მონოგრაფია Nº 00184 Rx · რეცეპტით
ამპიოქსი ®
AMPIOX ®
125მგ/0.125მგ კაფსულა #20
- მოქმედი ნივთიერება
- ამპიცილინი (Ampicillin) Oxacillin
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნახევრად სინთეზური პენიცილინები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამპიცილინი + Oxacillin. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ამპიოქსის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერებების - ამპიცილინის 125 მგ-ს და ოქსაცილინის 125 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი, რომლის ანტიბაქტერიული სპექტრი დამყარებულია შემადგენელი ანტიბიოტიკების მოქმედებაზე. მოქმედებს გრამდადებით (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი) და გრამუარყოფით (გონოკოკი, მენინგოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ინფლუენცას ჩხირი, სალმონელა, შიგელა და სხვ.) მიკროორგანიზმებზე. ოქსაცილინის შემცველობის გამო ამპიოქსი აქტიურია პენიცილინაზას მაპროდუცირებელი სტაფილოკოკების მიმართ. შიგნით მიღებისას პრეპარატი კარგად აღწევს სისხლში.
ჩვენებები
- სასუნთქი გზების და ფილტვების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები (ბრონქიტი, პნევმონია და სხვ.),ანგინა, ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, ინფიცირებული ჭრილობები, კანის ინფექციები და სხვა;
- ასევე, ქირურგიული ჩარევისას ოპერაციის შემდგომი ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკის მიზნით და ახალშობილებში ინფექციების მკურნალობის და პროფილაქტიკისათვის;
- გონორეის სამკურნალოდ ამპიოქსი გამოიყენება ბენზილპენიცილინისადმი მდგრადი გონოკოკის შტამების მიერ გამოწვეული ინფექციის შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებსა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ამპიოქსის ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.5-1 გ-ს (2-4 კაფსულა), სადღეღამისო - 2-4 გ-ს (8-16 კაფსულა).
3-7 წლის ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს - 100 მგ/კგ, 7-14 წლის ასაკის ბავშვებში - 50 მგ/კგ. სადღეღამისო დოზა ნაწილდება 4-6 მიღებაზე. მკურნალობა გრძელდება 5-7 დღიდან 14 დღემდე ან უფრო ხანგრძლივად.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები. საჭიროებისას ინიშნება მადესენსიბილიზებელი საშუალებები.
უკუჩვენებები
ანამნეზში პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებისადმი ტოქსიკურ-ალერგიული მონაცემების არსებობა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. პენიცილინის მიმართ მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში მოსალოდნელია ცეფალოსპორინებისადმი ჯვარედინი ალერგიული რეაქციის განვითარება.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს N რ - 001912 23.10.2006
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ამპიცილინი
Ampicillin
0.5გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1
ამპიცილინი
Ampicillin
500მგ კაფსულა #20
სენტრამი 1.5გ
SENTRAM 1.5g
1,5გ (1 გ/0,5გ) ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1
სინოგალი
SINOGAL
1გ/0.5გ სტერილური ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში
ბაქტამედი
Bactamed
0.75გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 1.8მლ გამხსნელი 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში
ამპიოქსი
Ampiox
250 მგ კაფსულა #20
ამპიცილინი და სულბაქტამი საინექციო, USP
Ampicillin and Sulbactam for Injection, USP
1.5გ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ერთჯერადი დოზა ფლაკონი №10
ამპიცილინის ტრიჰიდრატი
Ampicillin trihydrate
0.25გ ტაბლეტი №20
ბათბაქტამი
Batbaktam
0.75 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად
ბათბაქტამი
Batbaktam
1.5 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად
ვიდოსინ -500
VIDOSYN-500
500მგ კაფსულა №100 (10X10)
სინოგალი
SINOGAL
0.5გ/0.25გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში
სულციდი
Sulcid
1გ + 0.5გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3.5მლ გამხსნელი (0.5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ამპულა №1
უნაზინი
UNASYN
1.5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში
უნაზინი
UNASYN
250მგ/5მლ 60მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი. ფლაკონი №1 ორმაგ კოვზ-დოზატორთან ერთად შეფუთვაში
უნაზინი
UNASYN
3გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.