მონოგრაფია Nº 02253 Rx · რეცეპტით
ოფთან თიმოლოლი
Oftan Timolol
5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
- მოქმედი ნივთიერება
- timolol maleate (Timolol maleat)
- მწარმოებელი
- სანტენი, ფინეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბეტა-ადრენობლოკატორები
- იმპორტიორი საქართველოში
- სანტენი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: timolol maleate. ჯერ ყველაზე იაფი.
ოფტან თიმოლოლი
0.005 წვეთები 1 ფლაკონი №1
ნორმატინი
NORMATIN
5 მგ/ მლ (0,5 %) 5 მლ თვალის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი №1
ტიმოლოლ-პოსი
TIMOLOL-POS
0.5% თვალის წვეთები ფლაკონი 5მლ, 0.25% თვალის წვეთები ფლაკონი 5მლ
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემცველობა: პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: თიმოლოლის მალეატი 6,84 მგ (თიმოლოლის ექვ. 5,0 მგ)
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ზოგადი დახასიათება
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
თვალის წვეთები 5 მგ/მლ
5 მლ. პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში პლასტიკური საცობით-საწვეთურით დახრახნილი ხუფით. ფლაკონს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თიმოლოლი წარმოადგენს ბეტა-ადრენორეცეპტორების არასელექტიურ ბლოკატორს. მას არ გააჩნია შიდა სიმპათომიმეტური და მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობა.
თვალის წვეთების სახით ადგილობრივი გამოყენებისას, თიმოლოლი აქვეითებს როგორც ნორმალურ, ასევე მომატებულ თვალშიდა წნევას თვალშიდა სითხის წარმოქმნის შემცირების ხარჯზე. გავლენას არ ახდენს გუგის ზომაზე და აკომოდაციაზე.
პრეპარატის მოქმედება ვლინდება კონიუნქტივალურ პარკში ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ. თვალშიდა წნევის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას თიმოლოლის მალეატი სწრაფად აღწევს რქოვანაში. თვალის წვეთების ინსტილაციის შემდეგ თიმოლოლის მაქსიმალური კონცენტრაცია თვალის წყალწყალა სითხეში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.
თვალის წვეთების სახით გამოყენებული თიმოლოლის 80% აღწევს სისტემურ სისხლის დინებაში აბსორბციის გზით კონიუნქტივის სისხლძარღვების, ცხვირის ლორწოვანის და საცრემლე ტრაქტის მეშვეობით. თიმოლოლის მეტაბოლიტების გამოყოფა ხორციელდება ძირითადად თირკმელებით.
ახალშობილებში და პატარა ბავშვებში თიმოლოლის, როგორც აქტიური ნივთიერების, კონცენტრაცია საგრძნობლად აჭარბებს მოზრდილთა სისხლის პლაზმაში მის მაქსიმალურ კონცენტრაციას (ჩმახ).
მიღების ჩვენება:
- მომატებული თვალშიდა წნევა (ოფთალმოჰიპერტენზია);
- ღიაკუთხიანი გლაუკომა;
- გლაუკომა აფაკიურ თვალზე და მეორადი გლაუკომის სხვა სახეები;
- დამატებითი საშუალების სახით თვალშიდა წნევის დასაწევად
- დახურულკუთხიანი გლაუკომა (მიოზურებთან კომბინაციაში);
- თანდაყოლილი გლაუკომა (სხვა საშუალებების არაეფექტურობის დროს)
უკუჩვენებები
- ბრონქული ასთმა ან სასუნთქი გზების სხვა მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;
- სინუსური ბრადიკარდია;
- II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
- გულის დეკომპენსირებული უკმარისობა;
- დისტროფიული პროცესები რქოვანაში;
- 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო);
- ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილით
ფილტვების უკმარისობის, მძიმე ცერებროვასკულური უკმარისობის, გულის უკმარისობის კომპენსაციის სტადიაში, არტერიალური ჰიპოტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოგლიკემიის, თირეოტოქსიკოზის, მიასთენიის, რეინოს სინდრომის, ფეოქრომოციტომის, ატროფიული რინიტის მქონე ავადმყოფებმა და ასევე სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების და ფსიქოაქტიური სამკურნალო პრეპარატების ერთდროული დანიშვნის დროს, რომლებიც აძლიერებენ ეპინეფრინის გამოყოფას.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს პრეპარატის გამოყენების საკმარისი გამოცდილება ორსულობის და ლაქტაციის დროს, მაგრამ დადგენილია, რომ თიმოლოლი გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში. ოფთან® თიმოლოლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მკურნალი ექიმის დანიშნულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი დედისათვის აღემატება ნაყოფზე ან ბავშვზე პოტენციურ მოქმედების რისკს.
