მონოგრაფია Nº 00732 ურეცეპტო
ციპროფლოქსაცინი EM
Ciprofloxacin EM
3მგ/1მლ 8მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონში
- მოქმედი ნივთიერება
- ციპროფლოქსაცინი (Ciprofloxacin)
- მწარმოებელი
- ევრომედიკალი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ევრომედიკალი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ციპროფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ციპროფლოქსაცინი
0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 10მლ
ციპრინოლი
Ciprinol
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპროფლოქსაცინი
500მგ ტაბლეტი საღეჭი №100
ციპროფლოქსაცინი ნორმონი
Ciprofloxacin Normon
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ფლოქსიმედი
FLOXIMED
0.3% 5მლ თვალის/ყურის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ქინოფსი
0.3% წვეთები თვალის/ყურის ფლაკონი №1 5მლ
ქინოფსი თვ/ყურის წვ.0.3%
0.003 წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ
ციფლოსინი 500 მგ
Ciflosin® 500mg
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
Zindolin
500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ციპრინოლი
Ciprinol
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპრო-დენკი 500
Cipro-Denk 500
500მგ ტაბლეტი #10
ფლოქსიმედი
FLOXIMED
0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1
ციპროფლოქსაცინი აკორდი
500მგ ტაბლეტი №100
გამამაქსი
GAMAMAX
500მგ ტაბლეტი №10
პმს-ციპროფლოქსაცინი
pms-CIPROFLOXACIN
500მგ ტაბლეტი #500
ფლოციკარი
Flocikare
250მგ ტაბლეტი №30 500მგ ტაბლეტი №30
ცეფლოქსი-ავერსი
CEFLOX-AVERSI
500 მგ ტაბლეტი #50
ციპრინოლი
Ciprinol
750 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპრინოლი
Ciprinol
საინფუზიო ხსნარი (კონცენტრატი), 10 მლ-ანი 5 ამპულა, 100 მგ/50 მლ
ციპრინოლი
Ciprinol
საინფუზიო ხსნარი, 100 მლ/ანი 1 ფლაკონი, 200 მგ/100 მლ
ციპრინოლი
Ciprinol
2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში
ციპრინოლი
Ciprinol
10 მგ/მლ 10 მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №5
ციპრინოლი
Ciprinol
2 მგ/მლ 100 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ფლაკონში
ციპრო-G
Cipro-G
500მგ ტაბლეტი №10
ციპროლაიფი
CIPROLIF
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ციპროფლავი
CIPROFLAV
0.3% 3მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ხსნარის სახით პოლიეთილენის ფლაკონში
ციპროფლოქსაცინი
CIPROFLOXACIN
500მგ ტაბლეტი #20
ციპროფლოქსაცინი
Ciprofloxacin
500მგ ტაბლეტი #10
ციპროფლოქსაცინი
CIPROFLOXACIN
500მგ ტაბლეტი #10
ინსტრუქცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს ფტორქინოლონების ჯგუფის, მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიმიკრობულ საშუალებას. აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის დნმ-ჰირაზას (ტოპოიზომერაზა II და IV, რომლებიც პასუხს აგებენ ქრომოსომული დნმ-ის სუპერსპირალიზაციაზე ბირთვის რნმ-ის გარშემო, რაც აუცილებელია გენეტიკური ინფორმაციის წასაკითხად), არღვევს დნმ-ის სინთეზს, ბაქტერიების ზრდას და დაყოფას; იწვევს გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს (მათ შორის უჯრედის კედლის და მემბრანის) და ბაქტერიის უჯრედის სწრაფ კვდომას. პრეპარატს გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე მოსვენების და დაყოფის პერიოდში (გავლენას ახდენს მხოლოდ დნმ-ჰირაზაზე, მაგრამ ასევე იწვევს უჯრედის კედლის ლიზისს), გრამდადებით მიკროორგანიზმებზე - მხოლოდ დაყოფის პერიოდში. დაბალი ტოქსიურობა მაკროორგანიზმის უჯრედებისათვის აიხსნებამათში დნმ-ჰირაზას არ არსებობით. ციპროფლოქსაცინის მიღების ფონზე არ ხდება რეზისტენტობის პარალელური გამომუშავება სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც არ მიეკუთვნება დნმ-ჰირაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. ეს ანიჭებს მას მაღალეფექტურობას ბაქტერიების მიმართ, რომლებიც რეზისტეტულია, მაგ. ამინოგლიკოზიდების, პენიცილინის, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის და სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.
ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Citobacter spp., klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp.,) სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები (Haemophilus spp., Pseudomonas aeroginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Campylobacter jejuni, Neisseria spp.), ზოგიერთი უჯრედშიდა გამომწვევები
- Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeris monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Corynebacterium diphteriae; გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), Streptococcus spp. (Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae). სტაფილოკოკების უმრავლესობა, რომლებიც რეზისტენტულნი არიან მეტიცილინის მიმართ, რეზისტენტობას ავლენენ ციპროფლოქსაცინის მიმართაც. მგრძნობელობა Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis, Mycobacterium avium (განლაგებული უჯრედის შიგნით) მიმართ საშუალოა (მათი დათრგუვისათვის საჭიროა მაღალი კონცენტრაციები). პრეპარატის მიმართ რეზისტენტულნი არიან: Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophilia, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroids. არ არის ეფექტური Treponema pallidum მიმართ. რეზისტანტობა ვითარდება ძალიან ნელა, რამდენადაც ციპროფლოქსაცინის მოქმედების შემდეგ პრაქტიკულად არ რჩება პერსისტენტული მიკროორგანიზმები, ხოლო მეორეს მხრივ ბაქტერიულ უჯრედებს არ გააჩნიათ ფერმენტები, რომლებიც ახდენენ მის ინაქტივირებას.
ჩვენებები
- მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტი;
- ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი;
- კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი;
- რქოვანას ბაქტერიული წყლული;
- ქრონიკული დაკრიოცისტიტი;
- მეიბომიტი;
- თვალის ინფექციური დაზიანებები ტრავმის, ან უცხო სხეულის მოხვედრის შემდეგ;
- ინფექციური გართულებების ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი პროფილაქტიკა ოფთალმოქირურგიაში.
მიღების წესი და დოზირება
თვალის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციის დროს იწვეთებენ 1-2 წვეთს დაზიანებული თვალის (ან ორივე თვალში) ქვედა კონიუნქტივის ჯიბეში ყოველ 4 საათში, მძიმე ინფექციის დროს იწვეთებენ 2 წვეთს ყოველ საათში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დოზას და ჩაწვეთების სიხშირეს ამცირებენ.
ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ფლაკონს დაახუროთ თავი. პიპეტის წვერი არ შეახოთ თვალს.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები, ქავილი, წვა, კონიუნქტივის მსუბუქი ტკივილი და ჰიპერემია, გულისრევა; იშვიათად - ქუთუთოების შეშუპება, სინათლისადმი შიში, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, არასასიამოვნო გემო პირში ჩაწვეთებისთანავე, მხედველობის სიმახვილის შემცირება, რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში თეთრი კრისტალური ნადების წარმოქმნა, კერატიტი, კერატოპათია, ლაქების წარმოქმნა, ან რქოვანას ინფილტრაცია.
უკუჩვენებები
- ვირუსული კერატიტი;
- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე;
- ინდივიდუალურიი მგრძნობელობა პრპეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ციპროფლოქსაცინის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
ხსნარი თვალის წვეთების სახით არ გამოიყენება თვალიშიდა ინექციისათვის. სხვა ოფთალმოლოგიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ინტერვალი მათ შორის უნდა იყოს არა ნაკლებ 5 წუთისა.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისშესახებ მონაცემები არ არსებობს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნილი ფლაკონი ინახება გახსნიდან 1 თვე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი II, გაიცემა რეცეპტით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ოტტადექსი
წვეთები ყურის №1 5მლ
ფლოქსადექსი
10მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ოტოდუო
5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
Dazolax
500მგ+500მგ ტაბლეტი საღეჭი 10 ტაბლეტი №10
ორნიცინი
500მგ+500მგ ტაბლეტი №10
დაზოლაქსი
500მგ+500მგ ტაბლეტი №10
ორნიფლოქსი
ORNIFLOX
500მგ + 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ორციპოლი
Orcipol
500/500მგ შემოგარსული ტაბლეტი №10
ფლოკორტი
(1მგ+3მგ)/1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.