მონოგრაფია Nº 01897 ურეცეპტო
მაჟეზიკი-სანოველი
MAJEZIK-sanovel
100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15 და #30
დან9.90 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- ფლურბიპროფენი (Flurbiprofen)
- მწარმოებელი
- SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- სანოველ ჯორჯია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
100მგ · №15
-
PSP
მაჟეზიკი - Majezik 100მგ 15 ტაბლეტი
0.67 ₾ / ც. × 15
ყიდვა ↗10.00 ₾
100მგ · №30
-
PSP
მაჟეზიკი - Majezik 100მგ. 30 ტაბლეტი
1.02 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗30.67 ₾
36.08 ₾
№15
-
GPC ყველაზე იაფი
მაჟეზიკი-სანოველი ტაბლეტი 100მგ #15
0.66 ₾ / ც. × 15
ყიდვა ↗9.90 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მაჟეზიკი-სანოველი ტაბლეტი 100მგ #15
0.66 ₾ / ც. × 15
ყიდვა ↗9.90 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლურბიპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
სტრეპსილსი ინტენსივი
სპრეი ორალური ფლაკონი №1 15მლ
სტრეპსილსი
8.75მგ კაფ TEMP 1 სპრეი №1 15 მლ
აქსოფენი
100მგ ტაბლეტი №15
ზერალგო
Zeralgo™
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №15
ედოლფენი
0.3მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ფეინსტო
100მგ ტაბლეტი №30
Painsto
100მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
აქსოფენ SR
200მგ კაფსულა №16
ლადუქსინი
LADUXIN
100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15
მაჟეზიკი-სანოველი
MAJEZIC-sanovel
0.25% 30 მლ სპრეი პირის ღრუსათვის ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ტაბლეტები------------------------ 1 ტაბ
ფლურბიპროფენი --------------100 მგ
სხვა ინგრედიენტები: ტიტანის დიოქსიდი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
ფლურბიპროფენი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა. იგი ფენილალკანოის მჟავას წარმოებულია და გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთებისა და ტემპერატურული რეაქციის მედიატორებს.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ფლურბიპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს მაქსიმალურ კონცენტრციას პლაზმაში დაახლოებით 1,5 საათში. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს.
განაწილება, მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ფლურბიპროფენი თითქმის სრულად განიცდის მეტაბოლიზმს. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად თავისუფალი და შეკავშირებული სახით (20%) და ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების სახით (50%). სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99%-ს.
ჩვენებები
- თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია;
- დისმენორეა;
- რევმატოიდური ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილიზებული სპონდილიტის, მწვავე პოდაგრული ართრიტის, ართრალგიის, ართროზის, მწვავე რადიკულიტის და ლუმბაგოს გადაუდებელი და ხანგრძლივი სიმპტომატური მკურნალობა;
- პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ქირურგიული ოპერაციებისა და რბილი ქსოვილების ტრავმებისას;
- პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული სადღეღამისო დოზები:
ერთჯერადი დოზა შეადგენს 50 – 200 მგ-ს.
დისმენორეა:
საწყისი დოზაა 100მგ, შემდგომში 50 ან 100მგ ყოველ 4-6 სთ-ში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ აღემატება 300მგ-ს.
15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება არარეკომენდებულია, ვინაიდან მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
გვერდითი მოვლენები
აღწერილი გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და დროებით ხასიათს პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას. შესაძლებელია განვითარდეს დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ურტიკარია, თავბუსხვევა, რინიტი.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
- ფლურბიპროფენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა,
- პრეპარატი უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ამჟღავნებენ მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის С კატეგორია (მე-3 ტრიმესტრი D):
ფლურბიპროფენის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, რადგანაც სათანადო კვლევა ადამიანებში ჩატარებული არ არის. პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები უარყოფითად მოქმედებენ ახალშობილზე, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის სასურველი.
განსაკუთრებული მითითებები
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ფლურბიპროფენი სიფრთხილით ინიშნება:
- პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებებით;
- პაციენტებში გულის უკმარისობით, ჰიპერტონიით და სხვა დაავადებებით შესაძლებელი შეშუპებისა და სითხის შეკავების შესაძლო განვითარების გამო;
- პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პოტენციური რისკით, რადგანაც შესაძლებელია ფლურბიპროფენმა გაახანგრძლივოს სისხლისდენის დრო;
- ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენების განვითარების შედარებით მაღალი რისკის გამო.
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ფარმაკოდინამიურ და უსაფრთხოების საერთო პროფილზე დაყრდნობით ფლურბიპროფენის გავლენა ავტომობილის მართვასა და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას, ნაკლებადსავარაუდოა.
ჭარბი დოზირება
ფლურბიპროფენის მიმართ სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების სიპტომებია: სუნთქვის გათრგუნვა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ჭარბი დოზირებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ფლურბიპროფენმა შესაძლოა შეამციროს ფუროსემიდის ტიპის პრეპარატების დიურეზული ეფექტი.
სხვა აასს-ს მსგავსად სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად სისხლდენის განვითარების რისკის გამო. ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღებისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება 50%-ით. ამიტომ მათი ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.
შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინების, დიგოქსინის, ლითიუმის და მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება.
შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორების გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 30°C - მდე.
შენახვის ვადა:
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, _ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.