მონოგრაფია Nº 04494 Rx · რეცეპტით
ნეოცეფი ტაბლეტები
Neocef tablets
400მგ ტაბლეტი №8
დან28.65 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ცეფიქსიმი (Cefixime)
- მწარმოებელი
- Laboratórios Atral, პორტუგალია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- იმპორტიორი საქართველოში
- Ars Medica
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP ყველაზე იაფი
ნეოცეფი - Neocef 400მგ 8 ტაბლეტი
3.58 ₾ / ც. × 8
ყიდვა ↗28.65 ₾
-
GPC
ნეოცეფი ტაბლეტი 400მგ #8
3.58 ₾ / ც. × 8
ყიდვა ↗28.66 ₾
-
ფარმადეპო
ნეოცეფი ტაბლეტი 400მგ #8
3.58 ₾ / ც. × 8
ყიდვა ↗28.66 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ცეფიქსიმი. ჯერ ყველაზე იაფი.
ცეფიქსი S
Cefix S
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
ცეფიქსი
Cefix
100მგ/5მლ 100მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
ბიმაქსი
BIMAKS
100მგ/5მლ 50მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი კოვზით
ერიქსიმი
400მგ ტაბლეტი №5
ბიმაქსი
BIMAKS
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5
პანცეფი
400მგ ტაბლეტი №5
ცეფიჩიუ
400მგ ტაბლეტი საღეჭი №5
ელცეფი
400მგ ტაბლეტი №6
ქსიმაცეფი
100მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად №1 60მლ
ცეფ- 400
Cef-400
400მგ კაფსულა №7
პიქსიმი
Pixime
100მგ/5მლ ფხვნილი 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად ბოთლი №1
ცეფიციდი
400მგ ტაბლეტი №8
იბიქსი
100მგ/5მლ სუსპენზია 1 ფლაკონი №1
ნეოცეფი სუსპენზია
Neocef suspension
100მგ/5მლ 120მლ პერორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი ფლაკონი №1 შეფუთვაში საზომ კოვზთან ერთად
ცეფიდანტი
400მგ ტაბლეტი №10
ცეფილონი
Cefilon
400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5
სუპრაქსი სოლუტაბი
SUPRAX
400მგ კაფსულა №6
ცეფიქსიმი
Cefixime
400მგ ტაბლეტი №100
ცეფორალ სოლუტაბი
CEFORAL SOLUTAB
400მგ ტაბლეტი #1; #10; #7
ინსტრუქცია
შემადგენლობა
თერაპევტიული მითითებები
ნეოსეფი გამოიყენება ორალურად მისაღებად მოზრდილებსა და ბავშვებში, შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ოტიტი
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონია, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი
- საშარდე გზების ინფექციები: მწვავე ცისტიტი, კისტა - ურეთრიტი, მწვავე პიელონეფრიტი.
ჩვეულებრივ აქტიურია ინ ვიტრო შემდეგი ორგანიზმების წინააღმდეგ: Streptococcus pneumoniae, Lancefield-ის B ჯგუფის Streptococcus β-haemolyticus, B ჯგუფის Streptococus და C, F და G ჯგუფების Streptococus. ნაჩვენებია ამ ანტიბიოტიკის კლინიკური ეფექტურობა იმ ინფექციებზე რომლებიც ყველაზე ხშირად გამოწვეულია ისეთი მიკროორგანიზმებით როგორიცაა Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, და სხვადასხვა სახეობის Enterobacter.
უკუჩვენებები
ნეოსეფის მიღება იწვევს უკუჩვენებას იმ პირებში ვისაც ცეფალოსპორინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აქვთ.
არასასურველი ეფექტები
ნეოსეფი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება; გვერდითი მოვლენების უმრავლესობა არის გარდამავალი და მსუბუქიდან ზომიერამდე სიმძიმის მიხედვით.
ყველაზე ხშირი არასასურველი ეფექტებია: თხიერი განავალი, ან დიარეა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა. ცნობილია ფსევდიმემბრანული კოლიტის შემთხვევებში (პაციენტების 2%-ზე ნაკლები სიხშირით). აღინიშნა თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, დისკომფორტის, დაღლილობის შემთხვევები.
პაციენტების დაახლოებით 7%-ს, რომლებიც იტარებდნენ თერაპიას ცეფიქსიმით, აღენიშნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები როგორიცაა გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი და ართრალგია.
პაციენტების დაახლოებით 2%-ს აღენიშნა თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია და ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის კონცენტრაციის შემცირება.
დროდადრო აღწერილ იქნა ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის ცვლილებების გამოვლინებები.
