8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03665 Rx · რეცეპტით

ნეოცეფი სუსპენზია

Neocef suspension

100მგ/5მლ 120მლ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან ერთად

დან32.58 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ნეოცეფი სუსპენზია, 100მგ/5მლ 120მლ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან ერთად
მოქმედი ნივთიერება
ცეფიქსიმი (Cefixime)
მწარმოებელი
Laboratórios Atral, პორტუგალია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მესამე თაობის ცეფალოსპორინები
იმპორტიორი საქართველოში
Ars Medica
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ნეოცეფი ცეფიქსიმი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 100მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ნეოცეფი ცეფიქსიმი ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 100მგ/5მლ 120მლ ფლაკონი #1

  • PSP ყველაზე იაფი

    ნეოცეფი - Neocef ცეფექსიმ 100მგ/5მლ 120მლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცეფიქსიმი. ჯერ ყველაზე იაფი.

ცეფიქსი S, 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)

ცეფიქსი S

Cefix S

400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)

ცეფიქსიმი Innova Captab, ინდოეთი
დან17.19 ₾
ცეფიქსი, 100მგ/5მლ 100მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ცეფიქსი

Cefix

100მგ/5მლ 100მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით

ცეფიქსიმი Innova Captab, ინდოეთი
დან18.00 ₾
ბიმაქსი, 100მგ/5მლ 50მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით

ბიმაქსი

BIMAKS

100მგ/5მლ 50მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით

ცეფიქსიმი PharmaVision, თურქეთი
დან18.02 ₾
ერიქსიმი, 400მგ ტაბლეტი №5

ერიქსიმი

400მგ ტაბლეტი №5

ცეფიქსიმი აისიეს დობფარი, იტალია
დან18.61 ₾
ბიმაქსი, 400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5

ბიმაქსი

BIMAKS

400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5

ცეფიქსიმი PharmaVision, თურქეთი
დან18.63 ₾
პანცეფი, 400მგ ტაბლეტი №5

პანცეფი

400მგ ტაბლეტი №5

ცეფიქსიმი ალკალოიდი, მაკედონია
დან18.63 ₾
ცეფიჩიუ, 400მგ ტაბლეტი საღეჭი №5

ცეფიჩიუ

400მგ ტაბლეტი საღეჭი №5

ცეფიქსიმი სრს ფარმაციუტიკალსი, ინდოეთი
დან18.63 ₾
ელცეფი, 400მგ ტაბლეტი №6

ელცეფი

400მგ ტაბლეტი №6

ცეფიქსიმი ოპეს ჰელზქეა პვთ ლიმიტედ, ინდოეთი
დან22.35 ₾
ქსიმაცეფი, 100მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 60მლ

ქსიმაცეფი

100მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 60მლ

ცეფიქსიმი კვალითი ფარმაციუტიკალსი, ინდოეთი
დან23.20 ₾
ცეფ- 400, 400მგ კაფსულა №7

ცეფ- 400

Cef-400

400მგ კაფსულა №7

ცეფიქსიმი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
დან25.07 ₾
პიქსიმი, 100მგ/5მლ ფხვნილი 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ბოთლი №1

პიქსიმი

Pixime

100მგ/5მლ ფხვნილი 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ბოთლი №1

ცეფიქსიმი Oxford Laboratories, ინდოეთი
დან28.45 ₾
ნეოცეფი ტაბლეტები, 400მგ ტაბლეტი №8

ნეოცეფი ტაბლეტები

Neocef tablets

400მგ ტაბლეტი №8

ცეფიქსიმი Laboratórios Atral, პორტუგალია
დან28.65 ₾
ცეფიციდი, 400მგ ტაბლეტი №8

ცეფიციდი

400მგ ტაბლეტი №8

ცეფიქსიმი ლაბ. ატრალი, პორტუგალია
დან28.66 ₾
იბიქსი, 100მგ/5მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

