8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05002 Rx · რეცეპტით

სულციდი

Sulcid

1გ + 0.5გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3.5მლ გამხსნელი (0.5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ამპულა №1

სულციდი, 1გ + 0.5გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3.5მლ გამხსნელი (0.5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ამპულა №1
მოქმედი ნივთიერება
ამპიცილინი (Ampicillin) Sulbactam
მწარმოებელი
I.E Ulagay Ilac San. Turk A.S., თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
მიროფარმა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამპიცილინი + Sulbactam. ჯერ ყველაზე იაფი.

სენტრამი 1.5გ, 1,5გ (1 გ/0,5გ) ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1

სენტრამი 1.5გ

SENTRAM 1.5g

1,5გ (1 გ/0,5გ) ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1

ამპიცილინი + Sulbactam Venus International, ინდოეთი
დან3.54 ₾
სინოგალი, 1გ/0.5გ სტერილური ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

სინოგალი

SINOGAL

1გ/0.5გ სტერილური ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
დან3.63 ₾
ბაქტამედი, 0.75გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 1.8მლ გამხსნელი 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში

ბაქტამედი

Bactamed

0.75გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 1.8მლ გამხსნელი 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში

ამპიცილინი + Sulbactam Laboratorios Torlan, S.A., ესპანეთი
დან4.79 ₾

ამპიცილინი და სულბაქტამი საინექციო, USP

Ampicillin and Sulbactam for Injection, USP

1.5გ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ერთჯერადი დოზა ფლაკონი №10

ამპიცილინი + Sulbactam ACS Dobfar S.p.A., იტალია
Rx · რეცეპტით
ბათბაქტამი, 1.5 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ბათბაქტამი

Batbaktam

1.5 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ამპიცილინი + Sulbactam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ბათბაქტამი, 0.75 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ბათბაქტამი

Batbaktam

0.75 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ამპიცილინი + Sulbactam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
სინოგალი, 0.5გ/0.25გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

სინოგალი

SINOGAL

0.5გ/0.25გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

უნაზინი

UNASYN

3გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

უნაზინი

UNASYN

250მგ/5მლ 60მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი. ფლაკონი №1 ორმაგ კოვზ-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

ამპიცილინი + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

უნაზინი

UNASYN

1.5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

სულციდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს. იგი შედგება მოქმედი ნივთიერებებისგან, რომლებსაც ეწოდებათ ამპიცილინი და სულბაქტამი. სულბაქტამი ხდის ამპიცილინს ეფექტურს, პენიცილინის მიმართ მდგრადი ბაქტერიების წინააღმდეგ.

სულციდი წარმოდგენილია 1 ფლაკონში, რომელიც შეიცავს თეთრ ან კრემისფერ საინექციო ფხვნილს.

სულციდი გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ, სინუსიტის (სახის ძვლებში ჰაერით სავსე ადგილების ანთება), შუა ოტიტის (შუა ყურის ანთება), ეპიგლოტიტის (ტრაქეის მილაკების ანთება), პნევმონიის (ფილტვების ანთება); საშარდე გზების ინფექციების და პიელონეფრიტის (საშარდე გზებსა და თირკმელებში განვითარებული ანთება); ინტრააბდომინალური ინფექციების, მათ შორის პერიტონიტის (პერიტონეუმის ანთება), ქოლეცისტიტის (ნაღვლის ბუშტის ანთება), ენდომეტრიოზის (საშვილოსნოს გარსის ანთება) და მენჯის ცელულიტის; ბაქტერიული სეპტიცემიის (სისხლის მიმოქცევაში მოხვედრილი ბაქტერიების გამო, ცხელების და შემცივნების გამომწვევი დაავადება); კანის, რბილი ქსოვილების, ძვლებისა და სახსრების ინფექციების და გონოკოკური (გონორეის გამომწვევი მიკროორგანიზმი) ინფექციების ჩათვლით.

