.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

საინექციო ხსნარი.
ყვითელი ფერის 5 მინის 2 მლ-იანი ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 ან 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

16

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.