იბიქსი

100მგ/5მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1

ცეფიქსიმი
დან32.55 ₾
ცეფიდანტი, 400მგ ტაბლეტი №10

ცეფიდანტი

400მგ ტაბლეტი №10

ცეფიქსიმი ფარმავიჟენ სანაი, თურქეთი
დან35.82 ₾
ცეფილონი, 400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5

ცეფილონი

Cefilon

400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5

ცეფიქსიმი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან35.82 ₾
სუპრაქსი სოლუტაბი, 400მგ კაფსულა №6

სუპრაქსი სოლუტაბი

SUPRAX

400მგ კაფსულა №6

ცეფიქსიმი Astellas Pharma Europe, ნიდერლანდები
Rx · რეცეპტით

ცეფიქსიმი

Cefixime

400მგ ტაბლეტი №100

ცეფიქსიმი cipla, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ცეფორალ სოლუტაბი, 400მგ ტაბლეტი #1; #10; #7

ცეფორალ სოლუტაბი

CEFORAL SOLUTAB

400მგ ტაბლეტი #1; #10; #7

ცეფიქსიმი Menarini Manufacturing Logistics and Services S.r.L, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

ცეფიქსიმი ნეოსეფი არის ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს 1.1.2.3. მე-3 თაობის ცეფალოსპორინები ცეფიქსიმი ნეოსეფი, მე-3 თაობის ცეფალოსპორინი, გამოიყენება მძიმე ინფექციების ან მძიმე ან რეფრაქტერული ინფექციების სამკურნალოდ პირველი ხაზის თერაპიის დონეზე, როდესაც ინფექციები გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ.

ცეფიქსიმი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ იქნა გამოწვეული: შუა მწვავე ოტიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი), ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია, ინფიცირებული ბრონქოექტაზია), ურეთრიტი და არა გართულებული გონოკოკური ცერვიციტი.

ცეფიქსიმის ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი არის ძალიან ფართო, როგორც შემდეგ არის აღნიშნული:

გრამდადებითი კოკები

Streptococcus pneumoniae, agalactiae და pyogenes არიან მგრძნობიარეები ცეფიქსიმის დაბალ კონცენტრაციაზე (MIC90 0.1 და 0.5 მკგ / მლ შორის). როგორც ხდება ყველა ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, D ტიპის სტრეპტოკოკები (ენტეროკოკები) არიან კლინიკურად რეზისტენტული. ცეფიქსიმის საკმარისი მსგავსების ნაკლებობის გამო სტაფილოკოკების ციტოპლაზმური მემბრანას PBPs-თვის, ეს მიკროორგანიზმები კლინიკურად რეზისტენტულია. თუმცა, ცეფიქსიმი ეწინააღმდეგება კარგად სტაფილოკოკური ბეტა ლაქტამაზას ინაქტივაციას.

გრამდადებითი ბაცილები

Corynebacterium, კერძოდ diphtheriae მხოლოდ მგრძნობიარეა in vitro ცეფიქსიმის მაღალი კონცენტრაციის მიმართ (MIC90 დაახლოებით 32 მკგ / მლ), რაც იგივეა რომ ითქვას ეს ბაქტერიები კლინიკურად რეზისტენტულია ანტიბიოტიკზე. ანალოგიურად, Listeria monocytogenes ასევე როგორც წესი არის რეზისტენტული.

გრამუარყოფითი კოკები

როგორც Neisseria meningitidis (მენინგოკოკი) ისე Neisseria gonorrhoeae (გონოკოკი) ძალიან მგრძნობიარეა ცეფიქსიმის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც შტამები წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას (MIC90 0.001 და 0.06 მკგ / მლ შორის).

