8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02400 ურეცეპტო

პერისტალიდი

PERISTALID

667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

დან29.16 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
პერისტალიდი, 667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
მოქმედი ნივთიერება
ლაქტულოზა (Lactulose)
მწარმოებელი
Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოსმოსური თვისებების მქონე
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

667მგ/1მლ · 200მლ

  • GPC

    პერისტალიდი სიროფი 667მგ/1მლ 200მლ ფლაკონი #1

    · მარაგში არ არის

  • ფარმადეპო

    პერისტალიდი სიროფი 667მგ/1მლ 200მლ ფლაკონი #1

    · მარაგში არ არის

667მგ/მლ · 200მლ

  • PSP

    პერისტალიდი - Peristalid 667მგ/მლ სუსპენზია 200მლ Gmp

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლაქტულოზა. ჯერ ყველაზე იაფი.

ლაქტულოზა პოლფარმექსი, 7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი

7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი, პოლონეთი
დან11.19 ₾
დუფალაკი, 667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

დუფალაკი

667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

ლაქტულოზა ებოტი, გერმანია
დან12.97 ₾
Duphalac, 667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

Duphalac

667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

ლაქტულოზა
დან15.25 ₾
ლაქტულოზა ლაინკო, 667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო

667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო, ესპანეთი
დან17.67 ₾
დუფალაკი, 667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
დან22.53 ₾
მედულაკი, 667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

მედულაკი

667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

ლაქტულოზა ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან24.57 ₾

მედულაკ-WM

MEDULAC-WM

667მგ/მლ 180მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი N1

ლაქტულოზა ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან28.90 ₾

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 1000მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
ველაქტოზ-ა, 200მლ სუსპენზია

ველაქტოზ-ა

VELAKTOZ-A

200მლ სუსპენზია

ლაქტულოზა HONOR PHARMA INDUSTRY, თურქეთი
ურეცეპტო
ნორმაზე, 200 მლ სიროფი

ნორმაზე

Normaze

200 მლ სიროფი

ლაქტულოზა PSP
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

პერისტალიდი მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებებს.
პერისტალიდი გამოიყენება:

  • ნაწლავთა ხანგრძლივი დისფუნქციის (ქრონიკული ყაბზობის);
  • ნაწლავთა სალმონელოზური ანთების (ენტერიტის);
  • ჰემოროიდული კვანძების, ანალური ნახეთქების, ანალური ფისტულების (არხი, რომელიც წარმოიქმნება მაგ.: სწორ ნაწლავსა და სხვა ორგანოებს შორის), ანალური აბსცესების, სწორი ნაწლავის წყლულების და ანუსზე ან სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციების დროს.

პერისტალიდი გამოიყენება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის ჩათვლით.
სიმპტომების გაუარესების ან დადებითი დინამიკის არარსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

02

უკუჩვენებები

ნუ მიიღებთ პერისტალიდს, თუ

  • გაწუხებთ ალერგია ლაქტულოზას მიმართ.
  • გაწუხებთ ნაწლავური გაუვალობა.
03

განსაკუთრებული მითითებები

პერისტალიდის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ

  • ყაბზობა დარჩა ან განახლდა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ;
  • გაქვთ დიაბეტი და იღებთ პერისტალიდს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობის მიზნით, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის მატება გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე მედიკამენტი.
პერისტალიდი გავლენას ახდენს მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობაზე, ამიტომ აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ იღებთ 5-ამინოსალიცილის მჟავას წარმოებულებს, როგორიცაა მესალამინი, რადგან მათი მოქმედება დამოკიდებულია ნაწლავურ pH-ზე.
პერისტალიდის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პერისტალიდის მიღება დასაშვებია წყალთან ან წვენებთან, ასევე საკვებთან (იოგურტი) ერთად. მიღება უმჯობესია უზმოზე.

04

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
პერისტალიდი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
პერისტალიდი შეიცავს ლაქტოზას
ნახშირწყლების აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
პერისტალიდი შეიცავს გალაქტოზას
ნახშირწყლების აუტანლობის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს.
შეიცავს 5.5 გ-მდე გალაქტოზას დოზის ერთეულში, რაც გასათვალისწინებელია დიაბეტიან პაციენტებში.

3. პერისტალიდის გამოყენება
მედიკამენტი მიიღება გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის და ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ექიმთან.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები:

  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, პრეკომისა და კომის ჩათვლით: საწყისი დოზა - 30-50 მლ 3-ჯერ დღეში. შემდგომში, დიარეის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დოზის კორექცია.
  • ქრონიკული ყაბზობა, ჰემოროიდული კვანძები, ანალური ნახეთქები, ანალური ფისტულები, ანალური აბსცესები, სწორი ნაწლავის წყლულები და ანუსზე ან სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციები: 10-45 მლ დღეში პირველი 3 დღის განმავლობაში, მე-40-ე დღიდან 10-25 მლ დღეში.
  • სალმონელოზური ენტერიტი: 15 მლ 3-ჯერ დღეში 10-12 დღის განმავლობაში, 7 დღიანი შესვენება და შემდგომ 15 მლ 5-ჯერ დღეში 10-12 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში კვლავ 7 დღიანი შესვენება და 30 მლ 3-ჯერ დღეში 10-12 დღის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

ქრონიკული ყაბზობა და ჰემოროიდული კვანძები, ანალური ნახეთქები, ანალური ფისტულები, ანალური აბსცესები, სწორი ნაწლავის წყლულები და ანუსზე ან სწორ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციები

სალმონელოზური ენტერიტი

7-14 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

15 მლ დღეში პირველი 3 დღის განმავლობაში,

მე-4-ე დღიდან შემანარჩუნებელი დოზა 10 მლ დღეში.

მოზრდილთა დოზის 1/2, იგივე სქემით

1-6 წლამდე ასაკის ბავშვები

5-10 მლ დღეში

მოზრდილთა დოზის 1/2, იგივე სქემით

ჩვილები

5 მლ დღეში

-

05

მიღების წესი და დოზირება

  • დოზირება ხდება თანდართული საზომი საშუალებით.
  • პერისტალიდის ეფექტი შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის შემდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია მედიკამენტის რეგულარული მიღება.
  • საჭიროა დოზის თანდათან კორექცია ასაკის შესაბამისად ისე, რომ დღეში 2-3-ჯერ მოხდეს დეფეკაცია შერბილებული (ფეკალური) მასებით და არ განვითარდეს დიარეა.
06

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თავის ტკივილს და დიარეას.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ საჭირო დოზა შეძლებისდაგვარად სწრაფად.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პერისტალიდის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

07

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, პერისტალიდსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა მეტეორიზმის (შებერილობის) განვითარება, რაც, ჩვეულებრივ, გაივლის მკურნალობის პროცესში.
მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში (ჰიპერდოზირება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობა) შესაძლოა დიარეის განვითარება.

08

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გახსნიდან 2 თვის განმავლობაში.
ნუ გამოიყენებთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების ვადად მიიჩნევა შესაბამისი თვის ბოლო დღე.
ნუ გამოიყენებთ მედიკამენტს, თუ შენიშნეთ დაზიანების ნიშნები.
გამოუყენებელ მედიკამენტს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.

09

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

პერისტალიდის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზა.
არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს.

პერისტალიდის გამოშვების ფორმა
პერისტალიდი წარმოადგენს გამჭვირვალე, წებოვან, უფეროდან მკრთალ მოყავისფრო-მოყვითალო სიროფს.
პერისტალიდი გამოდის 200 მლ-იანი III ტიპის ნარინჯისფერ შუშის ბოთლში, 20 მლ მოცულობის საზომი საშუალებით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.