მონოგრაფია Nº 01157 Rx · რეცეპტით
ექუიტონი
Equiton
5 მლ თვალის წვეთი
- მოქმედი ნივთიერება
- Pilocarpine timolol maleate (Timolol maleat)
- მწარმოებელი
- ბრუსკეტინი, იტალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბეტა-ადრენობლოკატორები
- იმპორტიორი საქართველოში
- ბრუსკეტინი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Pilocarpine + timolol maleate. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
100მლ ხსნარი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას – პილოკარპინის ჰიდროქლორიდს 1,00გრ და ტიმოლოლის მალეატს 0,500გრ.
ექსიპიენტებს: ერთფუზიანი ნატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატს, ორფუძიანი ნატიუმის ფოსფატის დიჰიდრატს, ბენზალკონიუმნის ქლორიდს, გამოხდილ წყალს.
ჩვენებები
რეკომენდირებულია ინტრაოკულარული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისათვის, აგრეთვე მახვილ-კუთხიანი ან ფერადი გარსის სპონტანური ან იატროგენური ბლოკირებული გლეუკოლმას, ქრონიკული ან გაშლილ-კუთხიანი გლაუკომას პაციენტებისათვის
რა უნდა ვიცოდეთ ამ პროდუქტის შესახებ, მის გამოყენებამდე: ხასიათება ზემაღალი მგრძნობელობით წამლის კომპონენტების ირიტისის, ირიდო-ციკლიტის მიმართ. ისევე როგორც სხვა ბეტა-მაბლოკირებლების შემთხვევაში, ამ წამალს უკუჩვენებები აქვს შემდეგ შემთხვევებში: ბრონქიალური ასთმა ან მისი ადრეული გამოვლინებები ობსტრუქციული ბრონქო-პნევმოპათური დაავადების მქონე პაციენტებში, სინუსური ბრადიკარდია, II და III ხარისხის ატრიო-ბერტიკულსარული ბლოკი, გულის დაავადებები, კარდიოგენური შოკი. ბავშვებისათვის ამ წამლის მიცემა გათვალისწინებული არ არის, გარდა იმ რეალურად აუცილებელი შემთხვევებისა, როდესაც ექიმი იძლევა ასეთ რჩევას.
მიღების წესი და დოზირება
ჩაიწვეთეთ თვალში 1-2 წვეთი 12 საათში ერთხელ, თუკი ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ. 'ექუიტონი' მოქმედებას იწყებს 20 წუთის შემდეგ და მაქსიმალურ ეფექტს აღწევს 1-2 საათში. წამლის ეფექტურობა თითქმის უცვლელი რჩება 12 საათის განმავლობაში. თუ მკურნალობა წარმატებული არ იქნება, მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.
მკურნალობის ხანგრძლივობა: დგინდება პათოლოგიის სერიოზულობის მიხედვით. ხანგრზლიოვი მკურნალობის სჭიროების შემთხვევაში, სასურველია მიიღოღ ექიმიოს კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
ამ წამალმა შესაძლოა გამოიწვიოს გამაღიზიანებელი ან ადგილობრივი რეაქციები (როგორიცაა კონიუნქტივიტი, ბლეპარიტი, კერატისი, კორნეალური მგრძნობიარობის შესუსტება). აღნიშნულია ასევე შემდეგი რეაქციები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულისრევა, ბრადიკარდია, მაღალი წნევა, არითმია, ბრონქოსპაზმები, გულის ტკივილი ბრონქიალური ასთმის მქონე პაციენტებში. შესაძლოა ადგილი ექნეს სხვა არასასურველ ეფექტებსაც, რომლებიც ვლინდება ბეტა-ბლოკერების ორალური მიღებისას, მაგ. ატრიო-ვერტიკულარული რეაქციები, რეინაუს ფენომენი, ლიბიდოს შესუსტება. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა გულსისხლძარღვთა დარღვევები, მაგ. პულსის სიხშირის შემცირება, გულისცემის დარღვევა. ბრონქოსპაზმები აღენიშნა ბრონქოსპასტიკური დაავადებების მქონე პაციენტებს. რეკომენდირებულია, რომ აქ აღნიშნული რომელიმე არასასურველი ეფექტის გამოვლენისას, პაციენტმა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია
ასეთ დროს, 'ექუიტონი' შეიძლება იხმაროთ მხოლოდ რისკებისა და სარგებლის ხარისხის შეფასების შემდეგ. ამიტომ, ფეხმძიმობის ან ლაქტაციის პეროდში ამ წამლის მიღება მკაცრად უნდა დაექვემდებაროს ექიმის მეთვალყურეობას.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
პაციენტებმა, რომლებიც ორალურად ღებულობენ სხვა ბეტა-მაბლოკირებელ აგენტებს და გამოწერილი აქვთ 'ექუიტონი', ყურადღებით უნდა აკონტროლონ შესაძლო გვერდითი ეფექტების ზემოქმედება თვალის წნევაზე, აგრეთვე ბეტა-მაბლოკირებელი აგენტების სხვა სისტემური ეფექტები. თვალის შიდა წნევაზე დამატებითი ზემოქმედება შეიძლება აღინიშნოს მიოტიკების ან ეპინეფრინის ადგილობრივი მიღებისას, აგრეთვე კარბონ-ანჰიდრაზის ინჰიბიტორების ორალური ან პარენტერალური მიღებისას. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ სისხლდენის გამომწვევი პროდუქტებით (მაგ. რეზერპინი) ან აღენიშნებათ მაღალი წნევა, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა ან გულყრა.
