8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00727 Rx · რეცეპტით

ციპრო-G

Cipro-G

500მგ ტაბლეტი №10

ციპრო-G, 500მგ ტაბლეტი №10
მოქმედი ნივთიერება
ციპროფლოქსაცინი (Ciprofloxacin)
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ციპროფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ციპროფლოქსაცინი, 0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 10მლ

ციპროფლოქსაცინი

0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 10მლ

ციპროფლოქსაცინი დრაგ ინტერნაციონალი, ბანგლადეში
დან4.46 ₾
ციპრინოლი, 250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპრინოლი

Ciprinol

250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან6.77 ₾
ციპროფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი საღეჭი №100

ციპროფლოქსაცინი

500მგ ტაბლეტი საღეჭი №100

ციპროფლოქსაცინი
დან7.24 ₾
ციპროფლოქსაცინი ნორმონი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ციპროფლოქსაცინი ნორმონი

Ciprofloxacin Normon

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

ციპროფლოქსაცინი Normon, ესპანეთი
დან7.26 ₾
ფლოქსიმედი, 0.3% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

ფლოქსიმედი

FLOXIMED

0.3% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1

ციპროფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
დან8.13 ₾
ქინოფსი, 0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 5მლ

ქინოფსი

0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 5მლ

ციპროფლოქსაცინი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან8.13 ₾
ქინოფსი თვ/ყურის წვ.0.3%, 0.003 წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ

ქინოფსი თვ/ყურის წვ.0.3%

0.003 წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ

ციპროფლოქსაცინი
დან8.13 ₾
ციფლოსინი 500 მგ, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციფლოსინი 500 მგ

Ciflosin® 500mg

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი DEVA Holding, თურქეთი
დან9.90 ₾
Zindolin, 500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

Zindolin

500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი
დან11.95 ₾
ციპრინოლი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპრინოლი

Ciprinol

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან13.37 ₾
ციპრო-დენკი 500, 500მგ ტაბლეტი #10

ციპრო-დენკი 500

Cipro-Denk 500

500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი Allphamed PHARBIL Arzneimittel GmbH, გერმანია
დან13.37 ₾
ფლოქსიმედი, 0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1

ფლოქსიმედი

FLOXIMED

0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1

ციპროფლოქსაცინი World Medicine Ophthalmics
დან18.04 ₾
ციპროფლოქსაცინი აკორდი, 500მგ ტაბლეტი №100

ციპროფლოქსაცინი აკორდი

500მგ ტაბლეტი №100

ციპროფლოქსაცინი აკორდ ჰელსქეა, დიდი ბრიტანეთი
დან112.13 ₾
გამამაქსი, 500მგ ტაბლეტი №10

გამამაქსი

GAMAMAX

500მგ ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით

პმს-ციპროფლოქსაცინი

pms-CIPROFLOXACIN

500მგ ტაბლეტი #500

ციპროფლოქსაცინი Pharma science, კანადა
Rx · რეცეპტით

ფლოციკარი

Flocikare

250მგ ტაბლეტი №30 500მგ ტაბლეტი №30

ციპროფლოქსაცინი SmithKline group of companies, რუმინეთი
Rx · რეცეპტით
ცეფლოქსი-ავერსი, 500 მგ ტაბლეტი #50

ცეფლოქსი-ავერსი

CEFLOX-AVERSI

500 მგ ტაბლეტი #50

ციპროფლოქსაცინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

საინფუზიო ხსნარი (კონცენტრატი), 10 მლ-ანი 5 ამპულა, 100 მგ/50 მლ

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

საინფუზიო ხსნარი, 100 მლ/ანი 1 ფლაკონი, 200 მგ/100 მლ

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

10 მგ/მლ 10 მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით

ციპრინოლი

Ciprinol

2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში

ციპროფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ციპროლაიფი, 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროლაიფი

CIPROLIF

500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ციპროფლავი, 0.3% 3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ხსნარის სახით პოლიეთილენის ფლაკონში

ციპროფლავი

CIPROFLAV

0.3% 3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ხსნარის სახით პოლიეთილენის ფლაკონში

ციპროფლოქსაცინი პოლფა ვარშავა, პოლონეთი
ურეცეპტო
ციპროფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი #20

ციპროფლოქსაცინი

CIPROFLOXACIN

500მგ ტაბლეტი #20

ციპროფლოქსაცინი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ციპროფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი

Ciprofloxacin

500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი გამა, საქართველო
Rx · რეცეპტით
ციპროფლოქსაცინი, 500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი

CIPROFLOXACIN

500მგ ტაბლეტი #10

ციპროფლოქსაცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
Rx · რეცეპტით

ციპროფლოქსაცინი EM

Ciprofloxacin EM

3მგ/1მლ 8მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონში

ციპროფლოქსაცინი ევრომედიკალი, საქართველო
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ციპროფლოქსაცინის 500 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი.

