მონოგრაფია Nº 01311 ურეცეპტო
ფლოქსიმედი
FLOXIMED
0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
დან18.04 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ციპროფლოქსაცინი (Ciprofloxacin)
- მწარმოებელი
- World Medicine Ophthalmics
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ფლოქსიმედი მალამო თვალის 0.3% 5გრ ტუბი #1
ყიდვა ↗18.04 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ფლოქსიმედი მალამო თვალის 0.3% 5გრ ტუბი #1
ყიდვა ↗18.04 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
ფლოქსიმედი - Floximed თვალის მალამო 0.3% 5გ.
ყიდვა ↗18.04 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ციპროფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ციპროფლოქსაცინი
0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 10მლ
ციპრინოლი
Ciprinol
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპროფლოქსაცინი
500მგ ტაბლეტი საღეჭი №100
ციპროფლოქსაცინი ნორმონი
Ciprofloxacin Normon
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ფლოქსიმედი
FLOXIMED
0.3% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ქინოფსი
0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 5მლ
ქინოფსი თვ/ყურის წვ.0.3%
0.003 წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ
ციფლოსინი 500 მგ
Ciflosin® 500mg
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
Zindolin
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ციპრინოლი
Ciprinol
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპრო-დენკი 500
Cipro-Denk 500
500მგ ტაბლეტი #10
ციპროფლოქსაცინი აკორდი
500მგ ტაბლეტი №100
გამამაქსი
GAMAMAX
500მგ ტაბლეტი №10
პმს-ციპროფლოქსაცინი
pms-CIPROFLOXACIN
500მგ ტაბლეტი #500
ფლოციკარი
Flocikare
250მგ ტაბლეტი №30 500მგ ტაბლეტი №30
ცეფლოქსი-ავერსი
CEFLOX-AVERSI
500 მგ ტაბლეტი #50
ციპრინოლი
Ciprinol
750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპრინოლი
Ciprinol
საინფუზიო ხსნარი (კონცენტრატი), 10 მლ-ანი 5 ამპულა, 100 მგ/50 მლ
ციპრინოლი
Ciprinol
საინფუზიო ხსნარი, 100 მლ/ანი 1 ფლაკონი, 200 მგ/100 მლ
ციპრინოლი
Ciprinol
2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში
ციპრინოლი
Ciprinol
10 მგ/მლ 10 მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5
ციპრინოლი
Ciprinol
2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში
ციპრო-G
Cipro-G
500მგ ტაბლეტი №10
ციპროლაიფი
CIPROLIF
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპროფლავი
CIPROFLAV
0.3% 3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ხსნარის სახით პოლიეთილენის ფლაკონში
ციპროფლოქსაცინი
CIPROFLOXACIN
500მგ ტაბლეტი #20
ციპროფლოქსაცინი
Ciprofloxacin
500მგ ტაბლეტი #10
ციპროფლოქსაცინი
CIPROFLOXACIN
500მგ ტაბლეტი #10
ციპროფლოქსაცინი EM
Ciprofloxacin EM
3მგ/1მლ 8მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონში
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა
თვალის მალამო
ჰომოგენური, ნახევრადმყარი ზეთისებური მასა ყვითელ-მოთეთრო ფერის.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის სახით) 3,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.
პრეპარატის ათქ კოდი : S01AE03
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანტიმიკრობული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან მოქმედების ფართო სპექტრით.
ციპროფლოქსაცინი აბლოკირებს ბაქტერიების ფერმენტ დნმ-ჰირაზას და აფერხებს დნმ-ის რეპლიკაციას. თრგუნავს ბაქტერიების ზრადასა და გამრავლებას. იწვევს გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს (ბაქტერიის უჯრედის კედელსა და მემბრანაში) და უჯრედის სწრაფ სიკვდილს. ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე ზრდისა და მოსვენების ფაზაში (რადგან გავლენას ახდენს არა მარტო დნმ-ჰირაზაზე არამედ იწვევს უჯრედის კედლის ლიზისსაც), გრამდადებით მიკროორგანიზმებზე – მხოლოდ ზრდის ფაზაში.
ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: ენტერობაქტერიები (Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp.) და სხვ. გრამუარყოფითი ბაქტერიები (Haemophilus spp., Pseudomonas aeruginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Campylobacter jejuni, Neisseria spp.), ზოგიერთი უჯრედშიდა გამომწვევები: Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Corynebacterium diphtheriae; გრამდადებითი აერობული ბაქტერიები:Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), Streptococcus spp. (Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae).
ზომიერად მგრძნობიარეა Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis, Mycobacterium avium (მათი დათრგუნვისათვის საჭიროა მაღალი კონცენტრაციები).
პრეპარატის მიმართ რეზისტენტულია:Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophilia, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroides.
რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა, რამდენადაც ერთის მხრივ, ციპროფლოქსაცინის მოქმედების შემდეგ პრაქტიკულად არ რჩება პერსისტირებული მიკროორგანიზმები, მეორეს მხრივ ბაქტერიის უჯრედში არ არის ინაქტივირებული ფერმენტები.
პრეპარატი არაეფექტურია Treponema pallidum - ის მიმართ.
ჩვენებები
- თვალის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატოქონიუნქტივიტი, რქოვანას ბაქტერიული წყლული, ქრონიკული დაკრიოცისტიტი და მეიბომიტები (ჯიბლიბო).
- ტრავმის შემდგომი ან უცხო სხეულით თვალის ინფექციური დაზიანება.
მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატის დანიშვნის წინ რეკომენდებულია დაავადების გამომწვევი მიკროფლორის მგრძნობელობის განსაზღვრა ციპროფლოქსაცინის მიმართ.
პრეპარატი თავსდება დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთოს უკან.
მსუბუქი და ზომიერად მძიმე ინფექციების დროს 2-ჯერ დღე-ღამეში.
მძიმე ინფექციების დროს თვალის მალამო გამოიყენება 3-4-ჯერ დღე-ღამეში. დაავადების სიმპტომების შემსუბუქების შესაბამისად მიღების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
თვალის წვეთებთან ერთად ღამით შესაძლებელია დამა¬ტებით თვალის მალამოს გამოყენება პრეპარატთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.
უკუჩვენებები
- ციპროფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ქავილი, წვა, კონიუნქტივის ჰიპერემია და მსუბუქი ტკივილი;
სისტემური გვერდითი ეფექტები ვითარდება ძალიან იშვიათად – დერმატიტი, გულისრევა, გემოს მგრძნობელობის დარღვევა.
გამოყენების თავისებურება
ფლოქსიმედი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. საჭიროა პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ, თუ თვალის წვეთების ან თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ, კონიუნქტივალური ჰიპერემია გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მატულობს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების ტარება. მყარი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ინსტილაციიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხვედელობის დროებითი დაბინდვა ამიტომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისაგან თავის შეკავება.
გამოყენება პედიატრიაში.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
არ არის საჭირო დოზის შეცვლა 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს გამართლებულია როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებლი აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. ახალშობილებში ძუძუთი კვების დროს პოტენციური არასასურველი მოქმდების ასაცილებლად საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ჭარბი დოზირება
პრეპარატ ფლოქსიმედის ჭარბი დოზირების შესახებ მონა¬ცემები არ არსებობს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
თვალის მალამო 5 გ ალუმინის ტუბში.
ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 30°C ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!
ვარგისობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ოტტადექსი
წვეთები ყურის №1 5მლ
ფლოქსადექსი
10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ოტოდუო
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
Dazolax
500მგ+500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ორნიცინი
500მგ+500მგ ტაბლეტი №10
დაზოლაქსი
500მგ+500მგ ტაბლეტი №10
ორნიფლოქსი
ORNIFLOX
500მგ + 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ორციპოლი
Orcipol
500/500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
ფლოკორტი
(1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.