გრამ-უარყოფითი ბაცილები

გრამ-უარყოფითი ბაცილების სფეროში, ძირითადად, ხაზი უნდა გავუსვათ ცეფიქსიმის დიდ მოქმედებას Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Moraxella catarrhalis და anterobacteriácea-ს უმრავლესობის წინააღმდეგ. ცეფიქსიმი მოქმედება მგრძნობიარე გრამ-უარყოფითი ბაცილების წინააღმდეგ შენარჩუნებულია მაშინაც კი, როდესაც შტამები წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას. Haemophilus influenzae-ის და Haemophilus parainfluenzae-ის შტამებს უმრავლესობა ნადგურდება ძალიან დაბალი კონცენტრაციით (0,015mcg / მლ ან ოდნავ უფრო მაღალი), რაც აღსანიშნავია ამ აგენტების წინააღმდეგ სხვადასხვა ორალური ანტიბიოტიკების მოქმედების ზოგად კონტექსტში.

ასევე, ცეფიქსიმის მოქმედება Moraxella catarrhalis-ის წინააღმდეგ იმსახურებს წინა პლანზე გამოწევას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში ამჟამად იზოლირებული შტამების 75%-დან 100%-მდე წარმოქმნიან ბეტა ლაქტამაზას, ცეფიქსიმის MIC90 ამ აგენტებს წინააღმდეგ ძალიან დაბალია (დაახლოებით 0.03 მკგ/მლ).

გარდა საკმარისი შტამების Morganella morganii, Serratia და Enterobacter, რომლების კლინიკურად რეზისტენტულია, Enterobacteriaceae-ს უმრავლესობა ჩვეულებრივ საკმარისად მგრძნობიარეა.

Pseudomonas, როგორც ემართებათ ყველა ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკს, პრაქტიკულად რეზისტენტულია.

ანაერობული

Peptococcus, Peptostreptococcus, Propionobacterium, Fusobacterium და Actinomyces წარმოაჩენენ, როგორც წესი, ზომიერ მგრძნობელობას ცეფიქსიმის მიმართ (MIC90 დაახლოებით 1 მკგ/მლ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შტამს სჭირდება, უმაღალი კონცენტრაცია განადგურებისთვის, ზოგჯერ 4 მკგ / მლ).

Bacteroides და Clostridia არიან, როგორც წესი, ცეფიქსიმის მიმართ რეზისტენტულები.

სხვა აგენტები

Chlamydia და Mycoplasma რეზისტენტულია, ისევე როგორც rickettsiae. Spirochetes, მათ შორის, Treponema pallidum, როგორც ჩანს, ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ ამ კუთხით, არ არის სათანადოდ შესწავლილი. როგორც უკვე აღინიშნა, ცეფიქსიმი ბეტა ლაქტამაზას ბაქტერიების უმრავლესობის ინაქტივაციის მიმართ ძალიან რეზისტენტულია.

02

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ცეფიქსიმი ნეოსეფი თუ:

1.თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ცეფიქსიმის და, ზოგადად, ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები), ან ამ მედიკამენტის ნებისმიერი ნივთიერების მიმართ.

დაუშვებელია ცეფიქსიმი ნეოცეფის მიღება ექიმის მითითებების გარეშე. კითხვების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

განსაკუთრებული ყურადღებით იყავით ცეფიქსიმი ნეოსეფის მიმართ:

ხანგრძლივი მკრნალობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რეზისენტული მიკროორგანიზმების წარმოქმნის შესაძლებლობა.

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა, მათ შორის ცეფალოსპორინები როგორიცაა ცეფიქსიმი, ცვლის მსხვილი ნაწლავის კომენსალურ ფლორას, და შესაძლოა მოხდეს არა მგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, მათ შორის Clostridium difficile, რომლის ტოქსინი პასუხისმგებელია ანტიბიოთერაპიასთან ასოცირებული დიარეას კლინიკურ სურათზე, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი.

პაციენტებში დიარეით, ანტიბიოთერაპიის დროს ან მის შემდეგ, უნდა დაექვემდებარონ გამოკვლევას და დიფერეციალური დიაგნოზს. ფსევდომემბრანული კოლიტის დადასტურებისას უნდა მოხდეს ცეფიქსიმით მკურნალობის შეწყვეტა, თუ საჭიროა გამოყენებულ იქნას გამოყენებული ზომები როგორიცაა ჰიდროელექტროლიტებით წაშველება, რეკომენდირებული ანტიბიოთერაპია და პროტეინების დანამატი.

