8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05166 ურეცეპტო

ველაქტოზ-ა

VELAKTOZ-A

200მლ სუსპენზია

ველაქტოზ-ა, 200მლ სუსპენზია
მოქმედი ნივთიერება
ლაქტულოზა (Lactulose)
მწარმოებელი
HONOR PHARMA INDUSTRY, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოსმოსური თვისებების მქონე
იმპორტიორი საქართველოში
3 D pharma
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლაქტულოზა. ჯერ ყველაზე იაფი.

ლაქტულოზა პოლფარმექსი, 7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი

7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი, პოლონეთი
დან11.19 ₾
დუფალაკი, 667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

დუფალაკი

667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

ლაქტულოზა ებოტი, გერმანია
დან12.97 ₾
Duphalac, 667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

Duphalac

667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

ლაქტულოზა
დან15.25 ₾
ლაქტულოზა ლაინკო, 667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო

667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო, ესპანეთი
დან17.67 ₾
დუფალაკი, 667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
დან22.53 ₾
მედულაკი, 667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

მედულაკი

667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

ლაქტულოზა ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან24.57 ₾

მედულაკ-WM

MEDULAC-WM

667მგ/მლ 180მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი N1

ლაქტულოზა ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან28.90 ₾
პერისტალიდი, 667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

პერისტალიდი

PERISTALID

667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან29.16 ₾

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 1000მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
ნორმაზე, 200 მლ სიროფი

ნორმაზე

Normaze

200 მლ სიროფი

ლაქტულოზა PSP
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

Prunus domestica- შავი ქლიავის ექსტრაქტი -100,0 მგ / მლ
Lactulose- ლაქტულოზა - 562,0 მგ / მლ.

02

ზოგადი დახასიათება

უფერო ან მკრთალი მოყავისფრო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ბლანტი სითხე, ტკბილი გემოთი.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საფაღარათე საშუალება, ის ათხელებს განავლოვან მასებს და აადვილებს დეფეკაციას ნაწლავებში სითხის შეწოვის გზით - შიგთავსის ოსმოსური წნევის გაზრდის ხარჯზე.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაქტულოზა წარმოადგენს ლაქტოზის სინთეზურ წარმოებულს. იგი არ იშლება კუჭსა და წვრილ ნაწლავებში შესაბამისი ფერმენტების არარსებობის გამო და არ შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ასტიმულირებს პერისტალტიკას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და კალციუმის მარილების შეწოვას, ზრდის ამიაკის დიფუზიას სისხლიდან კუჭ-ნაწლავში და ხელს უწყობს მის გამოყოფას ორგანიზმიდან.

ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად, ლაქტულოზა მსხვილ ნაწლავში იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავეებად - ძირითადად რძემჟავად, ნაწილობრივ ჭიანჭველმჟავად და ძმარმჟავად. ამ დროს მსხვილი ნაწლავის სანათურში მატულობს ოსმოსური წნევა და მცირდება pH, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენს განავლის კონსისტენციის ნორმალიზაციას. რაც ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას და ნაწლავების დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას.

ამონიუმის შეკავშირებული იონების გამოყოფა ხორციელდება საფაღარათო ეფექტის განვითარებისას. საფაღარათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ. გარდა ამისა, განავალთან ერთად ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს, რის შედეგადაც მცირდება სისხლსა და ნაღველში ქოლესტერინის შემცველობა.
გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის დათრგუნვის უნარი.
არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას. არ იწვევს შეჩვევას.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ან ღვიძლისმიერი კომის/პრეკომის დროს პრეპარატის ეფექტს მიაწერენ აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაქტობაქტერიები) რაოდენობის ზრდის ხარჯზე პროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვას; მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას; ოსმოსური ეფექტისა და pH-ის შემცირების ხარჯზე ნაწლავების დაცლას; ასევე, აზოტშემცველი ტოქსიური ნივთიერებების შემცირებას იმ ბაქტერიების სტიმულაციის გზით, რომლებიც ახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის.