მედიკამენტების ურთიერთქმედებები და სხვა
ერთდროულად პრობენეციდის მიღება ზრდის ცეფიქსიმის ცონცენტრაციას სისხლის შრატში და ამცირებს თირკმლის კლირენსს და ნივთიერების განაწილების მოცულობას.
კვლევა ინ ვიტრო ასკვნის რომ აცეტილსალიცილის მჟავა აშკარად გადაადგილებს პროტეინებზე ცეფიქსიმის ფიქსაციის მდებარეობას, რაც ცეფიქსიმის თავისუფლად კონცენტრაციის 50%-ზე მეტ ზრდას იწვევს.
შესაძლებელია აღინიშნოს შარდში გლუკოზას მაჩვენებელზე ცრუ დადებითი შედეგები სპილენძის რეაქტივების გამო.
კომბსის ტესტმაც შესაძლოა აჩვენოს ცრუ დადებითი შედეგი.
გამოყენების სპეციალური უსაფრთხოების ზომები
ნეოსეფი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პენიცილინების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე პირებში, ასევე იმ პირებში ვინც ალერგიულია ნებისმიერ ნივთიერებაზე.
ნეოსეფი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით პაციენტებში, ვისაც ჰქონიათ ჯუჭ-ნაწლავის დაავადება, კერძოდ კოლიტი. ცნობილია, რომ ფსევდომემბრანული კოლიტი უკავშირდება ანტიბიოტიკებს, რის გამოც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული როგორც დიფერენციალური დიაგნოზი პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა და იტარებენ ცეფიქსიმის თერაპიას.
ეფექტები ორსულებში, ჩვილებში, ბავშვებში, მოხუცებსა და განსაკუთრებული პათოლოგიების მქონე ავადმყოფებში
დღემდე არ არის კონტროლირებადი და შესაბამისი კვლევები ორსულ ქალებში ცეფიქსიმის გამოყენებასთან დაკავშირებით, რის გამოც ნივთიერება უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს აშკარად საჭიროა. ნეოსეფის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში, და ყურადღება უნდა მიექცეს თუ მოხდა ძუძუთი კვების შეწყვეტა ამ ნივთიერებით თერაპიის პერიოდში.
ცეფიქსიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ჯერ არ დადგენილა. დიარეა აღენიშნა 6 თვიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვების 15%-ს.
რადგანაც თირკმლის ფუნქცია მცირდება ასაკთან ერთად და შესაძლოა დარღვეულ იქნას ხანდაზმულ პაციენტებში, ყურადღება უნდა მიექცეს ნეოსეფის თერაპევტიულ გამოყენებას ამ ასაკში.
მანქანის მართვისა და მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეფექტები
არ აღენიშნება
დოზირება და მიღების წესები
ორალური მიღება.
ნეოსეფის აბსორბირება არ იცვლება საკვების არსებობისას, რის გამოც შესაძლოა მისი მიღება კვებისას.
მოზრდილები და 12 წელს გადაცილებული (ან 50 კგ-ზე მეტი წონის მქონე) ბავშვები: 400 მგ დღეში, რომელიც მიიღება ერთჯერადად ან გადანაწილებული ორ დღიურ მიღებაზე, თითო 200მგ.
12 წლამდე ასაკის ბავშვები: 8მგ/კგ/დღე
პედიატრიული შეფერხებების თვალსაზრისით:
- 2-დან 4 წლამდე: 5 მლ დღეში
- 5-დან 8 წლამდე: 10 მლ დღეში
- 9-დან 12 წლამდე: 15 მლ დღეში
ეს დოზები უნდა იქნას მიღებული ერთჯერადი დოზის სახით ან გადანაწილებული 2 მიღებაზე.
დოზა თირკმლის უკმარისობისას
პაციენტებისთვის, რომელთა კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელი ტოლია ან აღემატება 20მლ/წთ-ში, დოზები ზემოთ არის მითითებული.
პაციენტებმა კრეატინინის კლირენსის 20მლ/წთ-ში ნაკლები მაჩვენებლით არ უნდა გადააჭარბონ 200 მგ-ს დღეში.
დოზის გადაჭარბების და/ან ინტოქსიკაციის შემთხვევების დროს მისაღები ზომები
ჯანმრთელ მოზრდილებს, რომლებმაც მიიღეს ერთჯერადი დოზის სახით 2 გრ ცეფიქსიმი, აღენიშნათ ნივთიერების ჩვეულებრივი დოზით მიღებისას გამოვლენილი შედეგების მსგავსი არასასურველი ეფექტები, მათ შორის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტები.
დოზის გადაჭარბებისას, კუჭი უნდა დაიცალოს კუჭის გამორეცხვის შედეგად.
ცეფიქსიმი არ ამოიღება კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარებისას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
შეინახეთ მშრალ და პირდაპირი მზის შუქისგან დაცულ ადგილას 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ნეოსეფი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.