პაციენტებში,კუჭნაწლავის პათოლოგიის (კერძოდ კოლიტი) მქონე წინამორბედებით, ცეფიქსიმით მკურნალობა უნდა განისაზღვროს სიფრთხილით.

ცეფიქსიმის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან მიიღეთ ამას წინათ მედიკამენტები, მათ შორის ექიმის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტები.

ანტაციდები

ანტაციდები არ არიან ჩართულნი ცეფიქსიმის აბსორბირებაში.

მილაკოვანი რეაბსორბაციის ინჰიბიტორები

მილაკოვანი რეაბსორბციის ინჰიბიტორებს, როგორიცაა პრობენეციდი, შეუძლიათ ხელი შეუშალონ შარდის გზით ცეფიქსიმის ექსკრეციას, რაც ზრდის Cmax და AUC24 -ის მნიშვნელობებს.

სალიცილატები და სხვა აასს

სალიცილატები და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შესაძლოა გადაადგილონ ცეფიქსიმი მისი პლაზმის ცილებთან კავშირისგან, რითაც გაიზრდება თავისუფალი ფრაქციის კონცენტრაცია.

კარბამაზეპინი

ცეფიქსიმის და კარბამაზეპინის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კარბამაზეპინის მომატებული დონე.

ვარფარინი / ანტიკოაგულანტები

ცეფიქსიმის და ვარფარინის/კოაგულანტების ერთდროულად მიღების დროს, გამოვლინდა პროთრომბინის დროის მომატების შემთხვევები, სისხლდენის კლინიკურ ჩვენებასთან ერთად ან მის გარეშე.

ლაბორატორიული ტესტებით ჩარევა

შესაძლოა აღინიშნოს შარდში გლუკოზას ცრუ დადებითი მაჩვენებელი, რომელიც სპილენძის რეაგენტების მიერ იქნა გამოწვეული, მაგრამ არა მათ მიერ რომლებიც იყენებენ გლუკოზიდაზას. კუმბსის ტესტმაც შესაძლოა ცრუ დადებითი შედეგი აჩვენოს, როგორც ხდება ცეფალოსპორინების უმრავლესობის შემთხვევაში.

საკვებთან და სასმელთან ერთად ცეფიქსიმი ნეოსეფის მიღება:

საკვები არსებობით ცეფიქსიმის აბსორბირება არ არის მნიშვნელოვნად შეცვლილი, რის გამოც მედიკამენტი შესაძლოა მიღებულ იქნას კვებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.მიუხედავად იმისა რომ ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას არ გამოვლინდა არავითარი ტოქსიურობა ორსულობის პერიოდში, ცეფიქსიმის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისას ადამიანებში ბუნდოვანია. ამიტომაც, ცეფიქსიმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმი მის გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის.

უცნობია თუ რამდენად ხვდება ცეფიქსიმი დედის რძეში. ამიტომაც, ცეფიქსიმი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პეროდში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმი მის გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის.

მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ცეფქსიმი ნეოსეფის შედეგები ართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე არის ნული და უმნიშვნელო.

ინფორმაციები ცეფიქსიმი ნეოსეფის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

ცეფიქსიმი ნეოსეფი 100 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვს შეიცავს საქაროზას. თუ თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ცეფიქსიმა ნეოსეფი 100მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვს შეიცავს ფენილალანინის წყაროს. შესაძლოა ზიანი მიაყენოს ფენილკეტონით დაავადებულებს.

3. როგორ მიიღება ცეფიქსიმი ნეოსეფი

მიიღეთ ცეფიქსიმი ნეოსეფი ექიმის მითითებების მიხედვით. თუ კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდირებული ჩვეულებრივი დოზა არის 8 მგ/კგ, დღიურად, 24 საათში ერთხელ.

