8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02307 Rx · რეცეპტით

ორციპოლი

Orcipol

500/500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

დან19.80 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ორციპოლი, 500/500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
მწარმოებელი
Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ორციპოლი ტაბლეტი 500მგ+500მგ #10

    1.98 ₾ / ც. × 10

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ორციპოლი ტაბლეტი 500მგ+500მგ #10

    1.98 ₾ / ც. × 10

  • PSP ყველაზე იაფი

    ორციპოლი - Orcipol 500მგ/500მგ 10 ტაბლეტი

    1.98 ₾ / ც. × 10

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ციპროფლოქსაცინი + ორნიდაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.

კაფსულის ფორმის ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები გრავირებით `OღჩP~ ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.

02

შემადგენლობა

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის ფორმით) 500 მგ, ორნიდაზოლი 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, პოვიდონი (K30), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, გასუფთავებული ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, პროპილენგლიკოლი.

ათქ კოდი: J01

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ორციპოლი კომბინირებული ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების – ციპროფლოქსაცინისა (II თაობის ფტორქინოლონის წარმოებული) და ორნიდაზოლის (5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებული) თვისებებით.
ციპროფლოქსაცინი აინჰიბირებს ბაქტერიების ფერმენტ დნმ-ჰირაზას და თრგუნავს ბაქტერიის დნმ-ის სინთეზს. ბაქტერიების მემბრანასა და უჯრედის კედელში იწვევს მორფოლოგიურ ცვლილებებს, რაც უჯრედის სწრაფ სიკვდილს განაპირობებს. ზემოქმედებს მიკროორგანიზმებზე ზრდისა და მოსვენების ფაზაში.
გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი, აქტიურია რიგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების მიმართ:
Staphylococcus spp. (მ.შ. პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Streptococcus spp. (S.pneumoniae და S.pyogenes შტამების ჩათვლით), Enterococcus spp, Listeria monocytogenes, Enterobacter
spp., Haemophilus influenzae, Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella
catarrhalis, Morganella morganii, Neisseria spp., Proteus spp., Pseudomonas
aeruginosa, Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholerae, Campylobacter
spp., Citrobacter spp., Yersinia enterocolitica, E.coli; სხვები – Mycobacterium tuberculosis, Chlamydia trachomatis და Mycoplasma hominis.
ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტულნი არიან Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile,
Nocardia asteroides. Treponema paliidum-ის მიმართ მისი მოქმედება არასაკმარისადაა შესწავლილი.
ორნიდაზოლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების დნმ-ის სტრუქტურის დარღვევასთან. აქტიურია მიკროორგანიზმების:Trichomonas vaginalis, Giardia lamblia, Entamoeba
histolytica, ასევე, ზოგიერთი ანაერობული ბაქტერიის (მ.შ. Bacteroides spp., Clostridium spp., Fusobacterium spp. და ანაერობული კოკები) მიმართ.

05

ფარმაკოკინეტიკა

ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა – 70-80%.
ორნიდაზოლი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა – 90%.

06

ჩვენებები

ორციპოლი განკუთვნილია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინი/ორნიდაზოლის კომბინაციის მიმართ მგრძნობიარე შტამებით:

  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მ.შ. აბორტებისა და ოპერაციების შემდგომი პროფილაქტიკა;
  • თირკმელებისა და/ან შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ქრონიკული და მწვავე პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, მ.შ. გართულებული და მორეციდივე;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, შერეული ინფექციები (მიქსტ-ინფექცია);
  • სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია (პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებულია ბაქტერიებით: Klebsiella, Enterobacter, Proteus, E. coli,

Pseudomonas, Haemophilus, Branhamella, Legionella, Staphylococcus გამოწვეული პნევმონიების სამკურნალოდ), ინფიცირებული ბრონქოექტაზები, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;

  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები: სინუსიტი, გარეთა და შუა ოტიტი, მასტოიდიტი;
  • თვალის ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ბაქტერიული ინფექციები, პერიტონიტი;
  • ამებიაზი (ნაწლავური ინფექციები, გამოწვეული Eნტამოება ჰისტოლყტიცა-ის მიერ, მ.შ. ამებური დიზენტერია და ამებიაზის ყველა არანაწლავური ფორმა, განსაკუთრებით, ღვიძლის ამებური აბსცესი);
  • ლამბლიოზი;
  • სეფსისი;
  • ინფექციების მკურნალობა ან პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში (რომლებიც იღებენ იმუნოდეპრესანტებს ან პაციენტებში ნეიტროპენიით);
  • ნაწლავის შერჩევითი დეკონტამინაცია პაციენტებში დაქვეითებული იმუნიტეტით;
  • ანაერობული ინფექციების პროფილაქტიკა მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების ან გინეკოლოგიური ჩარევების დროს;
  • ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის პროფილაქტიკა და მკურნალობა (ინფიცირება Bacillus

anthracis-ით);

  • Pseudomonas

aeruginosa-ის მიერ გამოწვეული გართულებების მკურნალობა ფილტვების მუკოვისციდოზის მქონე 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში.

წინააღმდეგჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ორნიდაზოლის მიმართ.
07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ორციპოლის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენება ბავშვებში
ინიშნება სიფრთხილით, განსაკუთრებული ჩვენებებით.

08

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების, ეპილეფსიის, გაურკვეველი ეტიოლოგიის კრუნჩხვითი სინდრომის დროს.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისაგან.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
ორციპოლის მიღებისას შესაძლოა დაქვეითდეს ყურადღების კონცენტრაციის უნარი და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფე, რაც გასათვალისიწნებელია იმ პირებში გამოყენებისას, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ავტოტრანსპორტის მართვასთან, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურებასთან, არამყარ მდგომარეობაში შესასრულებელ სამუშაოებთან.

09

გვერდითი მოვლენები

სიმპტომები ჩვეულებრივ სუსტად ან ზომიერადაა გამოხატული და ატარებს გარდამავალ ხასიათს, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში საჭირო ხდება მკურნალობის შეწყვეტა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტების რაოდენობის შეცვლა.
იმუნური სისტემისა და კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ფოტომგრძნობელობა.

10

მიღების წესი და დოზირება

ორციპოლი მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე, ჭამამდე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
მწვავე ინფექციებისას მკურნალობის კურსი 5-7 დღეს შეადგენს, ხოლო ქრონიკული მორეციდივე ინფექციებისას – 10-14 დღეს დოზით 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში-ღამეში. დაავადების სიმპტომების ალაგების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს 2 დღის განმავლობაში.
ავადმყოფებს, რომელთაც კრეატინინის კლირენსი აქვთ 20 მლ/წთ და ნაკლები, ხანდაზმულ პაციენტებს და პაციენტებს სხეულის მცირე მასით, ენიშნებათ ჩვეულებრივი დოზის ნახევარი.

11

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, ღებინება, ლორწოვანი გარსების დაზიანება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის მატება ციტოქრომ P450-ის შეკავშირების უბნებში კონკურენტული ინჰიბირების ხარჯზე, რაც იწვევს თეოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას და თეოფილინ-ინდუცირებული გვერდითი მოვლენების განვითარებას.
ორნიდაზოლი იწვევს კუმარინის რიგის პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირებას, რის გამოც, საჭიროა მათი დოზების შესაბამისი კორექცია.
ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ მოქმედებას.
ციპროფლოქსაცინისა და ვარფარინის კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის მოქმედება.
ანტაციდების, ასევე, ალუმინის, თუთიის, რკინისა და მაგნიუმის იონების შემცველი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ციპროფლოქსაცინის შეწოვა, ამიტომ, ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 4 საათისა.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

14

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

15

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ციპროფლოქსაცინი, 0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 10მლ

ციპროფლოქსაცინი

0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 10მლ

ციპროფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან4.46 ₾
ციპრინოლი, 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპრინოლი

Ciprinol

250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან6.77 ₾
ციპროფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი №100

ციპროფლოქსაცინი

500მგ ტაბლეტი საღეჭი №100

ციპროფლოქსაცინი
დან7.24 ₾
ციპროფლოქსაცინი ნორმონი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ციპროფლოქსაცინი ნორმონი

Ciprofloxacin Normon

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ციპროფლოქსაცინი Normon, ესპანეთი
დან7.26 ₾
ფლოქსიმედი, 0.3% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

ფლოქსიმედი

FLOXIMED

0.3% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

ციპროფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
დან8.13 ₾
ქინოფსი, 0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 5მლ

ქინოფსი

0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 5მლ

ციპროფლოქსაცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან8.13 ₾
ქინოფსი თვ/ყურის წვ.0.3%, 0.003 წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ

ქინოფსი თვ/ყურის წვ.0.3%

0.003 წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ

ციპროფლოქსაცინი
დან8.13 ₾
Oflab-Oz, 200მგ+500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

Oflab-Oz

200მგ+500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

Ofloxacin + ორნიდაზოლი
დან8.57 ₾
ფლოქსაზოლი ტაბ.500მგ+200მგ N10, 200მგ+500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ფლოქსაზოლი ტაბ.500მგ+200მგ N10

200მგ+500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

Ofloxacin + ორნიდაზოლი
დან8.57 ₾
გერალი, 500მგ ტაბლეტი #10

გერალი

GERAL

500მგ ტაბლეტი #10

ორნიდაზოლი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან9.10 ₾
Ornicaps, 500მგ სპრეი 10 კაფსულა №10

