8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00393 Rx · რეცეპტით

ბათბაქტამი

Batbaktam

1.5 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ბათბაქტამი, 1.5 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად
მოქმედი ნივთიერება
ამპიცილინი (Ampicillin) Sulbactam
მწარმოებელი
ბიოპოლუსი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ბიოპოლუსი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ამპიცილინი + Sulbactam. ჯერ ყველაზე იაფი.

სენტრამი 1.5გ, 1,5გ (1 გ/0,5გ) ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1

სენტრამი 1.5გ

SENTRAM 1.5g

1,5გ (1 გ/0,5გ) ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1

ამპიცილინი + Sulbactam Venus International, ინდოეთი
დან3.54 ₾
სინოგალი, 1გ/0.5გ სტერილური ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

სინოგალი

SINOGAL

1გ/0.5გ სტერილური ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
დან3.63 ₾
ბაქტამედი, 0.75გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 1.8მლ გამხსნელი 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში

ბაქტამედი

Bactamed

0.75გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში და 1.8მლ გამხსნელი 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი ამპულაში

ამპიცილინი + Sulbactam Laboratorios Torlan, S.A., ესპანეთი
დან4.79 ₾

ამპიცილინი და სულბაქტამი საინექციო, USP

Ampicillin and Sulbactam for Injection, USP

1.5გ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ერთჯერადი დოზა ფლაკონი №10

ამპიცილინი + Sulbactam ACS Dobfar S.p.A., იტალია
Rx · რეცეპტით
ბათბაქტამი, 0.75 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ბათბაქტამი

Batbaktam

0.75 გ ფხვნილი ფლაკონში №1+1%-იანი გამხსნელი 3.5 მლ ამპულა №1 ერთჯერად 5 მლ-იან შპრიცთან და ტამპონთან ერთად

ამპიცილინი + Sulbactam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
სინოგალი, 0.5გ/0.25გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

სინოგალი

SINOGAL

0.5გ/0.25გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
სულციდი, 1გ + 0.5გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3.5მლ გამხსნელი (0.5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ამპულა №1

სულციდი

Sulcid

1გ + 0.5გ ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 3.5მლ გამხსნელი (0.5%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი) ამპულა №1

ამპიცილინი + Sulbactam I.E Ulagay Ilac San. Turk A.S., თურქეთი
Rx · რეცეპტით

უნაზინი

UNASYN

3გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

უნაზინი

UNASYN

250მგ/5მლ 60მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი. ფლაკონი №1 ორმაგ კოვზ-დოზატორთან ერთად შეფუთვაში

ამპიცილინი + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

უნაზინი

UNASYN

1.5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

ამპიცილინი + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ფლაკონი შეიცავს: 0.75 გ - 1.5 გ
ამპიცილინს (ნატრიუმის მარილის სახით) - 0.5 გ - 1.0 გ
სულბაქტამს (ნატრიუმის მარილის სახით) - 0.25 გ - 0.5 გ
1 ამპულა გამხსნელით შეიცავს:
1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარს - 3.5 მლ - 3.5 მლ

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბათბაქტამი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის ამპიცილინი და სულბაქტამი.
ამპიცილინი 6-ამინოპენიცილინის მჟავას წარმოებულია, რომელსაც ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებს. ამპიცილინი ბაქტერიის უჯრედულ მემბრანაში აინჰიბირებს მუკოპეპტიდების ბიოსინთეზს. პრეპარატი ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით აერობულ და ანაერობულ მიკროორგანიზმებზე.
სულბაქტამი β-ლაქტამაზების ინჰიბიტორია. იგი განაპირობებს ამპიცილინის მოქმედებას რეზისტენტულ (β-ლაქტამაზების წარმომქმნელ) შტამებზე.
in vitro ბათბაქტამის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი მიკროორგანიზმები, რომლებიც წარმოქმნის და არ წარმოქმნის β-ლაქტამაზებს: Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes da Streptococcus viridans; ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, რომლებიც წარმოქმნის და არ წარმოქმნის β-ლაქტამაზებს: Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis, Escherichia coli, Klebsiella, Proteus mirabilis, Neisseria gonorrhoe, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Morganella morgani.
პრეპარატის მიმართ ასევე მგრძნობიარეა ანაერობული მიკროორგანიზმები: Clostridium species, Peptococcus species, Peptostreptococcus species, Bacteroides species (B. Fragilis ჩათვლით).

