მონოგრაფია Nº 03238 ურეცეპტო
ზერალგო
Zeralgo™
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №15
დან17.89 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ფლურბიპროფენი (Flurbiprofen)
- მწარმოებელი
- Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- ასფარმა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ზერალგო ტაბლეტი 100მგ #15
1.19 ₾ / ც. × 15
ყიდვა ↗17.89 ₾
21.05 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ზერალგო ტაბლეტი 100მგ #15
1.19 ₾ / ც. × 15
ყიდვა ↗17.89 ₾
21.05 ₾
-
ავერსი
ზერალგო 100მგ #15ტ შემოგარს.
1.40 ₾ / ც. × 15
ყიდვა ↗20.94 ₾
-
PSP
ზერალგო - Zeralgo 100მგ 15 ტაბლეტი
1.40 ₾ / ც. × 15
ყიდვა ↗20.95 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლურბიპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
მაჟეზიკი-სანოველი
MAJEZIK-sanovel
100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15 და #30
სტრეპსილსი ინტენსივი
სპრეი ორალური ფლაკონი №1 15მლ
სტრეპსილსი
8.75მგ კაფ TEMP 1 სპრეი №1 15 მლ
აქსოფენი
100მგ ტაბლეტი №15
ედოლფენი
0.3მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ფეინსტო
100მგ ტაბლეტი №30
Painsto
100მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
აქსოფენ SR
200მგ კაფსულა №16
ლადუქსინი
LADUXIN
100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15
მაჟეზიკი-სანოველი
MAJEZIC-sanovel
0.25% 30 მლ სპრეი პირის ღრუსათვის ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: Flurbiprofen
შემადგენლობა
თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ფლურბიპროფენი 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა PH 200, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (Tablettose), უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (Aerosil 200), ნატრიუმის კროსკარმელოზა (Ac-Di-Sol), Opadry II 85G 34747 ვარდისფერი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება. პროპიონის მჟავას წარმოებული.
ათქ კოდი: M01AE09
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლურბიპროფენი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ფენილპროპიონის მჟავას წარმოებული ძლიერი ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. მისი მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას დონეზე, რაც იწვევს პერიფერიულ ტკივილის მედიატორებზე ქსოვილთა მგრძნობელობის დაქვეითებას. არის ცნობები, რომ ფარმაკოლოგიურ კვლევებში, ფლურბიპროფენის თერაპიული დოზებით მიღების შემდეგ, ის მოქმედებს თანაბარ კონცენტარციაზე დაბალი კონცენტრაციის პირობებშიც. გვერდითი მოვლენების სიხშირე დაკავშირებული ფლურბიპროფენის მიღებასთან, ძალიან დაბალია; ძირითადად ვლინდება მსუბუქად და გარდამავალია. გვერდითი მოვლენები ღვიძლის, თირკმელების და სისხლმბადი სისტემის მხრივ არ გამოვლენილა.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ ფლურბიპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში დაახლოებით 1,5 საათში. საკვების მიღება არ მოქმედებს სამკურნალო საშუალების ბიოშეღწევადობაზე.
განაწილება
ფლურბიპროფენის თითქმის 99%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი
ფლურბიპროფენის უმეტესი ნაწილი განიცდის მეტაბოლიზმს.
გამოყოფა
შარდთან ერთად გამოიყოფა 20% თავისუფალი და კონიუგირებული ფორმით, ხოლო 50% - ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების სახით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 6 საათია.
ჩვენებები
რევმატოიდური ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილიტი, ბურსიტი, ტენდინიტი, რბილი ქსოვილების ტრავმები, დისმენორეა.
უკუჩვენებები
ფლურბიპროფენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ანამნეზში ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციები, დაკავშირებული ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისთან, წყლულოვანი დაავადების გამწვავება ან პეპტიური წყლული ანამნეზში.
განსაკუთრებული მითითებები
სავალდებულოა კარგად იყვნენ გაკონტროლებული ავადმყოფები, რომლებიც გადიან ხანგრძლივ მკურნალობას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით შესაძლო გვერდითი მოვლენების გამოვლენის გამო. ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ფლურბიპროფენიც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პირებში, რომლებსაც აქვთ თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, რომელთაც წარსულში უკვე ჰქონდათ თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები. ფლურბიპროფენი ფრთხილად უნდა მიიღონ პირებმა გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენზიით და სხვა დაავადებებით შეშუპებისა და სითხის შეკავების შესაძლო განვითარების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული გამოკვლევების დროს, ფლურბიპროფენის გამოყენებას დოზით 200 მგ, 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, სიხლდენის დრო არ გაუხანგრძლივებია, მაინც საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პათოლოგიური სისხლდენისკენ მიდრეკილების მქონე ავადმყოფებში. არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში 15 წლამდე, ეფექტურობის და უსაფრთხოების არ არსებობის გამო.
ურთიერქმედება სხვა მედიკამენტებთან
ფლურბიპროფენმა შესაძლოა შეამციროს დიურეზული საშუალებების, მაგ. ფუროსემიდის მოქმედება. ფლურბიპროფენი, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო საშუალება, სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებთან, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, შესაძლებელი სისხლდენის რისკის გამო.
არსებობს მონაცემები ფლურბიპროფენის პლაზმური კონცენტრაციის 50% შემცირების შესახებ
ასპირინთან ერთად მიღების შემთხვევაში, ამიტომ არ არის რეკომენდებული ამ ორი მედიკამენტის ერთდროული გამოყენება.
