8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00185 Rx · რეცეპტით

ამპიოქსი

Ampiox

250 მგ კაფსულა #20

ამპიოქსი, 250 მგ კაფსულა #20
მოქმედი ნივთიერება
ამპიცილინი (Ampicillin)
მწარმოებელი
ნეოფარმი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნახევრად სინთეზური პენიცილინები
იმპორტიორი საქართველოში
ნეოფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამპიცილინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანციები:
ამპიცილინის ტრიჰიდრატი _ 0,125გ;
ოქსაცილინ ნატრიუმი _ 0,125გ;
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, აეროსილი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი აერთიანებს ამპიცილინის და ოქსაცილინის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრს. აქტიურია გრამდადებითი (სტრეპტოკოკები _ Streptococcus pneumoniae, სტაფილოკოკები _ Staphylococcus spp, პნევმოკოკები) და გრამუარყოფითი (ინფლუენცას ჩხირები _ influenzae, მენინგოკოკი - Neisseria meningitidis, ნაწლავის ჩხირი _ Escherichia coli, გონოკოკი, სალმონელებისა და შიგელების მრავალი სახეობა) მიკროორგანიზმების მიმართ. ოქსაცილინის შემცველობის გამო აქტიურია პენიცილინაზაწარმომქმნელი სტაფილოკოკებისადმი.

03

ფარმაკოკინეტიკა

კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (40-60%), ბიოშეღწევადობა მატულობს პრეპარატის უზმოზე მიღების დროს, ჩმახ მიიღწევა 1,5-2 საათის შემდეგ, თერაპიული კონცენტრაციის შენარჩუნება ხდება 4-6 საათის განმავლობაში, ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით, არ ახასიათებს კუმულაცია.

04

ჩვენებები

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი);
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ანგინა);
  • სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი);
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (პიელიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი);
  • მძიმე ფორმით მიმდინარე დაავადებები (სეფსისი, ენდოკარდიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები);
  • შერეული ინფექციები, რომელიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინისადმი მდგრადი და არამდგრადი სტაფილოკოკებით და გრამუარყოფითი ბაქტერიებით;
  • ინფიცირებული ჭრილობები;
  • ქირურგიული ჩარევის შემდგომ ჭრილობების ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

გონორეის მკურნალობისას ამპიოქსს იყენებენ მაშინ, როცა დაავადებების გამომწვევი გონოკოკის შტამები რეზისტენტულია ბენზილპენიცილინისადმი.

05

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ზემოთ: ერთჯერადი დოზაა 0,5 _ 1გ (2-4 კაფსულა), სადღეღამისო დოზაა 2 _ 4გ (8-16 კაფსულა).
ბავშვები 3-დან 7 წლამდე: სადღეღამისო დოზაა 100მგ/კგ,
ბავშვები 7-დან 14 წლამდე: სადღეღამისო დოზაა 50მგ/კგ.
სადღეღამისო დოზა ნაწილდება 4-6 მიღებაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-7 დღიდან 2-3 კვირამდე დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

06

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება დესენსიბილიზაციურ საშუალებებთან ერთად.

07

უკუჩვენებები

ალერგიული რეაქციები პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებზე, რძის შაქარზე.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ამპიოქსი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. ამპიოქსი გადადის დედის რძეში. ბავშვს, რომელიც ღებულობს ასეთ რძეს შესაძლებელია განუვითარდეს დიარეა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები, ალერგიული რეაქციები. ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვებისაგან თავის შეკავება.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვაზე:
არ ახდენს ზემოქმედებას ყურადღების კონცენტრირების უნარზე და სწრაფ რეაგირებაზე;

09

ჭარბი დოზირება

დამახასიათებელი ტიპიური სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა. ხანგრძლივი თერაპიაც არ იწვევს სპეციფიკურ ტოქსიკურ გვერდით ეფექტებს. ინტოქსიკაციის სიმპტომები მსგავსია გვერდითი მოვლენების დროს განვითარებული სიმპტომებისა. ყველაზე ხშირად ვლინდება ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, მაგალითად: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა.
მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

არ შეიძლება ამპიოქსის კაფსულების მიღება ბაქტერიოსტატული მოქმედების ანტიბიოტიკებთან ერთად (ტეტრაციკლინი, მაკროლიდი, სულფონამიდი, ქლორამფენიკოლი), რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია შემცირდეს ამპიოქსის ეფექტი.
პრობენეციდის შემცველ პრეპარატებთან (პოდაგრის სამკურნალო) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა დაითრგუნოს ამპიოქსის ელიმინაცია, რაც იწვევს მისი კონცენტრაციის გაზრდას სისხლში.
ალოპურინოლის შემცველ პრეპარატებთან (პოდაგრის სამკურნალო) ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კანის ალერგიული რეაქციების განვითარებას.
დეჰიდრატაციული პრეპარატები (დიურეტიკები) წყლის გაზრდილი ექსკრეციის ფონზე იწვევს ამპიოქსის ელიმინაციის გაზრდას, რის გამოც სისხლში მცირდება აქტიური ნივთიერებების რაოდენობა.
ანტიკოაგულანტების (კუმარინი) ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის რისკი.

11

შენახვის პირობები

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახავენ 15-25oC ტემპერატურულ პირობებში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი - გაიცემა რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

სენტრამი 1.5გ, 1,5გ (1 გ/0,5გ) ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1

სენტრამი 1.5გ

SENTRAM 1.5g

1,5გ (1 გ/0,5გ) ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1

ამპიცილინი + Sulbactam Venus International, ინდოეთი
დან3.54 ₾
სინოგალი, 1გ/0.5გ სტერილური ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

სინოგალი

SINOGAL

1გ/0.5გ სტერილური ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
დან3.63 ₾
ბაქტამედი, 0.75გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 1.8მლ გამხსნელი 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში

ბაქტამედი

Bactamed

0.75გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 1.8მლ გამხსნელი 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში

ამპიცილინი + Sulbactam Laboratorios Torlan, S.A., ესპანეთი
დან4.79 ₾
ამპიოქსი, 0.5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიოქსი

Ampiox

0.5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიცილინი + Oxacillin ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამპიოქსი ®, 125მგ/0.125მგ კაფსულა #20

ამპიოქსი ®

AMPIOX ®

125მგ/0.125მგ კაფსულა #20

ამპიცილინი + Oxacillin ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ამპიცილინი და სულბაქტამი საინექციო, USP

Ampicillin and Sulbactam for Injection, USP

1.5გ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ერთჯერადი დოზა ფლაკონი №10

ამპიცილინი + Sulbactam ACS Dobfar S.p.A., იტალია
Rx · რეცეპტით
ბათბაქტამი, 0.75 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ბათბაქტამი

Batbaktam

0.75 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ამპიცილინი + Sulbactam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ბათბაქტამი, 1.5 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ბათბაქტამი

Batbaktam

1.5 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ამპიცილინი + Sulbactam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
სინოგალი, 0.5გ/0.25გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

სინოგალი

SINOGAL

0.5გ/0.25გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
სულციდი, 1გ + 0.5გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3.5მლ გამხსნელი (0.5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ამპულა №1

სულციდი

Sulcid

1გ + 0.5გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3.5მლ გამხსნელი (0.5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ამპულა №1

ამპიცილინი + Sulbactam I.E Ulagay Ilac San. Turk A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით

უნაზინი

UNASYN

1.5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

უნაზინი

UNASYN

250მგ/5მლ 60მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი. ფლაკონი №1 ორმაგ კოვზ-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

ამპიცილინი + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

უნაზინი

UNASYN

3გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.