მონოგრაფია Nº 01896 ურეცეპტო
მაჟეზიკი-სანოველი
MAJEZIC-sanovel
0.25% 30 მლ სპრეი პირის ღრუსათვის ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით
- მოქმედი ნივთიერება
- ფლურბიპროფენი (Flurbiprofen)
- მწარმოებელი
- SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
- იმპორტიორი საქართველოში
- სანოველ ჯორჯია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლურბიპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.
მაჟეზიკი-სანოველი
MAJEZIK-sanovel
100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15 და #30
სტრეპსილსი ინტენსივი
სპრეი ორალური ფლაკონი №1 15მლ
სტრეპსილსი
8.75მგ კაფ TEMP 1 სპრეი №1 15 მლ
აქსოფენი
100მგ ტაბლეტი №15
ზერალგო
Zeralgo™
100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №15
ედოლფენი
0.3მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ
ფეინსტო
100მგ ტაბლეტი №30
Painsto
100მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30
აქსოფენ SR
200მგ კაფსულა №16
ლადუქსინი
LADUXIN
100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
სამკურნალო ფორმის აღწერა: 0.25% პირის ღრუს სპრეი
შემადგენლობა
პირის ღრუს სპრეი - 30 მლ
ფლურბიპროფენი - 0.075 გ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანთების საწინაარმდეგო არასტეროიდული საშუალება
ათქ კლასიფიკაციის კოდი M01AE09
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლურბიპროფენი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა. იგი ფენილალკანოის მჟავას წარმოებულია და გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთებისა და ტემპერატურული რეაქციის მედიატორებს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ფლურბიპროფენი პასიური დიფუზიის გზით ადვილად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან. ფლურბიპროფენი სუსტი მჟავაა, რომლის აბსორბცია დამოკიდებულია PH-ზე. ფლურბიპროფენი გამოიყენება პერიოდონტალური დაავადებების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ. პრეპარატის ლოკალურად გამოყენება არ მოითხოვს მაღალ სისტემურ კონცენტრაციას. ამ ჩვენებისთვის აუცილებელია ლორწოვანის სუსტი აბსორბცია.
ჩვენებები
მაჟეზიკი 0.25% პირის ღრუს სპრეი გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალება ოროლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში (მაგ. ღრძილების ანთება, ტონზილიტი და სხვა).
უკუჩვენებები
- ფლურბიპროფენის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- პრეპარატი უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ამჟღავნებენ მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების დროს;
- პეპტიური წყლულის არსებობა ანამნეზში.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის, გულის ან ღვიძლის უკმარისობით.
მეთილპარაბენის და პროპილპარაბენის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაგვიანებული).
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა ფარმაკოდინამიურ და უსაფრთხოების საერთო პროფილზე დაყრდნობით ფლურბიპროფენის გავლენა ავტომობილის მართვასა და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას, ნაკლებადსავარაუდოა.
გამოყენება პედიატრიაში:
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მიღების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის C კატეგორია (D კატეგორიის მესამე ტრიმესტრი).
რეპროდუქციული ასაკის ქალებში ფლურბიპროფენის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკამდელმა კვლევებმა დაამტკიცეს ფლურბიპროფენის ტერატოგენული ეფექტის არარსებობა, ორსულებში ფლურბიპროფენის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან სათანადო კვლევა ადამიანებში ჩატარებული არ არის. გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები უარყოფითად მოქმედებენ ახალშობილზე, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის მიზანშეწონილი.
ფერტილობა
ფერტილობაზე ფლურბიპროფენის მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი გაღიზიანება.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ფლურბიპროფენმა შესაძლოა შეამციროს ფუროსემიდის ტიპის პრეპარატების დიურეზული ეფექტი. ერთდროულად მიღებისას ფლურბიპროფენი იშვიათად შედის ურთიერთქმედებაში ანტიკოაგულანტებთან. ამასთან ფლურბიპროფენი არ ურთიერთქმედებს დიგოქსინთან, ტოლბუტამიდთან და ანტაციდთან.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა:
2 შესხურება 3-ჯერ დღეში შესაბამის უბანზე. ყოველი შესხურება წარმოადგენს ხსნარის 0.2 მლ-ს, რომელიც შეიცავს 0.5 მგ ფლურბიპროფენს.
გამოყენების წესი:
მკურნალობა ტარდება სპრეის შესხურებით პირის ღრუს შესაბამის უბანზე. არ გადაყლაპოთ.
ჭარბი დოზირება
აქტიური ნივთიერების დაბალი დოზის და ადგილობრივი გამოყენების გამო ჭარბი დოზირების ალბათობა ძალიან დაბალია. ჭარბი დოზირებისას ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, გასტროენტერალური დარღვევები.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C - მდე.
ვარგისობის ვადა
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 მლ მოცულობის მუქი მინის ფლაკონი პლასტმასის სარქველითა და მფრქვევანით.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას,
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.