ფლურბიპროფენი იწვევს ციკლოსპორინის, დიგოქსინის, ლითიუმის და მეთოტრექსატის პლაზმური კონცენტრაციის მატებას.
აგფ ინჰიბიტორების თირკმლისმიერი გვერდითი მოვლენები შეიძლება გაიზარდოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებით. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება გაზარდონ წყლულის განვითარების რისკი.
ნაჩვენები იქნა, რომ ფლურბიპროფენის გამოყენება აცეტილქოლინის ქლორიდთან და კარბაქოლინთან ერთად არაეფექტურია.
ურთიერთობა ალკოჰოლთან / საკვებთან/ მცენარეულ საშუალებებთან
ალკოჰოლი: არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად მიღება, რადგან შესაძლოა გააძლიეროს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება.
საკვები: საკვებმა შესაძლოა შეამციროს მედიკამენტის შეწოვის სიჩქარე, მაგრამ არ მოქმედებს ბიოშეღწევადობაზე.
მცენარეული საშუალებები: თავი უნდა ავარიდოთ ისეთი მცენარეული საშუალებების გამოყენებას, როგორიცააა კატის ბრჭყალი, ანგელოზას ფესვი, ფურისულა, ასფურცელა, ნიორი,
კოჭა, გინკგო, წითელი სამყურა, ცხენისწაბლა, მწვანე ჩაი, ჟენშენი. ყველა მათგანს აქვს ანტითრომბოციტული მოქმედება.
ორსულობა და ლაქტაცია
I და II ტრიმესტრში კატეგორია C. გამოყენება შესაძლებელია, თუ შესაძლო სარგებელი
აღემატება ნაყოფის პოტენციურ რისკს. III ტრიმესტრი კატეგორია D.
ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევების არარსებობის გამო რეკომენდებული არ არის გამოყენებული იქნას ორსულ ქალებში. შესაძლებელია მისი გამოყენება სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ სიტუაციებში, ან სერიოზული დაავადების მკურნალობისას, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება შეუძლებელი ან არასაკმარისია. ორსულობის III ტრიმესტრში აასპ-ს ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება, ნაყოფში არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ხანგრძლივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია მშობიარეში.
ლაქტაცია
რეკომენდებული არაა გამოყენებული იქნას ლაქტაციის პერიოდში ახალშობილებში პროსტაგლანდინების ინჰიბიტორების შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო.
სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება
საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის დროს.
მიღების წესი და დოზირება
თუ არა არის სხვა დანიშნულება ექიმის მიერ, რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 150-200 მგ-ს. სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 300 მგ-მდე.
ჩვეულებრივი ტკივილების დროს საწყისი დოზაა 100 მგ, შემდეგ ყოველ 4-6 საათში 50-100 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 300 მგ-ს.
არ უნდა იქნას გამოყენებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების მტკიცებულების არარსებობის გამო.
გვერდითი მოვლენები
მხედველობის ორგანოების მხრივ: რქოვანას შეხორცების შენელება, თვალის კაკლის ჩავარდნა,
ქავილი, წვა, თვალის გაღიზიანება, თვალის ჰიპერემია
ცენტრალურ ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობა, გაღიზიანებადობა
კანის მხრივ: ქავილი, გამონაყარი
ენდოკრინული სისტემის და ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სითხის შეკავება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, წვის შეგრძნება გულკერდის მიდამოში, გულისრევა, ღებინება.
სმენის ორგანოების მხრივ: იშვიათად შუილი ყურებში
იშვიათად (1% -ზე ნაკლები):
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ასეპტიკური მენინგიტი, ჰალუცინაციები, დეპრესია,
პერიფერიული ნეიროპათია
კანის მხრივ: ალერგიული რეაქციები, სტივენ- ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ჭინჭრის ციება
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ანგიონევროზული შეშუპება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ჰემოლიზური ანემია
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი
ღვიძლის მხრივ: ჰეპატიტი
საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლის მწვავე უკმარისობა
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის წყლული
მხედველობის ორგანოების მხრივ: ტოქსიკური ამბლიოპია
ხანდაზმულ ადამიანებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი უფრო დიდია. 60%-ს შეიძლება განუვითარდეს კუჭ-ნაწლავის წყლული და/ან სისხლდენა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს დიდი ან ჭარბი დოზების გამოყენებისას ცნობიერების დაბინდვის, შფოთვის და ჰალუცინაციის სახით.
არასასურველი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გადაჭარბების სიმპტომები ვლინდება ძილიანობით, უძილობით, გულისრევით, ღებინებით, ეპიგასტრიუმის მიდამოში ტკივილით და გადის შემანარჩუნებელი თერაპიის შემდგომ. შესაძლებელია სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება და კომა. ანაფილაქსიური რეაქციები, რომლებიც ვლინდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას, შესაძლოა განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ჩატარდეს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ან პრეპარატის დიდი დოზით მიღებისას (რეკომენდებულ დოზაზე 5-10-ჯერ მეტი რაოდენობით მიღება) საჭიროა ღებინების გამოვიწვევა ან მივცეთ აქტივირებული ნახშირი (მოზრდილებს 60-100 გ ბავშვებს 1-2 გ/კგ-ზე) ან ოსმოსური საფაღარათო საშუალებები. პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაღალი სიჩქარის გამო ფორსირებული დიურეზი, შარდის გატუტიანება, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შესაძლოა არაეფექტური იყოს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ზერალგო™ 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ბლისტერებში. 1 ბლისტერი (15 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C-ზე, ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათის მიუწვდომელ ადგილზე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.