ფარმაცევტული თვალსაზრისით, ზოგადად, დოზა შემდეგნაირია:

2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები: 24 საათში ერთხელ,

1 საზომი კოვზი, ან 12 საათში ერთხელ, ½ საზომი კოვზი.

5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები: 24 საათში ერთხელ,

2 საზომი კოვზი, ან 12 საათში ერთხელ, 1 საზომი კოვზი.

9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 24 საათში ერთხელ,

3 საზომი კოვზი, ან 12 საათში ერთხელ, 1½ საზომი კოვზი.

პაციენტებში თირკმელების უკმარისობით: მედიკამენტი შესაძლებელია მიღებულ იქნას თირკმელების უკმარისობით დაავადებულებში. პაციენტებმა, კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლით 20 მლ/წთ-ის ტოლი ან მეტი, უნდა მიიღონ ზემოთ მითითებული დოზა; თუ კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელი 20 მლ/წთ-ზე დაბალი იქნება, უმკობესია არ გადააჭარბოთ დღიურად რეკომენდირებული დოზის ნახევარს. ეს დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული ასევე ქრონიკული პერიტონეული დიალიზის ან ჰემოდიალიზის მქონე პაციენტებში, რადგანაც ცეფიქსიმი გამოიდევნება ძალიან ნელა დიალიზის მიმოქცევიდან.

ნეოსეფის ფორმულირება ტაბლეტებში არ არის გამიზნული პედიატრიული გამოყენებსთვის.

სუსპენზიების მომზადება

კარგად აანჯღრიეთ ფხვნილი ბოთლში, სანამ განცალკევდება. დაამატეთ ცოტა წყალი და აანჯღრიეთ. გაავსეთ წყლით ეტიკეტზე არსებულ ნიშნამდე სუსპენზიის მისაღებად და აანჯღრიეთ კარგად.

თითო საზომი კოვზი (5მლ) ცეფიქსიმი ნეოსეფი, როცა სავსეა სუსპენზიით მოქმედებს <> ცეფიქსიმის 100 მგ.

თუ მიიღეთ უფრო მეტი ცეფიქსიმი ნეოსეფი ვიდრე უნდა მიგეღოთ:

სწორი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეატყობინეთ მაშინვე თქვენს ექიმს ან მიდით უახლოეს საავადმყოფოში, და თუ შესაძლებელი იქნება წაიღეთ თან მედიკამენტის შეფუთვა.

არ არის ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე. 2 გ დოზამ, ჯანმრთელ მოზრდილებში გამოიწვია კუჭ-ნაწლავის საშუალო სიძლიერის გვერდითი მოვლენა, თერაპევტიული დოზების მიღებისას გამოვლენილის მსგავსი.

მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში აღინიშნება დიარეა, გულისრევვა და მუცლის ტკივილი.

არაა ცნობილი ანტიდოტები. შესაძლოა ჩატარდეს კუჭის გამორეცხვა, თუ დისპეპსია მოხდა 2 საათზე ნაკლებ დროში, და უნდა მოხდეს პაციენტის ჰიდრატაცია, საჭიროების შემთხვევაში მისი ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა. პერიტონეალური ჰიალიზი და ჰეოდიალიზი ვერ გამოდევნიან სისხლიდან ანტიბიოტიკის კლინიკურად მკიშვნელოვან რაოდენობას.

თუ დაგავიწყდათ ცეფიქსიმი ნეოსეფის მიღება:

თუ დაგავიწყდათ ცეფიქსიმი ნეოსეფის ერთი დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ.

შემდეგ გააგრძელეთ მომდევნო დოზის მიღება იმ დროს როცა განსაზღვრული იყო.

არ მიიღოთ ერთი დოზა ორჯერ დავიწყებული მისაღები დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ცეფიქსიმი ნეოსეფს:

უნდა მიჰყვეთ ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობას. მიუხედავად იმის თუ თავს უკეთესად იგრძნობთ, არ შეწყვიტოთ ცეფიქსიმი ნეოსეფის მიღება მკურნალობის დასრულებამდე.

