მონოგრაფია Nº 00728 ურეცეპტო
ციპროფლავი
CIPROFLAV
0.3% 3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ხსნარის სახით პოლიეთილენის ფლაკონში
- მოქმედი ნივთიერება
- ციპროფლოქსაცინი (Ciprofloxacin)
- მწარმოებელი
- პოლფა ვარშავა, პოლონეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- პოლფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ციპროფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ციპროფლოქსაცინი
0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 10მლ
ციპრინოლი
Ciprinol
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპროფლოქსაცინი
500მგ ტაბლეტი საღეჭი №100
ციპროფლოქსაცინი ნორმონი
Ciprofloxacin Normon
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ფლოქსიმედი
FLOXIMED
0.3% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ქინოფსი
0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 5მლ
ქინოფსი თვ/ყურის წვ.0.3%
0.003 წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ
ციფლოსინი 500 მგ
Ciflosin® 500mg
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
Zindolin
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ციპრინოლი
Ciprinol
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპრო-დენკი 500
Cipro-Denk 500
500მგ ტაბლეტი #10
ფლოქსიმედი
FLOXIMED
0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
ციპროფლოქსაცინი აკორდი
500მგ ტაბლეტი №100
გამამაქსი
GAMAMAX
500მგ ტაბლეტი №10
პმს-ციპროფლოქსაცინი
pms-CIPROFLOXACIN
500მგ ტაბლეტი #500
ფლოციკარი
Flocikare
250მგ ტაბლეტი №30 500მგ ტაბლეტი №30
ცეფლოქსი-ავერსი
CEFLOX-AVERSI
500 მგ ტაბლეტი #50
ციპრინოლი
Ciprinol
750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპრინოლი
Ciprinol
საინფუზიო ხსნარი (კონცენტრატი), 10 მლ-ანი 5 ამპულა, 100 მგ/50 მლ
ციპრინოლი
Ciprinol
საინფუზიო ხსნარი, 100 მლ/ანი 1 ფლაკონი, 200 მგ/100 მლ
ციპრინოლი
Ciprinol
2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში
ციპრინოლი
Ciprinol
10 მგ/მლ 10 მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5
ციპრინოლი
Ciprinol
2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში
ციპრო-G
Cipro-G
500მგ ტაბლეტი №10
ციპროლაიფი
CIPROLIF
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპროფლოქსაცინი
CIPROFLOXACIN
500მგ ტაბლეტი #20
ციპროფლოქსაცინი
Ciprofloxacin
500მგ ტაბლეტი #10
ციპროფლოქსაცინი
CIPROFLOXACIN
500მგ ტაბლეტი #10
ციპროფლოქსაცინი EM
Ciprofloxacin EM
3მგ/1მლ 8მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონში
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1 მლ
ციპროფლოქსაცინი. . . . . . . . 3 მგ (3,5 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის აცეტატი ტრიჰიდრატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (ხსნარი), დისტილირებული წყალი.
ჩვენებები
- რქოვანას წყლული, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით;
- თვალების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით;
მიღების წესი და დოზირება
ციპროფლავი 0,3% გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
დამატებითი კითხვებით მიმართეთ ექიმს.
მოზრდილები (მათ შორის ხანდაზმული პირები)
ჩვეულებრივ: დაზიანებულ თვალში (თვალებში) 1-2 წვეთი დღეში 4-ჯერ.
მძიმე ინფექციების შემთხვევაში - პირველი 2 დღე - დღეში 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში.
- რქოვანას წყლული, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით;
ყურადღება: პრეპარატი გამოიყენება ქვემოთ მითითებული სქემის შესაბამისად, ღამის საათებშიც კი.
პირველი დღე: პრეპარატის ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში (თვალებში) 2 წვეთი ყოველ 15 წუთში პირველი 6 საათის განმავლობაში, შემდეგ 2 წვეთი ყოველ 30 წუთში მკურნალობის პირველი დღის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში. მეორე დღე: პრეპარატის ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ 1 საათში 2 წვეთი.
მესამე დღიდან მეთოთხმეტე დღემდე: ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში (თვალებში) ყოველ 4 საათში 2 წვეთი. თერაპიის გაგრძელების გადაწყვეტილებას იღებს ექიმი იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ითხოვს მკურნალობის გაგრძელებას 14 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
- თვალების ზედაპირული ანთება, რომელიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. დანიშნულებისაგან დამოუკიდებლად, გამოყენების მაქსიმალური პერიოდი შეადგენს 21 დღეს.
ბავშვები:
1 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ხარისხი არ არის დადგენილი. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება იმავე დოზით, როგორც მოზრდილებში.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის აზრით, ციპროფლავი 0,3% პრეპრატის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება.