03

ფარმაკოკინეტიკა

ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ ბათბაქტამი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება. 1.5 გ პრეპარატის კუნთში შეყვანისას ამპიცილინის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 30-40 წთ-ში მიიღწევა და 8-37 მკგ/მლ-ს შეადგენს, სულბაქტამის Cmax სისხლის პლაზმაში 30-52 წთ-ში მიიღწევა და 6-24 მკგ/მლ-ს შეადგენს.
1.5 გ პრეპარატის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ამპიცილინისა და სულბაქტამის Cmax სისხლის პლაზმაში 15 წთ-ში მიიღწევა და შესაბამისად 40-71 და 21-40 მკგ/მლ-ს შეადგენს.
ამპიცილინის დაახლოებით 28% და სულბაქტამის დაახლოებით 38% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ამპიცილინი და სულბაქტამი კარგად აღწევენ ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის, პერიტონეალურ სითხეში, შუა ყურის სითხეში, კანში, ნერწყვში, ალვეოლებსა და ბრონქებში, პერიკარდიუმში, მიოკარდიუმში და ენდოკარდიუმში, ნაღვლის ბუშტსა და ნაღველში, ქალის სასქესო ორგანოებში, წინამდებარე ჯირკვალში, აპენდიქსში. ამპიცილინი და სულბაქტამი უმნიშვნელო რაოდენობით გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს, თუმცა მენინგეალური გარსების ანთების დროს მათი გამავლობა რამდენადმე გაზრდილია. ამპიცილინი და სულბაქტამი გადიან პლაცენტურ ბარიერს; მცირე რაოდენობით აღწევენ დედის რძეში.
მოზრდილებში ამპიცილინის განაწილების მოცულობა (Vd) არის 0.28-0.33 ლ/კგ, სულბაქტამის - 0.24-0.4 ლ/კგ. ბავშვებში სულბაქტამის განაწილების მოცულობაა 0.31-0.38 ლ/კგ.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ამპიცილინისა და სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 1 სთ-ია. გამოიყოფიან თირკმლებით ძირითადად უცვლელი სახით. შეყვანიდან 8 სთ-ის შემდეგ ორგანიზმიდან გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 75-85%.

04

ჩვენებები

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • ინტრააბდომინური ინფექციები;
  • შარდსასქესო სისტემის ინფექციები;
  • ვენერული დაავადებები (გონორეა);
  • სეპტიცემია.
05

მიღების წესი და დოზირება

კუნთში შეყვანისას ფლაკონის შიგთავსი (ამპიცილინი/სულბაქტამი) იხსნება ამპულის შიგთავსით (3.5 მლ 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი). კუნთში შესაყვანად მომზადებული ხსნარი გამოიყენება გახსნიდან 1 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში.
პრეპარატის ვენაში შეყვანისას დაუშვებელია გამხსნელის სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის გამოყენება!
ვენაში (ნაკადურად ან წვეთოვნად) შეყვანისას ფლაკონის შიგთავსი (ამპიცილინი/სულბაქტამი) იხსნება სტერილურ საინექციო წყალში ან ნებისმიერ სხვა შეთავსებად ხსნარში (მაგ., 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი, 5% დექსტროზას საინექციო ხსნარი, რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი, M/6 ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი). ქაფის გაქრობის შემდეგ ვიზუალურად მოწმდება ბოლომდე გაიხსნა თუ არა პრეპარატი გამხსნელში. დოზა შეჰყავთ ნაკადურად 3 წთ-ის განმავლობაში. შესაძლებელია მისი განზავება და წვეთოვნად შეყვანა 15-30 წთ-ის განმავლობაში.
მოზრდილებში: სადღეღამისო დოზაა 1.5 გ-დან (1 გ ამპიცილინი/0.5 გ სულბაქტამი) 12 გ-მდე (8 გ ამპიცილინი/4 გ სულბაქტამი). სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4 გ.
ბათბაქტამი ინიშნება ყოველ 6-8 საათში; საშუალო სიმძიმის ინფექციებისას _ ყოველ 12 საათში.
ბავშვებსა და ახალშობილებში: სადღეღამისო დოზა შეადგენს 150 მგ/კგ დღეში (რაც შეესაბამება 100 მგ/კგ ამპიცილინისა და 50 მგ/კგ სულბაქტამის სადღეღამისო დოზებს); დოზა 3-4 მიღებაზე იყოფა. დღენაკლულებსა და ერთი კვირის ახალშობილებში რეკომენდებული დოზაა 75 მგ/კგ დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე.
თირკმლის გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ) ამპიცილინისა და სულბაქტამის გამოყოფა თანაბარი ხარისხით ირღვევა, ამიტომ პლაზმაში მათი კონცენტრაციების თანაფარდობა არ იცვლება. ასეთ ავადმყოფებში საჭიროა პრეპარატის უფრო იშვიათი შეყვანა, ამპიცილინის გამოყენების ჩვეული პრაქტიკის შესაბამისად.
ტემპერატურის ნორმალიზების შემდეგ მკურნალობა კიდევ 48 სთ-ს უნდა გაგრძელდეს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-14 დღე.