მოქმედების მექანიზმი
ფტორქინოლონის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალება. მოქმედებს ბაქტერიციდულად. იგი არღვევს ბაქტერიის დნმ-ის რეპლიკაციასა და უჯრედული ცილის სინთეზს. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს როგორც გამრავლების, ისე სიმშვიდის ფაზაში მყოფ მიკროორგანიზმებზე.
ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარეა შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Escherichia coli,
Salmonella spp., Shigella spp., Proteus spp., Morganella morganii, Citrobacter
spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Yersinia spp., Vibrio spp.,
Campilobacter spp., Hafnia spp., Providencia stuartii, Haemophilus influenzae,
Pasteurella multocida, Pseudomonas spp., Gardnerella spp., Neisseria spp.,
Moraxella catarrhalis, Acinetobacter spp.
ასევე აქტიურია უჯრედშიდა მიკროორგანიზმების მიმართ: Legionella pneumophila,
Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium
tuberculosis, Mycobacterium kansasii, Mycobacterium avium-intracellulare;
ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარეა შემდეგი გრამდადებითი მიკროორგანიზმები:Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pyogenes,
Streptococcus agalactiae), Staphylococcus spp. (მათ შორის Staphylococcus aureus,
Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus
saprophyticus), Corynebacterium diphtheriae, Listeria monocytogenes. Streptococcus პრეპარატისადმი ზომიერად მგრძნობიარეა: pneumoniae, Enterococcus
faecalis.
მეტიცილინისადმი მდგრადი სტაფილოკოკების უმრავლესობა მდგრადია ციპროფლოქსაცინის მიმართაც.
პრეპარატისადმი რეზისტენტულია: Corynebacterium spp., Bacteroides
fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophila, Ureaplasma urealyticum, Clostridium
difficile, Nocardia asteroides..
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას არ ვითარდება რეზისტენტობა სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ფერმნეტ ჰირაზას ინჰიბიტორებს. ამიტომ ციპროფლოქსაცინი მაღალეფექტურია ამინოგლიკოზიდებისადმი, პენიცილინებისადმი, ცეფალოსპორინებისა და ტეტრაციკლინისადმი მდგრადი ბაქტერიების მიმართ.

02

ფარმაკოკინეტიკა

ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ახანგრძლივებს პრეპარატის შეწოვას. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 სთ-ში. ციპროფლოქსაცინი ადვილად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის მაღალ კონცენტრაციას აღწევს ნაღვლის წვენში, ფილტვებში, თირკმლებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, საშვილოსნოში, სათესლე სითხეში, წინამდებარე ჯირკვალში, ნუშისებრ ჯირკვლებში, ენდომეტრიუმში, ფალოპის მილსა და საკვერცხეებში. ასევე, კარგად აღწევს თვალის სითხეებში, ძვალში, ბრონქულ სეკრეტში, ნერწყვში, კანში, კუნთებში, პლევრაში, პერიტონეუმსა და ლიმფაში. ზურგის ტვინში პრეპარატი მცირე რაოდენობით ხვდება. ციპროფლოქსაცინი გადის პლაცენტის ბარიერს. პრეპარატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, ნაწილობრივ ფეკალურ მასასთან ერთად. T1/2 შეადგენს 3-5 საათს.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს T1/2 ხანგრძლივდება 12 საათამდე.

03

ჩვენებები

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მათ შორის გართულებული);
  • სასუნთქი სისტემის ინფექციები;
  • მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებანი (მათ შორის ადნექსიტი და პროსტატიტი);
  • შუა ყურის, ცხვირის დანამატი ღრუების, ხახისა და ხორხის ინფექციები;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის (მათ შორის ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გამომტანი სადინრების) ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების, ძვალ-სახსართა ინფექციები;
  • პერიტონიტი;
  • სეპტიცემია.
04

უკუჩვენებები

  • ორსულობა, ლაქტაცია;
  • ბავშვთა და მოზარდთა ასაკი;
  • ციპროფლოქსაცინის ან ქინოლონის ჯგუფის პრეპარატებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ეპილეფსია, კრუნჩხვითი სინდრომი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და ორგანული დაზიანებანი, ციპრო-G მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით ინიშნება.
პრეპარატით მკურნალობისას ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში საჭიროა კურსის შეწყვეტა და ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხეები.
ციპროფლოქსაცინის მიღების ფონზე მყესების ტკივილის ან ტენდოვაგინიტის პირველივე ნიშნების გამოვლინებისას, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, რადგან ფტორქინოლონებით მკურნალობისას აღწერილია მყესების ანთებითი დაზიანების და გაგლეჯის ერთეული შემთხვევები.
პაციენტებში, თირკმლის ფუნქიის დარღვევით, ციპრო-G საწყის ეტაპზე ინიშნება საშუალო თერაპიული დოზით, ხოლო შემდეგ ამცირებენ კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს პაციენტები უნდა მოერიდნონ მზეზე ყოფნას და ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს, პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ (განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად მიღებისას).

05

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს ციპრო-G უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

06

ჭარბი დოზირება

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, პაციენტების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, საჭიროებისას სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ორგანიზმის საკმარისი რაოდენობის სითხით უზრუნველყოფა. ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი მხოლოდ მცირე რაოდენობის(დაახლოებით 10%) ციპროფლოქსაცინს გამოდევნის.

