8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01052 ურეცეპტო

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10

დან22.53 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
დუფალაკი, 667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10
მოქმედი ნივთიერება
ლაქტულოზა (Lactulose)
მწარმოებელი
Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოსმოსური თვისებების მქონე
იმპორტიორი საქართველოში
MSD
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

15მლ · 15მლ · №10

  • PSP ყველაზე იაფი

    დუფალაკი - Duphalac 10 პაკეტი 15მლ

    2.25 ₾ / ც. × 10

    22.53 ₾

    26.50 ₾

    ყიდვა ↗
  • ავერსი

    დუფალაკი (ლაქტულოზა)15მლ#10პაკ

    2.64 ₾ / ც. × 10

667მგ/1მლ · 15მლ · №10

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    დუფალაკი სიროფი 667მგ/1მლ 15მლ პაკეტი #10

    2.27 ₾ / ც. × 10

    22.72 ₾

    26.73 ₾

    ყიდვა ↗
  • GPC ყველაზე იაფი

    დუფალაკი სიროფი 667მგ/1მლ 15მლ პაკეტი #10

    2.27 ₾ / ც. × 10

    22.72 ₾

    26.73 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლაქტულოზა. ჯერ ყველაზე იაფი.

ლაქტულოზა პოლფარმექსი, 7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი

7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი, პოლონეთი
დან11.19 ₾
დუფალაკი, 667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

დუფალაკი

667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

ლაქტულოზა ებოტი, გერმანია
დან12.97 ₾
Duphalac, 667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

Duphalac

667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

ლაქტულოზა
დან15.25 ₾
ლაქტულოზა ლაინკო, 667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო

667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო, ესპანეთი
დან17.67 ₾
მედულაკი, 667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

მედულაკი

667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

ლაქტულოზა ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან24.57 ₾

მედულაკ-WM

MEDULAC-WM

667მგ/მლ 180მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი N1

ლაქტულოზა ABC PHARMACEUTICI, იტალია
დან28.90 ₾
პერისტალიდი, 667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

პერისტალიდი

PERISTALID

667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან29.16 ₾

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 1000მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
ველაქტოზ-ა, 200მლ სუსპენზია

ველაქტოზ-ა

VELAKTOZ-A

200მლ სუსპენზია

ლაქტულოზა HONOR PHARMA INDUSTRY, თურქეთი
ურეცეპტო
ნორმაზე, 200 მლ სიროფი

ნორმაზე

Normaze

200 მლ სიროფი

ლაქტულოზა PSP
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1. რა არის დუფალაკი და მისი გამოყენება
დუფალაკი შეიცავს საფაღარათე საშუალებას, რომელსაც ეწოდება ლაქტულოზა. ის არბილებს განავლოვან მასებს და აადვილებს მათ დეფეკაციას ნაწლავებში სითხის შეწოვის გზით.

დუფალაკი გამოიყენება ყაბზობის სამკურნალოდ (არახშირი დეფეკაცია, მშრალი და მყარი განავალი) რბილი განავლის ფორმირების მიზნით. მაგალითად:

  • თუ პაციენტს აქვს ბუასილი
  • თუ პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია ანალურ ხვრელზე ან მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილზე

დუფალაკი გამოიყენება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის სამკურნალოდ, რომელიც ცნობილია პორტო-სისტემური ენცეფალოპათიის სახელწოდებით (ღვიძლის დაავადება, რომელიც იწვევს აზროვნების დარღვევას, ტრემორს, ცნობიერების ცვლილებას კომის ჩათვლით).

02

უკუჩვენებები

დუფალაკი არ მიიღება:

  • თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ლაქტულოზას ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
  • თუ პაციენტს აწუხებს გალაქტოზემია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს არ შეუძლია გალაქტოზის შეწოვა);
  • ნაწლავების ობსტრუქციის შემთხვევაში (განსხვავებული ჩვეულებრივი ყაბზობისგან).

დუფალაკის მიღებამდე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები დუფალაკის გამოყენების დროს:
თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მდგომარეობა ან დაავადება დუფალაკის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

  • თუ პაციენტს არ შეუძლია რძის შაქრის (ლაქტოზა) შეწოვა

დუფალაკი არ მიიღება თუ პაციენტს აწუხებს:

  • გალაქტოზის აუტანლობა
  • ლაქტოზას დეფიციტი
  • გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია
  • თუ პაციენტს აქვს დიაბეტი

თუ პაციენტს აქვს დიაბეტი და მკურნალობს ღვიძლის ენცეფალოპათიას, დუფალაკის დოზა იქნება უფრო მაღალი. ეს დიდი დოზა შეიცავს შაქრის დიდ რაოდენობას. დოზა, რომელიც გამოიყენება ღვიძლის (პრე) კომის სამკურნალოდ ჩვეულებრივ უფრო მაღალია და შედეგად პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის დარეგულირება.
დაურეგულირებელი დოზის (დღეში 2-3 რბილ დეფეკაციაზე მეტი) ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი და ელექტროლიტური დისბალანსი.
ექიმის რჩევის გარეშე პაციენტმა არ უნდა მიიღოს დუფალაკი 2 კვირაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
საფაღარათო საშუალებებით მკურნალობის დროს, პაციენტმა უნდა დალიოს საკმარისი რაოდენობის სითხეები (დაახლოებით 2 ლიტრი დღეში, რაც უდრის 6-8 ჭიქას).
თუ პირველი რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, ან ხდება ყაბზობის ხელახლა გამოვლენა, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

დუფალაკის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობს, ან უახლოეს წარსულში ღებულობდა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.
დუფალაკის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება
შესაძლებელია დუფალაკის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. კვებასთან და სასმელთან დაკავშირებით აკრძალვები არ არის.