06

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნებელი სისტემის მხრივ: სტომატიტი, ენის ზედაპირის გამუქება, გასტრიტი, დიარეა, ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანოზული კოლიტი, ტრანსამინაზების (AST, ALT) აქტივობის ტრანზიტორული მომატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, ერითემა.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია. ადგილობრივი რეაქციები: კუნთში შეყვანისას - ტკივილი შეყვანის ადგილას, ვენაში შეყვანისას - ფლებიტი.
პრეპარატს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და გარდამავალი ხასიათისაა.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
  • ინფექციური მონონუკლეოზი;
  • ლიდოკაინის ჰიდროქლირიდი გამხსნელის სახით არ გამოიყენება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მძიმე ფორმების დროს.
08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

09

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შერევა სხვა ანტიბიოტიკებთან ერთ ფლაკონში ან შპრიცში დაუშვებელია. მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმლის, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციების კონტროლი.
სეფსისის მკურნალობისას შესაძლოა ბაქტერიოლიზის რეაქციის განვითარება.
ალერგიული რეაქციების განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ანტიჰისტამინური საშუალებებისა და კორტიკოსტეროიდების დანიშვნა.

10

ჭარბი დოზირება

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ ძალზე შეზღუდულია. იშვიათად შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება. თავ-ზურგ-ტვინის სითხეში β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალი კონცენტრაციით დაგროვებამ შეიძლება კრუნჩხვები გამოიწვიოს. ამპიცილინი და სულბაქტამი გამოიყოფიან დიალიზით.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ბათბაქტამი ფარმაცევტულად შეუთავსებელია სისხლის პრეპარატებთან, ცილოვან ჰიდროლიზატებთან, ამინოგლიკოზიდებთან. ანტაციდები, გლუკოზამინი, საფაღარათო საშუალებები, ამინოგლიკოზიდები (ენტერალურად დანიშვნისას) ამცირებენ აბსორბციას; ასკორბინის მჟავა ზრდის აბსორბციას.
ბათბაქტამი ავლენს სინერგიზმს ბაქტერიციდულ ანტიბიოტიკებთან (მათ შორის, ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსერინი, ვანკომიცინი, რიფამპიცინი) და ანტაგონიზმს ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკებთან (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) ურთიერთქმედებისას.
ბათბაქტამი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტიანობას.
პრეპარატი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების, ეთინილესტრადიოლისა და იმ სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობას, რომელთა მეტაბოლიზმის პროცესში პარაამინობენზოის მჟავა წარმოიქმნება. დიურეტიკები, ალოპურინოლი, ფენილბუთაზონი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აქვეითებს მილაკოვან სეკრეციას, ზრდიან ამპიცილინის კონცენტრაციას პლაზმაში. ალოპურინოლი ზრდის კანზე გამონაყარის რისკს.

