8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04219 ურეცეპტო

ლაქტოფილტრუმი

LACTOFILTRUM

355მგ + 120მგ ტაბლეტი №60

ლაქტოფილტრუმი, 355მგ + 120მგ ტაბლეტი №60
მოქმედი ნივთიერება
Hydrolyzed lignin ლაქტულოზა (Lactulose)
მწარმოებელი
AVVA RUS, რუსეთი
იმპორტიორი საქართველოში
GL Farma
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Hydrolyzed lignin + ლაქტულოზა. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

სავაჭრო დასახელება: ლაქტოფილტრუმი®

სამკურნალო პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული ან ქიმიური (ჯგუფური) დასახელება: ლაქტულოზა + ლიგნინი ჰიდროლიზური

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები

1 ტაბლეტის შემადგენლობა:

ჰიდროლიზური ლიგნინი

(მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით) 355 მგ

ლაქტულოზა (100% ნივთიერებაზე გააგარიშებით) 120 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის კროსკარმელოზა 20 მგ

მაგნიუმის სტეარატი 5 მგ

მიკროკრისტალური ცელულოზა 550 მგ

მასის ტაბლეტის მიღებამდე

02

ზოგადი დახასიათება

: მუქი ყავისფერი ტაბლეტები მოთეთრო-რუხი ჩანართებით, კაფსულისმაგვარი ორმხრივამოზნექილი ფორმის, ჭდით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ენტეროსორბენტი.

ათქ-კოდი: A07BC.

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი აქტიური კომპონენტების – ლიგნინის და ლაქტულოზას თვისებებით.

ჰიდროლიზური ლიგნინი - ბუნებრივი ენტეროსორბენტი, რომელიც შედგება მერქნის კომპონენტების ჰიდროლიზის პროდუქტებისგან, გააჩნია მაღალი ადსორბციული აქტივობა და არასპეციფიკური დეზინტოქსიკაციური მოქმედება. ნაწლავში ბოჭავს პათოგენურ ბაქტერიებს და ბაქტერიულ ტოქსინებს, სამკურნალო პრეპარატებს, მძიმე მეტალების მარილებს, ალკოჰოლს, ალერგენებს, ასევე ნივთიერებათა ცვლის ზოგიერთი პროდუქტის სიჭარბეს, მათ შორის ბილირუბინს, ქოლესტერინს, ჰისტამინს, სეროტონინს, შარდოვანას, სხვა ენდოგენური ტოქსიკოზის გამომწვევ მეტაბოლიტებს, და ხელს უწყობს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან.

არ არის ტოქსიკური, არ შეიწოვება, მთლიანად გამოიყოფა ნაწლავიდან 24 საათის განმავლობაში.

ლაქტულოზა წარმოადგენს სინთეზურ დისაქარიდს, რომლის მოლეკულა შედგება გალაქტოზას და ფრუქტოზას ნარჩენებისგან. ლაქტულოზა არ შეიწოვება და არ ჰიდროლიზდება კუჭსა და ნაწლავის ზედა ნაწილში. ტაბლეტიდან გამოთავისუფლებული ლაქტულოზა მსხვილ ნაწლავში სუბსტრატის სახის ფერმენტირდება ნაწლავის ნორმალური მიკროფლორით, ახდენს რა ბიფიდობაქტერიების და ლაქტობაცილების ზრდის სტიმულირებას. ლაქტულოზას ჰიდროლიზის შედეგად მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება ორგანული მჟავები - რძემჟავა, ძმარმჟავა და ჭიანჭველამჟავა, რომლებიც თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას და ამცირებენ აზოტის შემცველ ტოქსიკური ნივთიერებების პროდუქციას. აღნიშნული პროცესი იწვევს მსხვილი ნაწლავის სანათურში ოსმოსური წნევის ზრდას და პერისტალტიკის სტიმულირებას.

პრეპარატის კომპლექსური მოქმედება მიმართულია მსხვილ ნაწლავში ნორმალური მიკრობიოცენოზის აღდგენასა და ენდოგენური ტოქსიკური მდგომარეობების ინტენსივობის დაქვეითებისკენ.

პრეპარატის გამოყენება ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზის) კომპლექსურ თერაპიაში იწვევს თერაპიის ეფექტურობის ზრდას, მათ შორის საშოში ლაქტობაცილების რაოდენობის ზრდას, ასევე პირობით-პატოგენური ფლორის ეფექტურ დათრგუნვას.

04

ჩვენებები

ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა (ნაწლავის დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ალერგიული დაავადებების (ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრის ციება), ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზი) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

05

უკუჩვენებები

პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, ნაწლავთა გაუვალობა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, გალაქტოზემია. არასასურველია პრეპარატის გამოყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების, ნაწლავთა ატონიის დროს.

06

მიღების წესი და დოზირება

შიგნით, საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტის წინასწარ დაფხვნის შემდეგ, წყლის დაყოლებით, ერთი საათით ადრე ჭამამდე და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებამდე.

ნაწლავთა დისბაქტერიოზის დროს:

  • მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,
  • 8-დან - 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,
  • 3-დან - 7 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში,
  • 1-დან - 3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზის) დროს:

2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა - 2-3 კვირა.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება და განმეორებითი კურსების ჩატარება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

07

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ, იშვიათად – დიარეა, მეტეორიზმი.

08

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: შეკრულობა, ტკივილი მუცლის არეში.

მკურნალობა: პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ერთდროულად შიგნით მიღებისას შესაძლებელია სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტის დაქვეითება.

10

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად ცალკე მიღების წესის დაცვის შემთხვევაში.

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ტალეტები.

15 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის დაბეჭდილი ლაქირებული ფოლგისაგან.

4 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვას 15-15 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

12

ვარგისობის ვადა

3 წელი. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

13

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან და სინოტივისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30ºჩ ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

14

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ლაქტულოზა პოლფარმექსი, 7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი

7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი, პოლონეთი
დან11.19 ₾
დუფალაკი, 667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

დუფალაკი

667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

ლაქტულოზა ებოტი, გერმანია
დან12.97 ₾
Duphalac, 667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

Duphalac

667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

ლაქტულოზა
დან15.25 ₾
ლაქტულოზა ლაინკო, 667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო

667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო, ესპანეთი
დან17.67 ₾
დუფალაკი, 667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
დან22.53 ₾
მედულაკი, 667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

მედულაკი

667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

ლაქტულოზა ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან24.57 ₾
ლაქსაკოლი, 200მლ სიროფი 1 ფლაკონი №1 200 მლ

ლაქსაკოლი

200მლ სიროფი 1 ფლაკონი №1 200 მლ

გლიცერინი + ლაქტულოზა
დან28.85 ₾

მედულაკ-WM

MEDULAC-WM

667მგ/მლ 180მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი N1

ლაქტულოზა ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან28.90 ₾
პერისტალიდი, 667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

პერისტალიდი

PERISTALID

667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან29.16 ₾

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 1000მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
ველაქტოზ-ა, 200მლ სუსპენზია

ველაქტოზ-ა

VELAKTOZ-A

200მლ სუსპენზია

ლაქტულოზა HONOR PHARMA INDUSTRY, თურქეთი
ურეცეპტო
ნორმაზე, 200 მლ სიროფი

ნორმაზე

Normaze

200 მლ სიროფი

ლაქტულოზა PSP
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.