8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03242 Rx · რეცეპტით

ბიმაქსი

BIMAKS

100მგ/5მლ 50მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით

დან18.02 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ბიმაქსი, 100მგ/5მლ 50მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
მოქმედი ნივთიერება
ცეფიქსიმი (Cefixime)
მწარმოებელი
PharmaVision, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მესამე თაობის ცეფალოსპორინები
იმპორტიორი საქართველოში
ავიტა
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ბიმაქსი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 100მგ/5მლ 50მლ ფლაკონი #1

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ბიმაქსი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 100მგ/5მლ 50მლ ფლაკონი #1

  • PSP ყველაზე იაფი

    ბიმაქსი - Bimaks სუსპენზია 100მგ/5მლ 50მლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცეფიქსიმი. ჯერ ყველაზე იაფი.

ცეფიქსი S, 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)

ცეფიქსი S

Cefix S

400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)

ცეფიქსიმი Innova Captab, ინდოეთი
დან17.19 ₾
ცეფიქსი, 100მგ/5მლ 100მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ცეფიქსი

Cefix

100მგ/5მლ 100მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ცეფიქსიმი Innova Captab, ინდოეთი
დან18.00 ₾
ერიქსიმი, 400მგ ტაბლეტი №5

ერიქსიმი

400მგ ტაბლეტი №5

ცეფიქსიმი აისიეს დობფარი, იტალია
დან18.61 ₾
ბიმაქსი, 400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5

ბიმაქსი

BIMAKS

400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5

ცეფიქსიმი PharmaVision, თურქეთი
დან18.63 ₾
პანცეფი, 400მგ ტაბლეტი №5

პანცეფი

400მგ ტაბლეტი №5

ცეფიქსიმი ალკალოიდი, მაკედონია
დან18.63 ₾
ცეფიჩიუ, 400მგ ტაბლეტი საღეჭი №5

ცეფიჩიუ

400მგ ტაბლეტი საღეჭი №5

ცეფიქსიმი სრს ფარმაციუტიკალსი, ინდოეთი
დან18.63 ₾
ელცეფი, 400მგ ტაბლეტი №6

ელცეფი

400მგ ტაბლეტი №6

ცეფიქსიმი ოპეს ჰელზქეა პვთ ლიმიტედ, ინდოეთი
დან22.35 ₾
ქსიმაცეფი, 100მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 60მლ

ქსიმაცეფი

100მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 60მლ

ცეფიქსიმი კვალითი ფარმაციუტიკალსი, ინდოეთი
დან23.20 ₾
ცეფ- 400, 400მგ კაფსულა №7

ცეფ- 400

Cef-400

400მგ კაფსულა №7

ცეფიქსიმი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
დან25.07 ₾
პიქსიმი, 100მგ/5მლ ფხვნილი 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ბოთლი №1

პიქსიმი

Pixime

100მგ/5მლ ფხვნილი 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ბოთლი №1

ცეფიქსიმი Oxford Laboratories, ინდოეთი
დან28.45 ₾
ნეოცეფი ტაბლეტები, 400მგ ტაბლეტი №8

ნეოცეფი ტაბლეტები

Neocef tablets

400მგ ტაბლეტი №8

ცეფიქსიმი Laboratórios Atral, პორტუგალია
დან28.65 ₾
ცეფიციდი, 400მგ ტაბლეტი №8

ცეფიციდი

400მგ ტაბლეტი №8

ცეფიქსიმი ლაბ. ატრალი, პორტუგალია
დან28.66 ₾
იბიქსი, 100მგ/5მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

იბიქსი

100მგ/5მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

ცეფიქსიმი
დან32.55 ₾
ნეოცეფი სუსპენზია, 100მგ/5მლ 120მლ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან ერთად

ნეოცეფი სუსპენზია

Neocef suspension

100მგ/5მლ 120მლ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან ერთად

ცეფიქსიმი Laboratórios Atral, პორტუგალია
დან32.58 ₾
ცეფიდანტი, 400მგ ტაბლეტი №10

ცეფიდანტი

400მგ ტაბლეტი №10

ცეფიქსიმი ფარმავიჟენ სანაი, თურქეთი
დან35.82 ₾
ცეფილონი, 400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5