03

ორსულობა და ლაქტაცია

თანამედროვე გამოკვლევის შესაბამისად, ორსულობისა და ლაქტაციის დროს შესაძლებელია დუფალაკის უსაფრთხოდ მიღება, მითითების შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში. ნებისმიერი პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს!

ბავშვები
დაუშვებელია დუფალაკის მიცემა ჩვილებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების ნორმალური რეფლექსების დარღვევა.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, მკურნალმა ექიმმა ბავშვს ან ჩვილს შეიძლება დაუნიშნოს დუფალაკი. ამ შემთხვევაში, მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება მკურნალობის პროცესს.

მანქანისა და მექანიზმების მართვა
დუფალაკი არ მოქმედებს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დუფალაკის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ.
დუფალაკი შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით რძის შაქარს (ლაქტოზა), გალაქტოზას, ეპილაქტოზას ან ფრუქტოზას. თუ პაციენტს უთხრეს რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

04

მიღების წესი და დოზირება

დუფალაკი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ნებისმიერი სახის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დუფალაკი მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული.
საჭიროა დოზის ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს მიღება. საჭიროა მთლიანი პრეპარატის სწრაფად გადაყლაპვა; დაუშვებელია მისი პირში გაჩერება.
პაციენტს შეუძლია დუფალაკის განუზავებელი ან სითხით განზავებული სახით მიღება. დუფალაკის ბოთლის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა საზომი ჭიქის გამოყენება.
დოზირება ყაბზობის და განავლის დარბილების მიზნით
შესაძლებელია დოზის მიღება დღეში ერთხელ, მაგალითად საუზმის დროს ან ორი დაყოფილი დოზის სახით დღეში.
რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია საწყისი დოზის შეცვლა შემანარჩუნებელ დოზამდე, რაც დამოკიდებულია მკურნალობაზე პაციენტის პასუხზე.
ეფექტის გამოვლენამდე საჭიროა მისი რამოდენიმე დღის (2-3 დღე) განმავლობაში მიღება.

საწყისი დოზა (3-4 დღე)

შემანარჩუნებელი დოზა

მოზრდილები და მოზარდები

15-45 მლ

15-30 მლ

7-14 წლის ბავშვები

15 მლ

10-15 მლ

1-6 წლის ბავშვები

5-10 მლ

5-10 მლ

1 წლამდე ასაკის ჩვილები

5 მლ - მდე

5 მლ - მდე

დოზირება ღვიძლისმიერი პრეკომის და კომის დროს (მხოლოდ მოზრდილებისთვის)
საწყისი დოზა არის 30-45მლ 3-4 ჯერ დღეში. ეს დოზა შეიძლება შეიცვალოს შემანარჩუნებელ დოზად, ისე, რომ დეფეკაცია იყოს დღეში 2-3-ჯერ.

გამოყენება ბავშვებში
საფაღარათო საშუალებების ბავშვებში, ჩვილებში და ახალშობილებში გამოყენება ხდება გამონაკლისის სახით და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, რადგან ამან შეიძლება იმოქმედოს დეფეკაციის ნორმალურ რეფლექსებზე.
არ შეიძლება დუფალაკის მიცემა 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მკურნალი ექიმის რჩევის და ყურადღებით ზედამხედველობის გარეშე.

დუფალაკის დოზის გადაჭარბება:
დუფალაკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფაღარათი და ტკივილი მუცლის არეში. დუფალაკით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცეტს.

დუფალაკის დოზის გამოტოვება:
დუფალაკის დოზის გამოტოვების შემთხვევვაში პაციენტმა არ უნდა იღელვოს. შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დუფალაკის მიღების შეწყვეტა
დაუშვებელია მკურნალობის შეწყვეტა ან შეცვლა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე!

05

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად დუფალაკმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება, თუმცა ის არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
აღინიშნა შემდეგი სახის გევრდითი მოველენები:

  • მეტეორიზმი, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი დღეების განმავლობაში. ეს ჩევულებრივ ქრება რამდენიმე დღეში.
  • გულისრევა
  • ღებინება
  • მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ფაღარათი და ტკივილი მუცლის არეში

გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ პაციენტი შენიშნავს სხვა გვერდითი მოველენების განვითარებას, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. დუფალაკის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ ინახება 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისიანობის ვადა-3წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების წესების შესახებ პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების გატარება საჭიროა გარემოს დასაცავად.

06

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

დუფალაკის შემადგენლობა
დუფალაკის აქტიური ნივთიერება არის ლაქტულოზა. დუფალაკის შიგნით მისაღები ხსნარის 1 მლ შეიცავს 667მგ ლაქტულოზას.
დუფალაკი არ შეიცავს სხვა დამხმარე ნივთიერებებს. თუმცა, ის შეიძლება შეიცავდეს სხვა შაქრების მცირე რაოდენობას, როგორიც არის ლაქტოზა, გალაქტოზა, ეპილაქტოზა და ფრუქტოზა.

დუფალაკის გარეგნული სახე და შეფუთვა
დუფალაკი არის შიგნით მისაღები ხსნარი მოყვითალო-ყავსიფერი შეფერილობით.
15მლ საშეტები (საშეტი)-დამზადებული პოლიესტერის/ალუმინის/პოლიეთილენ ლამინატისგან.
ფლაკონები (ბოთლები) მსპე-გან (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი) პოლიპროპილენის თავსახურებით-200მლ, 300მლ და 500მლ; პოლიპროპილენის საზომი ჭიქებით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.