12

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

14

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

№R - 000396
06.04.2009 - 30.06.2013

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ამპიცილინი, 0.5გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიცილინი

Ampicillin

0.5გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიცილინი ბიოპოლუსი, საქართველო
დან1.15 ₾
ამპიცილინი, 500მგ კაფსულა #20

ამპიცილინი

Ampicillin

500მგ კაფსულა #20

ამპიცილინი ნეოფარმი, საქართველო
დან3.49 ₾
დარდუმბაქტი, 1გ ფხვნილი(ი.მ./ი.ვ) საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

დარდუმბაქტი

DARDUMBACT

1გ ფხვნილი(ი.მ./ი.ვ) საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

Cefoperazone + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
დან9.25 ₾
ზეტროქსონი-სლ ი/ვ ი/მ, 1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ზეტროქსონი-სლ ი/ვ ი/მ

1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ზეე ლაბორატორის ლიმითედ, ინდოეთი
დან14.94 ₾
კადერონი ი/მ ი/ვ, 1000მგ+500მგ ფხვნილი ფლაკონი №1

კადერონი ი/მ ი/ვ

1000მგ+500მგ ფხვნილი ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან14.94 ₾
ნიუცეფი კომბი ი/ვ ი/მ, 1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად №1

ნიუცეფი კომბი ი/ვ ი/მ

1000მგ+500მგ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ჯიემეიჩ ორგანიკსი, ინდოეთი
დან14.94 ₾
დარდუმბაქტი, 2გ ფხვნილი (ი.მ./ი.ვ) საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

დარდუმბაქტი

DARDUMBACT

2გ ფხვნილი (ი.მ./ი.ვ) საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

Cefoperazone + Sulbactam ავერსი ფარმა, საქართველო
დან18.86 ₾
ვეცეფი, 750 მგ (500მგ/250მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 10 მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) პოლიმერული მასალის ფლაკონში

ვეცეფი

Vecef

750 მგ (500მგ/250მგ) ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 10 მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) პოლიმერული მასალის ფლაკონში

ცეფტრიაქსონი + Sulbactam Venus International, ინდოეთი
დან21.63 ₾
ვეცეფი ამპ. ი/მ, 1.5გ პუდრა 1 ამპულა №1

ვეცეფი ამპ. ი/მ

1.5გ პუდრა 1 ამპულა №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam
დან25.50 ₾
ამპიოქსი, 0.5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიოქსი

Ampiox

0.5 გ საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონში №1

ამპიცილინი + Oxacillin ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამპიოქსი, 250 მგ კაფსულა #20

ამპიოქსი

Ampiox

250 მგ კაფსულა #20

ამპიცილინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამპიოქსი ®, 125მგ/0.125მგ კაფსულა #20

ამპიოქსი ®

AMPIOX ®

125მგ/0.125მგ კაფსულა #20

ამპიცილინი + Oxacillin ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ამპიცილინის ტრიჰიდრატი, 0.25გ ტაბლეტი №20

ამპიცილინის ტრიჰიდრატი

Ampicillin trihydrate

0.25გ ტაბლეტი №20

ამპიცილინი ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ბაქტიცეფი, 1,5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ბაქტიცეფი

BAKTICEF

1,5გ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

ცეფტრიაქსონი + Sulbactam ბიოპოლუსი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ვიდოსინ -500, 500მგ კაფსულა №100 (10X10)

ვიდოსინ -500

VIDOSYN-500

500მგ კაფსულა №100 (10X10)

ამპიცილინი Lark Laboratories, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ვიტაცეფ ფორტე®, 1000მგ + 500მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ვიტაცეფ ფორტე®

VITACEF FORTE®

1000მგ + 500მგ ფხვნილი ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5

ცეფტრიაქსონი + Sulbactam BIOPOLUS, საქართველო
Rx · რეცეპტით
სულპერაზონი, 2გ ფხვნილი (1გ სულბაქტამი და 1გ ცეფოპერაზონი) ი.მ და ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

სულპერაზონი

Sulperazone

2გ ფხვნილი (1გ სულბაქტამი და 1გ ცეფოპერაზონი) ი.მ და ი.ვ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში

Cefoperazone + Sulbactam ფაიზერი, აშშ
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.