ცეფილონი

Cefilon

400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5

ცეფიქსიმი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან35.82 ₾
სუპრაქსი სოლუტაბი, 400მგ კაფსულა №6

სუპრაქსი სოლუტაბი

SUPRAX

400მგ კაფსულა №6

ცეფიქსიმი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით

ცეფიქსიმი

Cefixime

400მგ ტაბლეტი №100

ცეფიქსიმი cipla, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ცეფორალ სოლუტაბი, 400მგ ტაბლეტი #1; #10; #7

ცეფორალ სოლუტაბი

CEFORAL SOLUTAB

400მგ ტაბლეტი #1; #10; #7

ცეფიქსიმი Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.L, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ტაბლეტები:
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ცეფიქსიმი 400 მგ
საღებავი ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდი
სუსპენზია:
განზავების შემდეგ ყოველი 5 მლ შეიცავს: 100 მგ ცეფიქსიმი.
ნატრიუმის ბენზოატი კონსერვანტის სახით, ჟოლოს ესენცია არომატიზატორის სახით და შაქარი დამატკბობლის სახით.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეფიქსიმი არის პერორალური ბეტა-ლაქტამაზას მიმართ სტაბილური მესამე თაობის ცეფალოსპორინი ფართო სპექტრითა და ბაქტერიციდული მოქმედებით მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
ფარმაკოდინამიკა:
ცეფიქსიმი ეფექტურია მრავალი სახეობის მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: სტრეპტოკოკი, Neisseria gonorrhoeae, Branhamella catarrhalis, Escherichia coli, Klebsiella, Proteus და Haemophilus influenzae. მისი მოქმედების სპექტრი და MIC მაჩვენებლები მესამე თაობის სხვა ცეფალოსპორინების მსგავსია.

მიკრობიოლოგია:
ცეფიქსიმის ბაქტერიციდულ მოქმედებას განაპირობებს უჯრედოვანი კედლის სინთეზის დათრგუნვა. ცეფიქსიმი სტაბილურია ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების არსებობისას და შედეგად, ბეტა-ლაქტამების არსებობით გამოწვეული პენიცილინებისა და ზოგიერთი ცეფალოსპორინის მიმართ რეზისტენტული მრავალი შტამი, შეიძლება მგრძნობიარე იყოს ცეფიქსიმის მიმართ.
ცეფიქსიმი აქტიურია ინ ვიტრო შემდეგი ორგანიზმების წინააღმდეგ:
გრამდადებითი ორგანიზმები: Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumonia, Streptococcus agalactiae.
გრამუარყოფითი ორგანიზმები: Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Branhamella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Escherichia coli, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, სხვა ინდოლ-დადებითი Proteus- ის სახეობები, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca, Enterobacteriaceae, Pasteurella multocida, Providencia- ს სახეობები, Salmonella- ს სახეობები, Shigella- ს სახეობები, Citobacter amalonaticus, Citobacter diversus, Serratia marcescenes.
ცეფიქსიმი არააქტიურია ინ ვიტრო შემდეგი ორგანიზმების წინააღმდეგ: Pseudomonas სახეობები, Streptococcus faecalis, Listeria monocytogenes, Staphylococcus- ის სახეობების უმრავლესობა (კოაგულაზადადებითი და უარყოფითი შტამები და მეთიცილინ რეზისტენტული შტამები), Enterobacter- ის სახეობები, Bacteroides fragilis- ის შტამების უმრავლესობა და Clostridium- ის სახეობები.