თუ კიდევ გაქვს კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებაზე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

03

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტი, ცეფიქსიმ ნეოსეფსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ესენი არ ვლინდება ყველა ადამიანში.

ცეფიქსიმი ჩვეულებრიც ძალიან კარგად აიტანება, როგორც მოზრდილებში ისე ბავშვებში. გვერდითი მოვლენების უდიდესი ნაწილი საშუალო სიძლიერის და გარდამავალია.

ჰიპერმგრძნობელობა:

0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და შესაძლო ანაფილაქსიური რეაქციები (ქოშინი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და ა.შ.).

იშვიათად, შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი, ერითემა, ქავილი, სიცხე და შეშუპება.

დერმატოლოგიური:

0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს დერმატოლოგიური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

ჰემატოლოგიური:

0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ჰემატოლოგიური რეაქციები, როგორიცაა აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.

შესაძლოა გამოვლინდე ეოზინოფილია და გრანულოციტოპენია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, შეიძლება მოხდეს პანციტოპენია, სხვა ცეფალოსპორინებთან ერთად.

თირკმლის:

0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. შეიძლება აღინიშნოს აზოტოვნი ნაერთების გაზრდა.

კუჭ-ნაწლავის:

0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი. შეიძლება აღინიშნოს დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ანორექსია, მუცლის შებერილობის შეგრძნება და შეკრულობა.

ღვიძლის:

შესაძლოა სიყვითლე გამოვლინდეს. შესაძლოა აღინიშნოს ალტ და ასტ-ს ზრდა.

სასუნთქი:

0,1%-ზე ნაკლებ პაციენტებში აღწერილ იქნა ინტერსტიციული პნევმონიის შემთხვევები.

საშარდე და სასქესო სისტემის მხრივ:

კანდიდოზი, სასქესო ორგანოს ქავილი, ვაგინიტი.

ფსიქო-ნევროლოგიური:

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

სხვა არასასურველი გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ართრალგია.

ასევე იშვიათად, შესაძლოა K ვიტამინის დეფიციტის (ჰიპოპროთრომბინემია) და ვიტამინი B-ს დეფიციტის (გლოსიტი, სტომატიტი, ანორექსია, ნევრიტი და ა.შ.) ნიშნები გამოვლინდეს.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა რომელიც მითითებული არ არის ამ ბროშურაში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება ცეფიქსიმი ნეოსეფი

შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და შუქისგან დაცულ ადგილას,

ორალური სუსპენზია, წყალში გახსნის შემდეგ შეიძლება შენახულ იქნას 14 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ ექვემდებარება გაგრილებას. სუსპენზია უნდა გაიხსნას წყალში. მოიშორეთ თავიდან 14 დღის განმავლობაში გამოუყენებელი წყალში გახსნილი სუსპენზია.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

არ გამოიყენოთ ცეფიქსიმი ნეოსეფი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო რიცხვს.

არ გამოიყენოთ ცეფიქსიმი ნეოსეფი აშკარა გაუარესების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ მედიკამენტები რომლებიც უკვე აღარ გჭირდებათ.

ამ ზომების მიღება დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6. სხვა ინფორმაციები

როგორია ცეფიქსიმი ნეოსეფის შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერებაა ცეფიქსიმი. წყალში გახსნის შემდეგ, ორალური სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 100 მგ ცეფიქსიმს (ტრიჰიდრატული ცეფიქსიმის ფორმით).
  • სხვა კომპონენტებია: ქსანტანის გუმფისი, ჰიპრომელოზი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ასპარტამი, ტუტი-ფრუტის ესენცია, ფორთოხლის ესენცია და საქაროზა.

როგორი გამოიყურება ცეფიქსიმი ნეოსეფი და როგორია მისი შეფუთვა

ცეფიქსიმი ნეოსეფი 100 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის ხელმისაწვდომია 60 მლ, 100 მლ და 120 მლ-იან შეფუთვებში. შესაძლოა, ყველა შეფუთვა არ იყოს კომერციალიზებული.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.