8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01927 ურეცეპტო

მედულაკ-WM

MEDULAC-WM

667მგ/მლ 180მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი N1

დან28.90 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
მოქმედი ნივთიერება
ლაქტულოზა (Lactulose)
მწარმოებელი
ABC PHARMACEUTICI, იტალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოსმოსური თვისებების მქონე
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

667მგ/მლ · 250მლ

  • PSP

    მედულაკ-WM - Medulac-WM 667მგ/მლ სიროფი 250მლ

667მგ · 250მლ

  • ავერსი

    მედულაკ-WM 667მგ/მლ 250მლ სირ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლაქტულოზა. ჯერ ყველაზე იაფი.

ლაქტულოზა პოლფარმექსი, 7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი

7.5გრ/15მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ

ლაქტულოზა პოლფარმექსი, პოლონეთი
დან11.19 ₾
დუფალაკი, 667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

დუფალაკი

667მგ/1მლ სიროფი პაკეტი №20 15მლ

ლაქტულოზა ებოტი, გერმანია
დან12.97 ₾
Duphalac, 667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

Duphalac

667მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1

ლაქტულოზა
დან15.25 ₾
ლაქტულოზა ლაინკო, 667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო

667მგ/1მლ ხსნარი ორალური პაკეტი №10 15მლ

ლაქტულოზა ლაინკო, ესპანეთი
დან17.67 ₾
დუფალაკი, 667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 15მლ შიგნით მისაღები სიროფი პაკეტი №10

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
დან22.53 ₾
მედულაკი, 667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

მედულაკი

667მგ/1მლ სიროფი ფლაკონი №1 250მლ

ლაქტულოზა ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან24.57 ₾
პერისტალიდი, 667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

პერისტალიდი

PERISTALID

667მგ/მლ 200მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Laboratorios basi - Industria Farmaceutica S.A., პორტუგალია
დან29.16 ₾

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 1000მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 200მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიეთილენის ფლაკონში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
დუფალაკი, 667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

დუფალაკი

DUPHALAC

667მგ/მლ 500მლ შიგნით მისაღები სიროფი პოლიმერული მასალის ბოთლში საზომი ჭიქით

ლაქტულოზა Abbott Healthcare Products B.V.,, ნიდერლანდები
ურეცეპტო
ველაქტოზ-ა, 200მლ სუსპენზია

ველაქტოზ-ა

VELAKTOZ-A

200მლ სუსპენზია

ლაქტულოზა HONOR PHARMA INDUSTRY, თურქეთი
ურეცეპტო
ნორმაზე, 200 მლ სიროფი

ნორმაზე

Normaze

200 მლ სიროფი

ლაქტულოზა PSP
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სიროფი.

უფერო ან მკრთალი მოყავისფრო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ბლანტი სითხე ტკბილი გემოთი.

02

შემადგენლობა

სიროფის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზას 667 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი.

პრეპარატის ათქ კოდი: A06AD11

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საფაღარათო საშუალება.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაქტულოზა წარმოადგენს ლაქტოზის სინთეზურ წარმოებულს. იგი არ იშლება კუჭსა და წვრილ ნაწლავში შესაბამისი ფერმენტების არარსებობის გამო, პრაქტიკულად არ შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ასტიმულირებს პერისტალტიკას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და კალციუმის მარილების შეწოვას, ზრდის ამიაკის დიფუზიას სისხლიდან კუჭ-ნაწლავში და ხელს უწყობს მის გამოყოფას ორგანიზმიდან.
ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად, ლაქტულოზა მსხვილ ნაწლავში იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავეებად - ძირითადად რძემჟავად, ნაწილობრივ ჭიანჭველმჟავად და ძმარმჟავად. ამ დროს მსხვილი ნაწლავის სანათურში მატულობს ოსმოსური წნევა და მცირდება PH, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენს განავლის კონსისტენციის ნორმალიზაციას. ეს ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას, ნაწლავების დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას.
ამონიუმის შეკავშირებული იონების გამოყოფა ხორციელდება საფაღარათო ეფექტის განვითარებისას. საფაღარათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ. გარდა ამისა, განავალთან ერთად ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს, რის შედეგადაც მცირდება სისხლსა და ნაღველში ქოლესტერინის შემცველობა. გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის დათრგუნვის უნარი. არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას. არ იწვევს შეჩვევას.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ან ღვიძლისმიერი კომის/პრეკომის დროს პრეპარატის ეფექტს მიაწერენ აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაქტობაქტერიები) რაოდენობის ზრდის ხარჯზე პროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვას; მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას; ოსმოსური ეფექტისა და პH-ის შემცირების ხარჯზე ნაწლავების დაცლას; ასევე, აზოტშემცველი ტოქსიური ნივთიერებების შემცირებას იმ ბაქტერიების სტიმულაციის გზით, რომლებიც ახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის.

