მონოგრაფია Nº 00183 Rx · რეცეპტით
ამპიოქსი
Ampiox
0.5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1
- მოქმედი ნივთიერება
- ამპიცილინი (Ampicillin) Oxacillin
- მწარმოებელი
- ბიოპოლუსი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები)
- იმპორტიორი საქართველოში
- ბიოპოლუსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამპიცილინი + Oxacillin. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოყვითალო ფერის, უსუნო, ჰიგროსკოპული ფხვნილი ან ამორფული მასა
1 ფლაკონი შეიცავს:
ამპიცილინის ნატრიუმის მარილს - 0.3335 გ,
ოქსაცილინის ნატრიუმის მარილს - 0.1665 გ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამპიოქსი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელშიც ამპიცილინისა და ოქსაცილინის მოქმედების სპექტრებია გაერთიანებული.
ამპიცილინი ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია, რომელსაც ბაქტერიციდული მოქმედება ახასიათებს. აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus spp., Streptococcus pneumoniae) და გრამუარყოფითი (N. gonorrhoeae, N. meningitidis, E. Coli, Salmonella spp., Shigella spp. და სხვა) მიკროორგანიზმების მიმართ.
ოქსაცილინი ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია, მდგრადია პენიცილინაზას მოქმედების მიმართ; გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებითი (Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის Streptococcus pneumoniae, Bacillus anthracis, Corynebacterium diphtheriae და სხვა) და გრამუარყოფითი (N. gonorrhoeae, N. meningitidis, E. Coli, Salmonella spp., Shigella spp. და სხვა) მიკროორგანიზმების მიმართ.
ამპიოქსის მიმართ მდგრადია Ps. aeruginosa, ასევე Pr. vulgaris, Pr. rettgeri-ს და Pr. morgаnii - ს შტამების უმრავლესობა.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანისას ორივე ანტიბიოტიკის მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) სისხლში 0.5-1 სთ-ში აღინიშნება.
ვენაში შეყვანისას სისხლში სწრაფად მიიღწევა კონცენტრაცია, რომელიც აღემატება კონცენტრაციას პრეპარატის კუნთში შეყვანის დროს.
ორივე ანტიბიოტიკი ორგანიზმიდან ძირითადად თირკმლებით, ნაწილობრივ კი ნაღვლით გამოიყოფა.
პრეპარატი განმეორებითი შეყვანისას არ განიცდის კუმულაციას.
ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროფლორით გამოწვეული ბაქტერიული ინფექციები: სინუსიტი, ტონზილიტი, ოტიტი, ბრონქიტი, ცისტიტი, ქოლეცისტიტი, ურეთრიტი, გონორეა, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, წითელი ქარი, ინფიცირებული დერმატოზები, დიზენტერია და სხვა.
პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა; ინფექციები ახალშობილებში.
მძიმედ მიმდინარე ინფექციები (სეფსისი, ენდოკარდიტი, პნევმონია, მენინგიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები).
მიღების წესი და დოზირება
ამპიოქსი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში (ნაკადურად ან წვეთოვნად).
მოზრდილებსა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.5-1 გ-ს, სადღეღამისო დოზა - 2-4 გ-ს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-200 მგ/კგ სხეულის მასაზე, 1-დან 7 წლამდე - 100 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში, 7-დან 14 წლამდე - 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში. სადღეღამისო დოზა 3-4 მიღებაზე იყოფა, შეჰყავთ ყოველ 6-8 სთ-ში.
მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-7 დღიდან 3 კვირამდე.
კუნთში შეყვანისას ფლაკონის შიგთავსი (0.5 გ) იხსნება 5 მლ სტერილურ საინიექციო წყალში.
ვენაში ნაკადურად შეყვანისას პრეპარატის ერთჯერადი დოზა იხსნება 10-15 მლ საინიექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, შეჰყავთ ნელა 2-3 წთ-ის განმავლობაში.
მოზრდილებში ვენაში წვეთოვნად შეყვანისას პრეპარატის ერთჯერადი დოზა იხსნება 100-200 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 5-10% გლუკოზის ხსნარში, შეყვანის სიჩქარეა 60-80 წვეთი წუთში.
ბავშვებში ვენაში წვეთოვნად შეყვანისას გამხსნელად გამოიყენება 5-10% გლუკოზის ხსნარი (30-100 მლ ასაკის მიხედვით).
ხსნარები გამოიყენება მომზადებისთანავე. დაუშვებელია მათში სხვა სამკურნალო საშუალებების დამატება.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა; ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, რინიტი, კონიუნქტივიტი); იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ინფექციური მონონუკლეოზი, ლიმფოლეიკოზი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
მაღალი დოზების გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ტოქსიკური მოქმედება ცნს-ზე.
ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკებთან (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ვანკომიცინი, რიფამპიცინი) აღინიშნება სინერგიზმი, ბაქტერიოსტატიკურ პრეპარატებთან (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) - ანტაგონისტური მოქმედება.
დიურეტიკები ზრდიან პრეპარატის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ტოქსიკური მოქმედების რისკს.
ალოპურინოლი ზრდის კანზე გამონაყარის განვითარების რისკს.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ აგდილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
№R - 001011
03.08.2009 - 03.04.2012
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ამპიცილინი
Ampicillin
0.5გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1
ამპიცილინი
Ampicillin
500მგ კაფსულა #20
სენტრამი 1.5გ
SENTRAM 1.5g
1,5გ (1 გ/0,5გ) ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1
სინოგალი
SINOGAL
1გ/0.5გ სტერილური ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში
ბაქტამედი
Bactamed
0.75გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 1.8მლ გამხსნელი 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში
ამპიოქსი
Ampiox
250 მგ კაფსულა #20
ამპიცილინი და სულბაქტამი საინექციო, USP
Ampicillin and Sulbactam for Injection, USP
1.5გ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ერთჯერადი დოზა ფლაკონი №10
ამპიცილინის ტრიჰიდრატი
Ampicillin trihydrate
0.25გ ტაბლეტი №20
ბათბაქტამი
Batbaktam
0.75 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად
ბათბაქტამი
Batbaktam
1.5 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად
ვიდოსინ -500
VIDOSYN-500
500მგ კაფსულა №100 (10X10)
სინოგალი
SINOGAL
0.5გ/0.25გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში
სულციდი
Sulcid
1გ + 0.5გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3.5მლ გამხსნელი (0.5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ამპულა №1
უნაზინი
UNASYN
1.5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში
უნაზინი
UNASYN
250მგ/5მლ 60მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი. ფლაკონი №1 ორმაგ კოვზ-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
უნაზინი
UNASYN
3გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.