05

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია დაბალია. არ შეიწოვება, აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იშლება ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად. 45-70 მლ-მდე დოზების შემთხვევაში მთლიანად მეტაბოლიზდება; უფრო მაღალი დოზირებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

შავი ქლიავის ექსტრაქტი - მთავარი სამკურნალო ღირებულება განპირობებულია მასში შემევალი პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით (შეიცავს C, B3ვიტამინს და კაროტინს, ფოლიუმს,კალიუმს,ფოსფორს, რკინას, მანგანუმს, მაგნიუმს, ქრომს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს) გამოირჩევა ანტიკარცენოგენული, ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით, ის ადამიანის ნაწლავებში ლპობის პროცესს აბრკოლებს, მოქმედებს პირობითპათოგენურ მიკროფლორაზე, აძლიერებს პერისტალტიკას, ახასიათებს საფაღარათო, მცირედ ნაღველმდენი თვისებები.

ველაქტოზ-ა-ს ჩვენებები:

  • ქრონიკული ყაბზობა: ბავშვებში, მოხუცებულებსა და ორსულ ქალებში (არახშირი დეფეკაცია, მშრალი და მყარი განავალი)
  • მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია;
  • განავლის გათხელების საჭიროება სამედიცინო მიზნით (ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილნაწლავზე და ანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი);
  • ასევე ;
  • თუ პაციენტს აქვს ბუასილი
  • თუ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ანალურ ხვრელზე ან მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილზე
  • ნაწლავური დისბაქტერიოზი;
  • ლპობითი დისპეპსიის სინდრომი (ადრეული ასაკის ბავშვებში მწვავე კვებისმიერი მოწამვლის შედეგად);
  • სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტი, სალმონელამტარებლობა;
  • ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰიპერამონიემია.
  • ინტოქსიკაცია
06

მიღების წესი და დოზირება

მიიღება შიგნით. მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებს ექიმი ადგენს. ყაბზობის მკურნალობისას და განავლის გათხელების მიზნით:: პრეპარატი მიიღება დღეში 1-ჯერ დილით ჭამის დროს. კლინიკური ეფექტი ვლინდება 1-2 დღის შემდეგ. დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

მოზრდილებში:საწყისი დოზა - 15-45 მლ, შემანარჩუნებელი - 10-25 მლ.
ბავშვებში:3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5 მლ, შემანარჩუნებელი - 5 მლ.
3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მლ, შემანარჩუნებელი - 5-10 მლ.
7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მლ, შემანარჩუნებელი - 10 მლ. როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ნაწლავური დისბაქტერიოზის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზები): მოზრდილებში: 10 მლ; ბავშვებში: 7 წლიდან და ზემოთ -10 მლ; 4-7 წელი - 5 მლ; 1-3 წელი - 3 მლ; 1 წლამდე - 1.5-3 მლ. სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტის დროს: პირველი 10-12 დღის განმავლობაში 15 მლ 3-ჯერ დღეში. ერთ კვირიანი შუალედის შემდეგ იგივე დოზით 5-ჯერ დღეში.

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის დროს: დასაწყისში 30-45 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში. შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე იმ გათვლით, რომ რბილი განავლის (pH მაჩვენებლით 5.0-5.5 საზღვრებში) სიხშირე არ აღემატებოდეს დღე-ღამეში 2-3-ს. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შიგნით მიღება შეუძლებელია, იგი ინიშნება ოყნის სახით: პრეპარატის 300 მლ იხსნება 700 მლ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში.

07

განსაკუთრებული მითითებები

1. ორსულობა და ლაქტაცია უკუჩვენებას არ წარმოადგენს, I ტრიმესტრში გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

2. სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

3. თითოეული ავადმყოფისათვის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.

4. ანტაციდებთან ერთად მიღებისას პრეპარატის მოქმედება სუსტდება.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ლაქტულოზას თერაპიული ეფექტის დაქვეითება.

ანტაციდებთან ერთად გამოყენებისას ლაქტულაზას მოქმედება სუსტდება, ვინაიდან ისინი pH -ის შემცირებას ეწინააღმდეგებიან.

09

გვერდითი მოვლენები

უჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინებაძალიან იშვიათად, ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მოშლა.

10

ჭარბი დოზირება

სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება. შესაძლო სიმპტომები: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, მკურნალობა: პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.

11

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • გალაქტოზემია;
  • ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა;
  • ნაწლავთა გაუვალობა,ნაწლავის ობსტრუქცია, კოლატომია, ელიტომია

ავტომობილის მართვისა უნარზე ზეგავლენა ზეგავლენას არ ახდენს.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

200მლ სუსპენზია შიგნით მისარებად

13

შენახვის პირობები

ინახება მშრალ და ბნელ ადგილას 15-250C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

14

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.