05

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია დაბალია. არ შეიწოვება, აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იშლება ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად. 45-70 მლ-მდე დოზების შემთხვევაში მთლიანად მეტაბოლიზდება; უფრო მაღალი დოზირებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

06

ჩვენებები

  • ყაბზობა: მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია;
  • განავლის დარბილება სამედიცინო მიზნით (ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე და ანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი);
  • ნაწლავური დისბაქტერიოზი;
  • ლპობითი დისპეპსიის სინდრომი (ადრეული ასაკის ბავშვებში მწვავე კვებისმიერი მოწამვლის შედეგად);
  • სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტი, სალმონელამტარებლობა;
  • ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰიპერამონიემია.
07

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • გალაქტოზემია;
  • ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა;
  • ნაწლავთა გაუვალობა.
08

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მოშლა.

09

მიღების წესი და დოზირება

მედულაკ-WM მიიღება შიგნით. მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებს ექიმი ადგენს.
საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ სუფრის კოვზი შეესაბამება სიროფის 15 მლ, ჩაის კოვზი კი - 5 მლ.
ყაბზობის მკურნალობისას:
პრეპარატი მიიღება დღეში 1-ჯერ დილით ჭამის დროს. კლინიკური ეფექტი ვლინდება 1-2 დღის შემდეგ. დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
მოზრდილებში:
საწყისი დოზა - 15-45 მლ, შემანარჩუნებელი - 10-25 მლ.
ბავშვებში:
3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5 მლ, შემანარჩუნებელი - 5 მლ.
3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მლ, შემანარჩუნებელი - 5-10 მლ.
7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მლ, შემანარჩუნებელი - 10 მლ.
როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
პრეპარატის გამოყენება განავლის დარბილების მიზნით:
ინიშნება იგივე დოზით, როგორც ყაბზობის დროს.
ნაწლავური დისბაქტერიოზის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზები):
მოზრდილებში: 10 მლ;
ბავშვებში: 7 წლიდან და ზემოთ - 10 მლ;
4-7 წელი - 5 მლ;
1-3 წელი - 3 მლ;
1 წლამდე - 1.5-3 მლ.
სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტის დროს: პირველი 10-12 დღის განმავლობაში 15 მლ 3-ჯერ დღეში.
ერთ კვირიანი შუალედის შემდეგ იგივე დოზით 5-ჯერ დღეში.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის დროს: დასაწყისში 30-45 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში. შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე იმ გათვლით, რომ რბილი განავლის (პH მაჩვენებლით 5.0-5.5 საზღვრებში) სიხშირე არ აღემატებოდეს დღე-ღამეში 2-3-ს.
მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შიგნით მიღება შეუძლებელია, იგი ინიშნება ოყნის სახით: პრეპარატის 300 მლ იხსნება 700 მლ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში.

10

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: შესაძლოა - დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.
მკურნალობა: პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მედულაკ-WM-ის და ნაწლავში ხსნადი pH-დამოკიდებული გამოთავისუფლების მქონე პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ლაქტულოზა ამცირებს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის pH-ს და ცვლის ამ პრეპარატების გამოთავისუფლებას.

12

განსაკუთრებული მითითებები

დოზა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ყაბზობის დროს, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის. ასეთ ავადმყოფებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, პრეკომის/კომის მკურნალობისას.
მეტეორიზმის (ჩვეულებრივ მეტეორიზმი ქრება თავისთავად მკურნალობიდან 2-3 დღის შემდეგ) თავიდან აცილების მიზნით გასტროკარდიალური სინდრომისას დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით.
2 დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან მკურნალობის შემდეგ ყაბზობის განახლების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას (6 თვეზე მეტი) საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების დონის რეგულარული კონტროლი.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
მედულაკ- WM-ის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მედულაკი-WM არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

180 მლ სიროფი მუქი ფერის შუშის ფლაკონში. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება შუქისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე (გაყინვა დაუშვებელია).
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი ურეცეპტოდ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.