07

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ერთდროულად ციპროფლოქსაცინისა და რკინის პრეპარატების ან ანტაციდური საშუალებების (რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს, კალციუმს, ალუმინს) გამოყენებისას მცირდება მისი შეწოვის ინტენსივობა. ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნისას საჭიროა 4 საათიანი ინტერვალის დაცვა.
ციპრო-G ზრდის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციას, ხოლო ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას.
ციპროფლოქსაცინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების(აცეტილსალიცილის მჟავას გარდა) ერთდროულად გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი.
ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას იზრდება ნეფროტოქსიკური მოქმედება.
მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის აბსორბციას, ხოლო ურიკოზური პრეპარატები ახანგრძლივებენ სისხლის პლაზმაში ციპროფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს.
სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები, ამინოგლიკოზიდები, კლინდამიცინი, მეტრონიდაზოლი) ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სინერგიული მოქმედება.
ციპრო-G კომბინაციაში გამოიყენება აზლოცილინთან და ცეფტაზიდიმთან Pსეუდომონას სპპ.-თი გამოწვეული ინფექციების დროს; მეზლოცილინთან, აზლოცილინთან და სხვა სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან - სტრეპტოკოკული ინფექციების დროს; იზოკსაზოლპენიცილინებთან და ვანკომიცინთან - სტაფილოკოკური ინფექციების დროს; მეტრონიდაზოლთან და კლინდამიცინთან - ანაერობული ინფექციების დროს.

08

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ინფექციური პროცესის ლოკალიზაციასა და სიმძიმეზე, ასევე გამომწვევის მგრძნობელობაზე.

  • საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები............................................250 მგ დღეში ორჯერ
  • საშარდე გზების გართულებული ინფექციები..............................................500 მგ დღეში ორჯერ
  • მძიმე ინფექციები (მათ შორის პნევმონია, ოსტეომიელიტი).................500 მგ დღეში ორჯერ
  • სხვა ინფექციები.........................................................................................................500-750 მგ დღეში ორჯერ
  • სალმონელების ბაცილომტარებლობა.................................................................750 მგ დღეში ორჯერ

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური სურათის დინამიკასა და ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებზე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ტემპერატურის ნორმალიზაციიდან და კლინიკური სიმპტომების გაქრობიდან კიდევ სამი დღის განმავლობაში. მწვავე გონორეასა და ცისტიტის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ერთი დღის განმავლობაში, საშარდე გზებისა და მუცლის ღრუს ინფექციების დროს - 7 დღემდე, ოსტეომიელიტის დროს - 2 თვემდე, სხვა შემთხვევაში - 7-14 დღე.

09

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მატება, ქოლესტაზური სიყვითლე;
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, ტრემორი, უძილობა, კოშმარული სიზმრები, ოფლიანობა, ცნობიერების დარღვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციების სხვა გამოვლინებები, შაკიკი, გულის წასვლა, ცერებრალური არტერიების თრომბოზი.
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოს შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა(დიპლოპია, ფერების აღქმის დარღვევა), შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემას მხრივ: ტაქიკარდია, გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, სახეზე წამოხურება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, კრისტალურია, დისურია, პოლიურია, შარდის შეკავება, ჰემატურია, გლომერულონეფრიტი;
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი, პაპულური გამონაყარი, კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები, ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომი;
სხვადასხვა: კანდიდოზი, ართრალგია.

10

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ტაბლეტი 500 მგ, 10 ტაბლეტი ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით).

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ოტტადექსი, წვეთები ყურის №1 5მლ

ოტტადექსი

წვეთები ყურის №1 5მლ

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი მეფარ ილაჩ, თურქეთი
დან12.07 ₾
ფლოქსადექსი, 10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ფლოქსადექსი

10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი
დან12.55 ₾
ოტოდუო, 5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

ოტოდუო

5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი
დან18.64 ₾
Dazolax, 500მგ+500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

Dazolax

500მგ+500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი + ორნიდაზოლი
დან19.78 ₾
ორნიცინი, 500მგ+500მგ ტაბლეტი №10

ორნიცინი

500მგ+500მგ ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი + ორნიდაზოლი ლაბ. უნიმაქსი, ინდოეთი
დან19.78 ₾
დაზოლაქსი, 500მგ+500მგ ტაბლეტი №10

დაზოლაქსი

500მგ+500მგ ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი + ორნიდაზოლი მედეო-ფარმა, ინდოეთი
დან19.80 ₾
ორნიფლოქსი, 500მგ + 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ორნიფლოქსი

ORNIFLOX

500მგ + 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი + ორნიდაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან19.80 ₾
ორციპოლი, 500/500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ორციპოლი

Orcipol

500/500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10

ციპროფლოქსაცინი + ორნიდაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან19.80 ₾
ფლოკორტი, (1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ფლოკორტი

(1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ციპროფლოქსაცინი + დექსამეტაზონი ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, პორტუგალია
დან33.15 ₾

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.