Ornicaps

500მგ სპრეი 10 კაფსულა №10

ორნიდაზოლი
დან9.13 ₾
სინერალი, 500მგ ტაბლეტი №10

სინერალი

500მგ ტაბლეტი №10

ორნიდაზოლი ჰერბა ილაჩი, თურქეთი
დან9.71 ₾
ორნიდი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ორნიდი

Ornid

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ორნიდაზოლი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
დან9.75 ₾
ტიბერალი, 500მგ ტაბლეტი №10

ტიბერალი

500მგ ტაბლეტი №10

ორნიდაზოლი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან9.75 ₾
ციფლოსინი 500 მგ, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციფლოსინი 500 მგ

Ciflosin® 500mg

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი DEVA Holding, თურქეთი
დან9.90 ₾
Zindolin, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

Zindolin

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი
დან11.95 ₾
ოტტადექსი, წვეთები ყურის №1 5მლ

ოტტადექსი

წვეთები ყურის №1 5მლ

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი მეფარ ილაჩ, თურქეთი
დან12.07 ₾
ფლოქსადექსი, 10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ფლოქსადექსი

10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი
დან12.55 ₾
ციპრინოლი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპრინოლი

Ciprinol

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან13.37 ₾
ციპრო-დენკი 500, 500მგ ტაბლეტი #10

ციპრო-დენკი 500

Cipro-Denk 500

500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი Allphamed PHARBIL Arzneimittel GmbH, გერმანია
დან13.37 ₾
ფლოქსიმედი, 0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1

ფლოქსიმედი

FLOXIMED

0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1

ციპროფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
დან18.04 ₾
ოტოდუო, 5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

ოტოდუო

5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი
დან18.64 ₾
ფლოკორტი, (1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ფლოკორტი

(1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, პორტუგალია
დან33.15 ₾
ციპროფლოქსაცინი აკორდი, 500მგ ტაბლეტი №100

ციპროფლოქსაცინი აკორდი

500მგ ტაბლეტი №100

ციპროფლოქსაცინი აკორდ ჰელსქეა, დიდი ბრიტანეთი
დან112.13 ₾
გამამაქსი, 500მგ ტაბლეტი №10

გამამაქსი

GAMAMAX

500მგ ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
დორნიზოლი, 500 მგ ტაბლეტი #10

დორნიზოლი

Dornizole

500 მგ ტაბლეტი #10

ორნიდაზოლი Medeor, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტები, 500მგ ვაგინალური ტაბლეტი #3

ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტები

ORNISID VAGINAL TABLETS

500მგ ვაგინალური ტაბლეტი #3

ორნიდაზოლი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
ურეცეპტო
ორნისიდი ფორტე, 500მგ ტაბლეტი #10

ორნისიდი ფორტე

ORNISID FORTE

500მგ ტაბლეტი #10

ორნიდაზოლი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
ურეცეპტო

პმს-ციპროფლოქსაცინი

pms-CIPROFLOXACIN

500მგ ტაბლეტი #500

ციპროფლოქსაცინი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით

ფლოციკარი

Flocikare

250მგ ტაბლეტი №30 500მგ ტაბლეტი №30

ციპროფლოქსაცინი SmithKline group of companies, რუმინეთი
Rx · რეცეპტით
ცეფლოქსი-ავერსი, 500 მგ ტაბლეტი #50

ცეფლოქსი-ავერსი

CEFLOX-AVERSI

500 მგ ტაბლეტი #50

ციპროფლოქსაცინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

10 მგ/მლ 10 მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

საინფუზიო ხსნარი (კონცენტრატი), 10 მლ-ანი 5 ამპულა, 100 მგ/50 მლ

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

საინფუზიო ხსნარი, 100 მლ/ანი 1 ფლაკონი, 200 მგ/100 მლ

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ციპრო-G, 500მგ ტაბლეტი №10

ციპრო-G

Cipro-G

500მგ ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ციპროლაიფი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროლაიფი

CIPROLIF

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ციპროფლავი, 0.3% 3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ხსნარის სახით პოლიეთილენის ფლაკონში

ციპროფლავი

CIPROFLAV

0.3% 3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ხსნარის სახით პოლიეთილენის ფლაკონში

ციპროფლოქსაცინი პოლფა ვარშავა, პოლონეთი
ურეცეპტო
ციპროფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი

CIPROFLOXACIN

500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ციპროფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი

Ciprofloxacin

500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ციპროფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი #20

ციპროფლოქსაცინი

CIPROFLOXACIN

500მგ ტაბლეტი #20

ციპროფლოქსაცინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ციპროფლოქსაცინი EM

Ciprofloxacin EM

3მგ/1მლ 8მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონში

ციპროფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.