ზემოქმედება მანქანის მართვაზე.
ამ წამალს არანაირი განსაკუთრებული ზემოქმედება არ აქვს მანქანის მართვის შესაძლებლობებზე.
განსაკუთრებული მითითებები
ისევე, როგორც სხვა ოფტალმოლოგიური პროდუქტები, 'ექუიტონი' შეიძლება სისტემატურად ადსორბირდებოდეს. აღნიშნულია ასევე ზოგიერთი ბეტა-ბლოკერების აგენტების არასასურველი რეაქცია მისი სისტემატური გამოყენებისას. ამიტომ, 'ექუიტონის' მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ უკუჩვენებების გამოვლენის დროს, განსაკუთრებით იმ პირებმა, რომლებსაც აწუხებთ გულის ტკივილი ან ბრონქოსპაზმები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შაქრის დიაბეტის შემთხვევაში ინსულინით ან ჰიპოგლიკაემით მკურნალობისას. ბეტა-ბლოკერებს შეუძლით დაფარონ ჰიპერტიროიდიზმის ნიშნები. თვალის შიდა წნევა და ბეტა-ბლოკერების ზემოქმედება სისტემატურად უნდა კონტროლდებოდეს იმ პაციენტებში, რომლებსც ადრე უკვე ჰქონდათ დანიშნული ექუიტონო შიდა მიღებით, ეტა-ბლოკერებთან ერთად.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღებამ ან ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები. ზედმეტი დოზის მიღება რეკომენდირებული არ არის. თითოეული ჩაწვეთების შემდეგ, თითი დააჭირეთ საცრემლე წერტილებს, რათა შეამციროთ შესაძლო სისტემატური ადსორბცია. მიღების დაწყებამდე, აუცილებლად უნდა შემოწმდეს თვალის ტონუსისა და მხედველობის ფუნქციონალური პარამეტრები.
შენახვის პირობები
გაფრთხილება: პაკეტზე მითითებული ვარგისიანობის პერიოდის გასვლის შემდეგ, წამალი არ გამოიყენოთ.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
სპეციალური გაფრთხილება შენახვის მიმართ:
შეინახეთ კარგად დახუფულ მდგომარეობაში, პირველად პაკეტში, ბნელ ადგილზე, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. გამოიყენეთ პირველი გახსნიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში
ვარგისიანობის პერიოდი: ეხება წესების დაცვით შეფუთულ და შენახულ პროდუქტს.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ოფტან თიმოლოლი
0.005 წვეთები 1 ფლაკონი №1
ნორმატინი
NORMATIN
5 მგ/ მლ (0,5 %) 5 მლ თვალის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი №1
ოკულუსი
20მგ+5მგ/მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
დორზასოპტი
Dorzasopt
(20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
კოსომიდოლი
(20მგ+5მგ)1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
კოსოფტი
20მგ+5მგ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ბრინზოთიმოლი
BRINZOTIMOL
(10მგ + 5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები სუსპენზიის სახით პოლიეთილენის ფლაკონი საწვეთურით №1
ლატამედი
LATAMED
0.05მგ/5მგ 2.5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
ოფთან თიმოლოლი
Oftan Timolol
5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
პილოკარპინი
PILOCARPIN
2% 20მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში №2
ტიმოლოლ-პოსი
TIMOLOL-POS
0.5% თვალის წვეთები ფლაკონი 5მლ, 0.25% თვალის წვეთები ფლაკონი 5მლ
ქსალაკომი
XALACOM
2.5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.