8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01752 Rx · რეცეპტით

ლატამედი

LATAMED

0.05მგ/5მგ 2.5მლ თვალის წვეთები ფლაკონში

მოქმედი ნივთიერება
ლატანოპროსტი (Latanoprost) timolol maleate (Timolol maleat)
მწარმოებელი
World Medicine Ophthalmics
იმპორტიორი საქართველოში
WM-Ophthalmics
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ლატანოპროსტი + timolol maleate. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

02

შემადგენლობა

რეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ლატანოპროსტი 0,05 მგ
თიმოლოლი (თიმოლოლის მალეატის ფორმით) 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
დინატრიუმის ფოსფატ დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადის მჟავა, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი:
S01ED51

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
გლაუკომის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი. მომატებული თვალშიგა წნევის დაქვეითების მექანიზმი ლატანოპროსტს და თიმოლოლს განსხვავებული აქვს, რაც უზრუნველყოფს თვალშიგა წნევის დამატებით შემცირებას, თითოეული ამ კომპონენტის მონოთერაპიის სახით გამოყენების ეფექტთან შედარებით.
ლატანოპროსტი - F2α პროსტაგლანდინის ანალოგი. წარმოადგენს FP რეცეპტორების სელექტიურ აგონისტს და აქვეითებს თვალშიგა წნევას თვალშიდა სითხის გადინების მომატების ხარჯზე, უმთავრესად უვეოსკლერალური გზით, ასევე ტრაბეკულური ბადის საშუალებით. ლატანოპროსტი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას თვალშიდა სითხის პროდუქციაზე და ჰემატოოფთალმურ ბარიერზე.
თიმოლოლი - არასელექტიური ბეტა-1 და ბეტა-2 ადრენობლოკატორი. არ გააჩნია მნიშვნელოვანი შიდა სიმპატომიმეტური აქტივობა, არ ახდენს პირდაპირ დეპრესიულ მოქმედებას მიოკარდზე, არ გააჩნია მემბრანომასტაბილიზირებელი და ადგილობრივი მაანესთეზირებელი აქტივობა. თიმოლოლის მოქმედების ადგილობრივი მექანიზმი დაკავშირებულია თვალშიდა სითხის წარმოქნის შემცირებასთან.
პრეპარატ ლატამედის მოქმედება იწყება ინსტილაციიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 6-8 საათის განმავლობაში. მრავალჯერადი გამოყენებისას თვალშიგა წნევის ადექვატური შემცირება ნარჩუნდება შეყვანიდან 24 საათის განმავლობაში.

05

ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ლატანოპროსტსა და თიმოლოლს შორის არ არის დადგენილი, თუმცა პრეპარატ ლატამედის გამოყენებიდან 1-4 საათის შემდეგ ლატანოპროსტის მჟავის კონცენტრაცია თვალშიდა სითხეში იყო დაახლოებით 2-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე მონოთერაპიის დროს.
ლატანოპროსტი კარგად აღწევს რქოვანაში, ჰიდროლიზდება ბიოლოგიურად აქტიურ ფორმამდე (მჟავამდე). მაქსიმალური კონცენტრაცია თვალშიდა სითხეში მიიღწევა ადგილობრივი გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ. ლატანოპროსტის მჟავა განისაზღვრება თვალშიდა სითხეში პირველი 4 საათის განმავლობაში, სისხლის პლაზმაში – ადგილობრივი გამოყენებიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში. თვალის ქსოვილებში ლატანოპროსტის მჟავა პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება; მეტაბოლიზმი ხდება უმთავრესად ღვიძლში ცხიმოვანი მჟავების ბეტა დაჟანგვის გზით 1,2-დინორ- და 1,2,3,4-ტეტრანორ-მეტაბოლიტების წარმოქმნით. ლატანოპროსტის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 წუთს. მეტაბოლიტები უპირატესად გამოიყოფა თირკმელებით.
თვალშიდა სითხეში თიმოლოლის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. დოზის ნაწილი აბსორბირდება სისტემურად და მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც შეადგენს 1 ნგ/მლ, სისხლის პლაზმაში მიიღწევა 10-20 წუთის შემდეგ პრეპარატის დღეში ერთხელ თითოეულ თვალში თითო წვეთის (300 მკგ/დღეში) ადგილობრივი გამოყენებიდან. თიმოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან შეადგენს დაახლოებით 6 საათს. თიმოლოლი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლიტები და ასევე შეუცვლელი თიმოლოლის გარკვეული რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებით.

06

ჩვენებები

პრეპარატი ლატამედი განკუთვნილია მომატებული თვალშიგა წნევის დასაწევად პაციენტებში ღიაკუთხიანი გლაუკომით.

07

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მოზრდილებში, ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით, ნიშნავენ თითო წვეთს დაზიანებულ თვალში (თვალებში) 1-ჯერ დღეში.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დოზა უნდა იქნას შეყვანილი ჩვეულებრივ რეჟიმში, დოზას არ აორმაგებენ.
სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას ინტერვალი ინსტილაციებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 5 წუთისა.