03

ფარმაკოკინეტიკა

პერორალური მიღების შემდეგ ცეფიქსიმის აბსორბციის სიჩქარეზე გავლენას არ ახდენს საკვები და ცეფიქსიმი იოლად აბსორბირდება. ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს ასაკი.
200-2000 მგ-ს ფარგლებში დოზირებისას ადგილი აქვს უმაღლესი შრატისმიერი კონცენტრაციისა და კონცენტრაციის დროის დახრის უბნების სწორხაზოვან ზრდას.
ერთჯერადი 200 ან 400 მგ დოზის პერორალური მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ, უმაღლესი შრატისმიერი კონცენტრაცია შეადგენდა 2-4მკგ/მლ-ს და 3-5 მკგ/მლ-ს შესაბამისად. არ დასტურდება მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ შრატსა და შარდში ცეფიქსიმის დაგროვების ფაქტი. აბსორბირებული დოზის 50% უცვლელი სახით გამოიდევნება შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში. დოზის 10% ექსკრეტირდება ნაღველში. ცეფიქსიმის 65% უკავშირდება შრატისმიერ პროტეინებს, ხოლო შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოზრდილებში შეადგენს 3-4 საათს.
თირკმლის ზომიერი უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 20-40 მლ/წთ) და ზოგიერთი სახის თირკმლის უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 5-20 მლ/წთ) შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და შეადგენს 6.4 და 11.5 საათს შესაბამისად.
ცეფიქსიმის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა გამოიდევნება ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. ცეფიქსიმი არ მეტაბოლიზდება ინ ვივო.

04

ჩვენებები

ცეფიქსიმი ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
რესპირატორული ტრაქტის ინფექციები:
ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, სინუსიტი, მწვავე პნევმონია, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი.
საშარდე ტრაქტის ინფექციები: მწვავე ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.
ცეფიქსიმი ეფექტურია შემდეგი ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: Streptococcus pneumonia, Streptococcus pyogenes, E. coli, P. mirabilis, H. influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), B. catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი).
ცეფიქსიმს გააჩნია ბეტა-ლაქტამაზას მიმართ სტაბილურობის მაღალი ხარისხი.

05

მიღების წესი და დოზირება

ზიმაქსი არის პერორალური ანტიბიოტიკი და ცეფიქსიმის აბსორბციის სიჩქარეზე საკვები გავლენას არ ახდენს.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს დღეში 400 მგ-ს, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ან 200 მგ ყოველ 12 საათში. საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება 200 მგ დოზა.
დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში: გამოიყენება მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია.
დოზირება ბავშვებში: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზა არის 8 მგ/კგ/დღეში, რომელიც მიიღება ერთჯერადი ყოველდღიური დოზის სახით და ორ დოზად დაყოფილი, ყოველ 12 საათში.
ბავშვებში 2 წლის ასაკიდან რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:
2-4 წელი 5 მლ/დღეში
5-8 წელი 10 მლ/დღეში

  • 12 წელი 15 მლ/დღეში

50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში ან ბავშვებში 12 წლიდან, რეკომენდებულია მოზრდილებში გამოსაყენებელი დოზა. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფიქსიმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ფხვნილის გახსნის წესები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
ბოთლი რამდენჯერმე უნდა შეინჯღრეს ფხვნილის გასაშლელად. ბოთლი ნახევრად უნდა შეივსოს ანადუღარი და გაგრილებული წყლით და შემდეგ ძლიერად შეინჯრღეს. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ მიიღება ერთგვაროვანი მასა. ბოთლი მასზე არსებულ ნიშნამდე წყლით უნდა შეივსოს (50 მლ) და ხელახლა კარგად შეინჯღრეს.
ბოთლი გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს.
დოზირება თირკმლის უკმარისობისას: ზიმაქსის ტაბლეტების მიღება შეიძლება თირკმლის უკმარისობისას. ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსია 60 მლ/წთ ან მეტი.
21 და 60 მლ-ს შორის კლირენსისას მიიღება სტანდარტული დოზის 75% სტანდარტული ინტერვალით. პაციენტებში, რომლებშიც კლირენსი არის < 20მლ/წთ ან იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონულ დიალიზზე, გამოიყენება სტანდარტული დოზის 50% სტანდარტული ინტერვალით. პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობა ორგანიზმიდან არ გამოიდევნება არც ჰემოდიალიზით და არც პერიტონული დიალიზით.