ასევე, სულციდი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოპერაციის დაწყებამდე, ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ინფექციების შესამცირებლად პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქირურგიული ოპერაცია მუცლის ან მენჯის არეში (ქალის შიდა რეპროდუქციული ორგანოების ზონა) და აქვთ შესაძლო პერიტონეალური დაბინძურება (პერიტონეუმის ანთება). სულციდი შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკის მიზნით, ინფექციური დაავადებების შესამცირებლად ორსულობის შეწყვეტის ან საკეისრო კვეთის შემდეგ.

02

უკუჩვენებები

არ გამოყენოთ სულციდი, შემდეგ შემთხვევებში, თუ:

· გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ამპიცილინის და/ან სულბაქტამის მიმართ;

· ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია პენიცილინებზე;

· ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი;

· გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი (ვირუსებით გამოწვეული დაავადება) და ჰერპესის ვირუსებით გამოწვეული ინფექციები.

გამოიყენეთ სულციდი სიფრთხილით, შემდეგ შემთხვევებში, თუ,

· ადრე გქონდათ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ცეფალოსპორინზე და სხვა ალერგენებზე;

· მკურნალობის დროს აღგენიშნათ ინფექცია სხეულის ნებისმიერ ნაწილში;

· მკურნალობის დროს აღგენიშნათ დიარეა;

· გამოიყენება ახალშობილთა სამკურნალოდ;

· გაქვთ დარღვევები თირკმლის, ღვიძლის ან სისხლის მხრივ.

მიმართეთ თქვენს ექიმს თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში.

სულციდის გამოყენება საკვებთან და სასმენთან ერთად

ამ სამედიცინო პროდუქტის არ აქვს რაიმე ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან, გამოყენების წესის თვალსაზრისით.

03

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, არ გამოიყენოთ სულციდი თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ სულციდი ლაქტაციის პერიოდში, თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ გამოვლენილა არანაირი გავლენა სატრანსპორტი საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სულციდის შემადგენელი ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

ამ პროდუქტის თითოეული დოზა შეიცავს დაახლოებით 5,23მმოლ (120,89მგ/ფლაკონში) ნატრიუმს. აღნიშნული გასათვალისწინებელია იმ პაციენტებითვის, რომლებიც არიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

· ალოპურინოლთან (მედიკამენტი, რომელიც ამცირებს შარდმჟავას დონეს) ერთად მიღებისას, შესაძლოა სხეულზე გაგიჩნდეთ გამონაყარი.

· თუ იყენებთ ამინოგლიკოზიდებთან ერთად, მათი შეყვანა უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილას, მინიმუმ ერთ საათიანი ინტერვალით.

· ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას (მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ შედედებას), პენიცილინებმა შეიძლება გამოიწვიონ შემდედებელი უჯრედების ფუნქციების და ანალიზების ცვლილებები და შეიძლება გაზარდონ სისხლდენა.

· ანტიბიოტიკებმა, როგორიცაა ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი, სულფონამიდები და ტეტრაციკლინები, შეიძლება დათრგუნონ პენიცილინების ბაქტერიოციდული მოქმედება, ამიტომ უმჯობესია თავიდან იქნას აცილებული პარალელური თერაპია.

· თუ იღებთ მეტოტრექსატს (პრეპარატი, რომელსაც იყენებენ კიბოს და რევმატოიდული ართრიტის დროს) სულციდთან ერთად, აუცილებელია იყოთ საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან სხვა მედიკამენტების ეფექტურობა შეიძლება გაიზარდოს.

· როდესაც ამპიცილინს იღებთ ესტროგენის შემცველ პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად, თქვენი კონტრაცეფციის მეთოდის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს და ამიტომ, უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ალტერნატიული ან დამატებითი მეთოდი.