08

უკუჩვენებები

პრეპარატი უკუნაჩვენებია:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • სასუნთქი გზების რეაქტიული დაავადებები (მათ შორის ბრონქული ასთმა ან მითითება მის არსებობაზე ანამნეზში);
  • მწვავე მიმდინარეობის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
  • სინუსური ბრადიკარდია;
  • II და III ხარისხის AV-ბლოკადა;
  • კლინიკურად გამოხატული გულის უკმარისობა;
  • კარდიოგენული შოკი.
09

გვერდითი მოვლენები

მხედველობის ორგანოების მხრივ: ძალიან ხშირად - თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება; ხშირად - თვალების გაღიზიანება (წვის, ანთების და ქავილის ჩათვლით), თვალის ტკივილი; იშვიათად – თვალის ჰიპერემია. კონიუნქტივიტი, მხედველობის დარღვევა, მომატებული ცრემლდენა, ბლეფარიტი, რქოვანას დაზიანება.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - გამონაყარი კანზე, ქავილი.
ლატანოპროსტით განპირობებული სისტემური ეფექტები: ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესება, ქოშინი, ქუთუთოების გამუქება.
თიმოლოლით განპირობებული სისტემური ეფექტები: ბრონქოსპაზმი (უპირატესად პაციენტებში ბრონქოსპასტიური დაავადებებით), სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, ხველა, ასთენია, მომატებული დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში, ბრადიკარდია, არითმია, არტერიული ჰიპოტენზია.

10

განსაკუთრებული მითითებები

ატამედი უნდა იქნას გამოყენებული არა უმეტეს დღეში ერთხელ, ვინაიდან უფრო ხშირი მიღება იწვევს თვალშიგა წნევის დამწევი ეფექტის შესუსტებას.
ლატამედი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება ადსორბირდეს კონტაქტურ ლინზებზე. ამიტომ ჩაწვეთების წინ აუცილებელია კონტაქტური ლინზების მოხსნა, და 15 წუთის შემდეგ ხელახლა ჩასმა.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის თანდათანობითი შეცვლა ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტების რაოდენობის მატების ხარჯზე. ფერადი გარსის ფერის ცვლილებას არ ახლავს რაიმე კლინიკური სიმპტომები, ვითარდება ნელა და შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი რამოდენიმე თვის და წლის განმავლობაშიც კი. ავადმყოფებმა უნდა გაიარონ რეგულარული გამოკვლევები და კლინიკური სურათის მიხედვით, თუ ხდება ფერადი გარსის პიგმენტაციის ზრდა, მკურნალობა შეიძლება იქნას შეწყვეტილი.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება: ანთებითი, ნეოვასკულური, დახურულკუთხიანი ან თანდაყოლილი გლაუკომა, ღიაკუთხიანი გლაუკომა ფსევდოაფაკიასთან ერთად, პიგმენტური გლაუკომა (პრეპარატის გამოყენების საკმარისი გამოცდილების არარსებობის გამო); აფაკია, ფსევდოაფაკია ბროლის უკანა კაფსულის გახეთქვით, პაციენტებში მაკულური შეშუპების ცნობილი რისკ ფაქტორებით (ლატანოპროსტით მკურნალობისას აღწერილია მაკულური, მათ შორის, ცისტოიდური შეშუპების განვითარების შემთხვევები).

ზეგავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
თვალის წვეთების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გარდამავალი დაბინდვა. ეფექტის გაქრობამდე, პაციენტებმა არ უნდა მართონ ავტომობილი და არ უნდა გამოიყენონ რთული ტექნიკა.

ლატამედის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი ბავშვებში.

11

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს. ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები, ასევე თიმოლოლი აღინიშნება დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

არ არის რეკომენდებული ლატამედის ერთდროული გამოყენება პერორალურად მისაღებ სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ვინაიდან შესაძლებელია თვალშიგა წნევის გამოხატული დაქვეითება ან ბეტა-ადრენობლოკატორების სისტემური ეფექტების გაძლიერება.
თვალებში პროსტაგლანდინების ორი ანალოგის ერთდორულად ჩაწვეთებისას აღწერილია თვალშიგა წნევის პარადოქსული მომატება, ამიტომ არ არის რეკომენდირებული ორი ან მეტი პროსტაგლანდინის, მისი ანალოგების ან წარმოებულების ერთდროული გამოყენება.
თიმოლოლის ეპინეფრინთან (ადრენალინთან) ერთდროული გამოყენებისას ხანდახან ვითარდებოდა მიდრიაზი.
შესაძლებელია ადიტიური მოქმედება სისტემური არტერიული ჰიპოტენზიის და/ან გამოხატული ბრადიკარდიის განვითარებით თიმოლოლის შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას: კალციუმის არხების ბლოკატორები, კატექოლამინების დონის დამწევი საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ანტიარითმული საშუალებები, საგულე გლიკოზიდები.
ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლიათ გააძლიერონ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