06

გვერდითი მოვლენები

400 მგ ზიმაქსის შემოგარსული ტაბლეტები ზოგადად ხასიათდება კარგი ამტანობით. არასასურველი ეფექტების უმრავლესობა საშუალო სიმძიმისაა.
ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყველაზე ხშირად აღინიშნება დიარეა, რომელიც საშუალო ან ზომიერი სიმძიმისაა და იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
ნაკლებად ხშირად აღინიშნება გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, პირღებინება და მუცლის შებერილობა.
ფსევდომემბრანოზული კოლიტი იშვიათად აღინიშნება.
ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, არტიკულარული ტკივილი და ტემპერატურა.
თერაპიის შეწყვეტისას აღნიშნული ეფექტები ქრება.
ჰემატოლოგიური ეფექტები და ლაბორატორიული ანალიზების მაჩვენებლების ცვლილება: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია. აღნიშნული რეაქციები იშვიათია და შექცევადი ხასიათის. აღინიშნება დროებითი ცვლილებები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის ანალიზებში.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

07

უკუჩვენებები

ცეფიქსიმი უკუნაჩვენებია ანტიბიოტიკების ცეფალოსპორინების ჯგუფის მიმართ დადგენილი ალერგიისას.
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
ცეფიქსიმი სიფრთხილით გამოიყენება სხვა პრეპარატის მიმართ ადრე გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შემთხვევაში.
სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პენიცილინ-მგრძნობიარე პაციენტებში ცეფალოსპორინ-პენიცილინის ჯვარედინი მგრძნობელობის გამო.
ალერგიული რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო თერაპია.
400 მგ ზიმაქსის შემოგარსული ტაბლეტის დოზის კორექცია უნდა მოხდეს თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. დოზირება თირკმლის უკმარისობისას). ზიმაქსის სუსპენზიის დოზის კორექცია უნდა მოხდეს თირკმლების მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. დოზირება თირკმლის უკმარისობისას).
არსებობს რეზისტენტული ორგანიზმების წარმოქმნის ალბათობა, რის შედეგადაც შეიძლება აღინიშნოს მათი ჭარბი ზრდა, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, მათ შორის ცეფიქსიმით მკურნალობისას აღინიშნება ნაწლავური ფლორის ცვლილება და კლოსტრიდიას ჭარბი ზრდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Clostridium difficile- ს მიერ წარმოქმნილი ტოქსინი არის ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეის, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტის უპირველესი მიზეზი.
მწვავე დიარეის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

08

ორსულობა და ლაქტაცია

B კატეგორიის პრეპარატი. ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევებისას ცეფიქსიმის მაღალი დოზის გამოყენებისას არ აღინიშნა ტერატოგენული ეფექტები. არ არსებობს ადექვატური და კონტროლირებული გამოკვლევები და ამიტომ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ცეფიქსიმი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მკაფიოდ ნაჩვენებია.

09

ჭარბი დოზირება

ინფორმაცია ცეფიქსიმით ზედოზირების შესახებ არასაკმარისია.
არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვლინდება ჯანმრთელ პაციენტებში 2 გ-მდე ცეფიქსიმის ერთჯერადი მიღებისას, არ განსხვავდება იმ პაციენტებში გამოვლენილი რეაქციებისგან, რომლებიც მკურნალობას გადიან სტანდარტული დოზებით.
ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა; სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ცეფიქსიმი მნიშვნელოვანი რაოდენობით არ გამოიდევნება სისხლის მიმოქცევიდან არც ჰემოდიალიზით და არც პერიტონული დიალიზით.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება. ცეფიქსიმის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს შარდში გლუკოზაზე ცრუ დადებითი რეაქცია სპილენძის სულფატის გამოყენებით ანალიზის ჩატარებისას, როგორიცაა ბენედიქტის ხსნარი, ფელინგის ხსნარები. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ფერმენტულ გლუკოზას ოქსიდაზას მეთოდებზე.
პირდაპირი ანტიგლობულინის (კუმბსის) ანალიზისას აღინიშნა დადებითი შედეგები იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სხვა ცეფალოსპორინებს. სავარაუდოდ, ამგვარ შედეგებს განაპირობებს ცეფიქსიმთან ურთიერთქმედება.

11

შენახვის პირობები

ინახება 30oC-მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში.
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაზავებული სუსპენზია აქტიურია 14 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.