· პრობენეციდმა (მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდმჟავას გამოყოფას) შეიძლება გაზარდოს პერორალური სულციდის ტოქსიკურობის რისკი; არ გამოიყენოთ ერთად, თუ თქვენი ექიმი სპეციალურად არ დაგინიშნავთ მათ ერთდროულ გამოყენებას

· სულციდმა შეიძლება

04

განსაკუთრებული მითითებები

იქონიოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ანალიზზე და ჩატარებულ ანალიზებში შეიძლება აღინიშნოს ცრუ დადებითი გლიკოზურია (შარდში შაქრის გამოვლენა).

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ უნდა გამოიყენოთ სულციდი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ:

ყოველთვის გამოიყენეთ სულციდი ზუსტად ისე, როგორც ექიმი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზასა და მიღების სიხშირეს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ინფექცია გაქვთ ან უნდა აიცილოთ თავიდან.

ჩვეულებრივი დოზა შემდეგია:

მოზრდილებში:

1.5-12გ დღეში დაყოფილი დოზებად ყოველ 6-8 საათში. არა მწვავე ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია 12 საათში ერთხელ გამოყენებით.

გამოყენების სიხშირე, ასევე, დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციებზე.

ქირურგიული ინფექციების თავიდან ასაცილებლად, ანესთეზიის გაკეთებისას უნდა მოხდეს 1.5-3გ სულციდის შეყვანა. დოზა შეიძლება განმეორდეს ყოველ 6-8 საათში და უნდა შეწყდეს ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ, თუ იგი აღარაა საჭირო.

გაურთულებელი გონორეის მკურნალობის დროს 1.5გ სულციდის (1 ფლაკონი) გამოყენება შეიძლება ერთჯერადი დოზით, 1გ პერორალურ პრობენეციდთან ერთად.

05

მიღების წესი და დოზირება

საინექციო ხსნარის მომზადების შემდეგ სულციდი შეიყვანება ექიმის ან ექთნის მიერ ღრმა, კუნთშიდა ინექციის გზით. ლიდოკაინის ხსნარის შეყვანა არ შეიძლება ინტრავენურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

დოზა, ასევე, დამოკიდებულია ბავშვის წონაზე. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 150მგ/კგ-ს დღეში, დაყოფილი დოზებად ყოველ 6-8 საათში.

ახალშობილებისთვის (განსაკუთრებით დღენაკლული) სიცოცხლის პირველ კვირაში რეკომენდებული დოზაა 75 მგ/კგ დღეში, დაყოფილი დოზებად ყოველ 12 საათში.

გამოყენების სპეციალური პირობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

თუ გაქვთ თირკმელების მწვავე უკმარისობა, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტს ნაკლები სიხშირით.

თუ გრძნობთ, რომ სულციდის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი სულციდი:

სულციდის ჭარბი დოზით მიღება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მისი შეყვანა ხდება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ სულციდი ჭარბი დოზით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

თუ გამოიყენეთ სულციდი ჭარბი დოზით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სულციდის გამოყენება:

ვინაიდან სულციდის შეყვანა ხდება ჯანდაცვის მუშაკის მიერ, დოზის გამოტოვება არ არის მოსალოდნელი. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ მოხდა დოზის გამოტოვება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

შესაძლო მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სულციდით მკურნალობის შეწყვეტისას

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. თუ მკურნალობა დროზე ადრე შეწყდა, ინფექცია შეიძლება განმეორდეს ან გაუარესდეს.

06

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, სულციდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ მგრძნობელობა მისი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.

ისევე როგორც სხვა ინექციური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ძირითადი გვერდითი მოვლენა ვლიდება ინექციის ადგილას ტკივილის სახით; განსაკუთრებით იგი დაკავშირებულია კუნთშიდა შეყვანის მეთოდთან.

პაციენტთა მცირე რაოდენობას უვითარდება ფლებიტი (ვენის ანთება) ან რეაქციები ინექციის ადგილზე ინტრავენური შეყვანის შემდეგ.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია: ღვიძლის პათოლოგიური ფერმენტები, სისხლსა და შარდში ბილირუბინის ანალიზის შედეგები.