გამოყენების წესი
პრეპარატი არის მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის - ჩაწვეთება ხდება კონიუქტივის პარკში. ხსნარის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება საწვეთურის ბოლოსთან შეხება.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ხელების დაბანა. ხუფის მოხსნის შემდეგ ხდება პრეპარატის თვალში (თვალებში) ჩაწვეთება. თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, საჭიროა დამატებითი ჩაწვეთება. პრეპარატის აბსორბციის მიზნით საჭიროა თვალის დახუჭვა 2 წუთის განმავლობაში, დახამხამება არ შეიძლება. შემდეგ, პრეპარატის შესაძლო ნარჩენების მოცილების მიზნით საჭიროა ხელების ხელახალი დაბანა და ფლაკონის დახურვა
პრეპარატის ციპროფლავი 0,3% დოზის გამოტოვების შემთხვევაში
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო, გამოტოვებული დოზა არ გამოიყენება. შემდეგი ჩაწვეთება ხდება მკურნალობის სქემის შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, პრეპარატმა ციპროფლავი 0,3% შეიძლება გამოიწვიო არასასურველი ეფექტების განვითარება.
შესაძლო გვერდითი ეფექტები: წვა, დისკომფორტი თვალებში, რაც ხასიათდება თვალში ქვიშის ან უცხო სხეულის შეგრძნებით; თეთრი კრისტალური პრეციპიტატის და (ან) იქტიოზური მდგომარეობის გამოვლენა, კონიუქტივის ჰიპერემია, ჩაწვეთებისთანავე არასასიამოვნო გემო პირში.
გამოვლენილია: რქოვანას ლაქების განვითარება, კერატოპათია და (ან) კერატიტი, ალერგიული რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა, სინათლის შიში, პათოლოგიური ჩანართები რქოვანაში, ღებინება, მხედველობის დარღვევა. შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
რქოვანას წყლულის მქონე პირებში პრეპარატის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანაზე თეთრი პრეციპიტატების განვითარება. მოცემული რეაქცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის გამოყენებისათვის და არ მოქმედებს რქოვანას წყლულის მკურნალობის ეფექტზე. პრეციპიტატები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობიდან 1-7 დღის განმავლობაში და ქრება თერაპიის დასრულების შემდეგ.
თუმცა, ზოგ შემთხვევაში, მოცემული რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის დასრულებიდან 13 დღის განმავლობაში.
პრეპარატი ციპროფლავი 0,3% გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები. მოცემულ ინსტრუქციაში მითითებული, ან სხვა ნებისმიერი არასასურველი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, მათ შორის სხვა ქინოლონების მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში დანიშნული დოზის მსგავსად.
ორსულობა და ლაქტაცია
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის რჩევა. ორსულობის პერიოდში ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის სავარაუდო სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ საშიშროებას.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის შესაბამისი ზომების დაცვა.
განსაკუთრებული მითითებები
- პირებში, რომლებსაც ციპროფლოქსაცინის გამოყენების შემდეგ განუვითარდათ ჰიპერმგრძნობელობის უეცარი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი. თუ პრეპარატის გამოყენებისას გამოვლინდა გამონაყარი ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა სიმპტომი, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
- ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თერაპიის მიმართ მდგრადი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების ან მიკოზების განვითარება. ასეთი ინფექციის განვითარებისას, შემდგომი თერაპია ტარდება ექიმის შეხედულების შესაბამისად.
- პრეპარატი ციპროფლავი 0,3% გამოყენებისას არ არის სასურველი რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება. თუ მსგავსი ნიშნები ვლინდებოდა წარსულში, ზემოთ მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედებასთან დაკავშირებით მონაცემები მოწოდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
თუ თქვენ იყენებთ ან ადრე იყენებდით თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატს, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
ციპროფლოქსაცინისა და სხვა ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებების ურთიერთზემოქმედების თაობაზე შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა.
ქინოლონების გამოყენება (მათ შორის ციპროფლოქსაცინი) ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას სისხლის შრატში, ზემოქმედებს კოფეინის მეტაბოლიზმზე, აძლიერებს პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას (მაგალითად, აცენოკუმაროლი). ციკლოსპორინისა და ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში კრეატინინის დონის დროებითი მატება.
პრეპარატი არ გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალების ჩაწვეთებისთანავე. არ შეიძლება პრეპარატის შერევა სხვა ხსნართან.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ოტტადექსი
წვეთები ყურის №1 5მლ
ფლოქსადექსი
10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ოტოდუო
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
Dazolax
500მგ+500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ორნიცინი
500მგ+500მგ ტაბლეტი №10
დაზოლაქსი
500მგ+500მგ ტაბლეტი №10
ორნიფლოქსი
ORNIFLOX
500მგ + 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ორციპოლი
Orcipol
500/500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
ფლოკორტი
(1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.