თუ პრეპარატი გამოიყენებოდა უშუალოდ მშობიარობის წინ ან ძუძუთი კვების დროს, მაშინ ახალშობილნი დაბადებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მეძუძური დედების პრეპარატ ოფთან® თიმოლოლით მკუნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის დასაწყისში პრეპარატ ოფთან®® თიმოლოლის 1-2 წვეთი 5,0 მგ/მლ დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში.
თუ თვალშიდა წნევა რეგულარული გამოყენებისას ნორმალიზდება, საჭიროა დოზის შემცირება 1 წვეთამდე დღეში ერთხელ დილით.
როგორც წესი, ოფთან®® თიმოლოლით მკურნალობა ხორციელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მკურნალობის დროებით შეწყვეტა ან პრეპარატის დოზირების შეცვლა ხორციელდება მხოლოდ მკურნალი ექიმის მითითებით.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები:
მხედველობის დაბინდვა, კონიუნქტივის გაღიზიანება და ჰიპერემია, წვა და ქავილი თვალებში, ცრემლდენა, რქოვანას ეპითელიუმის შეშუპება, წერტილოვანი ზედაპირული კერატოპათია, რქოვანას ჰიპოსთეზია, „მშრალი თვალის“ სინდრომი, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი და კერატიტი. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პტოზის და იშვიათად – დიპლოპიის განვითარება. მაფისტულიზირებელი (გამჭოლი) ანტიგლაუკომატოზური ოპერაციების ჩატარებისას შესაძლებელია სისხლძარღოვანი გარსის ჩამოცლა პოსტოპერაციულ პერიოდში.
სისტემური რეაქციები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ბრადიკარდია, ბრადიარითმია, არტერიული წნევის დაწევა, კოლაფსი, გულის ბლოკადა, ტვინის სისხლის მიმოქცევის ტრანზიტორული დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობის გამწვავება.
სასუნთქი სისტემა: ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ფილტვების უკმარისობა.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, ინსომნია, ონიროდინია, შფოთვა, გუნება-განწყობის შეცვლა.
ალერგიული რეაქციები: გენერალიზებული ან ლოკალური გამონაყარი. ქავილი.
კანი: ალოპეცია, ფსორიაზისმსგავსი გამონაყარი და ფსორიაზის გამწვავება.
შარდსასქესო სისტემა: პეირონის დაავადება.
სხვა სისტემური რეაქციები: პარესთეზიები, ცხვირის დაცობა, მიასთენია, პოტენციის დაქვეითება, გულისრევა, დიარეა, ტკივილი გულმკერდის არეში, შუილი ყურებში.
გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია ბეტა - ადრენობლოკატორებისთვის დამახასიათებელი სისტემური ეფექტების განვითარება: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არითმია, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულისრევა და ღებინება.
მკურნალობა: დაუყოვნებლივ ამოირეცხეთ თვალები წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით, სიმპტომური თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ოფთან® თიმოლოლის ერთობლივმა გამოყენებამ ადრენალინის შემცველ თვალის წვეთებთან, შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გუგის გაფართოება.