· ანემია, კოაგულაციის დარღვევები, სისხლის პათოლოგიური დონე;

· სუნთქვის გართულება;

· შებოჭილობა გულ-მკერდის არეში;

· ქუთუთოების, სახისა და ტუჩების შეშუპება;

· წითელი ლაქები მთელ სხეულზე, ქავილის თანხლებით;

· კანის შეშუპება;

· მომატებული მგრძნობელობის რეაქციები და მომატებული მგრძნობელობის რეაქციებთან დაკავშირებული შოკი;

· თავბრუსხვევა/ძილიანობა;

· გულისრევა, ღებინება, დიარეა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთება, ენტერიტი, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი, წყლიანი

დიარეა, რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების ხანგრძლივ გამოყენებასთან;

· სიყვითლე, ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია;

· გამონაყარი, ქავილი და სხვა კანისმიერი რეაქციები;

· სისხლიანი ბუშტუკები კანზე და თვალების გარშემო, ანთება, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და სიწითლე (სტივენს-ჯონსონის

სინდრომი, ეპიდერმული ნეკროლიზი) იშვიათ შემთხვევებში;

· მადის დაკარგვა, ძლიერი წყურვილი, თირკმლის ანთება, რომელსაც თან ახლავს ღებინება (ინტერსტიციული ნეფრიტი);

· ღვიძლის ფერმენტების და სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.

აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან ზოგი უბრუნდება ნორმას, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

კონვულსიები და თირკმლის ანთება იშვიათად აღინიშნება.

თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM), ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ღილაკზე „შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ“ დაწკაპუნებით ან დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც წარმოადგენს გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

07

შენახვის პირობები

შეინახეთ სულციდი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალი შეფუთვით.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 30°C-ზე ქვემოთ.

გამოიყენეთ სულციდი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

კუნთშიდა ინექციების დროს, კონცენტრირებული ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მომზადებიდან ერთი საათის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ სულციდი, თუ შეამჩნევთ პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში რაიმე დაზიანებას.

არ გამოიყენოთ სულციდი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები. გადაეცით ისინი მედიკამენტების უკან დაბრუნების სისტემას, რომელსაც განსაზღვრავს გარემოსა და ურბანული დაგეგმარების სამინისტრო.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სამკურნალო პროდუქტის შეყვანას.

კვლავწარმოება:

შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი განზავება.

ეკვ. დოზა ამპიცილინი + სულბაქტამი (მგ)

მთლიანი დოზა (მგ)

გამხსნელის მოცულობა (მლ)

ბოლო მაქსიმალური კონცენტრაცია (მგ/მლ)

1000 + 500

1500

3.2

250 + 125

სულციდი შეიყვანება ღრმა, კუნთშიდა ინექციით; კვლავწარმოების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას 0,5%-იანი უწყლო ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის სტერილური საინექციო ხსნარი, თუ კუნთშიდა ინექციის დროს აღინიშნება რაიმე სახის ტკივილი. კუნთშიდა ინექციისთვის კონცენტრირებული ხსნარი, უნდა იქნას გამოყენებული მომზადებიდან ერთი საათის განმავლობაში.

შეუთავსებლობა

სულციდი ნაკლებად სტაბილურია დექსტროზის ან სხვა ნახშირწყლების შემცველ ხსნარებში და არ უნდა იქნეს შერეული სისხლის პროდუქტებთან და ცილის ჰიდროლიზატებთან.

