მონოგრაფია Nº 02204 Rx · რეცეპტით
ნორმატინი
NORMATIN
5 მგ/ მლ (0,5 %) 5 მლ თვალის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი №1
დან7.87 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- timolol maleate (Timolol maleat)
- მწარმოებელი
- World Medicine Ophthalmics
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბეტა-ადრენობლოკატორები
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ნორმატინი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗7.87 ₾
-
GPC ყველაზე იაფი
ნორმატინი წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1
ყიდვა ↗7.87 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
ნორმატინი - Normatin თვალის წვეთები 0.5% 5მლ
ყიდვა ↗7.87 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: timolol maleate. ჯერ ყველაზე იაფი.
ოფტან თიმოლოლი
0.005 წვეთები 1 ფლაკონი №1
ოფთან თიმოლოლი
Oftan Timolol
5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
ტიმოლოლ-პოსი
TIMOLOL-POS
0.5% თვალის წვეთები ფლაკონი 5მლ, 0.25% თვალის წვეთები ფლაკონი 5მლ
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება:
თიმოლოლი (თიმოლოლის მალეატის ფორმით) 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი
S01ED01
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორი. გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თიმოლოლი წარმოადგენს ბეტა-1 და ბეტა-2 ადრენორეცეპტორების არასელექტიურ ბლოკატორს. ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი ამცირებს როგორც ნორმალურ, ასევე მომატებულ თვალშიგა წნევას. თვალშიგა წნევის დაქვეითება იწყება პრეპარატის ერთჯერადად ჩაწვეთებიდან 20 წუთში. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 საათში, მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს.
თიმოლოლის მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია წყალწყალა ნამის წარმოქმნის შემცირებასთან, ასევე მისი განდევნის მცირედ გაუმჯობესებასთან. მიოზური საშუალებებისგან განსხვავებით, თიმოლოლი თვალშიგა წნევას ამცირებს ისე, რომ პრაქტიკულად არ მოქმედებს აკომოდაციაზე და გუგის ზომაზე.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას თიმოლოლი სწრაფად აღწევს რქოვანაში. უმნიშვნელო რაოდენობა ხვდება სისტემურ სისხლის ნაკადში კონიუნქტივის, ცხვირის ლორწოვანი გარსისა და საცრემლე გზების სისხლძარღვებში აბსორბციის შედეგად. მეტაბოლიტები, ასევე თიმოლოლის გარკვეული რაოდენობა უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
ჩვენებები
- მომატებული თვალშიგა წნევა (თვალის ჰიპერტენზია);
- ღიაკუთხიანი გლაუკომა;
- მეორადი გლაუკომა (მათ შორის გლაუკომა აფაკიურ თვალზე);
- დამატებითი საშუალების სახით დახურულკუთხიანი გლაუკომის დროს თვალშიგა წნევის დასაწევად (მიოზურ საშუალებებთან კომბინაციაში);
- თანდაყოლილი გლაუკომა (როდესაც სხვა თერაპიული ზომები საკმარისი არ არის).
მიღების წესი და დოზირება
თითო წვეთი დაავადებულ თვალში 2-ჯერ დღე-ღამეში. ვინაიდან თვალშიგა წნევის სტაბილიზაცია პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება, მკურნალობის ეფექტის შეფასება ტარდება 4 კვირის შემდეგ.
თუ რეგულარული გამოყენებისას თვალშიგა წნევა ნორმალიზდება, დოზირება მცირდება თითო წვეთამდე 1-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები
პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- ბრონქული ასთმა (მათ შორის ანამნეზში);
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- კარდიოგენული შოკი;
- გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
- II და III ხარისხის AV-ბლოკადა;
- სინოატრიალური ბლოკადა;
- სინუსური ბრადიკარდია (წუთში 45-50 დარტყმაზე ნაკლები);
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
- რქოვანას დისტროფიული დაავადებები;
- ცხვირის ლორწოვანი გარსის მწვავე ალერგიული ანთება.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: კონიუნქტივის გაღიზიანება და ჰიპერემია, ცრემლდენა, სინათლის შიში, ეპითელიუმის შეშუპება და რქოვანას ჰიპერემია.
სისტემური რეაქციები: იშვიათად ვლინდება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ბრადიარითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ფილტვების უკმარისობა.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ეგზემა.
განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი თვალშიგა წნევის გაზომვისა და რქოვანას გამოკვლევის მიზნით.
თუ პაციენტი ატარებს რბილ კონტაქტურ ლინზებს, ნორმატინის თვალის წვეთების გამოყენება არ შეიძლება, რადგანაც კონსერვანტი შეიძლება მოხვდეს კონტაქტურ ლინზებზე და არასასურველი ზემოქმედება მოახდინოს თვალის ქსოვილებზე.
პრეპარატის ჩაწვეთებამდე მყარი კონტაქტური ლინზები პაციენტმა უნდა მოიხსნას და კვლავ გაიკეთოს მხოლოდ 15 წუთის შემდეგ.
ავადმყოფების ნორმატინით მკურნალობაზე გადაყვანის შემთხვევაში, მანამდე გამოყენებული მიოზური საშუალებების ეფექტების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს რეფრაქციის კორექცია.
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ნორმატინის გამოყენებისთანავე შესაძლებელია განვითარდეს მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე დაქვეითება, რაც იწვევს ფსიქომოტორული რეაქციების შენელებას. ამის გამო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული უშუალოდ მექანიზმებთან მუშაობის და ავტოტრანსპორტის მართვისას.
ბავშვებში ნორმატინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ორსულობა და ლაქტაცია
ნორმატინის თვალის წვეთების გამოყენება ორსულობის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თერაპიის მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არითმია, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
გამოდის თვალის წვეთების სახით 5 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 1 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
2 წელი გამოშვების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ოკულუსი
20მგ+5მგ/მლ წვეთები 1 ფლაკონი №1
ფოტილი
Fotil
(20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
დორზასოპტი
Dorzasopt
(20მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
კოსომიდოლი
(20მგ+5მგ)1მლ წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ
ფოტილი ფორტე
Fotil Forte
(40მგ+5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი N1
კოსოფტი
20მგ+5მგ წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ბრინზოთიმოლი
BRINZOTIMOL
(10მგ + 5მგ)/მლ 5მლ თვალის წვეთები სუსპენზიის სახით პოლიეთილენის ფლაკონი საწვეთურით №1
ექუიტონი
Equiton
5 მლ თვალის წვეთი
ლატამედი
LATAMED
0.05მგ/5მგ 2.5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
ქსალაკომი
XALACOM
2.5მლ თვალის წვეთები ფლაკონში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.