13

ჭარბი დოზირება

ლატანოპროსტი
სიმპტომები: თვალების გაღიზიანება, კონიუნქტივის ჰიპერემია.
თიმოლოლი
სიმპტომები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულის გაჩერება. მოცემული სიმპტომები აღინიშნებოდა თიმოლოლის თვალის წვეთების წინასწარ განზრახვის გარეშე ჭარბი დოზირების შემთხვევაში.
მკურნალობა: ლატამედით ჭარბი დოზირებისას ატარებენ სიმპტომურ თერაპიას.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

თვალის წვეთები გამოდის 2,5 მლ-იან პლასტიკურ ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 2˚С-დან 8˚С-მდე ტემპერატურაზე.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25˚С ტემპერატურაზე 4 კვირის განმავლობაში.

16

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ოფტან თიმოლოლი, 0.005 წვეთები 1 ფლაკონი №1

ოფტან თიმოლოლი

0.005 წვეთები 1 ფლაკონი №1

timolol maleate
დან6.47 ₾
ნორმატინი, 5 მგ/ მლ (0,5 %) 5 მლ თვალის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი №1

ნორმატინი

NORMATIN

5 მგ/ მლ (0,5 %) 5 მლ თვალის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი №1

timolol maleate World Medicine Ophthalmics
დან7.87 ₾
ენიცილი, 0.005% წვეთები თვალის ფლაკონი №1 2.5მლ

ენიცილი

0.005% წვეთები თვალის ფლაკონი №1 2.5მლ

ლატანოპროსტი ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, პორტუგალია
დან18.22 ₾
უნილატი, 0.005% წვეთები თვალის ფლაკონი №1 2.5მლ

უნილატი

0.005% წვეთები თვალის ფლაკონი №1 2.5მლ

ლატანოპროსტი უნიმედ ფარმა, სლოვაკეთი
დან18.23 ₾
ლატასოპტი, 0,005% 2,5 მლ სტერილური თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი საწვეთურით N1

ლატასოპტი

LATASOPT

0,005% 2,5 მლ სტერილური თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი საწვეთურით N1

ლატანოპროსტი World Medicine Ophthalmics
დან18.24 ₾
სორპონი, 0.005% წვეთები თვალის ფლაკონი №1 2.5მლ

სორპონი

0.005% წვეთები თვალის ფლაკონი №1 2.5მლ

ლატანოპროსტი რომფარმ კომპანი, რუმინეთი
დან18.25 ₾
ოკულუსი, 20მგ+5მგ/მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

ოკულუსი

20მგ+5მგ/მლ წვეთები 1 ფლაკონი №1

dorzolamide + timolol maleate
დან19.27 ₾
ფოტილი, (20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფოტილი

Fotil

(20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

Pilocarpine + timolol maleate სანტენი, ფინეთი
დან19.64 ₾
დორზასოპტი, (20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

დორზასოპტი

Dorzasopt

(20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

dorzolamide + timolol maleate World Medicine Ophthalmics
დან21.67 ₾
კოსომიდოლი, (20მგ+5მგ)1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

კოსომიდოლი

(20მგ+5მგ)1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

dorzolamide + timolol maleate ვიტალინე, პერუ
დან21.67 ₾
ფოტილი ფორტე, (40მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ფოტილი ფორტე

Fotil Forte

(40მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

Pilocarpine + timolol maleate სანტენი, ფინეთი
დან22.78 ₾
ქსალატანი®, 0.005% 2.5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონში

ქსალატანი®

XALATAN®

0.005% 2.5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონში

ლატანოპროსტი ფაიზერი, აშშ
დან23.90 ₾
კოსოფტი, 20მგ+5მგ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

კოსოფტი

20მგ+5მგ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

dorzolamide + timolol maleate
დან66.76 ₾
ბრინზოთიმოლი, (10მგ + 5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები სუსპენზიის სახით პოლიეთილენის ფლაკონი საწვეთურით №1

ბრინზოთიმოლი

BRINZOTIMOL

(10მგ + 5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები სუსპენზიის სახით პოლიეთილენის ფლაკონი საწვეთურით №1

brinzolamide + timolol maleate Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო

ექუიტონი

Equiton

5 მლ თვალის წვეთი

Pilocarpine + timolol maleate ბრუსკეტინი, იტალია
Rx · რეცეპტით
ოფთან თიმოლოლი, 5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

ოფთან თიმოლოლი

Oftan Timolol

5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1

timolol maleate სანტენი, ფინეთი
Rx · რეცეპტით
როზაპროსტი, 0.05 მგ/მლ, თვალის წვეთები

როზაპროსტი

Rozaprost

0.05 მგ/მლ, თვალის წვეთები

ლატანოპროსტი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით

ტიმოლოლ-პოსი

TIMOLOL-POS

0.5% თვალის წვეთები ფლაკონი 5მლ, 0.25% თვალის წვეთები ფლაკონი 5მლ

timolol maleate ურსაფარმი, გერმანია
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.