პრეპარატის სპეციფიური მოქმედება – თვალშიდა წნევის დაწევა, მატულობს ეპინეფრინის და პილოკარპინის შემცველ თვალის წვეთების ერთობლივი გამოყენების დროს.
ორი სხვადასხვა ბეტა - ადრენობლოკატორის ერთი და იმავე თვალში ჩაწვეთება მიზანშეწონილი არ არის.
არტერიული ჰიპოტენზია და ბრადიკარდია შეიძლება გაძლიერდეს პრეპარატ ოფთან®® თიმოლოლის კალციუმის ანტაგონისტებთან, რეზერპინთან და სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთდროული გამოყენებისას.
ინჰიბიტორებს CYP2D6, როგორიცაა: ჰიბიდინი და ციმეტიდინი, შეუძლიათ გაზარდონ თიმოლოლის კონცენტრაცია პლაზმაში.
ინსულინთან ან პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
თიმოლოლი აძლიერებს მიორელაქსანტების მოქმედებას, ამიტომ საჭიროა მოხდეს პრეპარატის გაუქმება 48 საათით ადრე დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე, რომელიც ტარდება ზოგადი ნარკოზის გამოყენებით.
ეს მონაცემები ასევე შესაძლოა შეეხოს იმ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენებოდა მანამდე.
განსაკუთრებული მითითებები
მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა და დაღლილობა ზოგჯერ აღინიშნება თვალის წვეთების ოფთან® თიმოლოლის გამოყენებისას. მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას და რთული მოწყობილობებთან მუშაობის დროს, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს და კარგ მხედველობას (თვალში ჩაწვეთებიდან 0,5 სთ-ის განმავლობაში), რადგან პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა, დაღლა და თავბრუსხვევა. ეფექტურობის კონტროლი რეკომენდებულია ჩაიტაროთ თერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 3-4 კვირის შემდეგ (არანაკლებ 1-2 კვირისა). თიმოლოლის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ეფექტის შესუსტება.
გამოყენებისას საჭიროა გააკონტროლოთ ცრემლგამომყოფი ფუნქცია, რქოვანას გარსის მდგომარეობა და შეაფასოთ მხედველობის ველების სიდიდე 6 თვეში ერთხელ მაინც.
ოფთან® თიმოლოლი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება, აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზებით, რითაც გამოიწვევს მათი ფერის შეცვლას და მოახდენს არასასურველ ზემოქმედებას თვალის ქსოვილებზე. პრეპარატის გამოყენების წინ კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ ინსტილაციიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ.
ავადმყოფების თიმოლოლით მკურნალობაზე გადაყვანისას, შეიძლება საჭირო გახდეს რეფრაქციის ცვლილებების კორექცია, გამოწვეული ადრე გამოყენებული მიოტიკებით.
ოფთან® თიმოლოლმა, სხვა ბეტა-ბლოკატორების მსგავსად შეიძლება შენიღბოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
მომავალი ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, რომელიც ტარდება ზოგადი ნარკოზის გამოყენებით, საჭიროა 48 საათით ადრე შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, რადგან ის აძლიერებს მიორელაქსანტების და ზოგადი ანესთეტიკების მოქმედებას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
ფლაკლონის გახსნიდან - 1 თვე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
სია ბ.
შეინახეთ 15 - 25º C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ოკულუსი
20მგ+5მგ/მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
ფოტილი
Fotil
(20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
დორზასოპტი
Dorzasopt
(20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
კოსომიდოლი
(20მგ+5მგ)1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ფოტილი ფორტე
Fotil Forte
(40მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
კოსოფტი
20მგ+5მგ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ბრინზოთიმოლი
BRINZOTIMOL
(10მგ + 5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები სუსპენზიის სახით პოლიეთილენის ფლაკონი საწვეთურით №1
ექუიტონი
Equiton
5 მლ თვალის წვეთი
ლატამედი
LATAMED
0.05მგ/5მგ 2.5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
ქსალაკომი
XALACOM
2.5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.