სულბაქტამის ნატრიუმის/ამპიცილინის ნატრიუმის და ამინოგლიკოზიდების კვლავწარმოება და შეყვანა უნდა მოხდეს ცალ-ცალკე, ამინოპენიცილინების არსებობისას ამინოგლიკოზიდების in vitro ინაქტივაციის გამო.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ამპიცილინი, 0.5გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიცილინი

Ampicillin

0.5გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიცილინი ბიოპოლუსი, საქართველო
დან1.15 ₾
ამპიცილინი, 500მგ კაფსულა #20

ამპიცილინი

Ampicillin

500მგ კაფსულა #20

ამპიცილინი ნეოფარმი, საქართველო
დან3.49 ₾
დარდუმბაქტი, 1გ ფხვნილი(ი.მ./ი.ვ) საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

დარდუმბაქტი

DARDUMBACT

1გ ფხვნილი(ი.მ./ი.ვ) საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

Cefoperazone + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.25 ₾
ზეტროქსონი-სლ ი/ვ ი/მ, 1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ზეტროქსონი-სლ ი/ვ ი/მ

1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ზეე ლაბორატორის ლიმითედ, ინდოეთი
დან14.94 ₾
კადერონი ი/მ ი/ვ, 1000მგ+500მგ ფხვნილი ფლაკონი №1

კადერონი ი/მ ი/ვ

1000მგ+500მგ ფხვნილი ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან14.94 ₾
ნიუცეფი კომბი ი/ვ ი/მ, 1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად №1

ნიუცეფი კომბი ი/ვ ი/მ

1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ჯიემეიჩ ორგანიკსი, ინდოეთი
დან14.94 ₾
დარდუმბაქტი, 2გ ფხვნილი (ი.მ./ი.ვ) საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

დარდუმბაქტი

DARDUMBACT

2გ ფხვნილი (ი.მ./ი.ვ) საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

Cefoperazone + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
დან18.86 ₾
ვეცეფი, 750 მგ (500მგ/250მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 10 მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) პოლიმერული მასალის ფლაკონში

ვეცეფი

Vecef

750 მგ (500მგ/250მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 10 მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) პოლიმერული მასალის ფლაკონში

ცეფტრიაქსონი + Sulbactam Venus International, ინდოეთი
დან21.63 ₾
ვეცეფი ამპ. ი/მ, 1.5გ პუდრა 1 ამპულა №1

ვეცეფი ამპ. ი/მ

1.5გ პუდრა 1 ამპულა №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam
დან25.50 ₾
ამპიოქსი, 0.5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიოქსი

Ampiox

0.5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიცილინი + Oxacillin ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამპიოქსი, 250 მგ კაფსულა #20

ამპიოქსი

Ampiox

250 მგ კაფსულა #20

ამპიცილინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამპიოქსი ®, 125მგ/0.125მგ კაფსულა #20

ამპიოქსი ®

AMPIOX ®

125მგ/0.125მგ კაფსულა #20

ამპიცილინი + Oxacillin ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამპიცილინის ტრიჰიდრატი, 0.25გ ტაბლეტი №20

ამპიცილინის ტრიჰიდრატი

Ampicillin trihydrate

0.25გ ტაბლეტი №20

ამპიცილინი ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ბაქტიცეფი, 1,5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ბაქტიცეფი

BAKTICEF

1,5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ვიდოსინ -500, 500მგ კაფსულა №100 (10X10)

ვიდოსინ -500

VIDOSYN-500

500მგ კაფსულა №100 (10X10)

ამპიცილინი Lark Laboratories, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ვიტაცეფ ფორტე®, 1000მგ + 500მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ვიტაცეფ ფორტე®

VITACEF FORTE®

1000მგ + 500მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ცეფტრიაქსონი + Sulbactam BIOPOLUS, საქართველო
Rx · რეცეპტით
სულპერაზონი, 2გ ფხვნილი (1გ სულბაქტამი და 1გ ცეფოპერაზონი) ი.მ და ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

სულპერაზონი

Sulperazone

2გ ფხვნილი (1გ სულბაქტამი და 1გ ცეფოპერაზონი) ი.მ და ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

Cefoperazone + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.